Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა მელია ოპოზიციას მიმართავს - "თუ "ოცნება" კანონპროექტში დამნაშავეებს წერს, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოთ"
ნიკა მელია ოპოზიციას მიმართავს - "თუ "ოცნება" კანონპროექტში დამნაშავეებს წერს, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოთ"

თუკი ოპო­ზი­ცია დარ­წმუნ­დე­ბა, რომ მცდე­ლო­ბა არის უშე­დე­გო, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" გა­ჯი­უტ­და და კა­ნონპ­რო­ექ­ტში დამ­ნა­შა­ვე­ებს წერს, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, მე მათ მივ­მარ­თავ, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­ი­ღონ ამ­ნის­ტი­ის კა­ნონპ­რო­ექ­ტზე კენ­ჭისყრა­ში, - ამის შე­სა­ხებ პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ­მა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლი­ამ „მთა­ვარ არხს“ ამ­ნის­ტი­ის კა­ნონპ­რო­ექ­ტზე სა­უბ­რი­სას გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ პირ­ველ დღეს­ვე ჩა­წერს, რომ ამ­ნის­ტია „მო­ძა­ლა­დე პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზეც“ უნდა გავ­რცელ­დეს, რი­თიც უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დო­კუ­მენ­ტის ხელ­მომ­წე­რებს ჩა­აგ­დებს.

"მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" პრინ­ცი­პე­ბის დო­ნე­ზეც კი პირ­ვე­ლი­ვე დღეს­ვე ჩა­წერს, რომ ამ­ნის­ტია უნდა გავ­რცელ­დეს მო­ძა­ლა­დე­ებ­ზეც, ამით უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­აგ­დებს პირ­ველ რიგ­ში ხელ­მომ­წე­რებს და ხელ­მომ­წე­რებ­მა რაც არ უნდა მო­ინ­დო­მონ, რომ მო­ძა­ლა­დე­ე­ბი იქ არ იყ­ვნენ ჩა­წე­რი­ლი, ამას „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მა­ინც გა­ა­კე­თებს და აპე­ლი­რე­ბას მო­ახ­დენს უკვე ხელ­მო­წე­რილ დო­კუ­მენტზე. ბა­ტო­ნი კო­ბა­ხი­ძე და თა­ლაკ­ვა­ძე ლა­პა­რა­კო­ბენ, რომ ამ­ნის­ტია უნდა გავ­რცელ­დეს ყვე­ლა იმ ადა­მი­ან­ზე, ვის­ზეც საქ­მე არის აღ­ძრუ­ლი და ყვე­ლა იმ ადა­მი­ან­ზე, ვის­ზეც პო­ტენ­ცი­უ­რად შე­იძ­ლე­ბა საქ­მე აღიძ­რას.

20 ივ­ნი­სის გა­და­ფურცვლა არა­ვის არ გა­მო­უ­ვა! მე მგო­ნია, რომ ქარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცია, ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ამ სა­მუ­შა­ო­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს, ძა­ლი­ან ფრთხი­ლად უნდა იყოს. მე მათ არ გან­ვი­კი­თხავ და არც ვაკ­რი­ტი­კებ, ნუ­რა­ვინ მი­ი­ღებს ამას კრი­ტი­კად. თუკი ისი­ნი დარ­წმუნ­დე­ბი­ან, რომ მცდე­ლო­ბა არის უშე­დე­გო, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ გა­ჯი­უტ­და და დამ­ნა­შა­ვე­ებს წერს კა­ნონპ­რო­ექ­ტში, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მე მათ მივ­მარ­თავ, რომ არ მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ობ­და ამ­ნის­ტი­ის კა­ნონპ­რო­ექ­ტზე კენ­ჭისყრა­ში“, - აღ­ნიშ­ნა ნიკა მე­ლი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
moqalaqe
108

tviton ar tvlis tavs damnashaved. rogor ekadreba, diax tu ikneba amnistia kvelaze unda gavrceldes, ese ikneba samartlianad 

ელისო
120

შე ნაგავო ზონდერო იჯექი მანდ,არ გამოხვიდე.

ავტორი:

ნიკა მელია ოპოზიციას მიმართავს - "თუ "ოცნება" კანონპროექტში დამნაშავეებს წერს, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოთ"

ნიკა მელია ოპოზიციას მიმართავს - "თუ "ოცნება" კანონპროექტში დამნაშავეებს წერს, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოთ"

თუკი ოპოზიცია დარწმუნდება, რომ მცდელობა არის უშედეგო, "ქართული ოცნება" გაჯიუტდა და კანონპროექტში დამნაშავეებს წერს, ასეთ შემთხვევაში, მე მათ მივმართავ, მონაწილეობა არ მიიღონ ამნისტიის კანონპროექტზე კენჭისყრაში, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ „მთავარ არხს“ ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ პირველ დღესვე ჩაწერს, რომ ამნისტია „მოძალადე პოლიციელებზეც“ უნდა გავრცელდეს, რითიც უხერხულ მდგომარეობაში დოკუმენტის ხელმომწერებს ჩააგდებს.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ "ქართული ოცნება" პრინციპების დონეზეც კი პირველივე დღესვე ჩაწერს, რომ ამნისტია უნდა გავრცელდეს მოძალადეებზეც, ამით უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს პირველ რიგში ხელმომწერებს და ხელმომწერებმა რაც არ უნდა მოინდომონ, რომ მოძალადეები იქ არ იყვნენ ჩაწერილი, ამას „ქართული ოცნება“ მაინც გააკეთებს და აპელირებას მოახდენს უკვე ხელმოწერილ დოკუმენტზე. ბატონი კობახიძე და თალაკვაძე ლაპარაკობენ, რომ ამნისტია უნდა გავრცელდეს ყველა იმ ადამიანზე, ვისზეც საქმე არის აღძრული და ყველა იმ ადამიანზე, ვისზეც პოტენციურად შეიძლება საქმე აღიძრას.

20 ივნისის გადაფურცვლა არავის არ გამოუვა! მე მგონია, რომ ქართული ოპოზიცია, ის ნაწილი, რომელიც ამ სამუშაოებში მონაწილეობას მიიღებს, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. მე მათ არ განვიკითხავ და არც ვაკრიტიკებ, ნურავინ მიიღებს ამას კრიტიკად. თუკი ისინი დარწმუნდებიან, რომ მცდელობა არის უშედეგო, „ქართული ოცნება“ გაჯიუტდა და დამნაშავეებს წერს კანონპროექტში, ასეთ შემთხვევაში მე მათ მივმართავ, რომ არ მიიღონ მონაწილეობდა ამნისტიის კანონპროექტზე კენჭისყრაში“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"ადგილი ჰქონდა რეგიონებში გახარიას გუნდის წევრების მიმართ ზეწოლის ფაქტებს" - "ოცნება" ექსპრემიერის თანამოაზრეების შევიწროვებაში დაადანაშაულეს

"უნდა მომეცეს საშუალება თავისუფლად ჩამოვდიოდე ჩემს ქვეყანაში" - სააკაშვილი პოლიტიკური ურთიერთობების ნორმალიზებისთვის საჭირო ნაბიჯებს ასახელებს