პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"მარიანი თუ გვეძებდა, არ ვიცოდით. მას ბევრი რამ შეგვიძლია ვუამბოთ" - როგორ ვაპოვნინეთ ფრანგ მარიან ტენეზს დაკარგული ბაბუის ოჯახი
"მარიანი თუ გვეძებდა, არ ვიცოდით. მას ბევრი რამ შეგვიძლია ვუამბოთ" - როგორ ვაპოვნინეთ ფრანგ მარიან ტენეზს დაკარგული ბაბუის ოჯახი

ფო­ტო­ზე: მა­რი­ან ტე­ნე­ზი და მისი ბა­ბუა კონ­სტან­ტი­ნე ახ­ვერ­დო­ვი

"ამ სტა­ტი­ა­ზე დიდ იმედს ვამ­ყა­რებ... გთხოვთ, გა­მო­მეხ­მა­უ­რეთ" - ფრან­გი ქალი თბი­ლი­სე­ლებს ახ­ლობ­ლე­ბის პოვ­ნა­ში დახ­მა­რე­ბას სთხოვს", - სტა­ტია ამ სა­თა­უ­რით, ამ­ბე­ბი.ge-მ ამ ცოტა ხნის წინ გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ფრან­გი მა­რი­ან ტე­ნე­ზის თხოვ­ნა თბი­ლი­სე­ლებ­მა მარ­თლაც რომ გულ­თან მი­ი­ტა­ნეს, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, აღ­მოჩ­ნდა, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვან ცნო­ბებს მა­რი­ა­ნის დიდი ბა­ბუ­ის კონ­სტან­ტი­ნე ახ­ვერ­დო­ვის ოჯა­ხის შე­სა­ხებ ჩვე­ნი მკი­თხვე­ლი არ ფლობ­და. ქალ­ბა­ტო­ნი ტე­ნე­ზი კი უი­მე­დოდ ელო­და დიდი ბა­ბუ­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სარ­კვე­ვად, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო არ­ქივ­ში გაგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლის პა­სუხს.

სულ ცოტა ხნით რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რო­გო­რი უნდა იყოს წი­ნაპ­რე­ბის უცხო ქვე­ყა­ნა­ში ძი­ე­ბა მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ, ალ­ბათ ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რი არ იქ­ნე­ბა, რომ მა­რი­ა­ნის ის­ტო­რი­ის გაც­ნო­ბის შემ­დეგ, ემო­ცი­ე­ბით შე­პყრო­ბილ­მა "სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის" მულ­ტი­მე­დია ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის ორმა სტუ­დენ­ტმა გა­დავ­წყვი­ტეთ მის და­სახ­მა­რებ­ლად ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით მას, მი­ვი­ღეთ ნე­ბარ­თვა და და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია, რის შემ­დე­გაც გა­ვი­ნა­წი­ლეთ გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი თუ სა­არ­ქი­ვო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, გა­მოვ­კი­თხეთ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი და ფე­ხით მო­ვი­ა­რეთ ვა­კის სა­საფ­ლაო, სა­დაც მა­რი­ა­ნის დიდი ბა­ბუ­ის საფ­ლა­ვია. სა­მუ­შა­ო­ე­ბი თით­ქმის ორ თვეს გაგ­რძელ­და და შე­დე­გის თქვე­ნამ­დე მო­ტა­ნა კვლავ ამ­ბე­ბი.ge-ს მი­ვან­დეთ. და­სა­წყი­სის­თვის კი გვინ­და მოკ­ლედ შე­გახ­სე­ნოთ, თუ ვის ეძებ­და თბი­ლის­ში საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ ბორ­დო­ში მცხოვ­რე­ბი მა­რი­ან ტე­ნე­ზი.

1921 წლის თე­ბერ­ვალ­ში, მოს­კო­ვის ინ­სტრუქ­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად, რუ­სე­თის წი­თე­ლი არ­მია სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში შე­მო­იჭ­რა. საბ­ჭო­თა სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი, რუ­სე­თის მსრო­ლელ­თა ბრი­გა­დის პოლ­კე­ბი, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს ალ­ყა­ში მოქ­ცე­ვას ისა­ხავ­დნენ მიზ­ნად. თბი­ლი­სელ­მა ახალ­გაზ­რდა ინ­ჟი­ნერ­მა კაც­მა კონ­სტან­ტი­ნე ახ­ვერ­დოვ­მა, რო­მე­ლიც სომ­ხუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის თბი­ლი­სე­ლი იყო, პა­რიზ­ში ცოლი და პა­ტა­რა შვი­ლე­ბი რუ­სის ჯა­რის­გან გა­და­სარ­ჩე­ნად გა­აქ­ცია, იმ იმე­დით, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით თა­ვა­დაც ჩა­ა­კი­თხავ­და, სამ­წუ­ხა­როდ, მას ისი­ნი აღა­რას­დროს უნა­ხავს. იგი რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ გერ­მა­ნე­ლი წარ­მო­შო­ბის ქალ­ბა­ტონ­ზე, ოლ­გა­ზე და­ქორ­წინ­და, რო­მელ­საც წინა ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი შვი­ლი, მი­ხე­ი­ლი და ირი­ნა ჰყავ­და.

კონ­სტან­ტი­ნე - პირ­ველ რიგ­ში, დე­დას­თან და და-ძმებ­თან ერ­თად

კონ­სტან­ტი­ნეს პირ­ვე­ლი ცოლი ფრან­გი ჟან ნური გახ­ლდათ, შვი­ლებს კი ელე­ნა (ჟილ­ბერტ) და არ­ტე­მი ერ­ქვათ. 1921 წელს ჟან ნური სა­ზღვაო გზით სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და და ორი­ვე შვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ზე მო­გო­ნე­ბე­ბით აღ­ზარ­და, ამი­ტო­მაც ელე­ნა ჟილ­ბერტ ახ­ვედ­რო­ვამ 1985 წელს თბი­ლისს მოს­კო­ვის გავ­ლით მო­ა­შუ­რა. მისი ოც­ნე­ბა, მა­მის საფ­ლა­ვის მო­ნა­ხუ­ლე­ბა და კონ­სტან­ტი­ნეს ძმე­ბი­სა თუ ძმის­შვი­ლე­ბის ნახ­ვა იყო. საფ­რან­გეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა კი კა­სე­ტა­ზე ჩა­ი­წე­რა სა­კუ­თა­რი ფეს­ვე­ბის ის­ტო­რია და ასე შე­მო­უ­ნა­ხა შვი­ლიშ­ვი­ლებს. სწო­რედ ელე­ნას შვი­ლიშ­ვი­ლია მა­რი­ა­ნი, რო­მე­ლიც დიდი ბა­ბუ­ის დიდ ოჯახს თბი­ლის­ში უკვე მე­ო­რე წე­ლია უშე­დე­გოდ ეძებს. მას­თან სა­უ­ბარ­მა მოგ­ვცა რამ­დე­ნი­მე ნი­შა­ნი, ერთი - დიდი ბა­ბუ­ის მი­სა­მარ­თი, მე­ო­რე - სა­საფ­ლაო, სა­დაც ის გა­ნის­ვე­ნებს და ბო­ლოს - თბი­ლის­ში არ­სე­ბუ­ლი სომ­ხუ­რი ეკ­ლე­სია.

მა­რი­ან ტე­ნე­ზის ბე­ბია ჟან ნური

პირ­ველ რიგ­ში გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ გა­დაგ­ვე­მოწ­მე­ბი­ნა ეს ცნო­ბე­ბი, მა­გა­ლი­თად: სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის სი­ზუს­ტე, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობ­და კონ­კრე­ტულ მი­სა­მართს თბი­ლის­ში. მი­სა­მარ­თზე მის­ვლი­თა და იქ მცხოვ­რებ ხალ­ხთან გა­სა­უბ­რე­ბით ვცა­დეთ გაგ­ვერ­კვია კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­და კონ­სტან­ტი­ნე ახ­ვერ­დო­ვი, რომ ამ გზით მისი მე­ო­რე ოჯა­ხი­დან რო­მე­ლი­მე შთა­მო­მა­ვალს შევ­ხვედ­რო­დით, მაგ­რამ ვერ გა­ვარ­კვი­ეთ ვე­რა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია. ამ კორ­პუ­სის ძი­რძველ­მა მცხოვ­რებ­ლებ­მაც კი არ იცოდ­ნენ, არა თუ კონ­სტან­ტი­ნეს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა, არა­მედ მისი ვი­ნა­ო­ბის შე­სა­ხე­ბაც კი არ ჰქონ­დათ ინ­ფორ­მა­ცია.

შემ­დე­გი სა­ძი­ე­ბო გზა, რო­მელ­საც და­ვა­დე­ქით, ეს გახ­ლდათ, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ არ­ქივ­ში და­ცუ­ლი ცნო­ბე­ბით სარ­გებ­ლო­ბა, რას­თან წვდო­მაც სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის მეშ­ვე­ო­ბით შევ­ძე­ლით. ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც გვჭირ­დე­ბო­და, ოც­და­ათ წელ­ზე გვი­ან­დე­ლი იყო და, შე­სა­ბა­მი­სად, ნაკ­ლე­ბი შან­სი არ­სე­ბობ­და რა­ი­მე სა­სურ­ვე­ლი და ხელ­ჩა­სა­ჭი­დი ინ­ფორ­მა­ცია გვე­პო­ვა. პირ­ველ რიგ­ში, სა­ჭი­რო იყო ხელთ გვქო­ნო­და გარ­დაც­ვა­ლე­ბის მოწ­მო­ბა. ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი რის­კის მი­უ­ხე­და­ვად შე­საძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა კონ­სტან­ტი­ნე ახ­ვერ­დო­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მოწ­მო­ბის მი­ღე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც დად­გინ­და, რომ ის 1957 წლის 10 მა­ისს გარ­და­იც­ვა­ლა თბი­ლის­ში.

ამ დო­კუ­მენ­ტის მი­ღე­ბის შემ­დეგ, შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბო­და რო­გორც მი­სა­მარ­თის, ისე და­ბა­დე­ბის ზუს­ტი თა­რი­ღი­სა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის ად­გი­ლის დად­გე­ნა, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად დო­კუ­მენ­ტით მხო­ლოდ გარ­დაც­ვა­ლე­ბის ზუს­ტი თა­რი­ღი შე­ვი­ტყვეთ, რად­გან თბი­ლი­სის სა­მო­ქა­ლა­ქო რე­ესრტი­დან მო­ვი­თხო­ვეთ რა გარ­დაც­ვლი­ლი პი­რის შე­სა­ხებ სრუ­ლი სა­რე­გის­ტრა­ციო მო­ნა­ცე­მე­ბი, დო­კუ­მენ­ტი რო­მე­ლიც გად­მოგ­ვცეს, არა­ფერს ახალს არ გვე­უბ­ნე­ბო­და. იმედს არ ვკარ­გავ­დით და უკვე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ არ­ქივ­თან გა­ვა­ბით მი­მო­წე­რა, მათ სამ­კი­თხვე­ლო დარ­ბაზ­ში მკვლე­ვა­რის სტა­ტუ­სის მქო­ნე პი­რად დაშ­ვე­ბის ნე­ბარ­თვის მი­სა­ღე­ბად. ვი­ზიტ­ზე დიდი ხნის ლო­დი­ნის შემ­დეგ დაგ­ვთან­ხმდნენ. დრო დას­ჭირ­და, მაგ­რამ მი­ვი­ღეთ პა­სუ­ხი, რომ დაგ­ვრთეს ნება გვე­სარ­გებ­ლა სა­ის­ტო­რიო არ­ქი­ვით, მაგ­რამ იმის გამო, რომ ად­გი­ლე­ბი შევ­სე­ბუ­ლი იყო, აღ­მოვ­ჩნდით უსას­რუ­ლო ვა­დით სა­რე­ზერ­ვო ნა­კად­ში.

სა­ბო­ლო­ოდ, ეს ვერ­სი­აც გა­მო­ი­რი­ცხა, მაგ­რამ კერ­ძო სა­არ­ქი­ვო ძი­ე­ბამ ერთ სა­ინ­ტე­რე­სო კვალ­ზე გაგ­ვიყ­ვა­ნა. 1882 წლის ტიფ­ლი­სის ცნო­ბილ გა­ზეთ "კავ­კა­ზის" მარ­ტის ნო­მერ­ში მი­ვა­გე­ნით პა­ტა­რა სა­რეკ­ლა­მო ცნო­ბას, სა­დაც წე­რია, რომ ვო­რონ­ცოვ­ზე, მი­ხა­ი­ლო­ვის ხიდ­თან მდე­ბა­რე მა­ღა­ზი­ა­ში ექ­სკლუ­ზი­უ­რად იყი­დე­ბო­და ა.პ ახ­ვერ­დო­ვის კარ­დე­ნა­ხუ­ლი ღვი­ნო.

ძნე­ლი ამო­საც­ნო­ბია საქ­მე მა­რი­ა­ნის წი­ნა­პარს შე­ე­ხე­ბა თუ არა, მაგ­რამ, ფაქ­ტია, ახ­ვერ­დო­ვე­ბი უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან ცხოვ­რობ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლაქ­ში. სა­არ­ქი­ვო ძი­ე­ბის შემ­დეგ, სომ­ხურ ეკ­ლე­სი­ას მი­ვა­დე­ქით სა­კუ­თარ სათ­ვის­ტო­მო­ზე კი­თხვე­ბით. საკ­მა­ოდ თბი­ლად მიგ­ვი­ღეს და მა­შინ­ვე დატ­რი­ალ­დნენ ერ­თმა­ნეთ­ში ამ ოჯახ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად. აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ სა­ერ­თოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში 771 ახ­ვედ­რო­ვი ცხოვ­რობს, მაგ­რამ არი­ან აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი წარ­მო­შო­ბის ახ­ვერ­დო­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც უფრო კა­ხეთ­ში ბი­ნად­რო­ბენ.

რაც შე­ე­ხე­ბა ამ ოჯახს:

"საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი ოჯა­ხი ვიცი ახ­ვერ­დო­ვე­ბის, ერთი მათ­გა­ნი ჩემს ეზო­ში ცხოვ­რობ­და, დარ­ჩო ერ­ქვა. ორი შვი­ლი ჰყავ­და, ერთი - და­ვი­თი და­ე­ღუ­პა, ამ ამ­ბი­დან მალე კი რუ­სეთ­ში, კერ­ძოდ, როს­ტოვ­ში წა­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად".- გვი­თხრა გე­ორ­ქმა სომ­ხუ­რი სათ­ვის­ტო­მო­დან.

ესეც დიდი ვე­რა­ფე­რი კვალ­ზე და­სა­ყე­ნე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია აღ­მოჩ­ნდა და ვა­კის სა­საფ­ლა­ოს მი­ვა­შუ­რეთ, სა­დაც სა­საფ­ლა­ოს დამ­კრძა­ლავ ბი­უ­რო "ჰერ­მეს­ში" ვი­კი­თხეთ, თუ შე­იძ­ლე­ბო­და საფ­ლა­ვის მი­ხედ­ვით დაკ­რძა­ლუ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბის მო­ძებ­ნა. მი­თხრეს, რომ პი­როვ­ნე­ბის პი­რა­დი ნომ­რის გა­რე­შე ვერ და­მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ , ეს კი სრუ­ლი­ად შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში, ამი­ტომ მა­რი­ა­ნის მო­ნა­თხო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მისი დიდი ბა­ბუ­ის ორ გერს - მი­ხე­ილს და ირი­ნას და­ვუ­წყეთ ძებ­ნა. ირი­ნა უკვე გარ­დაც­ვლი­ლი აღ­მოჩ­ნდა, მი­ხე­ი­ლი კი - რუ­სეთ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­სუ­ლი. სა­ძი­ე­ბო დამ­ხმა­რე ძა­ლად სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი გა­მო­ვი­ყე­ნეთ, სა­დაც მი­ვა­გე­ნით ადა­მი­ანს, ქალ­ბა­ტონ ცი­უ­რის, რო­მელ­მაც გვი­თხრა, რომ კონ­სტან­ტი­ნეს გე­რის შვილს გივი კა­ში­ბა­ძეს და მის ოჯახს იც­ნობ­და. ქალ­ბა­ტონ­მა ცი­უ­რიმ, რომ­ლის გვარ­საც შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვა­სა­ხე­ლებთ, გვი­ამ­ბო, რომ კონ­სტან­ტი­ნეს გე­რის შვი­ლი, რო­მელ­საც იგი შვი­ლიშ­ვი­ლად თვლი­და, გივი რუს ქალ ვე­რა­ზე და­ქორ­წინ­და. ვერა და გივი თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­დნენ, სწო­რედ ვერა შეხ­ვდა 1985 წელს თბი­ლის­ში ჩა­მო­სულ მა­რი­ა­ნის ბე­ბი­ას და შინ მი­ი­პა­ტი­ჟა.

ელე­ნა ჟილ­ბერტ ახ­ვერ­დო­ვა

უც­ნო­ბია რა სა­უ­ბა­რი იყო მათ შო­რის, თუმ­ცა ვე­რას ელე­ნა ჟილ­ბერტ ახ­ვედ­რო­ვა ძა­ლი­ან თბი­ლად მო­იხ­სე­ნი­ებ­და აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერ­ში. ქალ­ბა­ტო­ნი ცი­უ­რის თქმით, გივი რამ­დე­ნი­მე წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა, ვერა კი, ერ­თა­დერთ ქა­ლიშ­ვილ ოლ­გას­თან ერ­თად, რუ­სეთ­ში სან­კტ - პე­ტერ­ბურ­გში წა­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად და მას შემ­დეგ თბი­ლის­ში არც ჩა­მო­სუ­ლა. ჩვენ ვე­რა­საც მივ­წე­რეთ, ამა­ოდ, შემ­დეგ მის ქა­ლიშ­ვილს ოლ­გას მი­ვაკ­ვლი­ეთ, ოლ­გამ კი მა­შინ­ვე გვი­პა­სუ­ხა და აი, რა გვი­ამ­ბო:

"კონ­სტან­ტი­ნე ახ­ვედ­რო­ვი დი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ყო­ფი­ლა, ჩემი ბე­ბია ოლგა ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, უყ­ვარ­და გე­რე­ბიც, რო­გორც ჩანს, სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი მათ­ზე გა­და­ი­ტა­ნა და მარ­თლაც შვი­ლე­ბი­ვით და­ზარ­და. დე­და­ჩემს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და მა­რი­ა­ნის ბე­ბია - ელე­ნა. დედა ავად­მყო­ფობს, არც ინ­ტერ­ნეტს ფლობს კარ­გად, მეც იშ­ვი­ა­თად ვსარ­გებ­ლობ, ამი­ტომ მა­რი­ა­ნი თუ გვე­ძებ­და, ისიც არ ვი­ცო­დით. ახლა ვიცი და მი­ხა­რია, რად­გა­ნაც კონ­სტან­ტი­ნე ახ­ვერ­დო­ვის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ჩვენ ვართ, მისი გე­რე­ბის შთა­მო­მავ­ლე­ბი და მა­რი­ა­ნას ბევ­რი რამ შეგ­ვიძ­ლია ვუ­ამ­ბოთ. მარ­თა­ლია ენის ბა­რი­ე­რი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ მო­ვიშ­ვე­ლი­ებთ თარ­გმანს და ვუ­ამ­ბობთ მისი დიდი ბა­ბუ­ის შე­სა­ხებ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევრ ახალ ამ­ბავს შე­ი­ტყობს და შვე­ბას იგ­რძნობს".

ამის მერე, რა თქმა უნდა, ქალ­ბა­ტონ მა­რი­ანს და­ვუ­კავ­შირ­დით და ჩვე­ნი მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ვაც­ნო­ბეთ:

მა­რი­ან ტე­ნე­ზი:

"უკვე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა ჩემი დიდი ბა­ბუ­ის ოჯა­ხის წევ­რე­ბის პოვ­ნა, ადა­მი­ა­ნე­ბის, ვინც მას­ზე, მის ცხოვ­რე­ბა­ზე ბევ­რი რამ იცი­ან. იცი­ან მისი სი­ცო­ცხლის ბოლო წლე­ბის ყვე­ლა დე­ტა­ლი, რაც მე ასე მა­ინ­ტე­რე­სებს. იცი­ან სად და ვინ არი­ან მისი დე­ბი­სა თუ ძმე­ბის შთა­მო­მავ­ლე­ბი. ყვე­ლა ადა­მი­ანს სჭირ­დე­ბა სა­კუ­თა­რი ფეს­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის ცოდ­ნა. აქამ­დე ბევ­რი არა­ფე­რი ვი­ცო­დი და და­მი­ჯე­რეთ, ჩემი სა­ფიქ­რა­ლიც მხო­ლოდ ეს იყო. ახლა კი­თხვე­ბი პა­სუ­ხგა­ცე­მუ­ლია და მი­ვაღ­წიე სა­წა­დელს. სამ­წუ­ხა­როა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს არ­ქივ­მა მრა­ვალ­თვი­ა­ნი თხოვ­ნის შემ­დე­გაც არა­ფე­რი მი­პა­სუ­ხა, მაგ­რამ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, მე­დია ყო­ველ­თვის მზად არის ადა­მი­ა­ნე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად. ისე­თი ამა­ღელ­ვე­ბე­ლი იყო ჩემ­თვის, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­დან სტუ­დენ­ტე­ბი ჩემს გა­სავ­ლელ გზას და­ად­გნენ, რო­დე­საც მათ ჩემი დიდი ბა­ბუ­ის საფ­ლა­ვის ძი­ე­ბა­ში მთე­ლი ვა­კის სა­საფ­ლაო მო­ი­ა­რეს, მი­ა­კი­თხეს ბა­ბუ­ა­ჩე­მის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მი­სა­მართს... მათ დიდი მად­ლო­ბა და აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი ჩემ­გან ყვე­ლა იმ სა­მუ­შა­ოს­თვის, რაც ჩა­ა­ტა­რეს. სურ­ვი­ლი მაქვს, თბი­ლის­ში რომ ჩა­მო­ვალ, შევ­ხვდე და პი­რა­დად ყვე­ლას მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო - მე­დი­ას, სტუ­დენ­ტებს... ახლა პან­დე­მი­ამ ცოტა გა­და­დო ეს სა­კი­თხი, თუმ­ცა შვი­ლე­ბი ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, - რო­დის წა­ვალთ თბ­ლის­შიო?.. ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად ავიხ­დენთ ამ სურ­ვილს.

ავ­ტო­რე­ბი: თა­თია გვა­ლია, მა­რი­ამ კახ­ნი­აშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
0

ყოჩაღ, გოგონებო, რამდენი გიწვალიათ. წარმატებები თქვენც და ამ ადამიანებსაც, ვისაც ერთმანეთი აპოვნინეთ <3 

წმინდა გაგა
8

მარიან ტენეზის სისხლში ეტყობა კავკასიურმა გენებმა იჭარბა თორემ როდის იყო ევროპიელი წინაპარს ეძებდა თუ რამე საკბილო არ ეგულება.

ავტორი:

"მარიანი თუ გვეძებდა, არ ვიცოდით. მას ბევრი რამ შეგვიძლია ვუამბოთ" - როგორ ვაპოვნინეთ ფრანგ მარიან ტენეზს დაკარგული ბაბუის ოჯახი

"მარიანი თუ გვეძებდა, არ ვიცოდით. მას ბევრი რამ შეგვიძლია ვუამბოთ" - როგორ ვაპოვნინეთ ფრანგ მარიან ტენეზს დაკარგული ბაბუის ოჯახი

ფოტოზე: მარიან ტენეზი და მისი ბაბუა კონსტანტინე ახვერდოვი

"ამ სტატიაზე დიდ იმედს ვამყარებ... გთხოვთ, გამომეხმაურეთ" - ფრანგი ქალი თბილისელებს ახლობლების პოვნაში დახმარებას სთხოვს", - სტატია ამ სათაურით, ამბები.ge-მ ამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. ფრანგი მარიან ტენეზის თხოვნა თბილისელებმა მართლაც რომ გულთან მიიტანეს, თუმცა, სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ მნიშვნელოვან ცნობებს მარიანის დიდი ბაბუის კონსტანტინე ახვერდოვის ოჯახის შესახებ ჩვენი მკითხველი არ ფლობდა. ქალბატონი ტენეზი კი უიმედოდ ელოდა დიდი ბაბუის შესახებ ინფორმაციის გასარკვევად, საქართველოს სახელმწიფო არქივში გაგზავნილი წერილის პასუხს.

სულ ცოტა ხნით რომ წარმოვიდგინოთ, როგორი უნდა იყოს წინაპრების უცხო ქვეყანაში ძიება მრავალი წლის შემდეგ, ალბათ ძნელი მისახვედრი არ იქნება, რომ მარიანის ისტორიის გაცნობის შემდეგ, ემოციებით შეპყრობილმა "საქართველოს უნივერსიტეტის" მულტიმედია ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ორმა სტუდენტმა გადავწყვიტეთ მის დასახმარებლად ჟურნალისტური გამოძიების ჩატარება. ჩვენ დავუკავშირდით მას, მივიღეთ ნებართვა და დამატებითი ინფორმაცია, რის შემდეგაც გავინაწილეთ გეოგრაფიული თუ საარქივო სამუშაოები, გამოვკითხეთ უამრავი ადამიანი და ფეხით მოვიარეთ ვაკის სასაფლაო, სადაც მარიანის დიდი ბაბუის საფლავია. სამუშაოები თითქმის ორ თვეს გაგრძელდა და შედეგის თქვენამდე მოტანა კვლავ ამბები.ge-ს მივანდეთ. დასაწყისისთვის კი გვინდა მოკლედ შეგახსენოთ, თუ ვის ეძებდა თბილისში საფრანგეთის ქალაქ ბორდოში მცხოვრები მარიან ტენეზი.

1921 წლის თებერვალში, მოსკოვის ინსტრუქციების თანახმად, რუსეთის წითელი არმია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შემოიჭრა. საბჭოთა სამხედრო ძალები, რუსეთის მსროლელთა ბრიგადის პოლკები, სრულიად საქართველოს ალყაში მოქცევას ისახავდნენ მიზნად. თბილისელმა ახალგაზრდა ინჟინერმა კაცმა კონსტანტინე ახვერდოვმა, რომელიც სომხური წარმომავლობის თბილისელი იყო, პარიზში ცოლი და პატარა შვილები რუსის ჯარისგან გადასარჩენად გააქცია, იმ იმედით, რომ მოგვიანებით თავადაც ჩააკითხავდა, სამწუხაროდ, მას ისინი აღარასდროს უნახავს. იგი რამდენიმე წლის შემდეგ გერმანელი წარმოშობის ქალბატონზე, ოლგაზე დაქორწინდა, რომელსაც წინა ქორწინებიდან ორი შვილი, მიხეილი და ირინა ჰყავდა.

კონსტანტინე - პირველ რიგში, დედასთან და და-ძმებთან ერთად

კონსტანტინეს პირველი ცოლი ფრანგი ჟან ნური გახლდათ, შვილებს კი ელენა (ჟილბერტ) და არტემი ერქვათ. 1921 წელს ჟან ნური საზღვაო გზით სამშობლოში დაბრუნდა და ორივე შვილი საქართველოზე მოგონებებით აღზარდა, ამიტომაც ელენა ჟილბერტ ახვედროვამ 1985 წელს თბილისს მოსკოვის გავლით მოაშურა. მისი ოცნება, მამის საფლავის მონახულება და კონსტანტინეს ძმებისა თუ ძმისშვილების ნახვა იყო. საფრანგეთში დაბრუნებულმა კი კასეტაზე ჩაიწერა საკუთარი ფესვების ისტორია და ასე შემოუნახა შვილიშვილებს. სწორედ ელენას შვილიშვილია მარიანი, რომელიც დიდი ბაბუის დიდ ოჯახს თბილისში უკვე მეორე წელია უშედეგოდ ეძებს. მასთან საუბარმა მოგვცა რამდენიმე ნიშანი, ერთი - დიდი ბაბუის მისამართი, მეორე - სასაფლაო, სადაც ის განისვენებს და ბოლოს - თბილისში არსებული სომხური ეკლესია.

მარიან ტენეზის ბებია ჟან ნური

პირველ რიგში გადავწყვიტეთ, რომ გადაგვემოწმებინა ეს ცნობები, მაგალითად: საცხოვრებელი ადგილის სიზუსტე, რომელიც გულისხმობდა კონკრეტულ მისამართს თბილისში. მისამართზე მისვლითა და იქ მცხოვრებ ხალხთან გასაუბრებით ვცადეთ გაგვერკვია კონკრეტულად რომელ ბინაში ცხოვრობდა კონსტანტინე ახვერდოვი, რომ ამ გზით მისი მეორე ოჯახიდან რომელიმე შთამომავალს შევხვედროდით, მაგრამ ვერ გავარკვიეთ ვერანაირი ინფორმაცია. ამ კორპუსის ძირძველმა მცხოვრებლებმაც კი არ იცოდნენ, არა თუ კონსტანტინეს საცხოვრებელი ბინა, არამედ მისი ვინაობის შესახებაც კი არ ჰქონდათ ინფორმაცია.

შემდეგი საძიებო გზა, რომელსაც დავადექით, ეს გახლდათ, საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ცნობებით სარგებლობა, რასთან წვდომაც საქართველოს იუსტიციის სახლის მეშვეობით შევძელით. ინფორმაცია, რომელიც გვჭირდებოდა, ოცდაათ წელზე გვიანდელი იყო და, შესაბამისად, ნაკლები შანსი არსებობდა რაიმე სასურველი და ხელჩასაჭიდი ინფორმაცია გვეპოვა. პირველ რიგში, საჭირო იყო ხელთ გვქონოდა გარდაცვალების მოწმობა. ზემოხსენებული რისკის მიუხედავად შესაძლებელი აღმოჩნდა კონსტანტინე ახვერდოვის გარდაცვალების მოწმობის მიღება, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ ის 1957 წლის 10 მაისს გარდაიცვალა თბილისში.

ამ დოკუმენტის მიღების შემდეგ, შესაძლებელი გახდებოდა როგორც მისამართის, ისე დაბადების ზუსტი თარიღისა და გარდაცვალების ადგილის დადგენა, მაგრამ რეალურად დოკუმენტით მხოლოდ გარდაცვალების ზუსტი თარიღი შევიტყვეთ, რადგან თბილისის სამოქალაქო რეესრტიდან მოვითხოვეთ რა გარდაცვლილი პირის შესახებ სრული სარეგისტრაციო მონაცემები, დოკუმენტი რომელიც გადმოგვცეს, არაფერს ახალს არ გვეუბნებოდა. იმედს არ ვკარგავდით და უკვე საქართველოს ეროვნულ არქივთან გავაბით მიმოწერა, მათ სამკითხველო დარბაზში მკვლევარის სტატუსის მქონე პირად დაშვების ნებართვის მისაღებად. ვიზიტზე დიდი ხნის ლოდინის შემდეგ დაგვთანხმდნენ. დრო დასჭირდა, მაგრამ მივიღეთ პასუხი, რომ დაგვრთეს ნება გვესარგებლა საისტორიო არქივით, მაგრამ იმის გამო, რომ ადგილები შევსებული იყო, აღმოვჩნდით უსასრულო ვადით სარეზერვო ნაკადში.

საბოლოოდ, ეს ვერსიაც გამოირიცხა, მაგრამ კერძო საარქივო ძიებამ ერთ საინტერესო კვალზე გაგვიყვანა. 1882 წლის ტიფლისის ცნობილ გაზეთ "კავკაზის" მარტის ნომერში მივაგენით პატარა სარეკლამო ცნობას, სადაც წერია, რომ ვორონცოვზე, მიხაილოვის ხიდთან მდებარე მაღაზიაში ექსკლუზიურად იყიდებოდა ა.პ ახვერდოვის კარდენახული ღვინო.

ძნელი ამოსაცნობია საქმე მარიანის წინაპარს შეეხება თუ არა, მაგრამ, ფაქტია, ახვერდოვები უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ საქართველოს დედაქალაქში. საარქივო ძიების შემდეგ, სომხურ ეკლესიას მივადექით საკუთარ სათვისტომოზე კითხვებით. საკმაოდ თბილად მიგვიღეს და მაშინვე დატრიალდნენ ერთმანეთში ამ ოჯახზე ინფორმაციის მისაღებად. აღმოვაჩინეთ, რომ საერთოდ საქართველოში 771 ახვედროვი ცხოვრობს, მაგრამ არიან აზერბაიჯანული წარმოშობის ახვერდოვები, რომლებიც უფრო კახეთში ბინადრობენ.

რაც შეეხება ამ ოჯახს:

"საკმაოდ ცნობილი ოჯახი ვიცი ახვერდოვების, ერთი მათგანი ჩემს ეზოში ცხოვრობდა, დარჩო ერქვა. ორი შვილი ჰყავდა, ერთი - დავითი დაეღუპა, ამ ამბიდან მალე კი რუსეთში, კერძოდ, როსტოვში წავიდნენ საცხოვრებლად".- გვითხრა გეორქმა სომხური სათვისტომოდან.

ესეც დიდი ვერაფერი კვალზე დასაყენებელი ინფორმაცია აღმოჩნდა და ვაკის სასაფლაოს მივაშურეთ, სადაც სასაფლაოს დამკრძალავ ბიურო "ჰერმესში" ვიკითხეთ, თუ შეიძლებოდა საფლავის მიხედვით დაკრძალულის ოჯახის წევრების მოძებნა. მითხრეს, რომ პიროვნების პირადი ნომრის გარეშე ვერ დამეხმარებოდნენ , ეს კი სრულიად შეუძლებელი იყო ჩვენს შემთხვევაში, ამიტომ მარიანის მონათხობიდან გამომდინარე, მისი დიდი ბაბუის ორ გერს - მიხეილს და ირინას დავუწყეთ ძებნა. ირინა უკვე გარდაცვლილი აღმოჩნდა, მიხეილი კი - რუსეთში საცხოვრებლად გადასული. საძიებო დამხმარე ძალად სოციალური ქსელები გამოვიყენეთ, სადაც მივაგენით ადამიანს, ქალბატონ ციურის, რომელმაც გვითხრა, რომ კონსტანტინეს გერის შვილს გივი კაშიბაძეს და მის ოჯახს იცნობდა. ქალბატონმა ციურიმ, რომლის გვარსაც შეგნებულად არ ვასახელებთ, გვიამბო, რომ კონსტანტინეს გერის შვილი, რომელსაც იგი შვილიშვილად თვლიდა, გივი რუს ქალ ვერაზე დაქორწინდა. ვერა და გივი თბილისში ცხოვრობდნენ, სწორედ ვერა შეხვდა 1985 წელს თბილისში ჩამოსულ მარიანის ბებიას და შინ მიიპატიჟა.

ელენა ჟილბერტ ახვერდოვა

უცნობია რა საუბარი იყო მათ შორის, თუმცა ვერას ელენა ჟილბერტ ახვედროვა ძალიან თბილად მოიხსენიებდა აუდიოჩანაწერში. ქალბატონი ციურის თქმით, გივი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, ვერა კი, ერთადერთ ქალიშვილ ოლგასთან ერთად, რუსეთში სანკტ - პეტერბურგში წავიდა საცხოვრებლად და მას შემდეგ თბილისში არც ჩამოსულა. ჩვენ ვერასაც მივწერეთ, ამაოდ, შემდეგ მის ქალიშვილს ოლგას მივაკვლიეთ, ოლგამ კი მაშინვე გვიპასუხა და აი, რა გვიამბო:

"კონსტანტინე ახვედროვი დიდებული ადამიანი ყოფილა, ჩემი ბებია ოლგა ძალიან უყვარდა, უყვარდა გერებიც, როგორც ჩანს, საკუთარი შვილების სიყვარული მათზე გადაიტანა და მართლაც შვილებივით დაზარდა. დედაჩემს ძალიან უყვარდა მარიანის ბებია - ელენა. დედა ავადმყოფობს, არც ინტერნეტს ფლობს კარგად, მეც იშვიათად ვსარგებლობ, ამიტომ მარიანი თუ გვეძებდა, ისიც არ ვიცოდით. ახლა ვიცი და მიხარია, რადგანაც კონსტანტინე ახვერდოვის ოჯახის წევრები ჩვენ ვართ, მისი გერების შთამომავლები და მარიანას ბევრი რამ შეგვიძლია ვუამბოთ. მართალია ენის ბარიერი იქნება, მაგრამ მოვიშველიებთ თარგმანს და ვუამბობთ მისი დიდი ბაბუის შესახებ, დარწმუნებული ვარ, ბევრ ახალ ამბავს შეიტყობს და შვებას იგრძნობს".

ამის მერე, რა თქმა უნდა, ქალბატონ მარიანს დავუკავშირდით და ჩვენი მოპოვებული ინფორმაცია ვაცნობეთ:

მარიან ტენეზი:

"უკვე დიდი ბედნიერებაა ჩემი დიდი ბაბუის ოჯახის წევრების პოვნა, ადამიანების, ვინც მასზე, მის ცხოვრებაზე ბევრი რამ იციან. იციან მისი სიცოცხლის ბოლო წლების ყველა დეტალი, რაც მე ასე მაინტერესებს. იციან სად და ვინ არიან მისი დებისა თუ ძმების შთამომავლები. ყველა ადამიანს სჭირდება საკუთარი ფესვების შესახებ ინფორმაციის ცოდნა. აქამდე ბევრი არაფერი ვიცოდი და დამიჯერეთ, ჩემი საფიქრალიც მხოლოდ ეს იყო. ახლა კითხვები პასუხგაცემულია და მივაღწიე საწადელს. სამწუხაროა, რომ საქართველოს არქივმა მრავალთვიანი თხოვნის შემდეგაც არაფერი მიპასუხა, მაგრამ, საბედნიეროდ, მედია ყოველთვის მზად არის ადამიანების დასახმარებლად. ისეთი ამაღელვებელი იყო ჩემთვის, როდესაც საქართველოდან სტუდენტები ჩემს გასავლელ გზას დაადგნენ, როდესაც მათ ჩემი დიდი ბაბუის საფლავის ძიებაში მთელი ვაკის სასაფლაო მოიარეს, მიაკითხეს ბაბუაჩემის საცხოვრებელი სახლის მისამართს... მათ დიდი მადლობა და აპლოდისმენტები ჩემგან ყველა იმ სამუშაოსთვის, რაც ჩაატარეს. სურვილი მაქვს, თბილისში რომ ჩამოვალ, შევხვდე და პირადად ყველას მადლობა გადავუხადო - მედიას, სტუდენტებს... ახლა პანდემიამ ცოტა გადადო ეს საკითხი, თუმცა შვილები ხშირად მეკითხებიან, - როდის წავალთ თბლისშიო?.. ჩვენ აუცილებლად ავიხდენთ ამ სურვილს.

ავტორები: თათია გვალია, მარიამ კახნიაშვილი

"ივანიშვილის სახელის ხსენება "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით, არის უადგილო" - ვარლამ გოლეთიანი

"მზად ვართ, გავაგრძელოთ საქმიანი დისკუსია... "ნამახვანჰესის" პროექტი არის ქართული საქმე, რომელიც ემსახურება მთელი ქვეყნის კეთილდღეობას" - "ენკა"

რესპუბლიკის მოედანზე "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეების აქციას სასულიერო პირების ნაწილი შეუერთდა