"ნაციონალური მოძრაობა“ იყო და რჩება მავნებელ პოლიტიკურ ძალად, რომელსაც ქვეყანა და ხალხი არ ადარდებს", - ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" მხოლოდ ხელისუფლებაში დაბრუნება სურს:
"ეს გაჯიუტებაც ამის დასტურია. მათ მხოლოდ ძალაუფლებაში დაბრუნება სწყურიათ, მეტი არაფერი უნდათ. არც ამ ქვეყნის და არც ხალხის პრობლემები არ ადარდებთ. პროცესში მთელი მსოფლიო ჩარეულია, შეგვათანხმეს და იმის ნაცვლად, რომ ხალხზე ვიფიქროთ, კიდევ უაზრო გაჯიუტება მიდის.
ეს არის მათი მავნებლობის მანიშნებელი და დამადასტურებელი. აბა, "ნაციონალურმა მოძრაობამ” მოიკითხოს ბენზინის ფასი რა გახდა? - ეს მათ შორის კრიზისის ბრალია და იმის, რომ ექვსი თვეა ვსაუბრობთ გირაოზე, შესვლა-არშესვლაზე. გაღატაკდა და გაუბედურდა ეს ქვეყანა. შე დალოცვილო, გიხდიან გირაოს და გამოდი", - განაცხადა ელისაშვილმა.
ხალხი რომ არ აინტერესებს მაგიტომ არყევენ ქვეყანას! მელიას სკამი და ფულები უნდა ხალხი და ქვეყნის გაჭირვება რაში ადარდებს! ვიდრე ხალხი არ დაარქმევს ყველაფერს თავისს სახელს და ამ ვაი პოლიტიკოსება არ გაუშვებს პოლიტიკურ სანაგვეზე არაფერია არ გვეშველება! მელია იმასაც ვერ ხვდება რომ ქვეყნის ამ გაჭირვებულ ყოფაში ოპოზიციაც არის პასუხისმგებელი,რომ ისიც ხელისუფლებაა!
ნაციონალური მოძრაობის შეფასება, არაა იოლი...აი თქვენი შეფასება კი მარტივია, ქვეყნისთვისა ხართ მართლა მავნებელი, მსურს რომ ყველაფერი მალე გაცხადდეს და გაიშიფროს