საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოცნებამ" ერთ-ერთი მომლაპარაკებელი დასაჯა... რაღაცნაირად, ბიძინასგან დასჯას ჰგავს" - როგორ ეხმაურებიან თალაკვაძის გადადგომას ოპოზიციაში?
"ოცნებამ" ერთ-ერთი მომლაპარაკებელი დასაჯა... რაღაცნაირად, ბიძინასგან დასჯას ჰგავს" - როგორ ეხმაურებიან თალაკვაძის გადადგომას ოპოზიციაში?

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა. თა­ლაკ­ვა­ძე თვლის, რომ მისი ად­გი­ლი დარ­ბაზ­შია, კო­ლე­გე­ბის გვერ­დით და არა სპი­კე­რის პო­ზი­ცი­ა­ზე.

"ახლა, რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტში წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ოპო­ზი­ცია გვყავს, ვთვლი, ჩემი ად­გი­ლი დარ­ბაზ­შია კო­ლე­გე­ბის გვერ­დით და არა სპი­კე­რის როლ­ში. ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვი იყო მე-9 და მე-10 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტებ­ში პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე მუ­შა­ო­ბა. მად­ლო­ბას ვუხ­დი გუნდს და ჩვენს თან­მო­ქა­ლა­ქე­ებს მხარ­და­ჭე­რის­თვის მოთ­მი­ნე­ბი­სა და გვერ­დით დგო­მის­თვის. ერ­თად გან­ვაგ­რძობთ მუ­შა­ო­ბას და ბრძო­ლას მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბის­თვის და ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვი­პო­ვებთ ახალ გა­მარ­ჯვე­ბებს და უზ­რუნ­ველ­ვყოფთ ქვე­ყა­ნა­ში პროგ­რესს“,- გა­ნა­ცახ­და თა­ლაკ­ვა­ძემ. მის ნაც­ვლად პარ­ლა­მენტს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" კახა კუ­ჭა­ვას კან­დი­და­ტუ­რას წა­რუდ­გენს.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ რო­ტა­ცი­ას უკვე ეხ­მა­უ­რე­ბი­ან ოპო­ზი­ცი­ა­ში:

"სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის" ლი­დე­რი გი­ორ­გი ვა­შა­ძე: "თა­ლაკ­ვა­ძის გა­დად­გო­მა ნიშ­ნავს, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში თავს და­მარ­ცხე­ბუ­ლად თვლის და ერთ-ერთი მომ­ლა­პა­რა­კე­ბე­ლი და­სა­ჯა ამის­თვის. ეს არის პა­სუ­ხი იმ ოპო­ზი­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის­თვის, რო­მელ­საც გუ­ლით უნდა, რომ ეს შე­თან­ხმე­ბა სა­კუ­თარ მარ­ცხად გა­ა­ფორ­მოს. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ფიქ­რობს, რომ და­მარ­ცხდა ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში, მას მო­უ­წია ბევრ დათ­მო­ბა­ზე წას­ვლა და ეს კარ­გია ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვუს" - აღ­ნიშ­ნა ვა­შა­ძემ "ტვ პირ­ველ­თან" სა­უბ­რი­სას:

სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი: ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა აგ­რძე­ლებს რღვე­ვას. ოპო­ზი­ცია სწრა­ფად უნდა გა­ერ­თი­ან­დეს. შე­თან­ხმე­ბის ბო­ლომ­დე შეს­რუ­ლე­ბა მო­უ­წევთ, ად­გი­ლობ­რივ­ზე 42-ს კი არა, 22-ს ვერ აი­ღე­ბენ, ვა­დამ­დე­ლი გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ჩვენს მხა­რეს გად­მო­ვი­და ყვე­ლა­ფე­რი-და­სავ­ლე­თის აზ­რიც, შიდა პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბაც. იმე­დია, ჭკუა ეყო­ფა ოპო­ზი­ცი­ას და ერ­თმა­ნე­თის დაჭ­მას არ გა­და­ა­ყო­ლებს უტყუ­არ გა­მარ­ჯვე­ბას.

"გირ­ჩი-მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის" ლი­დე­რი ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე: "ვა­შა­ძემ ჰალ­სტუ­ხი აა­ხია და კუ­ჭა­ვამ თა­ნამ­დე­ბო­ბა".

"ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ის" ლი­დე­რი შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი: სას­წა­უ­ლე­ბი გრძელ­დე­ბა. პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რედ საყ­დრი­სის ამ­ფეთ­ქე­ბე­ლი და ოქ­როს მო­პო­ვე­ბის დარ­გში ოლი­გარ­ქის ყვე­ლა­ზე აღ­ვი­რახ­სნი­ლი მე­ნე­ჯე­რი კუ­ჭა­ვა. გი­ხა­რო­დეს ერო, ბედ­ნი­ე­რო"

სერ­გი კა­პა­ნა­ძე: რა­ღაც­ნა­ი­რად, ბი­ძი­ნას­გან დას­ჯას ჰგავს... არ მო­ე­წო­ნა ეტყო­ბა შე­თან­ხმე­ბაა, ან მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში არ­ჩი­ლის როლი და პაწა და­სა­ჯა. . .სხვა ახ­სნას ამ როქს მე ვერ ვუ­ძებ­ნი.ოპო­ზი­ცია შე­მო­ვი­და პარ­ლა­მენ­ტში და მე გა­დავ­დგე­ბიო - ამა­ზე უბ­რა­ლოდ no comment

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იმარჩიელეთ
152

იმარჩიელეთ, მეტი რა დაგრჩენიათ.

მეგრე
66

რატომ ვართ მიდრეკილნი მხოლოდ ნეგატივისკენ - no comment

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ოცნებამ" ერთ-ერთი მომლაპარაკებელი დასაჯა... რაღაცნაირად, ბიძინასგან დასჯას ჰგავს" - როგორ ეხმაურებიან თალაკვაძის გადადგომას ოპოზიციაში?

"ოცნებამ" ერთ-ერთი მომლაპარაკებელი დასაჯა... რაღაცნაირად, ბიძინასგან დასჯას ჰგავს" - როგორ ეხმაურებიან თალაკვაძის გადადგომას ოპოზიციაში?

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თანამდებობიდან გადადგა. თალაკვაძე თვლის, რომ მისი ადგილი დარბაზშია, კოლეგების გვერდით და არა სპიკერის პოზიციაზე.

"ახლა, როდესაც პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, ვთვლი, ჩემი ადგილი დარბაზშია კოლეგების გვერდით და არა სპიკერის როლში. ჩემთვის დიდი პატივი იყო მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტებში პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე მუშაობა. მადლობას ვუხდი გუნდს და ჩვენს თანმოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მოთმინებისა და გვერდით დგომისთვის. ერთად განვაგრძობთ მუშაობას და ბრძოლას მომავალი წარმატებისთვის და ჩვენ აუცილებლად მოვიპოვებთ ახალ გამარჯვებებს და უზრუნველვყოფთ ქვეყანაში პროგრესს“,- განაცახდა თალაკვაძემ. მის ნაცვლად პარლამენტს "ქართული ოცნება" კახა კუჭავას კანდიდატურას წარუდგენს.

საკანონმდებლო ორგანოში განხორციელებულ როტაციას უკვე ეხმაურებიან ოპოზიციაში:

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე: "თალაკვაძის გადადგომა ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" მოლაპარაკებებში თავს დამარცხებულად თვლის და ერთ-ერთი მომლაპარაკებელი დასაჯა ამისთვის. ეს არის პასუხი იმ ოპოზიციის მხარდამჭერებისთვის, რომელსაც გულით უნდა, რომ ეს შეთანხმება საკუთარ მარცხად გააფორმოს. "ქართული ოცნება" ფიქრობს, რომ დამარცხდა ამ მოლაპარაკებებში, მას მოუწია ბევრ დათმობაზე წასვლა და ეს კარგია ჩვენი ქვეყნისთვუს" - აღნიშნა ვაშაძემ "ტვ პირველთან" საუბრისას:

სალომე სამადაშვილი: ქართული ოცნება აგრძელებს რღვევას. ოპოზიცია სწრაფად უნდა გაერთიანდეს. შეთანხმების ბოლომდე შესრულება მოუწევთ, ადგილობრივზე 42-ს კი არა, 22-ს ვერ აიღებენ, ვადამდელი გარანტირებული იქნება. ჩვენს მხარეს გადმოვიდა ყველაფერი-დასავლეთის აზრიც, შიდა პოლიტიკური ვითარებაც. იმედია, ჭკუა ეყოფა ოპოზიციას და ერთმანეთის დაჭმას არ გადააყოლებს უტყუარ გამარჯვებას.

"გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე: "ვაშაძემ ჰალსტუხი აახია და კუჭავამ თანამდებობა".

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი: სასწაულები გრძელდება. პარლამენტის თავმჯდომარედ საყდრისის ამფეთქებელი და ოქროს მოპოვების დარგში ოლიგარქის ყველაზე აღვირახსნილი მენეჯერი კუჭავა. გიხაროდეს ერო, ბედნიერო"

სერგი კაპანაძე: რაღაცნაირად, ბიძინასგან დასჯას ჰგავს... არ მოეწონა ეტყობა შეთანხმებაა, ან მოლაპარაკებებში არჩილის როლი და პაწა დასაჯა. . .სხვა ახსნას ამ როქს მე ვერ ვუძებნი.ოპოზიცია შემოვიდა პარლამენტში და მე გადავდგებიო - ამაზე უბრალოდ no comment

"სხვადასხვა ფერის ფაშისტები და წითელ-მწვანე კომუნისტები გაერთიანდნენ" - ზურაბ ჯაფარიძე "ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის შესახებ

"ენკამ" დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება... - რა მოთხოვნები აქვთ "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებს, რომლებიც ხელისუფლებას ვადას ხვალამდე აძლევენ

"ყველა ადამიანის ქმედებას საკადრისი პასუხი გაეცემა" - ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი გახარიაზე