პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის აცრიან "სინოფარმის" ვაქცინით - ამირან გამყრელიძე ასახელებს იმ ჯგუფებს, რომლებსაც შესაძლოა, ჩინური ვაქცინით აცრები ჩაუტარდეთ
ვის აცრიან "სინოფარმის" ვაქცინით - ამირან გამყრელიძე ასახელებს იმ ჯგუფებს, რომლებსაც შესაძლოა, ჩინური ვაქცინით აცრები ჩაუტარდეთ

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ჩი­ნუ­რი “სი­ნო­ფარ­მით“ ვაქ­ცი­ნა­ცია, შე­საძ­ლოა, გარ­კვე­ულ ჯგუ­ფებს ჩა­უ­ტარ­დეთ, კერ­ძოდ, მას­წავ­ლებ­ლებს, ბა­ღის აღ­მზრდე­ლებს, პო­ლი­ცი­ას, იუს­ტი­ცი­ის სახ­ლებ­სა და "ფრონტ-ოფი­სებ­ში“ მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნებს.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე იმუ­ნი­ზა­ცი­ის საბ­ჭო ორ­შა­ბათს იმ­სჯე­ლებს.

"ორ­შა­ბათს იქ­ნე­ბა იმუ­ნი­ზა­ცი­ის საბ­ჭო, რო­მე­ლიც გა­ნი­ხი­ლავს ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნის, “სი­ნო­ფარ­მის“ და­წყე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხს. 18 წელ­ზე ზე­მოთ და­ვი­წყებთ მას, მაგ­რამ შე­საძ­ლე­ბე­ლია გარ­კვე­ულ ჯგუ­ფებ­ში. მა­გა­ლი­თად, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ბა­ღის აღ­მზრდე­ლე­ბი, პო­ლი­ცია, იუს­ტი­ცი­ის სახ­ლებ­ში, "ფრონტ-ოფი­სებ­ში“ მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი და ასე შემ­დეგ. და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გვაქვს წი­ნა­და­დე­ბე­ბი და ამას მო­ვახ­სე­ნებთ საბ­ჭოს და საბ­ჭო მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას“,- აცხა­დებს გამ­ყრე­ლი­ძე.

გამ­ყრე­ლი­ძის თქმით, ქვე­ყა­ნას 3.5-3.9 მი­ლი­ო­ნი დოზა ვაქ­ცი­ნა სჭირ­დე­ბა, რათა ორ­ჯე­რა­დად აიც­რას მი­ლი­ონ 700 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი.

"იცით, რომ ქვე­ყა­ნა­ში 3 ვაქ­ცი­ნა გვაქვს. "ფა­ი­ზე­რი“, რომ­ლი­თაც უკვე აიც­რა 14 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი, 2 დღეა მათი მე­ო­რე ინექ­ცი­ით აცრა და­ი­წყო. გვაქვს, "ას­ტრა­ზე­ნე­კა“, რომ­ლი­თაც აც­რი­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 20 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი, 15 მა­ი­სი­დან და­ი­წყე­ბა ხელ­მე­ო­რე აც­რე­ბი "ას­ტრა­ზე­ნე­კა­ზე“.

4 მა­ი­სი­დან და­ი­წყე­ბა "სი­ნო­ფარ­მით“ აცრა, ეს გახ­ლავთ ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა, რომ­ლი­თაც მსოფ­ლი­ო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 150 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნია აც­რი­ლი. ეს ვაქ­ცი­ნა 100 ათა­სი დო­ზით გვაქვს, მალე შე­მო­ვა მე­ო­რე ჩი­ნუ­რი კი­დევ 100 ათა­სი და "სი­ნო­ფარ­მის“ და­მა­ტე­ბი­თი ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი დოზა კიდე ვიქ­ნე­ბა ივ­ნის-ივ­ლის­ში.

გარ­და ამი­სა, ახლა შე­მო­დის "ას­ტრა­ზე­ნე­კას“ 86 ათა­სი დოზა. მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი "ფა­ი­ზერ­თან“, "ნო­ვა­ვაქსთან“ და რამ­დე­ნი­მე ვაქ­ცი­ნის მო­წო­დე­ბა­ზე.

ჩვენ წელს ერ­თად უნდა შე­ვაგ­რო­ვოთ და­ახ­ლო­ე­ბით 3.5-3.9 მი­ლი­ო­ნი დოზა ვაქ­ცი­ნა, რომ ორ­ჯე­რა­დად ავცრათ მი­ლი­ონ 700 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი. თუ ჩვენ ეს ერ­თად გა­ვა­კე­თეთ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ბრძან­დე­ბო­დეთ, რომ წლის ბო­ლოს წერ­ტილს და­ვუს­ვამთ ქვე­ყა­ნა­ში ეპი­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბას, კო­ვი­დით გა­მოწ­ვე­ულ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბას, თან­და­თან ქვე­ყა­ნა ცხოვ­რე­ბის ნორ­მა­ლურ რითმს და­უბ­რუნ­დე­ბა“, - აცხა­დებს გამ­ყრე­ლი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამირანა-ს!
5

ამირანა! არ მოგერიდოს, ამოღეღღე, შენ რომელი ვაქცინითა ხარ აცრილი. ჩვენ ყველაფერი ვიცით. ვნახოთ, სიმართლეს იტყვი თუ არა.

მოქალაქე
3

უნდა დამავალდებულონ? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

ვის აცრიან "სინოფარმის" ვაქცინით - ამირან გამყრელიძე ასახელებს იმ ჯგუფებს, რომლებსაც შესაძლოა, ჩინური ვაქცინით აცრები ჩაუტარდეთ

ვის აცრიან "სინოფარმის" ვაქცინით - ამირან გამყრელიძე ასახელებს იმ ჯგუფებს, რომლებსაც შესაძლოა, ჩინური ვაქცინით აცრები ჩაუტარდეთ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინური “სინოფარმით“ ვაქცინაცია, შესაძლოა, გარკვეულ ჯგუფებს ჩაუტარდეთ, კერძოდ, მასწავლებლებს, ბაღის აღმზრდელებს, პოლიციას, იუსტიციის სახლებსა და "ფრონტ-ოფისებში“ მომუშავე ადამიანებს.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე იმუნიზაციის საბჭო ორშაბათს იმსჯელებს.

"ორშაბათს იქნება იმუნიზაციის საბჭო, რომელიც განიხილავს ჩინური ვაქცინის, “სინოფარმის“ დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხს. 18 წელზე ზემოთ დავიწყებთ მას, მაგრამ შესაძლებელია გარკვეულ ჯგუფებში. მაგალითად, მასწავლებლები, ბაღის აღმზრდელები, პოლიცია, იუსტიციის სახლებში, "ფრონტ-ოფისებში“ მყოფი ადამიანები და ასე შემდეგ. დამუშავებული გვაქვს წინადადებები და ამას მოვახსენებთ საბჭოს და საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას“,- აცხადებს გამყრელიძე.

გამყრელიძის თქმით, ქვეყანას 3.5-3.9 მილიონი დოზა ვაქცინა სჭირდება, რათა ორჯერადად აიცრას მილიონ 700 ათასამდე ადამიანი.

"იცით, რომ ქვეყანაში 3 ვაქცინა გვაქვს. "ფაიზერი“, რომლითაც უკვე აიცრა 14 ათასამდე ადამიანი, 2 დღეა მათი მეორე ინექციით აცრა დაიწყო. გვაქვს, "ასტრაზენეკა“, რომლითაც აცრილია დაახლოებით 20 ათასამდე ადამიანი, 15 მაისიდან დაიწყება ხელმეორე აცრები "ასტრაზენეკაზე“.

4 მაისიდან დაიწყება "სინოფარმით“ აცრა, ეს გახლავთ ჩინური ვაქცინა, რომლითაც მსოფლიოში დაახლოებით 150 მილიონი ადამიანია აცრილი. ეს ვაქცინა 100 ათასი დოზით გვაქვს, მალე შემოვა მეორე ჩინური კიდევ 100 ათასი და "სინოფარმის“ დამატებითი ნახევარი მილიონი დოზა კიდე ვიქნება ივნის-ივლისში.

გარდა ამისა, ახლა შემოდის "ასტრაზენეკას“ 86 ათასი დოზა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები "ფაიზერთან“, "ნოვავაქსთან“ და რამდენიმე ვაქცინის მოწოდებაზე.

ჩვენ წელს ერთად უნდა შევაგროვოთ დაახლოებით 3.5-3.9 მილიონი დოზა ვაქცინა, რომ ორჯერადად ავცრათ მილიონ 700 ათასამდე ადამიანი. თუ ჩვენ ეს ერთად გავაკეთეთ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ წლის ბოლოს წერტილს დავუსვამთ ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელებას, კოვიდით გამოწვეულ სიკვდილიანობას, თანდათან ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რითმს დაუბრუნდება“, - აცხადებს გამყრელიძე.

მოსამართლე მაია ოშხარელი კორონავირუსით გარდაიცვალა

"სასაფლაოებზე გასვლასთან დაკავშირებით შეზღუდვები ბრწყინვალე "შვიდეულის პერიოდში" იქნება" - ამირან გამყრელიძე

რა მექანიზმი არსებობს ქვეყანაში კორონავირუსის "ინდური შტამის" შემოტანის გასაკონტროლებლად? - თამარ გაბუნიას კომენტარი