პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკვე ძალიან გაუგებარია ეს ზეწოლა თეატრის დასის მიმართ. შეგრძნებაა, თითქოს ჩვენ უნდა გამოვიტანოთ განაჩენი! მოძალადეა? პასუხი აგოს! ცილისწამებაა? გაირკვეს" - რას წერს ლევან ხურცია
"უკვე ძალიან გაუგებარია ეს ზეწოლა თეატრის დასის მიმართ. შეგრძნებაა, თითქოს ჩვენ უნდა გამოვიტანოთ განაჩენი! მოძალადეა? პასუხი აგოს! ცილისწამებაა? გაირკვეს" - რას წერს ლევან ხურცია

რუს­თევ­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ლე­ვან ხურ­ცია კო­ლე­გე­ბის ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლი­სა და ბესო ზან­გუ­რის გარ­შე­მო აგო­რე­ბულ სკან­დალს ეხ­მა­უ­რე­ბა და მო­ი­თხოვს, რომ რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის დას­ზე ზე­წო­ლა შე­წყდეს.

"უკვე ძა­ლი­ან გა­უ­გე­ბა­რია ეს ზე­წო­ლა თე­ატ­რის და­სის მი­მართ, შეგ­რძნე­ბაა, თით­ქოს ჩვენ უნდა გა­მო­ვი­ტა­ნოთ გა­ნა­ჩე­ნი!!! ვგმობ ყვე­ლა­ნა­ირ ძა­ლა­დო­ბას და ასე­ვე ვგმობ და­უ­სა­ბუ­თე­ბელ სა­ჯა­რო ბრალ­დე­ბებს, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბას უნ­გრევს ადა­მი­ანს. (არ ვგუ­ლის­ხმობ, რომ პრობ­ლე­მა ხმა­მაღ­ლა არ ით­ქვას, პი­რი­ქით უნდა ით­ქვას, ოღონდ რე­ა­გი­რე­ბაც უნდა მოყ­ვეს, რომ არ­ცერ­თი მხა­რის უფ­ლე­ბა არ და­ირ­ღვეს) ან მი­ი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­სა­ბის­მა ორ­გა­ნო­ებ­მა და გა­ერ­კვი­ეთ სა­კი­თხში და და­სას­ჯე­ლი და­ი­სა­ჯოს, ან თუ არაფ­რის გარ­კვე­ვის სურ­ვი­ლი არ გაქვთ არც ერთ მხა­რეს, შე­ვეშ­ვათ თე­ატ­რის და და­სის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რო­მე­ლიც ფაქ­ტე­ბის გა­რე­შე ვე­რა­ნა­ირ ოფი­ცი­ა­ლურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვერ მი­ი­ღებს (პი­რა­დად ვინ რას გა­და­წყვეტს ეს სხვა სა­კი­თხია).

მო­რა­ლუ­რი კუ­თხით თუ შევ­ხე­დავთ, ერთ მხა­რეს ძვირ­ფა­სი მსა­ხი­ო­ბის ტრა­გი­კუ­ლი წარ­სუ­ლია პი­ნა­ზე და მე­ო­რე­ზე ოჯა­ხი, მე­უღ­ლე და სამი შვი­ლი, რომ­ლე­ბიც არა­ფერ შუ­ა­ში არი­ან.

პ.ს. მე პი­რა­დად არა­ვის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა არ ვიცი და ხმა­მაღ­ლა ვე­რა­ვის და­ვა­და­ნა­შა­უ­ლებ! მო­ძა­ლა­დეა? პა­სუ­ხი აგოს! ცი­ლის­წა­მე­ბაა?გა­ირ­კვეს. და და­ვას­რუ­ლოთ ეს სა­ში­ნე­ლე­ბა. სა­ნამ არა­ფე­რია და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ჩემი კო­ლე­გი­ა­ლუ­რი პა­ტი­ვის­ცე­მა ნი­ნუ­ცა­საც და ბე­სო­საც! ვი­მე­ო­რებ და ვა­ფიქ­სი­რებ პო­ზი­ცი­ას არა ძა­ლა­დო­ბას და არა ბუ­ლინგს. ამ და­ტან­ჯულ ქვე­ყა­ნა­ში ვე­ცა­დოთ, რომ ერ­თმა­ნე­თის ელე­მენ­ტა­რუ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მა არ დავ­კარ­გოთ", - წერს მსა­ხი­ო­ბი.

ასევე დაგაინტერესებთ
23:12 / 13-04-2021

რობერტ სტურუა ბესო ზანგურის შესახებ ნინუცა მაყაშვილის განცხადებებს ეხმაურება - რეჟისორის სკანდალური პოსტი და საზოგადოების უმწვავესი კომენტარები

13:20 / 14-04-2021

"ფემინისტთა სახლში ხომ არ ერევა ეს ღირსეული სასახლე" - ბესო ზანგური თამთა ინაშვილს პასუხობს და წერს, რომ დაწყებული კამპანია სტურუას წინააღმდეგაა მიმართული

14:52 / 15-04-2021

"გამაგდეთ და წავალ" - როგორ ეხმიანება რობერტ სტურუა მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას

10:20 / 16-04-2021

"კარგი იქნება, თუ ბესო ზანგური დღესვე დატოვებს თეატრს" - თეა წულუკიანი ნინუცა მაყაშვილს გამოძიებასთან თანამშრომლობას ურჩევს, რას ამბობს მინისტრი რობერტ სტურუაზე

10:44 / 16-04-2021

"იმ ღამეს არც გვიკამათია. დილით კოცნით გამაცილა... მეგონა სახლში და ყოფილა ბათუმში. იცოდა, რომ ტყუილს არ ვაპატიებდი" - ზანგური ყოფილი ცოლის ბრალდებებს დეტალურად პასუხობს

18:21 / 16-04-2021

რუსთაველის თეატრმა ბესო ზანგური ყველა როლიდან მოხსნა - "ეს გაგდებაზე უარესია… გაიხარეთ"

შე­გახ­სე­ნებთ, ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლი ყო­ფილ ქმარს, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ობს, ბესო ზან­გურს ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. მა­ყაშ­ვილ­მა გა­და­ცე­მა "ფა­რულ კონ­ვერ­ტში" გა­ნა­ცხა­და, რომ ყო­ფი­ლი ქმა­რი მას­ზე ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობ­და ორ­სუ­ლო­ბის დრო­საც, რაც მათი და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი გახ­და. ბრალ­დე­ბე­ბი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო ბესო ზან­გურ­მა და ყო­ფილ მე­უღ­ლეს ჩი­ვი­ლი­თაც და­ე­მუქ­რა.

სკან­და­ლუ­რი ტე­ლე­თე­რის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა და კო­ლე­გებ­მა ბესო ზან­გუ­რის მი­სა­მარ­თით რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­სა­გან შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა მო­ი­თხო­ვა. თე­ატ­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ სა­ჯა­როდ დაგ­მო ძა­ლა­დო­ბა და მოხ­სნა 17 აპ­რი­ლის სპექ­ტაკ­ლი, რო­მელ­შიც ბესო ზან­გუ­რი ერთ-ერთ მთავრ როლს თა­მა­შობ­და. თუმ­ცა რე­ჟი­სორ­მა რო­ბერტ სტუ­რუ­ამ ბესო ზან­გურს მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­და, რა­საც რე­ჟი­სო­რის მი­სა­მარ­თი­თაც მწვა­ვე კრი­ტი­კა მოჰ­ყვა.

თე­ატ­რი­დან წას­ვლა ურ­ჩია ზან­გურს კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა, თეა წუ­ლუ­კი­ან­მაც, თუმ­ცა რო­ბერტ სტუ­რუ­ას შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და, რომ თე­ატ­რი­დან მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ იგეგ­მე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტასო
54

ნეტა ვინ გაუგდიათ სამსახურიდან ცოლის ცემის გამო,აბა რას მიედ მოედებით,თან როდის,სადღაც დენიკინის დროს მომხდარ ამბავს ეხლა აგორებთ,გეყოთ რა ეს მასხარაობა.

111
29

ლევან გაიხარე კაცურო კაცო სიმართლის თქმისათვის . ცოტა აკლია მთელი საქართველო რომ არ ჩაერთოს ამ საგიჟეთში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"უკვე ძალიან გაუგებარია ეს ზეწოლა თეატრის დასის მიმართ. შეგრძნებაა, თითქოს ჩვენ უნდა გამოვიტანოთ განაჩენი! მოძალადეა? პასუხი აგოს! ცილისწამებაა? გაირკვეს" - რას წერს ლევან ხურცია

"უკვე ძალიან გაუგებარია ეს ზეწოლა თეატრის დასის მიმართ. შეგრძნებაა, თითქოს ჩვენ უნდა გამოვიტანოთ განაჩენი! მოძალადეა? პასუხი აგოს! ცილისწამებაა? გაირკვეს" - რას წერს ლევან ხურცია

რუსთევლის თეატრის მსახიობი ლევან ხურცია კოლეგების ნინუცა მაყაშვილისა და ბესო ზანგურის გარშემო აგორებულ სკანდალს ეხმაურება და მოითხოვს, რომ რუსთაველის თეატრის დასზე ზეწოლა შეწყდეს.

"უკვე ძალიან გაუგებარია ეს ზეწოლა თეატრის დასის მიმართ, შეგრძნებაა, თითქოს ჩვენ უნდა გამოვიტანოთ განაჩენი!!! ვგმობ ყველანაირ ძალადობას და ასევე ვგმობ დაუსაბუთებელ საჯარო ბრალდებებს, რომელიც ცხოვრებას უნგრევს ადამიანს. (არ ვგულისხმობ, რომ პრობლემა ხმამაღლა არ ითქვას, პირიქით უნდა ითქვას, ოღონდ რეაგირებაც უნდა მოყვეს, რომ არცერთი მხარის უფლება არ დაირღვეს) ან მიიღეთ გადაწყვეტილება შესაბისმა ორგანოებმა და გაერკვიეთ საკითხში და დასასჯელი დაისაჯოს, ან თუ არაფრის გარკვევის სურვილი არ გაქვთ არც ერთ მხარეს, შევეშვათ თეატრის და დასის პასუხისმგებლობას, რომელიც ფაქტების გარეშე ვერანაირ ოფიციალურ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს (პირადად ვინ რას გადაწყვეტს ეს სხვა საკითხია).

მორალური კუთხით თუ შევხედავთ, ერთ მხარეს ძვირფასი მსახიობის ტრაგიკული წარსულია პინაზე და მეორეზე ოჯახი, მეუღლე და სამი შვილი, რომლებიც არაფერ შუაში არიან.

პ.ს. მე პირადად არავის პირადი ცხოვრება არ ვიცი და ხმამაღლა ვერავის დავადანაშაულებ! მოძალადეა? პასუხი აგოს! ცილისწამებაა?გაირკვეს. და დავასრულოთ ეს საშინელება. სანამ არაფერია დასაბუთებული ჩემი კოლეგიალური პატივისცემა ნინუცასაც და ბესოსაც! ვიმეორებ და ვაფიქსირებ პოზიციას არა ძალადობას და არა ბულინგს. ამ დატანჯულ ქვეყანაში ვეცადოთ, რომ ერთმანეთის ელემენტარული პატივისცემა არ დავკარგოთ", - წერს მსახიობი.

შეგახსენებთ, ნინუცა მაყაშვილი ყოფილ ქმარს, რუსთაველის თეატრის მსახიობს, ბესო ზანგურს ძალადობაში ადანაშაულებს. მაყაშვილმა გადაცემა "ფარულ კონვერტში" განაცხადა, რომ ყოფილი ქმარი მასზე ფიზიკურად ძალადობდა ორსულობის დროსაც, რაც მათი დაშორების მიზეზი გახდა. ბრალდებები კატეგორიულად უარყო ბესო ზანგურმა და ყოფილ მეუღლეს ჩივილითაც დაემუქრა.

სკანდალური ტელეთერის შემდეგ საზოგადოების ნაწილმა და კოლეგებმა ბესო ზანგურის მისამართით რუსთაველის თეატრის ადმინისტრაციისაგან შესაბამისი ზომების მიღება მოითხოვა. თეატრის ადმინისტრაციამ საჯაროდ დაგმო ძალადობა და მოხსნა 17 აპრილის სპექტაკლი, რომელშიც ბესო ზანგური ერთ-ერთ მთავრ როლს თამაშობდა. თუმცა რეჟისორმა რობერტ სტურუამ ბესო ზანგურს მხარდაჭერა გამოუცხადა, რასაც რეჟისორის მისამართითაც მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

თეატრიდან წასვლა ურჩია ზანგურს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმაც, თუმცა რობერტ სტურუას შესახებ განაცხადა, რომ თეატრიდან მისი გათავისუფლება არ იგეგმება.