პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სხვათაშორის, ბევრი ადამიანი ჩინურ ვაქცინას ელოდება, რომელიც "ტრადიციული" მეთოდით არის დამზადებული" - გოცირიძე "სინოფარმზე" კრიტიკას ეხმაურება
"სხვათაშორის, ბევრი ადამიანი ჩინურ ვაქცინას ელოდება, რომელიც "ტრადიციული" მეთოდით არის დამზადებული" - გოცირიძე "სინოფარმზე" კრიტიკას ეხმაურება

სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა "სი­ნო­ფარ­მის" 100 ათა­სი დოზა შე­მო­ვი­და. რო­გორც ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი მას შემ­დეგ და­ი­წყე­ბა, რაც "სი­ნო­ფარ­მი" ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას მი­ი­ღებს.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთი ნა­წი­ლი ამის გამო მთავ­რო­ბას აკ­რი­ტი­კებს და ამ­ბო­ბენ, რომ ვაქ­ცი­ნა­ში, რო­მე­ლიც ჯან­მოს მიერ ჯერ აღი­ა­რე­ბუ­ლი არ არის, ფუ­ლის და­ხარ­ჯვა არას­წო­რია.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი რო­მან გო­ცი­რი­ძე თვლის, რომ მსგავ­სი უარ­ყო­ფი­თი შე­ფა­სე­ბე­ბი ქვე­ყა­ნა­ში ან­ტი­ვაქ­სე­რულ გან­წყო­ბი­ლე­ბას აძ­ლი­ე­რებს.

"ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნა შე­მო­ვი­და და კრი­ტი­კა­მაც არ და­ა­ყოვ­ნა მარ­ჯვნი­დან თუ მარ­ცხნი­დან.ჯერ კი­დევ არ იყო ვაქ­ცი­ნა შექ­მნი­ლი, როცა ზო­გი­ერ­თმა ქვე­ყა­ნამ წი­ნას­წარ იყი­და იგი და ასე­ულ მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის ფი­ნან­სუ­რი რის­კი გას­წია.

გა­ა­მარ­თლა ამ რისკმა.ჩი­ნეთ­მა ასი ათა­სი ცალი ვაქ­ცი­ნა გვა­ჩუ­ქა და მე­ო­რე ასი ათა­სი ცალი ვი­ყი­დეთ. რომც არ მი­ი­ღოს ამ ვაქ­ცი­ნებ­მა ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის აკ­რე­დი­ტა­ცია, მისი შე­ძე­ნის კრი­ტი­კა ფი­ნან­სუ­რი არ­გუ­მენ­ტე­ბით არა­სე­რი­ო­ზუ­ლია და და­უშ­ვე­ბე­ლი. შარ­შან, ვაქ­ცი­ნის, ტეს­ტე­ბის, სა­სუნ­თქი აპა­რა­ტე­ბი­სა და სხვა მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის, კო­ვიდ-სას­ტუმ­რო­ე­ბის გა­მარ­თვის და უამ­რა­ვი სხვა სა­ხის სა­მე­დი­ცი­ნო თუ არა­სა­მე­დი­ცი­ნო სა­ჭი­რო­ე­ბი­სათ­ვის მხო­ლოდ ევ­რო­კავ­შირ­მა ერთი მი­ლი­არ­დი ლარი გვა­ჩუ­ქა. ჩი­ნუ­რი ასი ათა­სი ვაქ­ცი­ნა რომც გა­დავ­ყა­როთ, ეს და­ნა­კარ­გი წვე­თია ზღვა­ში.

ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნის მი­მართ უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­ჩე­ნა კი­დევ უფრო აძ­ლი­ე­რებს ქვე­ყა­ნა­ში ან­ტი­ვაქ­სე­რულ გან­წყო­ბი­ლე­ბას. გუ­შინ, 55 წლის ზე­მოთ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი დაშ­ვე­ბუ­ლი იქნა აც­რა­ზე სა­რე­გის­ტრა­ცი­ოდ. დიდი აქ­ტი­ვო­ბა არც ახლა შე­იმ­ჩნე­ვა. სხვა­თა­შო­რის, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ჩი­ნურ ვაქ­ცი­ნას ელო­დე­ბა, რო­მე­ლიც ძვე­ლი, “ტრა­დი­ცი­უ­ლი” მე­თო­დით არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი.

ასე­თი გან­საც­დე­ლი სა­უ­კუ­ნე­ში ერთხელ თუ ემარ­თე­ბა კა­ცობ­რი­ო­ბას და რო­დის თუ არა ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში უნდა გა­მოჩ­ნდეს ადა­მი­ა­ნე­ბის (მათ შო­რის პო­ლი­ტი­კო­სე­ბის თუ პარ­ტი­ე­ბის) პა­უ­ხის­მგებ­ლო­ბა და ვიწ­რო ინ­ტე­რე­სებ­ზე მაღ­ლა ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის და­ყე­ნე­ბა.“ვაქ­ცი­ნე­ბის ომი” უნდა შე­წყდეს. რის­კე­ბის შე­ფა­სე­ბა უნდა მოხ­დეს პი­რუთ­ვნე­ლად, ჯან­დაც­ვის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და არა პო­ლი­ტი­კუ­რი, ფი­ნან­სუ­რი თუ ცალ­კე­უ­ლი პი­რე­ბის ამ­ბი­ცი­ე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად" - წერს გო­ცი­რი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
4

საქართველო ექსპერიმენტების საცდელი არეალი გახდა

რეკლამისტი?
1

გოცორიძე რა რეკლამისტი გახდა? ჯერ ასტრა ზენეკას აქებდა და იძახდა ფაიზერის ხარისხისააო და ეხლა ჩინურს აქებს, როცა ჯამოს ნებართვა გაცემული არ არის.ასტრა ზენეკა ღირს 2$ და არა 5$ როგორც გამყრელიძე გვიმტკიცებდა. თუ გამყრელიძის არითმეტიკით დავთვლით მაშინ ჩინური 8$ ეღირება და არა 20$, ფაიზერს შემოიტანდა 14$ ად და არა ჩინურს 20$ ად. აშკარად აქაც ასტრა ზენეკასავით ინტერესი პირადი სარგებელია. ამაზე რას იტყვის გოცირიძე? ეკონომისტი ხომ არის?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"სხვათაშორის, ბევრი ადამიანი ჩინურ ვაქცინას ელოდება, რომელიც "ტრადიციული" მეთოდით არის დამზადებული" - გოცირიძე "სინოფარმზე" კრიტიკას ეხმაურება

"სხვათაშორის, ბევრი ადამიანი ჩინურ ვაქცინას ელოდება, რომელიც "ტრადიციული" მეთოდით არის დამზადებული" - გოცირიძე "სინოფარმზე" კრიტიკას ეხმაურება

საქართველოში ჩინური ვაქცინა "სინოფარმის" 100 ათასი დოზა შემოვიდა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ვაქცინაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც "სინოფარმი" ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს.

საზოგადოების ერთი ნაწილი ამის გამო მთავრობას აკრიტიკებს და ამბობენ, რომ ვაქცინაში, რომელიც ჯანმოს მიერ ჯერ აღიარებული არ არის, ფულის დახარჯვა არასწორია.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე თვლის, რომ მსგავსი უარყოფითი შეფასებები ქვეყანაში ანტივაქსერულ განწყობილებას აძლიერებს.

"ჩინური ვაქცინა შემოვიდა და კრიტიკამაც არ დააყოვნა მარჯვნიდან თუ მარცხნიდან.ჯერ კიდევ არ იყო ვაქცინა შექმნილი, როცა ზოგიერთმა ქვეყანამ წინასწარ იყიდა იგი და ასეულ მილიონობით დოლარის ოდენობის ფინანსური რისკი გასწია.

გაამართლა ამ რისკმა.ჩინეთმა ასი ათასი ცალი ვაქცინა გვაჩუქა და მეორე ასი ათასი ცალი ვიყიდეთ. რომც არ მიიღოს ამ ვაქცინებმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აკრედიტაცია, მისი შეძენის კრიტიკა ფინანსური არგუმენტებით არასერიოზულია და დაუშვებელი. შარშან, ვაქცინის, ტესტების, სასუნთქი აპარატებისა და სხვა მოწყობილობების, კოვიდ-სასტუმროების გამართვის და უამრავი სხვა სახის სამედიცინო თუ არასამედიცინო საჭიროებისათვის მხოლოდ ევროკავშირმა ერთი მილიარდი ლარი გვაჩუქა. ჩინური ასი ათასი ვაქცინა რომც გადავყაროთ, ეს დანაკარგი წვეთია ზღვაში.

ჩინური ვაქცინის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გაჩენა კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყანაში ანტივაქსერულ განწყობილებას. გუშინ, 55 წლის ზემოთ მოქალაქეები დაშვებული იქნა აცრაზე სარეგისტრაციოდ. დიდი აქტივობა არც ახლა შეიმჩნევა. სხვათაშორის, ბევრი ადამიანი ჩინურ ვაქცინას ელოდება, რომელიც ძველი, “ტრადიციული” მეთოდით არის დამზადებული.

ასეთი განსაცდელი საუკუნეში ერთხელ თუ ემართება კაცობრიობას და როდის თუ არა ასეთ ვითარებაში უნდა გამოჩნდეს ადამიანების (მათ შორის პოლიტიკოსების თუ პარტიების) პაუხისმგებლობა და ვიწრო ინტერესებზე მაღლა ხალხის ინტერესების დაყენება.“ვაქცინების ომი” უნდა შეწყდეს. რისკების შეფასება უნდა მოხდეს პირუთვნელად, ჯანდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე და არა პოლიტიკური, ფინანსური თუ ცალკეული პირების ამბიციების დასაკმაყოფილებლად" - წერს გოცირიძე.

ჟურნალისტი და რეჟისორი ირინა ბოკუჩავა კორონავირუსით გარდაიცვალა

"მართლაც ძალიან შთამბეჭდავი გერმანელი პოლიტიკოსი" - რას წერს  მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვდრის შემდეგ?

"წლობით უვლიდა საწოლს მიჯაჭვულ დედას... ხელოვნური ბაღი მოუწყო, პატარა "წყაროსთავით" და "ხეებით" - რას წერს გიორგი კეკელიძე მაკა სულაძის შესახებ