საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვარლამ გოლეთიანის თქმით, ორი პირობა აქვთ - დიალოგისთვის შეხვდნენ პრემიერს ან მის სპეციალურ წარმომადგენელს და "გუმათჰესთან" რკინის ბარიკადები აიღონ
ვარლამ გოლეთიანის თქმით, ორი პირობა აქვთ - დიალოგისთვის შეხვდნენ პრემიერს ან მის სპეციალურ წარმომადგენელს და "გუმათჰესთან" რკინის ბარიკადები აიღონ

სო­ფელ გუ­მათ­ში ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ აქ­ცია ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა. „რი­ო­ნის ხე­ო­ბის მცვე­ლებ­მა“ „გუ­მა­თ­ჰეს­თან“ აღ­მარ­თულ რკი­ნის ბა­რი­კა­დებ­ზე გა­აკ­რეს ბა­ნე­რე­ბი წარ­წე­რით - „სა­ქარ­თვე­ლო არ იყი­დე­ბა, არა ნა­მოხ­ვა­ნ­ჰესს“. რო­გორც „რი­ო­ნის ხე­ო­ბის მცვე­ლე­ბის“ ერთ-ერ­თმა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ვარ­ლამ გო­ლე­თი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მათ ორი პი­რო­ბა აქვთ - დი­ა­ლო­გის­თვის შეხ­ვდნენ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს ან მის სპე­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გე­ნელს, ასე­ვე ად­გი­ლი­დან აი­ღონ რკი­ნის ბა­რი­კა­დე­ბი, რათა პრო­ტეს­ტის გაგ­რძე­ლე­ბა მშვი­დო­ბი­ან ფორ­მატ­ში შეძ­ლონ.

„ბა­რი­კა­დებ­ზე ძა­ლით გა­დას­ვლას არ ვა­პი­რებთ. ძა­ლა­დობ­რი­ვად არ ვცდი­ლობთ არაფ­რის გა­და­წყვე­ტას. ვფიქ­რობთ, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის მხარ­და­ჭე­რა მთელ ამ პრო­ცეს­ში იმ­დე­ნად დი­დია, რომ ნამ­დვი­ლად არ გვჭირ­დე­ბა არაფ­რის სრო­ლა, რად­გან ამ პრობ­ლე­მას ისე­დაც გა­დავ­წყვეტთ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად. ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, რომ პრო­ცე­სე­ბი არ შე­ვი­დეს ჩი­ხურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, მათ შო­რის, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის და ჩვენ­თვი­საც. ამი­ტომ, გან­მუხ­ტვი­სათ­ვის ჩვენ თვი­თონ მო­ვუ­წო­დებთ, რომ რა­ღაც გა­ა­კე­თონ, თუ გად­მოდ­გა­მენ ამ ნა­ბი­ჯებს, გა­ნი­მუხ­ტე­ბა. არ გად­მოდ­გა­მენ? მი­ი­ღე­ბენ იმას, რა­საც მი­ი­ღე­ბენ“, - აცხა­დებს გო­ლე­თი­ა­ნი.

მისი გან­მარ­ტე­ბით, „რი­ო­ნის ხე­ო­ბის მცვე­ლე­ბი“ ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნისტრს ნა­თია თურ­ნა­ვას არ შეხ­ვდე­ბი­ან.

„იცით, რომ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის შე­ნო­ბა­ში უნდა გან­გვე­ხი­ლა მი­წის და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­კი­თხი, ამ სა­კი­თხზე კომ­პე­ტენ­ტუ­რი პირი, მე­რაბ ლო­მი­ნა­ძე არ არის და მას არ შევ­ხვდე­ბით. ასე­ვე არ შევ­ხვდე­ბით ნა­თია თურ­ნა­ვას, იმი­ტომ, რომ ის შეხ­ვედ­რი­დან გა­ი­პა­რა და შე­უ­რა­ცხყო­ფა მოგ­ვა­ყე­ნა. ამი­ტომ, თუკი მოვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი, ამ შემ­თხვე­ვა­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ან გა­მო­ყონ და გა­მო­უშ­ვან ისე­თი ადა­მი­ა­ნი ვი­საც ამ პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტის ლე­გი­ტი­მა­ცი­ას მი­ა­ნი­ჭე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და ვარ­ლამ გო­ლე­თი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
71

შეუწყვიტეთ ელექტროენერგიის მიწოდება მაგათ! თავიანთ ადგილას თუ არ უნდათ რომ ჰესი აშენდეს მაშინ ნურც სხვა ადგილას აშენებული ჰესის ელექტროენერგიით ისარგებლებენ!! 

დამკვირვებელი
52

გოლეთიანი, ქაცარავა...არიან პოლიტიკურად მართული და ნუ გამოგყავთ ასეთი ადამიანები გმირებად!

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ვარლამ გოლეთიანის თქმით, ორი პირობა აქვთ - დიალოგისთვის შეხვდნენ პრემიერს ან მის სპეციალურ წარმომადგენელს და "გუმათჰესთან" რკინის ბარიკადები აიღონ

ვარლამ გოლეთიანის თქმით, ორი პირობა აქვთ - დიალოგისთვის შეხვდნენ პრემიერს ან მის სპეციალურ წარმომადგენელს და "გუმათჰესთან" რკინის ბარიკადები აიღონ

სოფელ გუმათში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია ამ დრომდე გრძელდება. „რიონის ხეობის მცველებმა“ „გუმათჰესთან“ აღმართულ რკინის ბარიკადებზე გააკრეს ბანერები წარწერით - „საქართველო არ იყიდება, არა ნამოხვანჰესს“. როგორც „რიონის ხეობის მცველების“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ ორი პირობა აქვთ - დიალოგისთვის შეხვდნენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ან მის სპეციალურ წარმომადგენელს, ასევე ადგილიდან აიღონ რკინის ბარიკადები, რათა პროტესტის გაგრძელება მშვიდობიან ფორმატში შეძლონ.

„ბარიკადებზე ძალით გადასვლას არ ვაპირებთ. ძალადობრივად არ ვცდილობთ არაფრის გადაწყვეტას. ვფიქრობთ, რომ მოსახლეობის მხარდაჭერა მთელ ამ პროცესში იმდენად დიდია, რომ ნამდვილად არ გვჭირდება არაფრის სროლა, რადგან ამ პრობლემას ისედაც გადავწყვეტთ, ჩვეულებრივად. ჩვენი სურვილია, რომ პროცესები არ შევიდეს ჩიხურ მდგომარეობაში, მათ შორის, ხელისუფლებისთვის და ჩვენთვისაც. ამიტომ, განმუხტვისათვის ჩვენ თვითონ მოვუწოდებთ, რომ რაღაც გააკეთონ, თუ გადმოდგამენ ამ ნაბიჯებს, განიმუხტება. არ გადმოდგამენ? მიიღებენ იმას, რასაც მიიღებენ“, - აცხადებს გოლეთიანი.

მისი განმარტებით, „რიონის ხეობის მცველები“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას არ შეხვდებიან.

„იცით, რომ მუნიციპალიტეტის შენობაში უნდა განგვეხილა მიწის და ხელშეკრულების საკითხი, ამ საკითხზე კომპეტენტური პირი, მერაბ ლომინაძე არ არის და მას არ შევხვდებით. ასევე არ შევხვდებით ნათია თურნავას, იმიტომ, რომ ის შეხვედრიდან გაიპარა და შეურაცხყოფა მოგვაყენა. ამიტომ, თუკი მოვა გადაწყვეტილების მიმღები, ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი ან გამოყონ და გამოუშვან ისეთი ადამიანი ვისაც ამ პრობლემის გადაწყვეტის ლეგიტიმაციას მიანიჭებენ“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

"მამაჩემიდან გამომდინარე გვაქვს კომუნიკაცია მეუფესთან და ვართ მრევლი იმ ტაძრის, სადაც ის აღავლენს ღვთისმსახურებას" - ვარლამ გოლეთიანი განმარტავს, თუ რატომ ჩავიდა ჭყონდიდის ეპარქიაში

რომელი ვაქცინით აცრა სურს საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას და სულ რამდენი ადამიანი დარეგისტრირდა ვებ-გვერდზე?

დღეიდან ამინდი უარესდება - რა ინფორმაციას ავრცელებს გარემოს ეროვნული სააგენტო?