Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 649 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 002 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 647 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 464 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 283 833-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.97 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.85 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.01 %.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 454 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 274 599-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 811 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 464 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 243 შემთხვევა, აჭარა - 57, იმერეთი - 28, ქვემო ქართლი - 16, შიდა ქართლი - 23, გურია - 28, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 49, კახეთი - 7, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 397, საიდანაც: 1 822 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 853, აჭარაში - 266, იმერეთში - 306. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 342 პირი, მათ შორის, თბილისში - 147, აჭარაში - 37, იმერეთში -80. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 73 პირი, მათგან თბილისში - 51, აჭარაში - 3, იმერეთში - 6. 231 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 141 - თბილისში, 85 - აჭარაში. 3 344 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 243 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 109, ხოლო აჭარაში - 13.
სულ 6 ოქტომბრიდან - 3 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 979 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 110 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 098 პირი, აჭარაში - 1 182, იმერეთში - 1 000.
12 საათიან ფორმულაში გამოაცხადეს რომ ამერიკამ ბალტიმორში დახურა ასტრაზენეკას ვაქცინის წარმოება და აღარ გამოუშვებს ამ ვაქცინას.როგორც აღმოჩნდა 15 000 000 ვაქცინა იყო უვარგისი.
ჯანმოს მიერ იყო აღიარებული და რა ექნათ,პრობლემა რაშიც არ არის ნუ ეძებთ,ნახევარი საქართველო,რომ უმუშევარია იმაზე ილაპარაკეთ,ოპოზიციას ეხება,რომ მოგცეთ ხმა რა პროგრამა გაქვთ ეკონომიკის კუთხით,ამას ვითხოვთ,თქვენ მარტო იჭიმებით ბაქიბუქობთ,ასე ძნელია.მიხვდე რა აწუხებს ხალხს,ამიტომ ვაის გავეყარე და იუს შევეყარეო ისეა ჩვენი საქმე,ახლა თქვენ ყოფილხართ რაც ყოფილხართ,ევროპამ არ იცის,ამერიკა ვერ ხვდება,შალიკო და მიშა ყოფილან რაც ყოფილან,ოცნება რაც არის ვიცით ბატონო ვიცით,ბიჯოოოო ვინა ხართ ყველას ეხება რა დავაშავეთ ასეთი მთავრობა და ოპოზიცია,რომ გვყავს.