საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმ ღამეს არც გვიკამათია. დილით კოცნით გამაცილა... მეგონა სახლში და ყოფილა ბათუმში. იცოდა, რომ ტყუილს არ ვაპატიებდი" - ზანგური ყოფილი ცოლის ბრალდებებს დეტალურად პასუხობს
"იმ ღამეს არც გვიკამათია. დილით კოცნით გამაცილა... მეგონა სახლში და ყოფილა ბათუმში. იცოდა, რომ ტყუილს არ ვაპატიებდი" - ზანგური ყოფილი ცოლის ბრალდებებს დეტალურად პასუხობს

მსა­ხი­ო­ბი ბესო ზან­გუ­რი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბებს "ინფო რუს­თავ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში დე­ტა­ლუ­რად პა­სუ­ხობს. ზან­გუ­რი ყო­ფილ ცოლ­ზე ძა­ლა­დო­ბის ფაქტს კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს და აცხა­დებს, რომ სი­ტყვი­ერ კა­მათ­საც არ ჰქო­ნია ად­გი­ლი.

"ვე­მიჯ­ნე­ბი ყვე­ლა­ნა­ირ ძა­ლა­დო­ბას, ჩემი გე­ნე­ტი­კით, აღ­ზრდით, ცხოვ­რე­ბით, ვარ მუ­დამ ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი. ვგმობ ყვე­ლა­ნა­ირ ძა­ლა­დო­ბას, თუნ­დაც იმ ბუ­ლინგს, რაც ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ ხდე­ბა. ხალ­ხს არ აქვს მოს­მე­ნი­ლი ჩემი მხა­რე. მე მყავს მე­უღ­ლე უსაყ­ვარ­ლე­სი და შვი­ლე­ბი. ამ შვი­ლებ­ში 2 გო­გო­ნაა და მე ვიქ­ნე­ბი მუ­დამ პირ­ვე­ლი, ვინც დაგ­მობს ძა­ლა­დო­ბას. ნო­და­რი­კო ზან­გურს არ ჰყავს არც მო­ძა­ლა­დე მამა და არც მა­ტყუ­ა­რა დე­დი­კო, მას ორი­ვე ღირ­სე­უ­ლი მშო­ბე­ლი ჰყავს. სულ ესაა", - აღ­ნიშ­ნა ბესო ზან­გურ­მა.

მსა­ხი­ობ­მა ის ღა­მეც გა­იხ­სე­ნა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვილ­მა ტე­ლე­გა­და­ცე­მა­ში ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მე­უღ­ლის სახ­ლი­დან წას­ვლის მი­ზე­ზი ტყუ­ი­ლი გახ­და.

"დღემ­დე არ ვიცი რა­ტომ წა­ვი­და. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ მუ­დამ ტყუ­ი­ლის ქვეშ მა­ცხოვ­რებ­და... მე რე­პე­ტი­ცი­ა­ზე წა­ვე­დი, ის სახ­ლი­დან. არ ვარ ეჭ­ვი­ა­ნი კაცი, ზო­მი­ე­რად კი, მაგ­რამ ჩემი ოჯა­ხი არაა ცემა-ტყე­პის მომ­ხრე.

ასევე დაგაინტერესებთ
16:06 / 14-04-2021

"ჩვენების მიცემას არ ვაპირებ, არც ჩივილს, არ მინდა, რომ ბესო ზანგური დაიჭირონ" - რას ამბობს ნინუცა მაყაშვილი, რომელიც გამოკითხვაზე შსს-ში დაიბარეს

18:48 / 14-04-2021

რუსთაველის თეატრი ხსნის იმ სპექტაკლს, რომელშიც ბესო ზანგური თამაშობს

10:20 / 16-04-2021

"კარგი იქნება, თუ ბესო ზანგური დღესვე დატოვებს თეატრს" - თეა წულუკიანი ნინუცა მაყაშვილს გამოძიებასთან თანამშრომლობას ურჩევს, რას ამბობს მინისტრი რობერტ სტურუაზე

15:18 / 16-04-2021

"უკვე ძალიან გაუგებარია ეს ზეწოლა თეატრის დასის მიმართ. შეგრძნებაა, თითქოს ჩვენ უნდა გამოვიტანოთ განაჩენი! მოძალადეა? პასუხი აგოს! ცილისწამებაა? გაირკვეს" - რას წერს ლევან ხურცია

18:21 / 16-04-2021

რუსთაველის თეატრმა ბესო ზანგური ყველა როლიდან მოხსნა - "ეს გაგდებაზე უარესია… გაიხარეთ"

14:11 / 17-04-2021

"ამ ადამიანსაც ჰყავს ოჯახი, შვილები... გეყოთ!" - ნატო დუმბაძის თქმით, ზანგურის თეატრიდან გარიცხვა მისთვის მიუღებელია

იმ ღა­მეს არ გვი­კა­მა­თია. გიხ­სნით, მე­გო­ნა სახ­ლში და ყო­ფი­ლა ბა­თუმ­ში. და­ვი­ძი­ნე, გა­ვიღ­ვი­ძე და წა­ვე­დი რე­პე­ტი­ცი­ა­ზე, რომ მო­ვალ ვი­ლა­პა­რა­კოთ მეთ­ქი, მო­ვე­დი და აღარ დამ­ხვდა. მან იცო­და, რომ მე ტყუ­ილს არ ვა­პა­ტი­ებ­დი და და­მას­წრო წას­ვლა, ვიდ­რე მე წა­ვი­დო­დი...

დი­ლით კოც­ნით გა­მა­ცი­ლა სახ­ლი­დან, ღმერ­თს ვფი­ცა­ვარ...

გას­ტრო­ლი­დან ვრე­კავ­დი და მე­უბ­ნე­ბო­და, რომ სახ­ლში იყო ჩემი თვე­ე­ბის შვილ­თან ერ­თად. აე­რო­პორ­ტში მე­გო­ბა­რი შემ­ხვდა და მი­თხრა, ზღვა­ზე ვნა­ხეო, გა­ვოც­დი, ხომ გე­უბ­ნე­ბით, ვუ­თხა­რი, რა­ტომ მო­მა­ტყუე ასე­თი რამ, მო­ვალ და ვი­ლა­პა­რა­კოთ მეთ­ქი. წა­ვე­დი მე რე­პე­ტი­ცი­ა­ზე და ის წა­ვი­და სახ­ლში. ვიცი, რომ მძი­მე ადა­მი­ა­ნი ვარ, მაგ­რამ ცემა? დარ­ტყმა? ეს არის ის, რაც არ არ­სე­ბობს ბუ­ნე­ბა­ში.

ვი­მე­ო­რებ კოც­ნით გა­მა­ცი­ლა, ძა­ლით ხომ არ მეცა და მა­კო­ცა. არ მჯე­რა, რომ ნი­ნუ­ცამ მის­ცა ეს ინ­ტერ­ვიუ... არ არის ეჭ­ვი­ა­ნი, ძა­ლი­ან კარ­გი გო­გოა და უკარ­გე­სი ადა­მი­ა­ნი, ჰუ­მა­ნუ­რი, კე­თი­ლი, ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად ლა­მა­ზი და ნი­ჭი­ე­რი, უნი­ჭი­ე­რე­სი მსა­ხი­ო­ბია! ის ჩემი საყ­ვა­რე­ლი შვი­ლის, ნო­და­რი­კოს დე­დაა", - გა­ნა­ცხა­და ბესო ზან­გურ­მა და იქვე დას­ძი­ნა, რომ მას შემ­დეგ, რაც ნი­ნუ­ცა სახ­ლი­დან წა­ვი­და, მას­თან კონ­ტაქ­ტი არ ჰქო­ნია.

მსა­ხი­ობ­მა იმ კო­ლე­გე­ბის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა, რომ­ლე­ბიც მას ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

"რო­მე­ლი კო­ლე­გე­ბი? ეგ არ არის კო­ლე­გი­ა­ლო­ბა, მე მა­გათ­თვის არც კო­ლე­გა ვარ და არც მე­გო­ბა­რი, არა­ვინ არი­ან ისი­ნი ჩემ­თვის.

მი­ზა­ნი ერ­თია... ორა­დო­რი ადა­მი­ა­ნი - ჯუ­ხა­რაშ­ვი­ლი და თუთა არ არის რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი. რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი რო­ბერტ სტუ­რუაა და სტუ­რუ­ას პა­სუ­ხი მო­ის­მი­ნეთ. მი­ზა­ნი მე არ ვარ, არც მათი, არც ფა­რუ­ლა­ვას გა­და­ცე­მის, მი­ზა­ნია რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის დარ­ტყმა, ბუ­ლინ­გი. კო­ლე­გა რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ვუ­წო­დო ადა­მი­ანს, რი­მე­ლიც სპექ­ტაკლზე არ გა­მო­ცხად­დე­ბა და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ცი­ა­ზეა... ჩემ გამო ნამ­დვი­ლად არ მო­უხ­სნი­ათ სპექ­ტაკ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ზან­გურ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლი ყო­ფილ ქმარს, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ობს, ბესო ზან­გურს ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. მა­ყაშ­ვილ­მა გა­და­ცე­მა "ფა­რულ კონ­ვერ­ტში" გა­ნა­ცხა­და, რომ ყო­ფი­ლი ქმა­რი მას­ზე ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობ­და ორ­სუ­ლო­ბის დრო­საც.

მკითხველის კომენტარები / 88 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალიკო
172

ეჰ, ზანგური იმართლე ახლა თავი, არ ხარ შენ კარგი კაცი 

მურმანი
10

მორჩით თავის რეკლამასა და პიარს, ამოვიდა ყელში ამ არასერიოზული ხელმოცარული ხალხის მიერ აჟიოტაჟის ატეხვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"იმ ღამეს არც გვიკამათია. დილით კოცნით გამაცილა... მეგონა სახლში და ყოფილა ბათუმში. იცოდა, რომ ტყუილს არ ვაპატიებდი" - ზანგური ყოფილი ცოლის ბრალდებებს დეტალურად პასუხობს

"იმ ღამეს არც გვიკამათია. დილით კოცნით გამაცილა... მეგონა სახლში და ყოფილა ბათუმში. იცოდა, რომ ტყუილს არ ვაპატიებდი" - ზანგური ყოფილი ცოლის ბრალდებებს დეტალურად პასუხობს

მსახიობი ბესო ზანგური ყოფილი მეუღლის, ნინუცა მაყაშვილის ბრალდებებს "ინფო რუსთავთან" ინტერვიუში დეტალურად პასუხობს. ზანგური ყოფილ ცოლზე ძალადობის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ სიტყვიერ კამათსაც არ ჰქონია ადგილი.

"ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას, ჩემი გენეტიკით, აღზრდით, ცხოვრებით, ვარ მუდამ ძალადობის წინააღმდეგი. ვგმობ ყველანაირ ძალადობას, თუნდაც იმ ბულინგს, რაც ჩემს წინააღმდეგ ხდება. ხალხს არ აქვს მოსმენილი ჩემი მხარე. მე მყავს მეუღლე უსაყვარლესი და შვილები. ამ შვილებში 2 გოგონაა და მე ვიქნები მუდამ პირველი, ვინც დაგმობს ძალადობას. ნოდარიკო ზანგურს არ ჰყავს არც მოძალადე მამა და არც მატყუარა დედიკო, მას ორივე ღირსეული მშობელი ჰყავს. სულ ესაა", - აღნიშნა ბესო ზანგურმა.

მსახიობმა ის ღამეც გაიხსენა, რომლის შესახებაც ნინუცა მაყაშვილმა ტელეგადაცემაში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეუღლის სახლიდან წასვლის მიზეზი ტყუილი გახდა.

"დღემდე არ ვიცი რატომ წავიდა. ალბათ იმიტომ, რომ მუდამ ტყუილის ქვეშ მაცხოვრებდა... მე რეპეტიციაზე წავედი, ის სახლიდან. არ ვარ ეჭვიანი კაცი, ზომიერად კი, მაგრამ ჩემი ოჯახი არაა ცემა-ტყეპის მომხრე.

იმ ღამეს არ გვიკამათია. გიხსნით, მეგონა სახლში და ყოფილა ბათუმში. დავიძინე, გავიღვიძე და წავედი რეპეტიციაზე, რომ მოვალ ვილაპარაკოთ მეთქი, მოვედი და აღარ დამხვდა. მან იცოდა, რომ მე ტყუილს არ ვაპატიებდი და დამასწრო წასვლა, ვიდრე მე წავიდოდი...

დილით კოცნით გამაცილა სახლიდან, ღმერთს ვფიცავარ...

გასტროლიდან ვრეკავდი და მეუბნებოდა, რომ სახლში იყო ჩემი თვეების შვილთან ერთად. აეროპორტში მეგობარი შემხვდა და მითხრა, ზღვაზე ვნახეო, გავოცდი, ხომ გეუბნებით, ვუთხარი, რატომ მომატყუე ასეთი რამ, მოვალ და ვილაპარაკოთ მეთქი. წავედი მე რეპეტიციაზე და ის წავიდა სახლში. ვიცი, რომ მძიმე ადამიანი ვარ, მაგრამ ცემა? დარტყმა? ეს არის ის, რაც არ არსებობს ბუნებაში.

ვიმეორებ კოცნით გამაცილა, ძალით ხომ არ მეცა და მაკოცა. არ მჯერა, რომ ნინუცამ მისცა ეს ინტერვიუ... არ არის ეჭვიანი, ძალიან კარგი გოგოა და უკარგესი ადამიანი, ჰუმანური, კეთილი, ამ ყველაფერთან ერთად ლამაზი და ნიჭიერი, უნიჭიერესი მსახიობია! ის ჩემი საყვარელი შვილის, ნოდარიკოს დედაა", - განაცხადა ბესო ზანგურმა და იქვე დასძინა, რომ მას შემდეგ, რაც ნინუცა სახლიდან წავიდა, მასთან კონტაქტი არ ჰქონია.

მსახიობმა იმ კოლეგების შესახებაც ისაუბრა, რომლებიც მას ძალადობაში ადანაშაულებენ.

"რომელი კოლეგები? ეგ არ არის კოლეგიალობა, მე მაგათთვის არც კოლეგა ვარ და არც მეგობარი, არავინ არიან ისინი ჩემთვის.

მიზანი ერთია... ორადორი ადამიანი - ჯუხარაშვილი და თუთა არ არის რუსთაველის თეატრი. რუსთაველის თეატრი რობერტ სტურუაა და სტურუას პასუხი მოისმინეთ. მიზანი მე არ ვარ, არც მათი, არც ფარულავას გადაცემის, მიზანია რუსთაველის თეატრის დარტყმა, ბულინგი. კოლეგა როგორ შეიძლება ვუწოდო ადამიანს, რიმელიც სპექტაკლზე არ გამოცხადდება და "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზეა... ჩემ გამო ნამდვილად არ მოუხსნიათ სპექტაკლი", - განაცხადა ზანგურმა.

შეგახსენებთ, ნინუცა მაყაშვილი ყოფილ ქმარს, რუსთაველის თეატრის მსახიობს, ბესო ზანგურს ძალადობაში ადანაშაულებს. მაყაშვილმა გადაცემა "ფარულ კონვერტში" განაცხადა, რომ ყოფილი ქმარი მასზე ფიზიკურად ძალადობდა ორსულობის დროსაც.

ეკოპროექტი "გამოღვიძება" - "ბლექ სი არენა“ და "მუსიკოსთა პარკი“ ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების ინოვაციურ პროექტს ახორციელებს

განსხვავებული საფესტივალო სივრცე და საქართველოში აღიარებული არტისტები Festival “Haerze”

"არ მომცეს უფრო მეტი შვილის გაჩენის უფლება, ფსიქიატრიულში გამომკეტეს... მე უბრალოდ ჩემი ცხოვრების დაბრუნება მსურს" - ბრიტნი სპირსის სიტყვა სასამართლოზე და ბრალდებები მამას