პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ვინც არ უნდა დაისაჯოს, დათოს გაცოცხლება ვერ მოხდება... თუმცა ოჯახს ექნება, თუნდაც მცირედი სამართლიანობის განცდა" - ნესტან ლონდარიძე
"ვინც არ უნდა დაისაჯოს, დათოს გაცოცხლება ვერ მოხდება... თუმცა ოჯახს ექნება, თუნდაც მცირედი სამართლიანობის განცდა" - ნესტან ლონდარიძე

და­ვით სა­რა­ლი­ძის საქ­მე­ზე ვინც არ უნდა და­ი­სა­ჯოს, მისი გა­ცო­ცხლე­ბა ვერ მოხ­დე­ბა, თუმ­ცა ოჯახს ექ­ნე­ბა, თუნ­დაც მცი­რე­დი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის გან­ცდა, რომ მათი შვი­ლის მკვლე­ლე­ბი და­ი­სა­ჯნენ, - ამის შე­სა­ხებ ზაზა სა­რა­ლი­ძის ად­ვო­კატ­მა ნეს­ტან ლონ­და­რი­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე კი­დევ ერთი პი­რის, გი­ორ­გი მე­ნაბ­დის და­კა­ვე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მი­სი­ვე თქმით, საქ­მე დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის და და­მა­ტე­ბით პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ში სხვა პი­რე­ბიც უნდა მი­ეც­ნენ.

"ზაზა სა­რა­ლი­ძის მიერ საქ­მის და­სა­წყის­ში­ვე იყო გან­ცხა­დე­ბე­ბი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ეს პირი ფარ­დულ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და. იმ მო­მენ­ტში დღემ­დე ჩვე­ნი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა იყო, რომ გა­მოვ­ლე­ნი­ლი­ყო და დას­ჯი­ლი­ყო ყვე­ლა ის პირი, რო­მე­ლიც და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო.

რამ­დე­ნად კმა­ყო­ფი­ლია და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მხა­რე ამა­ზე სა­უ­ბა­რი ცოტა რთუ­ლია, რად­გან და­ვით სა­რა­ლი­ძის საქ­მე­ზე ვინც არ უნდა და­ი­სა­ჯოს, მისი გა­ცო­ცხლე­ბა ვერ მოხ­დე­ბა და ოჯა­ხი ამით კმა­ყო­ფი­ლი ვერ იქ­ნე­ბა, თუმ­ცა მათ ექ­ნე­ბათ თუნ­დაც მცი­რე­დი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის გან­ცდა, რომ და­ი­სა­ჯა მათი შვი­ლის მკვლე­ლე­ბი.

ჩვე­ნი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა გრძელ­დე­ბა, საქ­მე­ზე ვერ ვი­ტყვით, რომ დას­რულ­და მა­ნამ­დე, ვიდ­რე გარ­კვე­უ­ლი პი­რე­ბი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ში არ იქ­ნე­ბი­ან მი­ცე­მუ­ლი, ვის­მა ქმე­დე­ბებ­მაც ეს საქ­მე დღემ­დე მო­იყ­ვა­ნა“, - გა­ნა­ცხა­და ლონ­და­რი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე კი­დევ ერთი პირი, გი­ორ­გი მე­ნაბ­დე და­ა­კა­ვა. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.მ. დამ­ნა­შა­ვი­სათ­ვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის ჯგუ­ფუ­რად და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 13-დან 17 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

შე­გახ­სე­ნებთ, და­ვით სა­რა­ლი­ძის ჯგუ­ფუ­რად და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მი­ხე­ილ კა­ლან­დია 2019 წლის 4 ივ­ნისს და­ა­კა­ვეს. ის თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო და მას 15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და, თუმ­ცა, არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სის თა­ნახ­მად, სას­ჯე­ლი ერთი მე­სა­მე­დით შე­უმ­ცირ­და და სა­ბო­ლო­ოდ, სას­ჯე­ლის სა­ხით 11 წელი და 3 თვე შე­უ­ფარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძა­ლა­ში და­ტო­ვა თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ. უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ კი, სა­კა­სა­ციო სა­ჩი­ვა­რი სა­ერ­თოდ და­უშ­ვებ­ლად მი­იჩ­ნია.

ავტორი:

"ვინც არ უნდა დაისაჯოს, დათოს გაცოცხლება ვერ მოხდება... თუმცა ოჯახს ექნება, თუნდაც მცირედი სამართლიანობის განცდა" - ნესტან ლონდარიძე

"ვინც არ უნდა დაისაჯოს, დათოს გაცოცხლება ვერ მოხდება... თუმცა ოჯახს ექნება, თუნდაც მცირედი სამართლიანობის განცდა" - ნესტან ლონდარიძე

დავით სარალიძის საქმეზე ვინც არ უნდა დაისაჯოს, მისი გაცოცხლება ვერ მოხდება, თუმცა ოჯახს ექნება, თუნდაც მცირედი სამართლიანობის განცდა, რომ მათი შვილის მკვლელები დაისაჯნენ, - ამის შესახებ ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც აღნიშნული საქმის მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთი პირის, გიორგი მენაბდის დაკავებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, საქმე დასრულებული არ არის და დამატებით პასუხისმგებლობაში სხვა პირებიც უნდა მიეცნენ.

"ზაზა სარალიძის მიერ საქმის დასაწყისშივე იყო განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პირი ფარდულში განვითარებულ მოვლენებში მონაწილეობას იღებდა. იმ მომენტში დღემდე ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ გამოვლენილიყო და დასჯილიყო ყველა ის პირი, რომელიც დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობა მიიღო.

რამდენად კმაყოფილია დაზარალებული მხარე ამაზე საუბარი ცოტა რთულია, რადგან დავით სარალიძის საქმეზე ვინც არ უნდა დაისაჯოს, მისი გაცოცხლება ვერ მოხდება და ოჯახი ამით კმაყოფილი ვერ იქნება, თუმცა მათ ექნებათ თუნდაც მცირედი სამართლიანობის განცდა, რომ დაისაჯა მათი შვილის მკვლელები.

ჩვენი მთავარი მოთხოვნა გრძელდება, საქმეზე ვერ ვიტყვით, რომ დასრულდა მანამდე, ვიდრე გარკვეული პირები პასუხისმგებლობაში არ იქნებიან მიცემული, ვისმა ქმედებებმაც ეს საქმე დღემდე მოიყვანა“, - განაცხადა ლონდარიძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი, გიორგი მენაბდე დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2001 წელს დაბადებული გ.მ. დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. უზენაესმა სასამართლომ კი, საკასაციო საჩივარი საერთოდ დაუშვებლად მიიჩნია.

"სათამაშო ტიპის, სპორტული იარაღი ჰქონდა თან... ახლა დიდი ემოციური ფონი აქვს" - რას ამბობს "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელზე ადვოკატი?

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

მკვლელობა ქობულეთში - ძმამ ძმა სანადირო თოფით მოკლა