დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის შემდეგ დაინფიცირების 300 შემთხვევაა დადასტურებული.
როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთ შემთხვევაში ინფიცირება მსუბუქად მიმდინარეობს.
"არასდროს უარვყოფთ, რომ არცერთ ვაქცინას 100%-იანი დაცვა არ აქვს. მათ შორის "სინოფარმს“ აქვს დაახლოებით 79%-იანი დაცვა, მაგრამ ერთხელ, ან ორჯერ აცრილზე ინფექცია წავა ძალიან, ძალიან მსუბუქად. რაც დღეს გამოიყენება, იმ ვაქინების მთავარი დანიშნულება არის ის, რომ სერიოზულად ამცირებენ ორი აცრის შემდეგ ჰოსპიტალიზაციას და შესაბამისად, სიკვდილიანობას.
ჩვენ დაახლოებით 300-მდე შემთხვევა გვაქვს, როდესაც პირველი აცრის შემდეგ ადამიანები დაინფიცირდნენ. ამ ვითარებას სწავლობენ, მაგრამ ერთი აცრის შემდეგ თთქმის ყველასთან ინფექცია საკმაოდ მსუბუქად და ხშირად საერთოდ უსიმპტომოდ წავიდა“,- განაცხადა გამყრელიძემ.
ამ თაღლითმა ბუამ რამდენი ხანი უნდა იძახოს: მგელი, მგელი...
ვაქცინა გიცავს ვირუსისგან და არა დაინფიცირებისაგან! გამყრელიძე უბერავს. დაინფიცირებისაგან იცავს პირბადე განსაზღვრული % ით.