პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"საკმარისი უნდა იყოს თუ არა ერთი ქალის მონაყოლი იმისთვის, რომ ადამიანი პროფესიული სიკვდილით დაისაჯოს?" - გია ნოდია ნინუცა მაყაშვილისა და ბესო ზანგურის სკანდალის შესახებ
"საკმარისი უნდა იყოს თუ არა ერთი ქალის მონაყოლი იმისთვის, რომ ადამიანი პროფესიული სიკვდილით დაისაჯოს?" - გია ნოდია ნინუცა მაყაშვილისა და ბესო ზანგურის სკანდალის შესახებ

ექ­სპერ­ტი გია ნო­დია მსა­ხი­ობ ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლის მიერ ყო­ფი­ლი ქმრის, ბესო ზან­გუ­რის ძა­ლა­დო­ბა­ში მხი­ლე­ბას ეხ­მი­ა­ნე­ბა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შემ­დეგ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვილს მეც მო­ვუს­მი­ნე და მისი მო­ყო­ლი­ლი ამ­ბის მი­მართ ნდო­ბით და თა­ნაგ­რძნო­ბით გან­ვიმსჭვა­ლე. ის, რომ სხვა ადა­მი­ან­მაც გვი­თხრა, რომ თა­ვად შე­ეს­წრო, რო­გორ სცემ­და ნი­ნუ­ცას ყო­ფი­ლი ქმა­რი, ბესო ზან­გუ­რი, თა­ვის შეყ­ვა­რე­ბულს (სხვას, არა მა­ყაშ­ვილს), ჩემი ნდო­ბა გა­ამ­ყა­რა: როცა ორი ერ­თმა­ნე­თის­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი წყა­რო ერ­თსა და იმა­ვეს ამ­ბობს, ეს სე­რი­ო­ზუ­ლი არ­გუ­მენ­ტია.

ჯერ­ჯე­რო­ბით კონ­კრე­ტუ­ლი არა­ფე­რი გა­მი­გია, რის გა­მოც ნი­ნუ­ცას არ უნდა და­ვუ­ჯე­რო. თუმ­ცა ბესო ზან­გურ­ზე ბევ­რი არა­ფე­რი ვიცი, რაც ვიცი, ნამ­დვი­ლად არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა მისი, რო­გორც ცო­ლის მცემ­ლის იმიჯს.ზო­გა­დად, ის, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გან­წყო­ბა შე­იც­ვა­ლა, რომ სულ უფრო მეტი ქალი (თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით, მა­ინც საკ­მა­ოდ ცოტა) ბე­დავს მის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა­ზე ლა­პა­რაკს და, რაც მთა­ვა­რია, მკვიდ­რდე­ბა აზრი, რომ ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბა ისე­ვე მკაც­რად უნდა და­ი­სა­ჯოს, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი სხვა, მხო­ლოდ მი­სა­სალ­მე­ბე­ლია.

ეს ერთ-ერთი კარ­გი ცვლი­ლე­ბაა, რაც ბოლო წლებ­ში მოხ­და. თუმ­ცა ვიცი, რომ ამ კონ­ტექ­სტში სი­ტყვა "მაგ­რამ“-ის ხმა­რე­ბა ცუდ ტო­ნად ით­ვლე­ბა, მა­ინც უნდა ვიხ­მა­რო. კონ­კრე­ტუ­ლად რო­გორ და რა შემ­თხვე­ვა­ში უნდა და­ი­სა­ჯოს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ­გვა­რი ბრალ­დე­ბის ობი­ექ­ტია?

ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვილ­მა თქვა, რომ მისი სის­ხლის-სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა, ანუ ცი­ხე­ში ჩას­მა, არ უნდა. მაგ­რამ ფაქ­ტობ­რი­ვად სას­ჯე­ლი უკვე დად­გა: რუს­თა­ვე­ლის თე­ატრმა ეს კაცი ყვე­ლა რო­ლი­დან მოხ­სნა. ეს პრო­ფე­სი­ულ სიკ­ვდილს ნიშ­ნავს: ბესო ზან­გუ­რი ვერ იქ­ნე­ბა, რაც აქამ­დე იყო. არაფ­რი­დან ჩანს, ეს სას­ჯე­ლი რო­დემ­დე უნდა გაგ­რძელ­დეს.

ცი­ხე­ში რომ ჩა­ეს­ვათ, ვთქვათ, ორი წლით, გა­სა­გე­ბი იქ­ნე­ბო­და: სას­ჯელს მო­იხ­დის, გა­მო­ვა და ცხოვ­რე­ბას გა­აგ­რძე­ლებს. მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში, პრო­ფე­სი­უ­ლი სიკ­ვდი­ლი რო­დემ­დე უნდა გაგ­რძელ­დეს? უსას­რუ­ლოდ? თუ სა­ნამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბრა­ზი გა­და­უვ­ლის? რო­გორც ვთქვი, ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლის მო­ნა­ყო­ლი ჩემ­თვის და­მა­ჯე­რე­ბე­ლია. მაგ­რამ შევ­ხე­დოთ ამას, რო­გორც პრე­ცე­დენტს: საკ­მა­რი­სი უნდა იყოს თუ არა ერთი ქა­ლის მო­ნა­ყო­ლი იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი სიკ­ვდი­ლით და­ი­სა­ჯოს? ვინ უნდა გა­სა­ზღვროს, ის და­მა­ჯე­რე­ბე­ლია თუ არა? კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა? თე­ატ­რის დი­რექ­ტორ­მა? თუ ამორ­ფულ­მა სუ­ბი­ექ­ტმა სა­ხე­ლად სა­ზო­გა­დო­ე­ბა?" -წერს გია ნო­დია.

6

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვილ­მა გა­და­ცე­მა­ში "ფა­რუ­ლი კონ­ვერ­ტი" ისა­უბ­რა იმის შე­სა­ხებ, რომ წლე­ბის წინ, ყო­ფი­ლი ქმა­რი, ბესო ზან­გუ­რი მას­ზე ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ, ზან­გუ­რი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში ყვე­ლა რო­ლი­დან მოხ­სნეს. ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ის არ აპი­რებს უჩივ­ლოს ზან­გურს.

მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აკი
54

ისე ძალიან საიტერესოა ამ ქალს რამდენი გადაუხადეს.

მარი
45

ბატონო გია,თავიდან მეც დიდი თანაგრძნობით გავიმსჭვალე ნინუცას მიმართ და დავგმე ზანგურის ქმედება! თუმცა შემდეგ ხდება გააანალიზება. ვუყურე განშორებიდან სამი წლის შემდეგ გადაღებულ,ნინუცას და ბესოს შეხმატკბილებულ ვიდეოს, წავიკითხე ახლანდელი ცოლის ინტერვიუ, და უკვე საკმაოდ ლოგიკური ეჭვი შემეპარა,რომ ეს ხომ არ იყო ტელევიზიის რეიტინგისთვის და 5000ის სანაცვლოდ ნათქვამი ტყუილი ! და საერთოდ, ისე განვითარდა მოვლენები, მსხვერპლი ამ ყველაფერში ზანგური უფრო მგონია! ისეთი წარმოუდგენელი ბულინგი მიდის,დაუმტკიცებელ დანაშაულზე, ნინუცამ კი როგორც სჩანს მე ხელებიც დამიბანიაო......

ავტორი:

"საკმარისი უნდა იყოს თუ არა ერთი ქალის მონაყოლი იმისთვის, რომ ადამიანი პროფესიული სიკვდილით დაისაჯოს?" - გია ნოდია ნინუცა მაყაშვილისა და ბესო ზანგურის სკანდალის შესახებ

"საკმარისი უნდა იყოს თუ არა ერთი ქალის მონაყოლი იმისთვის, რომ ადამიანი პროფესიული სიკვდილით დაისაჯოს?" - გია ნოდია ნინუცა მაყაშვილისა და ბესო ზანგურის სკანდალის შესახებ

ექსპერტი გია ნოდია მსახიობ ნინუცა მაყაშვილის მიერ ყოფილი ქმრის, ბესო ზანგურის ძალადობაში მხილებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

"ნინუცა მაყაშვილს მეც მოვუსმინე და მისი მოყოლილი ამბის მიმართ ნდობით და თანაგრძნობით განვიმსჭვალე. ის, რომ სხვა ადამიანმაც გვითხრა, რომ თავად შეესწრო, როგორ სცემდა ნინუცას ყოფილი ქმარი, ბესო ზანგური, თავის შეყვარებულს (სხვას, არა მაყაშვილს), ჩემი ნდობა გაამყარა: როცა ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყარო ერთსა და იმავეს ამბობს, ეს სერიოზული არგუმენტია.

ჯერჯერობით კონკრეტული არაფერი გამიგია, რის გამოც ნინუცას არ უნდა დავუჯერო. თუმცა ბესო ზანგურზე ბევრი არაფერი ვიცი, რაც ვიცი, ნამდვილად არ ეწინააღმდეგება მისი, როგორც ცოლის მცემლის იმიჯს.ზოგადად, ის, რომ საზოგადოებრივი განწყობა შეიცვალა, რომ სულ უფრო მეტი ქალი (თუმცა ჯერჯერობით, მაინც საკმაოდ ცოტა) ბედავს მის მიმართ ძალადობაზე ლაპარაკს და, რაც მთავარია, მკვიდრდება აზრი, რომ ოჯახური ძალადობა ისევე მკაცრად უნდა დაისაჯოს, როგორც ნებისმიერი სხვა, მხოლოდ მისასალმებელია.

ეს ერთ-ერთი კარგი ცვლილებაა, რაც ბოლო წლებში მოხდა. თუმცა ვიცი, რომ ამ კონტექსტში სიტყვა "მაგრამ“-ის ხმარება ცუდ ტონად ითვლება, მაინც უნდა ვიხმარო. კონკრეტულად როგორ და რა შემთხვევაში უნდა დაისაჯოს ადამიანი, რომელიც ამგვარი ბრალდების ობიექტია?

ნინუცა მაყაშვილმა თქვა, რომ მისი სისხლის-სამართლებრივი დევნა, ანუ ციხეში ჩასმა, არ უნდა. მაგრამ ფაქტობრივად სასჯელი უკვე დადგა: რუსთაველის თეატრმა ეს კაცი ყველა როლიდან მოხსნა. ეს პროფესიულ სიკვდილს ნიშნავს: ბესო ზანგური ვერ იქნება, რაც აქამდე იყო. არაფრიდან ჩანს, ეს სასჯელი როდემდე უნდა გაგრძელდეს.

ციხეში რომ ჩაესვათ, ვთქვათ, ორი წლით, გასაგები იქნებოდა: სასჯელს მოიხდის, გამოვა და ცხოვრებას გააგრძელებს. მაგრამ ამ შემთხვევაში, პროფესიული სიკვდილი როდემდე უნდა გაგრძელდეს? უსასრულოდ? თუ სანამ საზოგადოებას ბრაზი გადაუვლის? როგორც ვთქვი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ნინუცა მაყაშვილის მონაყოლი ჩემთვის დამაჯერებელია. მაგრამ შევხედოთ ამას, როგორც პრეცედენტს: საკმარისი უნდა იყოს თუ არა ერთი ქალის მონაყოლი იმისთვის, რომ ადამიანი პროფესიული სიკვდილით დაისაჯოს? ვინ უნდა გასაზღვროს, ის დამაჯერებელია თუ არა? კულტურის მინისტრმა? თეატრის დირექტორმა? თუ ამორფულმა სუბიექტმა სახელად საზოგადოება?" -წერს გია ნოდია.

6

ინფორმაციისთვის, ნინუცა მაყაშვილმა გადაცემაში "ფარული კონვერტი" ისაუბრა იმის შესახებ, რომ წლების წინ, ყოფილი ქმარი, ბესო ზანგური მასზე ფიზიკურად ძალადობდა. აღნიშნულის შემდეგ, ზანგური რუსთაველის თეატრში ყველა როლიდან მოხსნეს. ნინუცა მაყაშვილი აცხადებს, რომ ის არ აპირებს უჩივლოს ზანგურს.