საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიშნის მოგებით არ ვამბობ, ადამიანურად და პოლიტიკურადაც მის გამო შეწუხებული ვარ, რადგან როგორც პოლიტიკოსი, ფაქტობრივად აღარ არსებობს" - ხაბეიშვილი ვაშაძეზე
"ნიშნის მოგებით არ ვამბობ, ადამიანურად და პოლიტიკურადაც მის გამო შეწუხებული ვარ, რადგან როგორც პოლიტიკოსი, ფაქტობრივად აღარ არსებობს" - ხაბეიშვილი ვაშაძეზე

ნიშ­ნის მო­გე­ბით არ ვამ­ბობ, ადა­მი­ა­ნუ­რად და პო­ლი­ტი­კუ­რა­დაც გრი­გოლ ვა­შა­ძის გამო ვარ შე­წუ­ხე­ბუ­ლი, იმი­ტომ, რომ რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სი ის, ფაქ­ტობ­რი­ვად აღარ არ­სე­ბობს, - ასე აფა­სებს „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი პარ­ტი­ის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის გრი­გოლ ვა­შა­ძის მიერ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს შო­რის შე­თან­ხმე­ბის დო­კუ­მენტზე ხელ­მო­წე­რას.

მისი თქმით, გრი­გოლ ვა­შა­ძე, „რო­გორც ადა­მი­ა­ნი, სა­წუ­ხა­როდ მო­იქ­ცა ისე, რომ მას არ შე­უძ­ლია ყო­ფილ თა­ნა­გუნ­დე­ლებს თვა­ლებ­ში ჩა­ხე­დოს, რად­გან ბრძო­ლის ხაზ­ზე მდგო­მი მისი კო­ლე­გე­ბი არც კი მო­ი­კი­თხა ყვე­ლა­ზე მძი­მე პე­რი­ოდ­ში“.

ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ტრა­გი­კუ­ლია, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ასე იქ­ცე­ვი­ან.

„გულ­წრფე­ლად ვწუხ­ვარ, მათ შო­რის ადა­მი­ა­ნუ­რად ბა­ტო­ნი გრი­გო­ლის გამო. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამას კარ­გად შე­ფა­სებს - სამ­წუ­ხა­როა და ვფიქ­რობ, ტრა­გი­კუ­ლიც, იმ პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე, რომ­ლი­საც თა­ვად იყო, დღეს მძევ­ლად არის აყ­ვა­ნი­ლი. ეს კაცი ამ პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე იყო. ნიკა მე­ლი­ას და­კა­ვე­ბი­სას, ამ ბრძო­ლე­ბის პრო­ცეს­ში მას ერთხე­ლაც არ გას­ჩე­ნია სურ­ვი­ლი სო­ლი­და­რუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო მისი თა­ნად­გუნ­დე­ლის ან თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის მი­მართ. მე­ტიც, ამომ­რჩევ­ლის­თვის, იმ ხალ­ხის­თვი­საც კი ვინც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მისი საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტო­ბის დროს 24 - სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში ტე­რო­რი­სა და მუ­ქა­რის რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობ­და, გან­ცხა­დე­ბა არ გა­უ­კე­თე­ბია. ამი­ტომ, რო­გორც მო­რა­ლუ­რად, ისე პო­ლი­ტი­კუ­რად გულ­წრფე­ლად ვწუხ­ვარ ამ ადა­მი­ა­ნის გამო, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი ე.წ. პა­უ­ზის შემ­დეგ დო­კუ­მენტს ხელი სა­ჯა­როდ მო­ა­წე­რა იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც ნიკა მე­ლია ჯერ კი­დევ მძევ­ლად არის აყ­ვა­ნი­ლი.

ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ, ტრა­გი­კუ­ლია, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ასე იქ­ცე­ვი­ან. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბათ, იღე­ბენ მხარ­და­ჭე­რას და შემ­დეგ უკვე უპა­სუ­ხის­მგებ­ლოდ იქ­ცე­ვი­ან. მე­ტიც, ამ ადა­მი­ა­ნებს აღარც კი ესა­უბ­რე­ბი­ან. ამა­სო­ბა­ში ჩვენ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ რო­გორც ჩანს, ბა­ტო­ნი გრი­გო­ლის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ყო­ფი­ლა უპი­რო­ბოდ პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა. არა­და, ამ თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბრძო­ლამ მი­ნი­მუმ ის მო­ი­ტა­ნა, რომ მთე­ლი მსოფ­ლიო სა­უბ­რობს პო­ლი­ტი­კურ დევ­ნა­ზე, რაც რამ­დე­ნი­მე წე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენ­ტებ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - აცხა­დებს ხა­ბე­იშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის შარლ მი­შე­ლის მიერ მომ­ზა­დე­ბულ შე­თან­ხმე­ბის დო­კუ­მენტს ხელი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ყო­ფილ­მა თავ­მჯდო­მა­რე გრი­გოლ ვა­შა­ძემ მო­ა­წე­რა.

ვა­შა­ძე ევ­რო­კავ­ში­რის წა­რე­მო­მად­გენ­ლო­ბის ოფის­ში ცოტა ხნის წინ იმ­ყო­ფე­ბო­და. ხელ­მო­წე­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­ვად სა­ელ­ჩო ავ­რცე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლადო
0

გრიგოლ ვაშაძე გულზე არასოდეს მეხატებოდა, მაგრამ წერა-კითხვის უცოდინარი და კაპასი ხაბეიშვილის გასაკრიტიკებელი არასოდეს იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ პირადი გამოცდილება და ანალიზის უნარი გააჩნია, იმ "პატარა ნაცს"-არაფერი!

რაი
97

დაშლილიყავით მერე მოქალაქეთა კავშირივით და ასე არ მოხდებოდა. აი ქართული ოცნება ისე გაქრება ვერც ვერავინ გაიგებს სად წავიდნენ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ნიშნის მოგებით არ ვამბობ, ადამიანურად და პოლიტიკურადაც მის გამო შეწუხებული ვარ, რადგან როგორც პოლიტიკოსი, ფაქტობრივად აღარ არსებობს" - ხაბეიშვილი ვაშაძეზე

"ნიშნის მოგებით არ ვამბობ, ადამიანურად და პოლიტიკურადაც მის გამო შეწუხებული ვარ, რადგან როგორც პოლიტიკოსი, ფაქტობრივად აღარ არსებობს" - ხაბეიშვილი ვაშაძეზე

ნიშნის მოგებით არ ვამბობ, ადამიანურად და პოლიტიკურადაც გრიგოლ ვაშაძის გამო ვარ შეწუხებული, იმიტომ, რომ როგორც პოლიტიკოსი ის, ფაქტობრივად აღარ არსებობს, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი პარტიის ყოფილი თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის მიერ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერას.

მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძე, „როგორც ადამიანი, საწუხაროდ მოიქცა ისე, რომ მას არ შეუძლია ყოფილ თანაგუნდელებს თვალებში ჩახედოს, რადგან ბრძოლის ხაზზე მდგომი მისი კოლეგები არც კი მოიკითხა ყველაზე მძიმე პერიოდში“.

ლევან ხაბეიშვილის განმარტებით, ტრაგიკულია, როდესაც პოლიტიკოსები ასე იქცევიან.

„გულწრფელად ვწუხვარ, მათ შორის ადამიანურად ბატონი გრიგოლის გამო. საზოგადოება ამას კარგად შეფასებს - სამწუხაროა და ვფიქრობ, ტრაგიკულიც, იმ პარტიის თავმჯდომარე, რომლისაც თავად იყო, დღეს მძევლად არის აყვანილი. ეს კაცი ამ პარტიის თავმჯდომარე იყო. ნიკა მელიას დაკავებისას, ამ ბრძოლების პროცესში მას ერთხელაც არ გასჩენია სურვილი სოლიდარული ყოფილიყო მისი თანადგუნდელის ან თანაგუნდელების მიმართ. მეტიც, ამომრჩევლისთვის, იმ ხალხისთვისაც კი ვინც წლების განმავლობაში, მისი საპრეზიდენტო კანდიდატობის დროს 24 - საათიან რეჟიმში ტერორისა და მუქარის რეჟიმში მუშაობდა, განცხადება არ გაუკეთებია. ამიტომ, როგორც მორალურად, ისე პოლიტიკურად გულწრფელად ვწუხვარ ამ ადამიანის გამო, რომელმაც რამდენიმეთვიანი ე.წ. პაუზის შემდეგ დოკუმენტს ხელი საჯაროდ მოაწერა იმ პირობებში, როდესაც ნიკა მელია ჯერ კიდევ მძევლად არის აყვანილი.

ჩვენდა სამწუხაროდ, ტრაგიკულია, როდესაც პოლიტიკოსები ასე იქცევიან. როდესაც ადამიანების მხარდაჭერა სჭირდებათ, იღებენ მხარდაჭერას და შემდეგ უკვე უპასუხისმგებლოდ იქცევიან. მეტიც, ამ ადამიანებს აღარც კი ესაუბრებიან. ამასობაში ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ როგორც ჩანს, ბატონი გრიგოლისთვის მნიშვნელოვანი ყოფილა უპირობოდ პარლამენტში შესვლა. არადა, ამ თვეების განმავლობაში ბრძოლამ მინიმუმ ის მოიტანა, რომ მთელი მსოფლიო საუბრობს პოლიტიკურ დევნაზე, რაც რამდენიმე წელია საქართველოში პოლიტიკურ ოპონენტებზე მიმდინარეობს“, - აცხადებს ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ მომზადებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ მოაწერა.

ვაშაძე ევროკავშირის წარემომადგენლობის ოფისში ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა. ხელმოწერის შესახებ ინფორმაციას თავად საელჩო ავრცელებს.