საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ "ნაცმოძრაობა" პარლამენტში შევა, ალბათობა იმისა, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება, გაცილებით მაღალია, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ქუჩაში დარჩებიან" - ექსპერტი
"თუ "ნაცმოძრაობა" პარლამენტში შევა, ალბათობა იმისა, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება, გაცილებით მაღალია, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ქუჩაში დარჩებიან" - ექსპერტი

თუ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ პარ­ლა­მენ­ტში შევა, ალ­ბა­თო­ბა იმი­სა, რომ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა, გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია, ვიდ­რე იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ქუ­ჩა­ში დარ­ჩე­ბი­ან, - ამის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტმა ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და.

მან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ნა­წილს შო­რის შე­თან­ხმე­ბა შე­ა­ფა­სა და აღ­ნიშ­ნა, რომ დო­კუ­მენტზე ხელ­მო­წე­რა მათი მხრი­დან გა­დად­გმუ­ლი სწო­რი და გა­მარ­თლე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯია.

„ვფიქ­რობ, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხელ­მო­წე­რა იყო, რად­გან თუ ჩვენ მარ­თლა გვინ­და, დღეს თუ არა, ხვალ მა­ინც პერ­სპექ­ტი­ვა დაგ­ვრჩეს იმის, რომ ევ­რო­კავ­ში­რის­კენ მივ­დი­ვართ, მა­შინ რო­გო­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიც არ უნდა იყოს, ამ დო­კუ­მენტს სწო­რედ ის ხალ­ხი გვთა­ვა­ზობს, რომ­ლებ­მაც უნდა გა­და­წყვი­ტონ, ვიქ­ნე­ბით თუ არა ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი. თუ ისი­ნი დარ­წმუნ­დე­ბი­ან იმა­ში, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით მზად არ ვართ, (გულ­წრფე­ლად რომ ვთქვათ, მზად მარ­თლაც არ ვართ), მა­შინ ეს პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც ისე­დაც გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბუ­ლია და ამ ეტაპ­ზე გა­ფარ­თო­ე­ბის­თვის ად­გი­ლი და­ხუ­რუ­ლია, გა­მო­ვა, რომ ჩვე­ნი გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა კი­დევ უფრო გა­და­ი­წევს. ამი­ტომ, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ცაა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­საძ­ლოა, ოპო­ზი­ცია ფიქ­რობ­დეს, ეს ძა­ლი­ან დიდი კომ­პრო­მი­სია. თუმ­ცა, ორი­ვე მხა­რე მი­იჩ­ნევს, რომ ისი­ნი კომ­პრო­მის­ზე წა­ვიდ­ნენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქარ­თველ პო­ლი­ტი­კურ კლას­ზე დიდი წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, ამ კრი­ტი­კულ და კრი­ზი­სულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, მათ მიერ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი სწო­რი და გა­მარ­თლე­ბუ­ლია“, - გა­ნა­ცხა­და ძა­ბი­რა­ძემ.

მან აღ­ნიშ­ნა, რომ „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სა“ და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პო­ზი­ცია სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რია, რომ­ლებ­საც ჯერ­ჯე­რო­ბით დო­კუ­მენტზე ხელი არ მო­უ­წე­რი­ათ.

„მათი პო­ზი­ცია უფრო მე­ტად გა­უ­გე­ბა­რი მგო­ნია, ვიდ­რე ხის­ტი ან პრინ­ცი­პუ­ლი. თა­ვი­დან­ვე მი­ვიჩ­ნევ­დი, რომ ოპო­ზი­ცი­ას ბო­ი­კო­ტი არ უნდა გა­ე­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნა, პარ­ლა­მენ­ტში უნდა შე­სუ­ლი­ყო და იქე­დან ემოქ­მე­და. ვფიქ­რობ, თუ ეს პარ­ტი­ე­ბი პარ­ლა­მენტს გა­რეთ დარ­ჩე­ბი­ან, „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ ამომ­რჩე­ველს სა­ერ­თოდ და­კარ­გავს. მისი ამომ­რჩე­ვე­ლი მთლი­ა­ნად გა­და­ბარ­გდე­ბა „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“, ხოლო „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ უბ­რა­ლოდ მარ­გი­ნა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცესს და­ი­წყებს“, - გა­ნა­ცხა­და ძა­ბი­რა­ძემ.

მისი შე­ფა­სე­ბით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ბო­ი­კო­ტის რე­ჟიმ­ში დარ­ჩე­ბა და პრო­ტესტს ქუ­ჩა­ში გა­აგ­რძე­ლებს, ამომ­რჩე­ველს და­კარ­გავს.

„ჩემი პროგ­ნო­ზი ძა­ლი­ან პე­სი­მის­ტუ­რია. თუ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ბო­ი­კო­ტის რე­ჟიმ­ში იქ­ნე­ბა და ქუ­ჩა­ში დარ­ჩე­ბა, ის თან­და­თან ამომ­რჩე­ველს და­კარ­გავს, რად­გან პო­ლი­ტი­კუ­რი სიმ­ძი­მის ცენ­ტრი პარ­ლა­მენ­ტში გა­და­ი­ნაც­ვლებს და პარ­ლა­მენ­ტის ოპო­ზი­ცია ჩა­ა­ნაც­ვლებს „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“, რო­გორც ოპო­ზი­ცი­ას“, - გა­ნა­ცხა­და ძა­ბი­რა­ძემ.

მან არ გა­მო­რი­ცხა, რომ შე­საძ­ლოა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ პო­ლი­ტი­კო­სებ­მა და­ტო­ვონ. ძა­ბი­რა­ძე იმე­დოვ­ნებს, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ პო­ზი­ცი­ას შე­იც­ვლის და დო­კუ­მენტს ხელს მო­ა­წერს.

„ქუ­ჩა­ში დარ­ჩე­ნილ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ არ ეყო­ლე­ბა არც ელექ­ტო­რა­ტი და არც მო­კავ­ში­რე პარტნი­ო­რე­ბი­დან, აბა რის იმედ­ზე აპი­რებს მა­გა­ლი­თად, ქუ­ჩა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის წარ­მარ­თვას? სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რი და არა­რე­ა­ლუ­რია. ამი­ტომ, მგო­ნია, რომ მა­ინც ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ, უბ­რა­ლოდ პრო­ცესს ცოტა აჯან­ჯლე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და ძა­ბი­რა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენტზე - „სა­ქარ­თვე­ლოს წინსვლის გზა“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ნა­წილს შო­რის შე­თან­ხმე­ბა შედ­გა. დო­კუ­მენტს ხელი ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში მო­ე­წე­რა.

კერ­ძოდ, შე­თან­ხმე­ბის ტექსტს ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრი­დან ხელი მო­ა­წე­რეს: „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი ვა­შა­ძემ, „ლე­ლოს“ ლი­დე­რებ­მა - ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ, „რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის“ თავ­მჯდო­მა­რე ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძემ, „მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა და „გირ­ჩის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა. ასე­ვე დო­კუ­მენტზე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ხელ­მო­წე­რა და­ა­ფიქ­სი­რეს „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა, პარ­ლა­მენ­ტის და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა წევ­რმა და­ვით ბაქ­რა­ძემ და „გირ­ჩი - მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის“ თავ­მჯდო­მა­რე ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ. დო­კუ­მენტს ამ ეტაპ­ზე არ შე­ერ­თე­ბია „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“, შე­სა­ბა­მი­სად, შე­თან­ხმე­ბის ტექსტს არ აქვს მათი ხელ­მო­წე­რა. შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენტზე - „სა­ქარ­თვე­ლოს წინსვლის გზა“ თან­ხმო­ბა და­ა­ფიქ­სი­რა „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბა­მაც“.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Geo
9

თუ ნაციონალები ელონ მასკის პროქტში "მარსის ათვისება" მიიღებენ მონაწილეონას და წითელ პლანეტაზე გაფრინდებიან, ეს რიგგარეშე არჩევნების რეალური შანსი იქნება. არამხოლოდ საქართველოში, არამედ პოლონეთშიც. '

 

პ.ს. ეს ჩემი ექსპერტული აზრია. 

გოჩა
19

შეგისრულათ ნაცებო ევროპამ და ამერიკამ,რომ იჯგიმებოდით ჯერ სად ხართ,ახლა ძვირფასო ოცნებავ თქვენ კიდევ დიდი დრო არ დაგრჩენიათ ადგილობრივ არVევნებსაც წააგებთ და მერე რიგარეშესაც,მოცათ შემოვა გახარია პოლიტიკაში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"თუ "ნაცმოძრაობა" პარლამენტში შევა, ალბათობა იმისა, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება, გაცილებით მაღალია, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ქუჩაში დარჩებიან" - ექსპერტი

"თუ "ნაცმოძრაობა" პარლამენტში შევა, ალბათობა იმისა, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება, გაცილებით მაღალია, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ქუჩაში დარჩებიან" - ექსპერტი

თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევა, ალბათობა იმისა, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება, გაცილებით მაღალია, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ქუჩაში დარჩებიან, - ამის შესახებ ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მან ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება შეაფასა და აღნიშნა, რომ დოკუმენტზე ხელმოწერა მათი მხრიდან გადადგმული სწორი და გამართლებული ნაბიჯია.

„ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ხელმოწერა იყო, რადგან თუ ჩვენ მართლა გვინდა, დღეს თუ არა, ხვალ მაინც პერსპექტივა დაგვრჩეს იმის, რომ ევროკავშირისკენ მივდივართ, მაშინ როგორი შემოთავაზებებიც არ უნდა იყოს, ამ დოკუმენტს სწორედ ის ხალხი გვთავაზობს, რომლებმაც უნდა გადაწყვიტონ, ვიქნებით თუ არა ევროკავშირის წევრი. თუ ისინი დარწმუნდებიან იმაში, რომ ჯერჯერობით მზად არ ვართ, (გულწრფელად რომ ვთქვათ, მზად მართლაც არ ვართ), მაშინ ეს პროცესი, რომელიც ისედაც გაჭიანურებულია და ამ ეტაპზე გაფართოებისთვის ადგილი დახურულია, გამოვა, რომ ჩვენი გაწევრიანების პერსპექტივა კიდევ უფრო გადაიწევს. ამიტომ, ეს გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივად ძალიან მნიშვნელოვანიცაა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ოპოზიცია ფიქრობდეს, ეს ძალიან დიდი კომპრომისია. თუმცა, ორივე მხარე მიიჩნევს, რომ ისინი კომპრომისზე წავიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ქართველ პოლიტიკურ კლასზე დიდი წარმოდგენა არ მაქვს, ამ კრიტიკულ და კრიზისულ სიტუაციაში, მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი სწორი და გამართლებულია“, - განაცხადა ძაბირაძემ.

მან აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია სრულიად გაუგებარია, რომლებსაც ჯერჯერობით დოკუმენტზე ხელი არ მოუწერიათ.

„მათი პოზიცია უფრო მეტად გაუგებარი მგონია, ვიდრე ხისტი ან პრინციპული. თავიდანვე მივიჩნევდი, რომ ოპოზიციას ბოიკოტი არ უნდა გაემოეცხადებინა, პარლამენტში უნდა შესულიყო და იქედან ემოქმედა. ვფიქრობ, თუ ეს პარტიები პარლამენტს გარეთ დარჩებიან, „ევროპული საქართველო“ ამომრჩეველს საერთოდ დაკარგავს. მისი ამომრჩეველი მთლიანად გადაბარგდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ უბრალოდ მარგინალიზაციის პროცესს დაიწყებს“, - განაცხადა ძაბირაძემ.

მისი შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტის რეჟიმში დარჩება და პროტესტს ქუჩაში გააგრძელებს, ამომრჩეველს დაკარგავს.

„ჩემი პროგნოზი ძალიან პესიმისტურია. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტის რეჟიმში იქნება და ქუჩაში დარჩება, ის თანდათან ამომრჩეველს დაკარგავს, რადგან პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი პარლამენტში გადაინაცვლებს და პარლამენტის ოპოზიცია ჩაანაცვლებს „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც ოპოზიციას“, - განაცხადა ძაბირაძემ.

მან არ გამორიცხა, რომ შესაძლოა „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკოსებმა დატოვონ. ძაბირაძე იმედოვნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პოზიციას შეიცვლის და დოკუმენტს ხელს მოაწერს.

„ქუჩაში დარჩენილ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ეყოლება არც ელექტორატი და არც მოკავშირე პარტნიორებიდან, აბა რის იმედზე აპირებს მაგალითად, ქუჩაში პოლიტიკური პროცესის წარმართვას? სრულიად გაუგებარი და არარეალურია. ამიტომ, მგონია, რომ მაინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, უბრალოდ პროცესს ცოტა აჯანჯლებენ“, - განაცხადა ძაბირაძემ.

ცნობისთვის, შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება შედგა. დოკუმენტს ხელი ორბელიანების სასახლეში მოეწერა.

კერძოდ, შეთანხმების ტექსტს ოპოზიციური სპექტრიდან ხელი მოაწერეს: „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ, „ლელოს“ ლიდერებმა - ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა და „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა. ასევე დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერა დააფიქსირეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა, პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა დავით ბაქრაძემ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ. დოკუმენტს ამ ეტაპზე არ შეერთებია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, შესაბამისად, შეთანხმების ტექსტს არ აქვს მათი ხელმოწერა. შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ თანხმობა დააფიქსირა „ქართულმა ოცნებამაც“.

ნიკა მელია ოპოზიციას მიმართავს - "თუ "ოცნება" კანონპროექტში დამნაშავეებს წერს, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოთ"

"ამ გადადგომის მიღმა რაღაც სხვა უნდა იმალებოდეს...  არანაირი საფუძველი არ იყო, რომ არჩილ თალაკვაძე გადამდგარიყო" - პოლიტოლოგი

"ოცნებამ" ერთ-ერთი მომლაპარაკებელი დასაჯა... რაღაცნაირად, ბიძინასგან დასჯას ჰგავს" - როგორ ეხმაურებიან თალაკვაძის გადადგომას ოპოზიციაში?