საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს გამარჯვება ეძღვნება ნიკა მელიას" - რას ამბობს მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი, რომელმაც ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
"ეს გამარჯვება ეძღვნება ნიკა მელიას" - რას ამბობს მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი, რომელმაც ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

მო­ჭი­და­ვე ზუ­რაბ და­თუ­ნაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის გა­მარ­ჯვე­ბას ნიკა მე­ლი­ას და და­კა­ვე­ბულ ძმებ წუ­ლუ­კი­ძე­ებს უძღვნის. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ და­თუ­ნაშ­ვილ­მა "მთა­ვა­რი არ­ხის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

"მინ­და ეს გა­მარ­ჯვე­ბა პირ­ველ რიგ­ში მი­ვუ­ძღვნა მუს­ლიმ ძმებს – წუ­ლუ­კი­ძე­ებს ვგუ­ლის­ხმობ და მის სა­მე­გობ­როს, რომ­ლე­ბიც დღეს უკა­ნო­ნოდ არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, მათ მო­უ­წყევს პრო­ვო­კა­ცია და ბი­ჭე­ბი, რომ­ლე­ბიც წე­სი­ე­რე­ბის მა­გა­ლი­თი უნდა იყოს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, დღეს უკა­ნო­ნოდ სხე­დან ცი­ხე­ში.

და ასე­ვე, ეს გა­მარ­ჯვე­ბა ეძღვნე­ბა ნიკა მე­ლი­ას, რო­მე­ლიც დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში არის თა­ვი­სუფ­ლე­ბის იდე­ის მა­ტა­რე­ბე­ლი და ზუს­ტად ამის­თვის ზის გლ­და­ნის სა­პყრო­ბი­ლე­ში. მინ­და ამ გა­მარ­ჯვე­ბით ამ ხალ­ხს მძი­მე წუ­თე­ბი შე­ვუმ­სუ­ბუ­ქო,“ - აღ­ნიშ­ნა და­თუ­ნაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ძმე­ბი წუ­ლუ­კი­ძე­ე­ბი 15 აპ­რილს "ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის" სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ა­ზე და­ა­კა­ვეს. "მათ ჯგუ­ფუ­რად იძა­ლა­დეს და ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს აქ­ცი­ა­ზე მყოფ სამ პირს. ასე­ვე, და­ა­ზი­ა­ნეს ერთ-ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა", - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა ზუ­რაბ და­თუ­ნაშ­ვილს, ის სერ­ბე­თის სა­ხე­ლით ას­პა­რე­ზობ­და ბერ­ძნულ-რო­მა­ულ ჭი­და­ო­ბა­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე და გუ­შინ ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლიც მო­ი­პო­ვა.

და­თუ­ნაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო 2 წლის წინ და­ტო­ვა. 2019 წლის 11 იან­ვარს ბერ­ძნულ-რო­მა­ულ ჭი­და­ო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლის დღეს სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში და­პი­რის­პი­რე­ბი­სას მას ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი გეგა გე­გე­ში­ძე ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო და გე­გე­ში­ძე და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით 5000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტიც შე­უ­ნარ­ჩუ­ნეს. თა­ვის მხრივ, და­თუ­ნაშ­ვი­ლი გეგა გე­გე­ში­ძის გა­დად­გო­მას ითხოვს, თუმ­ცა გე­გე­ში­ძე პოსტზე ამ დრომ­დე რჩე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ია
1042

კუნთ მაგარი და ჭკუა თხელი!

დ.დ.
1040

თურმე, რა მართალი ყოფილა ამხ. გეგეშიძე ! ცემა ძალიან ცოტაა ასეთი . . . სთვის !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ეს გამარჯვება ეძღვნება ნიკა მელიას" - რას ამბობს მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი, რომელმაც ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

"ეს გამარჯვება ეძღვნება ნიკა მელიას" - რას ამბობს მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი, რომელმაც ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ამბობს, რომ ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებას ნიკა მელიას და დაკავებულ ძმებ წულუკიძეებს უძღვნის. აღნიშნულის შესახებ დათუნაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა.

"მინდა ეს გამარჯვება პირველ რიგში მივუძღვნა მუსლიმ ძმებს – წულუკიძეებს ვგულისხმობ და მის სამეგობროს, რომლებიც დღეს უკანონოდ არიან დაკავებულები, მათ მოუწყევს პროვოკაცია და ბიჭები, რომლებიც წესიერების მაგალითი უნდა იყოს მთელი საქართველოსთვის, დღეს უკანონოდ სხედან ციხეში.

და ასევე, ეს გამარჯვება ეძღვნება ნიკა მელიას, რომელიც დღეს საქართველოში არის თავისუფლების იდეის მატარებელი და ზუსტად ამისთვის ზის გლდანის საპყრობილეში. მინდა ამ გამარჯვებით ამ ხალხს მძიმე წუთები შევუმსუბუქო,“ - აღნიშნა დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, ძმები წულუკიძეები 15 აპრილს "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. "მათ ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

რაც შეეხება ზურაბ დათუნაშვილს, ის სერბეთის სახელით ასპარეზობდა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე და გუშინ ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

დათუნაშვილმა საქართველო 2 წლის წინ დატოვა. 2019 წლის 11 იანვარს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დღეს სპორტის სასახლეში დაპირისპირებისას მას ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ფიზიკურად გაუსწორდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო და გეგეშიძე დააკავეს, თუმცა მოგვიანებით 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნეს. თავის მხრივ, დათუნაშვილი გეგა გეგეშიძის გადადგომას ითხოვს, თუმცა გეგეშიძე პოსტზე ამ დრომდე რჩება.

ნიკა მელიას "დიეტა" - როგორ იკვებებოდა "ნაცმოძრაობის" ლიდერი 3 თვე ციხეში: "დღეში ერთხელ ვჭამდი და დღისით... "

"ჩემო თბილისო" - შოთა არველაძე თბილისის მერობასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

ზურაბ დათუნაშვილმა დავით ჩაკვეტაძე დაამარცხა და ტოკიოს საგზური მოიპოვა