პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებული 3 პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა
ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებული 3 პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

ჟურ­ნა­ლისტ ვახო სა­ნა­ი­ას თავ­დას­ხმის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი სამი პირი - სუ­ლი­კო სა­ყე­ვა­რაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი სა­ხე­ლაშ­ვი­ლი და ვაჟა გი­გა­უ­რი კვლავ პა­ტიმ­რო­ბა­ში რჩე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ქე­თე­ვან ჯაჭ­ვა­ძემ გა­მო­ა­ცხა­და.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბის ძა­ლა­ში და­ტო­ვე­ბას ითხოვ­და. ბრალ­დე­ბის მხა­რე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მხრი­დან, რო­გორც მი­მალ­ვის, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა გა­ნად­გუ­რე­ბი­სა და ასე­ვე, ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის საფრ­თხე­ზე ამახ­ვი­ლებ­და ყუ­რა­დღე­ბას.

ვაჟა გი­გა­უ­რის ად­ვო­კა­ტი მისი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბას, სუ­ლი­კო სა­ყე­ვა­რაშ­ვი­ლის და გი­ორ­გი სა­ხე­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტე­ბი მათი დაც­ვის ქვეშ მყო­ფე­ბის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბას ითხოვ­დნენ, თუმ­ცა, სა­სა­მარ­თლოს ალ­ტერ­ნა­ტი­ვის სა­ხით კი, 4 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სთა­ვა­ზობ­დნენ.

ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვე­ბას მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მოჰ­ყვა. მცი­რე ხმა­უ­რი იყო თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ეზო­ში.

ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლის დე­დის გან­ცხა­დე­ბით, ვახო სა­ნა­ი­ამ ყვე­ლა­ფე­რი მო­ი­ტყუა და მისი შვი­ლი უდა­ნა­შა­უ­ლოა.

ცნო­ბის­თვის, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ვახო სა­ნა­ი­ას მი­მართ, მისი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი დევ­ნი­სა და დის­კრი­მი­ნა­ცი­ის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით მუ­ქა­რის ფაქ­ტზე 3 პირი და­ა­კა­ვეს. მათ ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 156-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით, 151-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნათ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 3 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gaga
16

სამი წელი ძალიან ცოტაა. კანონი შესაცვლელია, სულ მცირე შვიდი წელი უნდა იყოს!

gg
1

ძალიან ცუდი საქციელი კი ჩაიდინეს და სამი იქნება თუ ოცდაათი მაგას მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია , რომ მიხვდნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებული 3 პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებული 3 პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებული სამი პირი - სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ გამოაცხადა.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა. ბრალდების მხარე დაკავებულების მხრიდან, როგორც მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურებისა და ასევე, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე ამახვილებდა ყურადღებას.

ვაჟა გიგაურის ადვოკატი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, სულიკო საყევარაშვილის და გიორგი სახელაშვილის ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ, თუმცა, სასამართლოს ალტერნატივის სახით კი, 4 000-ლარიანი გირაოს სთავაზობდნენ.

ბრალდებულების პატიმრობაში დატოვებას მათი ოჯახის წევრების უკმაყოფილება მოჰყვა. მცირე ხმაური იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში.

ერთ-ერთი დაკავებულის დედის განცხადებით, ვახო სანაიამ ყველაფერი მოიტყუა და მისი შვილი უდანაშაულოა.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შვილიშვილმა ბებიას თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენა" - შსს ფოთში მომხდარ მკვლელობაზე განცხადებას ავრცელებს

"თავდასხმა პროფესიული ნიშნით იყო, მე ამ ადამიანებთან ცხოვრებაში შეხება არ მქონია" - რა თქვა ვახო სანაიამ პროცესის დაწყებამდე

არსებული ინფორმაციით, ფოთში, შვილიშვილმა ბებია მოკლა