საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მოხდა გუმათში "ენკას" ბაზასთან, სადაც "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეების აქციაზე 6 პირი დააკავეს - "არავის ინდობდნენ, მათ შორის ქალებიც იყვნენ იქ"
რა მოხდა გუმათში "ენკას" ბაზასთან, სადაც "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეების აქციაზე 6 პირი დააკავეს - "არავის ინდობდნენ, მათ შორის ქალებიც იყვნენ იქ"

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სო­ფელ გუ­მათ­ში მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 173-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის­თვის 6 პირი და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

“შეკ­რე­ბე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მე-11 მუხ­ლის მე-2 პუნ­ქტის „ე“ ქვე­პუნ­ქტის თა­ნახ­მად შეკ­რე­ბის ან მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს ეკ­რძა­ლე­ბათ გან­ზრახ შექ­მნან დაბ­რკო­ლე­ბე­ბი ტრან­სპორ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბი­სათ­ვის.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა მხრი­დან არა­ერ­თხელ გა­ცხად­და, რომ მათი შეკ­რე­ბის მი­ზა­ნი კომ­პა­ნია „ენ­კას“ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის გან­ზრახ დაბ­რკო­ლე­ბის შექ­მნა იყო.

მი­უ­ხე­და­ვად პო­ლი­ცი­ის მიერ არა­ერ­თი გაფრ­თხი­ლე­ბი­სა, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა არ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი, არ და­ე­მორ­ჩილ­ნენ პო­ლი­ცი­ის კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნებს, რის შემ­დე­გაც პო­ლი­ცი­ამ გა­მო­ი­ყე­ნა იძუ­ლე­ბის პრო­პორ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

ამას­თან, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, რო­გორც მარ­თლწეს­რი­გის დაც­ვა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი უწყე­ბა მო­უ­წო­დებს მო­ქა­ლა­ქე­ებს, შეკ­რე­ბი­სას და­იც­ვან კა­ნო­ნი და და­ე­მორ­ჩი­ლონ პო­ლი­ცი­ელ­თა კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნებს", - აღ­ნიშ­ნა­ვენ უწყე­ბა­ში.

რი­ო­ნის ხე­ო­ბა­ში, კომ­პა­ნია „ენ­კას“ სამ­შე­ნებ­ლო ბა­ზის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა და­ტო­ვეს და „გუ­მა­თ­ჰეს­თან“ გა­და­ვიდ­ნენ, სა­დაც კარ­ვე­ბი აქვთ გაშ­ლი­ლი.

ამ დრო­ის­თვის ად­გილ­ზე სი­ტუ­ა­ცია გან­მუხ­ტუ­ლია.

„ჩვე­უ­ლებ­რივ ვა­თე­ნებ­დით ღა­მეს და მო­უ­ლოდ­ნე­ლად კომ­პა­ნია „ენ­კას“ მან­ქა­ნე­ბი და­იძ­ვრნენ ხე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჩვენ გა­ცხა­დე­ბუ­ლი გვქონ­და, რომ მათ არ გა­ვა­ტა­რებ­დით. დად­გნენ ბი­ჭე­ბი გზა­ზე, ხე­ლე­ბა­წა­უ­ლე­ბი მშვი­დო­ბის ნიშ­ნად. ამას მოჰ­ყვა პო­ლი­ცი­ის მხრი­დან დარ­ბე­ვა ჩვე­ნი აქ­ტი­ვის­ტე­ბის მი­სა­მარ­თით. არა­ვის ინ­დობ­დნენ, მათ შო­რის ქა­ლე­ბიც იყ­ვნენ იქ. ვი­ღა­ცე­ბი ლა­მის ცე­ცხლში ჩაც­ვივ­დნენ. ახლა ავ­დი­ვართ კარ­ვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რად­გან ვხე­დავთ, რომ რეპ­რე­სი­უ­ლად ცდი­ლო­ბენ და­შა­ლონ ჩვე­ნი აქ­ცია. და­ვი­ხევთ უკან დღეს და ხვალ იგი­ვე მო­თხოვ­ნე­ბით გა­ვაგ­რძე­ლებთ პრო­ტესტს.

პო­ლი­ცია არა­ნა­ირ კომ­პრო­მის­ზე არ მო­დის. ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, რომ ეს პრო­ტეს­ტი მშვი­დო­ბი­ა­ნი იყოს. თუმ­ცა, წა­ვი­დეთ სა­ერ­თოდ სახ­ლებ­ში და პრო­ტეს­ტი არ გვქონ­დეს, რა თქმა უნდა, ამას ვერ გა­ვა­კე­თებთ. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ კა­ნო­ნის ჩარ­ჩო­ებს არ გავ­ცდეთ, მაგ­რამ პო­ლი­ცია თვი­თონ პრო­ვო­ცი­რებს, თა­ვი­ან­თი შე­მოგ­ზავ­ნი­ლი პრო­ვო­კა­ტო­რე­ბით. იქ­ცე­ვი­ან ისე, რომ მოხ­დეს და­პი­რის­პი­რე­ბა პო­ლი­ცი­ა­სა და ჩვენს თა­ნა­მებ­რძო­ლებს შო­რის. მათ ამით სურთ პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის გზით მი­ი­ღონ ლე­გი­ტი­მა­ცია და­ა­კა­ვონ ადა­მი­ა­ნე­ბი და და­შა­ლონ აქ­ცია“, - გა­ნა­ცხა­და ვარ­ლამ გო­ლე­თი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, "ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის" მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში "გუ­მა­თ­ჰე­სის" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან, სა­დაც კარ­ვე­ბი აქვთ გაშ­ლი­ლი, კომ­პა­ნია "ენ­კას" ოფის­თან გა­და­ვიდ­ნენ, სა­დაც აცხა­დებ­დნენ, რომ კომ­პა­ნი­ის კუთ­ვნილ ავ­ტო­მო­ბი­ლებს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეს­ვლი­სა და სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მის­ცემ­დნენ. პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ამ მიზ­ნით, კო­რი­დო­რიც გა­ა­კე­თეს. ად­გილ­ზე ვი­თა­რე­ბა რამ­დენ­ჯერ­მე და­ი­ძა­ბა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მათ მო­უ­წო­დებ­დნენ გზა გა­ეხ­სნათ და ტე­რი­ტო­რია გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბუბა
2

საინტერესოა, მაგ აქციაში ოცნების მომხრეები თუ მონაწილეობენ?

anna
0

tkeshelashbili

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

რა მოხდა გუმათში "ენკას" ბაზასთან, სადაც "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეების აქციაზე 6 პირი დააკავეს - "არავის ინდობდნენ, მათ შორის ქალებიც იყვნენ იქ"

რა მოხდა გუმათში "ენკას" ბაზასთან, სადაც "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეების აქციაზე 6 პირი დააკავეს - "არავის ინდობდნენ, მათ შორის ქალებიც იყვნენ იქ"

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სოფელ გუმათში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 6 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისათვის.

აქციის მონაწილეთა მხრიდან არაერთხელ გაცხადდა, რომ მათი შეკრების მიზანი კომპანია „ენკას“ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლების შექმნა იყო.

მიუხედავად პოლიციის მიერ არაერთი გაფრთხილებისა, აქციის მონაწილეებმა არ გაათავისუფლეს გზის სავალი ნაწილი, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, რის შემდეგაც პოლიციამ გამოიყენა იძულების პროპორციული ღონისძიებები.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, შეკრებისას დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს", - აღნიშნავენ უწყებაში.

რიონის ხეობაში, კომპანია „ენკას“ სამშენებლო ბაზის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებმა დატოვეს და „გუმათჰესთან“ გადავიდნენ, სადაც კარვები აქვთ გაშლილი.

ამ დროისთვის ადგილზე სიტუაცია განმუხტულია.

„ჩვეულებრივ ვათენებდით ღამეს და მოულოდნელად კომპანია „ენკას“ მანქანები დაიძვრნენ ხეობის მიმართულებით. ჩვენ გაცხადებული გვქონდა, რომ მათ არ გავატარებდით. დადგნენ ბიჭები გზაზე, ხელებაწაულები მშვიდობის ნიშნად. ამას მოჰყვა პოლიციის მხრიდან დარბევა ჩვენი აქტივისტების მისამართით. არავის ინდობდნენ, მათ შორის ქალებიც იყვნენ იქ. ვიღაცები ლამის ცეცხლში ჩაცვივდნენ. ახლა ავდივართ კარვების მიმართულებით, რადგან ვხედავთ, რომ რეპრესიულად ცდილობენ დაშალონ ჩვენი აქცია. დავიხევთ უკან დღეს და ხვალ იგივე მოთხოვნებით გავაგრძელებთ პროტესტს.

პოლიცია არანაირ კომპრომისზე არ მოდის. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს პროტესტი მშვიდობიანი იყოს. თუმცა, წავიდეთ საერთოდ სახლებში და პროტესტი არ გვქონდეს, რა თქმა უნდა, ამას ვერ გავაკეთებთ. მაქსიმალურად ვცდილობთ კანონის ჩარჩოებს არ გავცდეთ, მაგრამ პოლიცია თვითონ პროვოცირებს, თავიანთი შემოგზავნილი პროვოკატორებით. იქცევიან ისე, რომ მოხდეს დაპირისპირება პოლიციასა და ჩვენს თანამებრძოლებს შორის. მათ ამით სურთ პროვოკაციების გზით მიიღონ ლეგიტიმაცია დააკავონ ადამიანები და დაშალონ აქცია“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ცნობისთვის, "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები დღის მეორე ნახევარში "გუმათჰესის" მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც კარვები აქვთ გაშლილი, კომპანია "ენკას" ოფისთან გადავიდნენ, სადაც აცხადებდნენ, რომ კომპანიის კუთვნილ ავტომობილებს ტერიტორიაზე შესვლისა და სამუშაოების წარმოების საშუალებას არ მისცემდნენ. პროტესტის მონაწილეებმა ამ მიზნით, კორიდორიც გააკეთეს. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცველები მათ მოუწოდებდნენ გზა გაეხსნათ და ტერიტორია გაეთავისუფლებინათ.

"ვინც არ უნდა დაისაჯოს, დათოს გაცოცხლება ვერ მოხდება... თუმცა ოჯახს ექნება, თუნდაც მცირედი სამართლიანობის განცდა" - ნესტან ლონდარიძე

"ყველამ იცის, რომ ჩემს შვილს ხელში არაფერი ეკავა, თავადაც დაჭრილი იყო იმ დღეს" - რას ამბობს სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის დედა?

"ალბათ, ბრალდება მივიდა პოზიციამდე, რომ შესაძლოა, მენაბდეს ჰქონოდა ხელში დანა, რომლითაც სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს" - კალანდიას ადვოკატი