საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირადი რეიტინგი არ არის პოლიტიკაში გადამწყვეტი... გამარჯვება გუნდის ერთგულებაზეა დამოკიდებული" - რას წერს არჩილ თალაკვაძე "ფეისბუქზე"?
"პირადი რეიტინგი არ არის პოლიტიკაში გადამწყვეტი... გამარჯვება გუნდის ერთგულებაზეა დამოკიდებული" - რას წერს არჩილ თალაკვაძე "ფეისბუქზე"?

მხო­ლოდ პი­რა­დი რე­ი­ტინ­გი არ არის პო­ლი­ტი­კა­ში გა­დამ­წყვე­ტი, არა­ერ­თი მა­გა­ლი­თი გვაქვს, რო­დე­საც "მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გის" მქო­ნე პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არ­ჩევ­ნებ­ში დიდ შე­დეგს ვერ იღე­ბენ და პროგ­რესს ვერ უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ და პი­რი­ქი­თაც, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ “ფე­ის­ბუქ­ში“ წერს.

რო­გორც თა­ლაკ­ვა­ძე აღ­ნიშ­ნავს, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" პარ­ტი­ებს შო­რის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მხარ­და­ჭე­რა აქვს, რაც ეს გუნ­დუ­რი შე­დე­გია.

თა­ლავ­კა­ძის თქმით, ვინც მუ­შა­ობს და იმ საქ­მეს აკე­თებს რი­სიც მარ­თლა სჯე­რა, შე­იძ­ლე­ბა რე­ი­ტინ­გიც “და­ხარ­ჯოს”.

"ევ­რო­პუ­ლი დე­მოკ­რა­ტია პარ­ტი­ე­ბის შე­ჯიბ­რია და ფაქ­ტია, არ­ჩევ­ნებ­შიც და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის ახალ კვლე­ვებ­შიც “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” პარ­ტი­ებს შო­რის დღე­საც ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მხარ­და­ჭე­რა აქვს. ეს გუნ­დუ­რი შე­დე­გია. გარ­და ამი­სა, ვინც მუ­შა­ობს და იმ საქ­მეს აკე­თებს რი­სიც მარ­თლა სჯე­რა, შე­იძ­ლე­ბა რე­ი­ტინ­გიც “და­ხარ­ჯოს” ამა­ში - ეს კა­ნონ­ზო­მი­ე­რია. შე­სა­ბა­მი­სად, მხო­ლოდ პი­რა­დი რე­ი­ტინ­გი არ არის პო­ლი­ტი­კა­ში გა­დამ­წყვე­ტი. არა­ერ­თი მა­გა­ლი­თი გვაქვს, რო­დე­საც “მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გის” მქო­ნე პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არ­ჩევ­ნებ­ში დიდ შე­დეგს ვერ იღე­ბენ და პროგ­რესს ვერ უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ და პი­რი­ქი­თაც. გა­მარ­ჯვე­ბა პირ­ველ რიგ­ში იდე­ის, შენი ქვეყ­ნის და გუნ­დის ერ­თგუ­ლე­ბა­ზე, სან­დო­ო­ბა­ზე და მო­კავ­ში­რე­ებ­ზე არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

მთა­ვა­რია ვის რა საქ­მე აქვს ქვეყ­ნის­თვის გა­კე­თე­ბუ­ლი, რა რე­ფორ­მე­ბი, რა დიდი პრო­ექ­ტე­ბი, ან რისი გა­კე­თე­ბა გინ­დო­და მთე­ლი გუ­ლით და ვერ გა­ა­კე­თე. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ამით შეგ­ვა­ფა­სებს ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა. წინ გა­ვი­ხე­დოთ და მო­მა­ვალ­ზე ვე­სა­უბ­როთ ჩვენს ხალ­ხს. ვინც მო­მა­ვალს ხე­დავს, ის მშვიდ და წარ­მა­ტე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღებს.

იმე­დი მაქვს, ყვე­ლა პროგ­რე­სუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა გა­მო­ი­ჩენს უნარს, და­ვი­ნა­ხოთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი და და­სავ­ლელ მე­გობ­რებ­თან ერ­თად, სწო­რად გა­ვა­ტა­როთ სა­ქარ­თვე­ლო იმ გზა­ზე, რო­მე­ლიც რთუ­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­სტის და პან­დე­მი­ის მი­უ­ხე­და­ვად, წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა”, - წერს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახა
4

ზუსტად რომ პირადი რეიტინგია ამხანაგო თალაკვაძე თორემ ბიძინა რომ არ ყოფილიყო თქვენ ვის გაახსენდებოდით

დათო
57

ხალხმა ხმა მისცა ღირებულებებს და პოლიტიკურ კურსს რომელსაც ოცნება ატარებს და არა ვიღაც პერსონალიებს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"პირადი რეიტინგი არ არის პოლიტიკაში გადამწყვეტი... გამარჯვება გუნდის ერთგულებაზეა დამოკიდებული" - რას წერს არჩილ თალაკვაძე "ფეისბუქზე"?

"პირადი რეიტინგი არ არის პოლიტიკაში გადამწყვეტი... გამარჯვება გუნდის ერთგულებაზეა დამოკიდებული" - რას წერს არჩილ თალაკვაძე "ფეისბუქზე"?

მხოლოდ პირადი რეიტინგი არ არის პოლიტიკაში გადამწყვეტი, არაერთი მაგალითი გვაქვს, როდესაც "მაღალი რეიტინგის" მქონე პოლიტიკოსები არჩევნებში დიდ შედეგს ვერ იღებენ და პროგრესს ვერ უზრუნველყოფენ და პირიქითაც, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“ წერს.

როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, "ქართულ ოცნებას" პარტიებს შორის ყველაზე მაღალი მხარდაჭერა აქვს, რაც ეს გუნდური შედეგია.

თალავკაძის თქმით, ვინც მუშაობს და იმ საქმეს აკეთებს რისიც მართლა სჯერა, შეიძლება რეიტინგიც “დახარჯოს”.

"ევროპული დემოკრატია პარტიების შეჯიბრია და ფაქტია, არჩევნებშიც და საზოგადოებრივი აზრის ახალ კვლევებშიც “ქართულ ოცნებას” პარტიებს შორის დღესაც ყველაზე მაღალი მხარდაჭერა აქვს. ეს გუნდური შედეგია. გარდა ამისა, ვინც მუშაობს და იმ საქმეს აკეთებს რისიც მართლა სჯერა, შეიძლება რეიტინგიც “დახარჯოს” ამაში - ეს კანონზომიერია. შესაბამისად, მხოლოდ პირადი რეიტინგი არ არის პოლიტიკაში გადამწყვეტი. არაერთი მაგალითი გვაქვს, როდესაც “მაღალი რეიტინგის” მქონე პოლიტიკოსები არჩევნებში დიდ შედეგს ვერ იღებენ და პროგრესს ვერ უზრუნველყოფენ და პირიქითაც. გამარჯვება პირველ რიგში იდეის, შენი ქვეყნის და გუნდის ერთგულებაზე, სანდოობაზე და მოკავშირეებზე არის დამოკიდებული.

მთავარია ვის რა საქმე აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული, რა რეფორმები, რა დიდი პროექტები, ან რისი გაკეთება გინდოდა მთელი გულით და ვერ გააკეთე. საბოლოო ჯამში, ამით შეგვაფასებს ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ქვეყანა. წინ გავიხედოთ და მომავალზე ვესაუბროთ ჩვენს ხალხს. ვინც მომავალს ხედავს, ის მშვიდ და წარმატებულ გადაწყვეტილებებს იღებს.

იმედი მაქვს, ყველა პროგრესული პოლიტიკური ძალა გამოიჩენს უნარს, დავინახოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი და დასავლელ მეგობრებთან ერთად, სწორად გავატაროთ საქართველო იმ გზაზე, რომელიც რთული გეოპოლიტიკური კონტექსტის და პანდემიის მიუხედავად, წარმატებული იქნება”, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

19 აპრილს, რიყეზე, ოპოზიციური პარტიების შეკრება იგეგმება - "ეს იქნება არა დიდი აქცია, არამედ შტაბის წარმოდგენა"

"გზააბნეული "მესიჯბოქსის" შემდეგ, თალაკვაძის განცხადებაში აისახა ის, რაც წასვლისას დავაფიქსირეთ" - გახარიას გუნდი "ოცნების" გადაწყვეტილებაზე

"გულწრფელად ცდილობდა საკუთარი წვლილი შეეტანა პოლიტიკაში" - არჩილ თალაკვაძე მიხეილ-გელა სალუაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს