ავტორი:

ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თავის დაწვა სცადა - რას ამბობს მერაბ ღოღობერიძის ადვოკატი?

ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თავის დაწვა სცადა - რას ამბობს მერაბ ღოღობერიძის ადვოკატი?

ბათუმში, არასამთავრობო ორგანიზაცია "კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელმა მერაბ ღოღობერიძემ თავის დაწვა სცადა. ღოღობერიძეს პირველი ხარისხის დამწვრობა აღენიშნება, რის გამოც ქუთაისის დამწვრობის ცენტრში მისი ტრანსპორტირება მიმდინარეობს.

მერაბ ღოღობერიძის ადვოკატი ზაზა პაპიძე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ფინანსური პოლიციის შენობასთან თავის დაწვა სცადა, სხვა დეტალები კი მისთვის უცნობია.

"მერაბ ღოღობერიძეს ფინანსური პოლიციის გამომძიებელი არ შეხვდა და ვერ მიიღო ინფორმაცია თუ რატომ მიმდინარეობს გამოძიება მასთან დაკავშირებით. მან სხეულის 35 პროცენტი დამწვრობა მიიღო. საქმის დეტალები არ ვიცი, მერაბ ღოღობერიძეს არ გავსაუბრებივარ ",- აცხადებს ზაზა პაპიძე.

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატი - "რუსთავი 2"-ის უძრავ ქონებას ყადაღა დაედო

რა ინფორმაციას ავრცელებს საბერძნეთში საქართველოს საელჩო?