Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"მითხრა, განსაკუთრებულ ექსპერიმენტს ვატარებო" - რუსი ბლოგერი 40-დღიანი "გამაჯანსაღებელი შიმშილობის" შემდეგ აფხაზეთში გარდაცვლილი იპოვეს
"მითხრა, განსაკუთრებულ ექსპერიმენტს ვატარებო" - რუსი ბლოგერი 40-დღიანი "გამაჯანსაღებელი შიმშილობის" შემდეგ აფხაზეთში გარდაცვლილი იპოვეს

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, გუ­და­უ­თის ერთ-ერთ სო­ფელ­ში, 40-დღი­ა­ნი "გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი შიმ­ში­ლო­ბის" შემ­დეგ, 40 წლის ბლო­გე­რი ვი­ტა­ლი ვიგ­რა­ნოვ­სკი გარ­და­იც­ვა­ლა.

მან ე.წ. გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი შიმ­ში­ლო­ბა მარ­ტში, მოს­კოვ­ში და­ი­წყო, მე­ა­თე დღეს აფხა­ზეთ­ში ჩა­ვი­და და გა­ნა­ცხა­და, რომ იქა­უ­რი კლი­მა­ტი თა­ვი­სი გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბო­და, რად­გან რუ­სე­თის ჰა­ე­რი არ მო­უხ­და. შიმ­ში­ლის მე-20 დღეს თქვა, რომ თავს გან­წმენ­დი­ლად გრძნობს, თუმ­ცა გახ­და, ძა­ლებს კარ­გავს და ენერ­გი­აც გა­მო­ე­ცა­ლა. უკვე 35-ე დღეს გრძნობ­და, რომ იღუ­პე­ბა, მაგ­რამ შიმ­ში­ლო­ბა არ შე­წყვი­ტა...

"მე გა­ვი­ა­რე თა­მა­ში, გა­ვაქ­რე პა­რა­ზი­ტე­ბი. საკ­ვე­ბის მი­მართ სურ­ვი­ლი დავ­კარ­გე. სხე­უ­ლი გა­ნახ­ლდა, ისე­ვე, რო­გორც თი­თო­ე­უ­ლი უჯრე­დი“ - და­წე­რა ბლო­გერ­მა გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე.

აფხა­ზეთ­ში რუსი ბლო­გე­რის სიკ­ვდილ­მა მა­ინც გა­ა­ჩი­ნა კი­თხვე­ბი, თუმ­ცა ე.წ. შს სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ექ­სპერ­ტი­ზამ აჩ­ვე­ნა, რომ ვი­ტა­ლი ვიგ­რა­ნოვ­სკის სიკ­ვდილს კრი­მი­ნა­ლუ­რი მი­ზე­ზი არ აქვს. ცხე­დარს არც ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი ეტყო­ბა. მი­ნის­ტრის ე.წ. მრჩევ­ლის ბად­რი აი­ბას ცნო­ბით, რუსი ბლო­გე­რი გუ­და­უ­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ან­ხუ­ა­ში ცხვრობ­და, სა­დაც გარ­და­იც­ვა­ლა კი­დეც. ად­გილ­ზე ახა­ლი ათო­ნის მი­ლი­ცია მი­ვი­და და იქ კვე­ბი­თი იო­გის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი იპო­ვეს...

რუსი ბლო­გე­რი YOUTUBE-ის არხზე კვე­ბის იო­გას უწევ­და პრო­პა­გან­დას. ის 40 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, არა­თუ საკ­ვებს, წყალ­საც არ იღებ­და. მის­მა ახ­ლობ­ლებ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ­ში და­წე­რეს, რომ ის მშრალ შიმ­ში­ლო­ბა­ზე გა­დას­ვლის პრო­ცეს­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

"იმე­დია, ამის გამო პა­პუ­ა­სებს არ დაგ­ვი­ძა­ხე­ბენ აფხა­ზებს და მის სიკ­ვდილ­ში არ დაგ­ვა­და­ნა­შა­უ­ლე­ბენ... რამ­დე­ნი სუ­ლე­ლი ჰყავს დე­და­მი­წას, იქ­ნებ უფრო მარ­ტი­ვი ფორ­მა მო­ე­ძებ­ნა თვით­მკვლე­ლო­ბის­თვის და რაღა აფხა­ზე­თი აირ­ჩია, თით­ქოს ჩვე­ნი ცოდ­ვე­ბი არ გვყოფ­ნი­დეს?.. აქამ­დე მე­გო­ნა, აფხა­ზეთ­ში მხო­ლოდ სამ­კურ­ნა­ლოდ და და­სას­ვე­ნებ­ლად ჩა­მო­დი­ოდ­ნენ" - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ლამ­ზი­რა გო­ლან­ძია.

"ერთხელ შემ­ხვდა და ხე­ე­ბამ­დე წა­მო­ვიყ­ვა­ნე მან­ქა­ნით. შევ­თა­ვა­ზე წყა­ლი, მაგ­რამ უარი მი­თხრა, გან­სა­კუთ­რე­ბულ ექ­სპე­რი­მენტს ვა­ტა­რებ, მსოფ­ლიო მე­დი­ცი­ნა უნდა ამო­ვატ­რი­ა­ლოო... ვუ­თხა­რი, რომ თა­ვა­დაც ექი­მი ვარ და ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნი საკ­ვე­ბის გა­რე­შე 21 დღე ძლებს, წყლის გა­რე­შე კი - 10. მან მი­თხრა, რომ ში­ნა­გა­ნი რწმე­ნა წარ­მარ­თავს ბევრ რა­მეს. მივ­ხვდი, რომ სტან­დარ­ტულ შემ­თხვე­ვას­თან არ გვქონ­და საქ­მე და შე­ვეშ­ვი. მხო­ლოდ ის ვუ­თხა­რი, ამ სა­მო­თხე­ში სა­შიმ­ში­ლოდ რო­გორ ჩა­მოხ­ვე­დით-მეთ­ქი..." - წერს abkhaz-auto.ru-ს კო­მენ­ტა­რებ­ში ერთ-ერთი მკი­თხვე­ლი ვარ­ლამ ბე­რია.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დვალთელი
43

ყელზე დაადგა ეტყობა ქართული ჰაერი

me
8

მე ვიცნობ ადამიანს, რომელმაც ორჯერ იშიმშილა 40-40 დღე.

ავტორი:

"მითხრა, განსაკუთრებულ ექსპერიმენტს ვატარებო" - რუსი ბლოგერი 40-დღიანი "გამაჯანსაღებელი შიმშილობის" შემდეგ აფხაზეთში გარდაცვლილი იპოვეს

"მითხრა, განსაკუთრებულ ექსპერიმენტს ვატარებო" - რუსი ბლოგერი 40-დღიანი "გამაჯანსაღებელი შიმშილობის" შემდეგ აფხაზეთში გარდაცვლილი იპოვეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის ერთ-ერთ სოფელში, 40-დღიანი "გამაჯანსაღებელი შიმშილობის" შემდეგ, 40 წლის ბლოგერი ვიტალი ვიგრანოვსკი გარდაიცვალა.

მან ე.წ. გამაჯანსაღებელი შიმშილობა მარტში, მოსკოვში დაიწყო, მეათე დღეს აფხაზეთში ჩავიდა და განაცხადა, რომ იქაური კლიმატი თავისი გეგმის განხორციელებაში დაეხმარებოდა, რადგან რუსეთის ჰაერი არ მოუხდა. შიმშილის მე-20 დღეს თქვა, რომ თავს განწმენდილად გრძნობს, თუმცა გახდა, ძალებს კარგავს და ენერგიაც გამოეცალა. უკვე 35-ე დღეს გრძნობდა, რომ იღუპება, მაგრამ შიმშილობა არ შეწყვიტა...

"მე გავიარე თამაში, გავაქრე პარაზიტები. საკვების მიმართ სურვილი დავკარგე. სხეული განახლდა, ისევე, როგორც თითოეული უჯრედი“ - დაწერა ბლოგერმა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე.

აფხაზეთში რუსი ბლოგერის სიკვდილმა მაინც გააჩინა კითხვები, თუმცა ე.წ. შს სამინისტროს ცნობით, ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ვიტალი ვიგრანოვსკის სიკვდილს კრიმინალური მიზეზი არ აქვს. ცხედარს არც ძალადობის კვალი ეტყობა. მინისტრის ე.წ. მრჩევლის ბადრი აიბას ცნობით, რუსი ბლოგერი გუდაუთის რაიონის სოფელ ანხუაში ცხვრობდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც. ადგილზე ახალი ათონის მილიცია მივიდა და იქ კვებითი იოგის შედეგად გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი იპოვეს...

რუსი ბლოგერი YOUTUBE-ის არხზე კვების იოგას უწევდა პროპაგანდას. ის 40 დღის განმავლობაში, არათუ საკვებს, წყალსაც არ იღებდა. მისმა ახლობლებმა სოციალური ქსელში დაწერეს, რომ ის მშრალ შიმშილობაზე გადასვლის პროცესში გარდაიცვალა.

"იმედია, ამის გამო პაპუასებს არ დაგვიძახებენ აფხაზებს და მის სიკვდილში არ დაგვადანაშაულებენ... რამდენი სულელი ჰყავს დედამიწას, იქნებ უფრო მარტივი ფორმა მოეძებნა თვითმკვლელობისთვის და რაღა აფხაზეთი აირჩია, თითქოს ჩვენი ცოდვები არ გვყოფნიდეს?.. აქამდე მეგონა, აფხაზეთში მხოლოდ სამკურნალოდ და დასასვენებლად ჩამოდიოდნენ" - წერს სოციალურ ქსელში ადგილობრივი ლამზირა გოლანძია.

"ერთხელ შემხვდა და ხეებამდე წამოვიყვანე მანქანით. შევთავაზე წყალი, მაგრამ უარი მითხრა, განსაკუთრებულ ექსპერიმენტს ვატარებ, მსოფლიო მედიცინა უნდა ამოვატრიალოო... ვუთხარი, რომ თავადაც ექიმი ვარ და ჯანმრთელი ადამიანი საკვების გარეშე 21 დღე ძლებს, წყლის გარეშე კი - 10. მან მითხრა, რომ შინაგანი რწმენა წარმართავს ბევრ რამეს. მივხვდი, რომ სტანდარტულ შემთხვევასთან არ გვქონდა საქმე და შევეშვი. მხოლოდ ის ვუთხარი, ამ სამოთხეში საშიმშილოდ როგორ ჩამოხვედით-მეთქი..." - წერს abkhaz-auto.ru-ს კომენტარებში ერთ-ერთი მკითხველი ვარლამ ბერია.

კონფლიქტის მე-7 დღე - ისრაელმა ღაზას სექტორში "ჰამასის" ლიდერის სახლი დაბომბა: "ვინც ცეცხლი დაანთო, მიიღებს ცეცხლს"

"კადიროვცებს" უმუშავიათ, "მეფე" კმაყოფილი იქნება - უწყინარი ხუმრობის გამო, ჩეჩნეთში ორ მამაკაცს საჯარო ბოდიში მოახდევინეს

რუსი ოკუპანტები ქარელის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან სასაოფლო-სამეურნეო ტექნიკით გამოჩნდნენ (ფოტო, ვიდეო)