პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
დავით კოდუას პატიმრობა შეეფარდა - "ემოციებით დატვირთული ქალია - ეჭვიანობის ნიადაგზე უაზრობაში აღმოვჩნდით, ვიფიქრე, გავარიდებ თავს, ლიფტთან წავიქეცი და "შირმას" დავეჯახე"
დავით კოდუას პატიმრობა შეეფარდა - "ემოციებით დატვირთული ქალია - ეჭვიანობის ნიადაგზე უაზრობაში აღმოვჩნდით, ვიფიქრე, გავარიდებ თავს, ლიფტთან წავიქეცი და "შირმას" დავეჯახე"

ცო­ლი­სა და შვი­ლის ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ ბიზ­ნეს­მენს და­ვით კო­დუ­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ რო­მან ხო­რა­ვამ გა­მო­ა­ცხა­და.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე დაც­ვის მხა­რე კო­დუ­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბას, პრო­კუ­რა­ტუ­რა კი პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას მო­ი­თხოვ­და.

მო­სა­მარ­თლის გან­მარ­ტე­ბით, დაც­ვის მხა­რემ ის ვერ და­არ­წმუ­ნა, რომ კო­დუ­ას მხრი­დან და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.

"ვერ და­მარ­წმუ­ნეთ, რომ ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბას არ ჰქო­ნია ად­გი­ლი. პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის, ექი­მე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბი, და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მაძ­ლევს იმის სა­ფუძ­ველს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დის სტან­დარ­ტით, რომ ძა­ლა­დო­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი", - გა­ნა­ცხა­და მო­სა­მარ­თლემ.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე სი­ტყვით ისარ­გებ­ლა თა­ვად ბრალ­დე­ბულ­მაც და გა­ნა­ცხა­და, რომ მისი მხრი­დან ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბას არ ჰქო­ნია ად­გი­ლი. კო­დუ­ას გან­ცხა­დე­ბით, მას სურ­და მე­უღ­ლეს გა­რი­დე­ბო­და, თუმ­ცა, ე.წ. კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის გამო მას სახ­ლი­დან არ უშ­ვებ­დნენ. კო­დუ­ას თქმით, ის ლიფტ­თან წა­იქ­ცა და "შირ­მას" და­ე­ჯა­ხა.

ბრალ­დე­ბულ­მა რამ­დენ­ჯერ­მე ახ­სე­ნა, რომ მას 30 წე­ლია ოჯა­ხი აქვს და დე­ტა­ლებ­ზე არ სურს სა­უ­ბა­რი.

"მე­სა­მე სარ­თულ­ზე ავე­დი და ჩემ­თვის ვი­ჯე­ქი, ვვახ­შმობ­დი და თვი­თონ ამო­ვი­და ემო­ცი­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი - "ამან თქვა, იმან თქვაო", ავ­დე­ქი, ლიფტ­თან და­ი­წყო - არ წახ­ვი­დე, სად მი­დი­ხა­რო... ლიფტ­თან წა­ვი­ქე­ცი და "შირ­მას" და­ვე­ჯა­ხე, უხერ­ხუ­ლი­ცაა ამა­ზე სა­უ­ბა­რი. მა­კა­ვებ­დნენ, „კო­მენ­და­ტის სა­ა­თი“ იყო და არ უნ­დო­დათ წავ­სუ­ლი­ყა­ვი, არ მინ­დო­და კონ­ფლიქ­ტი და გა­მო­ვე­დი. 4 შვი­ლის მამა, შვი­ლიშ­ვი­ლის ბა­ბუა ვარ, "იმან თქვა, ამან თქვა­ზე" აწყო­ბი­ლი ქალი, ემო­ცი­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი ქალი იყო, ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე უაზ­რო­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდით, ვი­ფიქ­რე, გა­ვა­რი­დებ თავს, დამ­შვიდ­დე­ბა-მეთ­ქი და წა­ვე­დი. წა­სას­ვლე­ლის მეტი რა მაქვს, 4 სახ­ლი მაქვს თბი­ლის­ში, წყნეთ­ში, ოფის­ში ჩა­ვე­დი, „კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი“ რად­გან იყო, იქვე სახ­ლთან ჩა­ვე­დი", - გა­ნა­ცხა­და კო­დუ­ამ.

ბიზ­ნეს­მე­ნის ოჯა­ხი ითხოვ­და, რომ სა­სა­მარ­თლოს და­ვით კო­დუა გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა და შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი გა­მო­ე­წე­რა.

კო­დუ­ას ოჯა­ხის წევ­რებ­მა - მე­უღ­ლემ, ნა­თია გე­დე­ვა­ნიშ­ვილ­მა და შვილ­მა, კატო კო­დუმ დღეს, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან მათ ოჯახ­ში მომ­ხდა­რი კონ­ფლიქ­ტის შე­სა­ხებ ისა­უბ­რეს და გან­მარ­ტეს, რომ კონ­ფლიქ­ტის ღა­მეს ად­გი­ლი ჰქონ­და მხო­ლოდ სი­ტყვი­ერ და­პი­რის­პი­რე­ბას და არა ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბას.

ნა­თია გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ოჯახ­ში მომ­ხდა­რი კონ­ფლიქ­ტის შე­სა­ხებ ჩვე­ნე­ბა მან და მის­მა შვილ­მა, კატო კო­დუ­ამ ვა­კის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მის­ცეს. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მი­სას პო­ლი­ცი­ას გა­ნუ­მარ­ტეს, რომ ად­გი­ლი ჰქონ­და მხო­ლოდ სი­ტყვი­ერ და­პი­რის­პი­რე­ბას, რის გა­მოც და­ვით კო­დუ­ას მი­მართ შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის გა­მო­წე­რას ითხოვ­დნენ. გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბას არ ცვლის, თუმ­ცა გა­უ­გებ­რო­ბას იწ­ვევს ის, რომ პო­ლი­ცი­ას სხვა რამ უთხრა, ჩვე­ნე­ბა­ში კი პო­ლი­ცი­ის მიერ სხვა რა­მეა ასა­ხუ­ლი.

„ეს იყო სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა, არა­ნა­ირ ძა­ლა­დო­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. პო­ლი­ცი­ა­ში ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის მერე, ამო­ბეჭ­დილ­ზე ხელი მოგ­ვა­წე­რი­ნეს და იქ, რაც წე­რია წა­კი­თხუ­ლი არ გვაქვს. სა­ერ­თოდ აზ­რზე არ ვართ, წარ­მოდ­გე­ნა არ გვაქვს, რა წე­რია შიგ­ნით ანუ, პო­ლი­ცი­ა­ში თვი­თონ ბეჭ­დავ­დნენ და ჩვენ რომ ხელი მო­ვა­წე­რეთ, არ წაგ­ვი­კი­თხავს, იმი­ტომ, რომ ბევ­რი მე­დი­კა­მენ­ტი მაქვს მი­ღე­ბუ­ლი, ღა­მის სა­ა­თე­ბი იყო, პრო­ცე­სი დი­ლამ­დე გა­ი­წე­ლა და ისე მო­ვა­წე­რეთ ხელი, უკვე გვაჩ­ქა­რებ­დნენ. გვი­თხრეს, ცო­დო­ე­ბი ხარ­თო. წა­კი­თხვა რომ მო­ვინ­დო­მე, არ არის სა­ჭი­როო. ჩვენ ვი­თხოვ­დით შე­მა­კა­ვე­ბელ ორ­დერს. მე და კატო ვსა­უბ­რობ­დით იმა­ზე, რომ ად­გი­ლი ჰქონ­და ჯი­კა­ო­ბას. და­თოს წას­ვლა უნ­დო­და. სი­ტყვი­ე­რი კონ­ფლიქ­ტი იყო“, - გა­ნა­ცხა­და ნა­თია გე­დე­ვა­ნიშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, ფი­ზი­კუ­რად შე­ე­ხო, თუ არა მე­უღ­ლე, გე­დე­ვა­ნიშ­ვილ­მა ასე უპა­სუ­ხა: „არა, უბ­რა­ლოდ ხელი მკრა და დავ­ვარ­დი, თვა­ლი და­ვარ­ტყი სა­ვარ­ძელს“.

რაც შე­ე­ხე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ და­ზი­ა­ნე­ბე­ბი თვი­თონ დათო კო­დუ­ა­საც აღე­ნიშ­ნე­ბა, მე­უღ­ლე ნა­თია გე­დე­ვა­ნიშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, რომ ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცის.

შვი­ლის, კატო კო­დუ­ას გან­ცხა­დე­ბით კი, ოჯახ­ში მომ­ხდა­რი კონ­ფლიქ­ტი­სას დე­დამ თვა­ლის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბა ლიფტ­თან მდგარ სა­ვარ­ძელ­ზე და­ჯა­ხე­ბით მი­ი­ღო.

„არა­ნა­ირ ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. უბ­რა­ლოდ იყო სი­ტყვი­ე­რი შე­კა­მა­თე­ბა. და­ვითს წას­ვლა უნ­დო­და სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბის გამო. რად­გა­ნაც „კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი“ იყო, მო­ვუ­წო­დეთ, რომ არ წა­სუ­ლი­ყო, ვი­ნა­ი­დან და­ჯა­რიმ­დე­ბო­და. ამის შემ­დეგ გა­მო­ვი­ძა­ხეთ პო­ლი­ცია, რათა პრობ­ლე­მა აგ­ვე­ცი­ლე­ბი­ნა თა­ვი­დან. როცა პო­ლი­ცია მო­ვი­და, დათო ამ დროს სახ­ლი­დან წა­სუ­ლი იყო. სას­წრა­ფოც მო­ვი­და, და­მამ­შვი­დებ­ლე­ბი მოგ­ვცეს და წაგ­ვიყ­ვა­ნეს პი­ლი­ცი­ა­ში. იქ პრო­ცე­სი ძა­ლი­ან გა­ი­წე­ლა, რა­ღა­ცებს გვე­კი­თხე­ბოდ­ნენ. ჩვენ მხო­ლოდ ორ­დერს ვი­თხოვ­დით, რათა სახ­ლში კონ­ფლიქ­ტი არ ყო­ფი­ლი­ყო. რაც პო­ლი­ცი­ამ (ჩვე­ნე­ბა­ში) და­წე­რა, არც წაგ­ვი­კი­თხავს, დილა იყო, გვაჩ­ქა­რებ­დნენ. გვი­თხრეს ხელი მო­ა­წე­რე­თო და მო­ვა­წე­რეთ... და­თოს წას­ვლა უნ­დო­და, რო­დე­საც ლიფ­ტი გა­ი­ღო, ვა­კა­ვებ­დით, ვთხოვ­დით, არ წა­სუ­ლი­ყო. გვი­თხრა, გა­მიშ­ვი­თო და ნა­თია და­ე­ცა, მე ეს და­ვი­ნა­ხე. სა­ვარ­ძე­ლი ლიფტ­თან არის. სახ­ლში მხო­ლოდ სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა იყო“, - გა­ნა­ცხა­და კატო კო­დუ­ამ.

და­ვით კო­დუ­ას ად­ვო­კა­ტე­ბის გან­მარ­ტე­ბით, კო­დუ­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, მას ხელ­ზე მყე­სი აქვს გა­წყვე­ტი­ლი, ამას­თან, ურო­ლო­გი­უ­რი ოპე­რა­ცია აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და მას ყო­ველ­დღი­უ­რად ინექ­ცია სჭირ­დე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბიზ­ნეს­მენ და­ვით კო­დუ­ას მე­უღ­ლის და შვი­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნა. კო­დუ­ას ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126 პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "გ’’ ქვე­პუნ­ქტით (ოჯა­ხის ერთი წევ­რის მიერ, ოჯა­ხის სხვა წევ­რის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა, რა­მაც ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი გა­მო­იწ­ვია, ჩა­დე­ნი­ლი ორი ან მეტი პი­რის მი­მართ) გა­ნე­სა­ზღვრა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ერ­თი­დან-სამ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯალალ კიკავა
25

აი კიდევ ერთი პოლიტპატიმარი! ბაჩანა ახალაიას, რურუასა და მელიასთან ერთად ისიც უნდა გათავისუფლდეს, რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს, მიშა უნდა ჩამოვიდეს, უნდა ჩამოვიდნენ დ ახალაია, კოდუა, მეგიზი, ადეიშვილი; მერე განახებთ არჩევნების მოგებას

!!!!!!!
1

15 წლის შემდეგ, მისცემს ინტერვიუს ცოლი და აღმოჩნდება რომ ძალადობას ქონია ადგილი..... ნეტავ სიმართლეს ამბობდეს ყველა.... 

ავტორი:

დავით კოდუას პატიმრობა შეეფარდა - "ემოციებით დატვირთული ქალია - ეჭვიანობის ნიადაგზე უაზრობაში აღმოვჩნდით, ვიფიქრე, გავარიდებ თავს, ლიფტთან წავიქეცი და "შირმას" დავეჯახე"

დავით კოდუას პატიმრობა შეეფარდა - "ემოციებით დატვირთული ქალია - ეჭვიანობის ნიადაგზე უაზრობაში აღმოვჩნდით, ვიფიქრე, გავარიდებ თავს, ლიფტთან წავიქეცი და "შირმას" დავეჯახე"

ცოლისა და შვილის ძალადობის ფაქტზე დაკავებულ ბიზნესმენს დავით კოდუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომან ხორავამ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე კოდუას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, პროკურატურა კი პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა.

მოსამართლის განმარტებით, დაცვის მხარემ ის ვერ დაარწმუნა, რომ კოდუას მხრიდან დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

"ვერ დამარწმუნეთ, რომ ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. პოლიციელების, ექიმების ჩვენებები, დაზიანებები მაძლევს იმის საფუძველს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, რომ ძალადობას ჰქონდა ადგილი", - განაცხადა მოსამართლემ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც და განაცხადა, რომ მისი მხრიდან ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. კოდუას განცხადებით, მას სურდა მეუღლეს გარიდებოდა, თუმცა, ე.წ. კომენდანტის საათის გამო მას სახლიდან არ უშვებდნენ. კოდუას თქმით, ის ლიფტთან წაიქცა და "შირმას" დაეჯახა.

ბრალდებულმა რამდენჯერმე ახსენა, რომ მას 30 წელია ოჯახი აქვს და დეტალებზე არ სურს საუბარი.

"მესამე სართულზე ავედი და ჩემთვის ვიჯექი, ვვახშმობდი და თვითონ ამოვიდა ემოციებით დატვირთული - "ამან თქვა, იმან თქვაო", ავდექი, ლიფტთან დაიწყო - არ წახვიდე, სად მიდიხარო... ლიფტთან წავიქეცი და "შირმას" დავეჯახე, უხერხულიცაა ამაზე საუბარი. მაკავებდნენ, „კომენდატის საათი“ იყო და არ უნდოდათ წავსულიყავი, არ მინდოდა კონფლიქტი და გამოვედი. 4 შვილის მამა, შვილიშვილის ბაბუა ვარ, "იმან თქვა, ამან თქვაზე" აწყობილი ქალი, ემოციებით დატვირთული ქალი იყო, ეჭვიანობის ნიადაგზე უაზრობაში აღმოვჩნდით, ვიფიქრე, გავარიდებ თავს, დამშვიდდება-მეთქი და წავედი. წასასვლელის მეტი რა მაქვს, 4 სახლი მაქვს თბილისში, წყნეთში, ოფისში ჩავედი, „კომენდანტის საათი“ რადგან იყო, იქვე სახლთან ჩავედი", - განაცხადა კოდუამ.

ბიზნესმენის ოჯახი ითხოვდა, რომ სასამართლოს დავით კოდუა გირაოს სანაცვლოდ გაეთავისუფლებინა და შემაკავებელი ორდერი გამოეწერა.

კოდუას ოჯახის წევრებმა - მეუღლემ, ნათია გედევანიშვილმა და შვილმა, კატო კოდუმ დღეს, ჟურნალისტებთან მათ ოჯახში მომხდარი კონფლიქტის შესახებ ისაუბრეს და განმარტეს, რომ კონფლიქტის ღამეს ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ დაპირისპირებას და არა ფიზიკურ ძალადობას.

ნათია გედევანიშვილის განცხადებით, ოჯახში მომხდარი კონფლიქტის შესახებ ჩვენება მან და მისმა შვილმა, კატო კოდუამ ვაკის პოლიციის განყოფილებაში მისცეს. მისივე განმარტებით, ჩვენების მიცემისას პოლიციას განუმარტეს, რომ ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ დაპირისპირებას, რის გამოც დავით კოდუას მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერას ითხოვდნენ. გედევანიშვილი განმარტავს, რომ განყოფილებაში მიცემულ ჩვენებას არ ცვლის, თუმცა გაუგებრობას იწვევს ის, რომ პოლიციას სხვა რამ უთხრა, ჩვენებაში კი პოლიციის მიერ სხვა რამეა ასახული.

„ეს იყო სიტყვიერი შელაპარაკება, არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. პოლიციაში ჩვენების მიცემის მერე, ამობეჭდილზე ხელი მოგვაწერინეს და იქ, რაც წერია წაკითხული არ გვაქვს. საერთოდ აზრზე არ ვართ, წარმოდგენა არ გვაქვს, რა წერია შიგნით ანუ, პოლიციაში თვითონ ბეჭდავდნენ და ჩვენ რომ ხელი მოვაწერეთ, არ წაგვიკითხავს, იმიტომ, რომ ბევრი მედიკამენტი მაქვს მიღებული, ღამის საათები იყო, პროცესი დილამდე გაიწელა და ისე მოვაწერეთ ხელი, უკვე გვაჩქარებდნენ. გვითხრეს, ცოდოები ხართო. წაკითხვა რომ მოვინდომე, არ არის საჭიროო. ჩვენ ვითხოვდით შემაკავებელ ორდერს. მე და კატო ვსაუბრობდით იმაზე, რომ ადგილი ჰქონდა ჯიკაობას. დათოს წასვლა უნდოდა. სიტყვიერი კონფლიქტი იყო“, - განაცხადა ნათია გედევანიშვილმა.

კითხვაზე, ფიზიკურად შეეხო, თუ არა მეუღლე, გედევანიშვილმა ასე უპასუხა: „არა, უბრალოდ ხელი მკრა და დავვარდი, თვალი დავარტყი სავარძელს“.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დაზიანებები თვითონ დათო კოდუასაც აღენიშნება, მეუღლე ნათია გედევანიშვილმა განმარტა, რომ ამის შესახებ არაფერი იცის.

შვილის, კატო კოდუას განცხადებით კი, ოჯახში მომხდარი კონფლიქტისას დედამ თვალის არეში დაზიანება ლიფტთან მდგარ სავარძელზე დაჯახებით მიიღო.

„არანაირ ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. უბრალოდ იყო სიტყვიერი შეკამათება. დავითს წასვლა უნდოდა სიტყვიერი დაპირისპირების გამო. რადგანაც „კომენდანტის საათი“ იყო, მოვუწოდეთ, რომ არ წასულიყო, ვინაიდან დაჯარიმდებოდა. ამის შემდეგ გამოვიძახეთ პოლიცია, რათა პრობლემა აგვეცილებინა თავიდან. როცა პოლიცია მოვიდა, დათო ამ დროს სახლიდან წასული იყო. სასწრაფოც მოვიდა, დამამშვიდებლები მოგვცეს და წაგვიყვანეს პილიციაში. იქ პროცესი ძალიან გაიწელა, რაღაცებს გვეკითხებოდნენ. ჩვენ მხოლოდ ორდერს ვითხოვდით, რათა სახლში კონფლიქტი არ ყოფილიყო. რაც პოლიციამ (ჩვენებაში) დაწერა, არც წაგვიკითხავს, დილა იყო, გვაჩქარებდნენ. გვითხრეს ხელი მოაწერეთო და მოვაწერეთ... დათოს წასვლა უნდოდა, როდესაც ლიფტი გაიღო, ვაკავებდით, ვთხოვდით, არ წასულიყო. გვითხრა, გამიშვითო და ნათია დაეცა, მე ეს დავინახე. სავარძელი ლიფტთან არის. სახლში მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება იყო“, - განაცხადა კატო კოდუამ.

დავით კოდუას ადვოკატების განმარტებით, კოდუას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას ხელზე მყესი აქვს გაწყვეტილი, ამასთან, უროლოგიური ოპერაცია აქვს გაკეთებული და მას ყოველდღიურად ინექცია სჭირდება.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ბიზნესმენ დავით კოდუას მეუღლის და შვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. კოდუას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) განესაზღვრა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან-სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.