პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის ნაკვეთები დავიბრუნეთ, დედაჩემს 90-იან წლებში რომ ჰქონდა, სანდრომ შეისყიდა" - ცნობილი მსახიობის პანდემიისას დაწყებული მეურნეობა და მინისასწაული სამეგრელოში
"ის ნაკვეთები დავიბრუნეთ, დედაჩემს 90-იან წლებში რომ ჰქონდა, სანდრომ შეისყიდა" - ცნობილი მსახიობის პანდემიისას დაწყებული მეურნეობა და მინისასწაული სამეგრელოში

მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ობ ეკა მჟა­ვა­ნა­ძის წარ­მა­ტე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ბევ­რმა იცის. ის ტე­ლე­სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" კას­ტინ­გმე­ნე­ჯე­რიც გახ­ლავთ. პან­დე­მი­ამ ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა. უსაქ­მოდ აღ­მოჩ­ნდნენ მსა­ხი­ო­ბე­ბი, რე­ჟი­სო­რე­ბი, მაგ­რამ მათ­გან ბევ­რმა გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვა და სხვა­დას­ხვა საქ­მეს მიჰ­ყო ხელი. ქალ­ბა­ტონ­მა ეკამ სო­ფელს მი­ა­შუ­რა და სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბა წა­მო­ი­წყო. არ­ცთუ ცუდი შე­დე­გე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, თავს დამ­წყებ მე­ურ­ნეს უწო­დებს, სა­უ­ბარს კი იმ წი­ნაპ­რე­ბის შე­სა­ხებ თხრო­ბით იწყებს, ვის ნა­ბო­ძებ მა­მულ­შიც ახლა ის და მისი ოჯა­ხი საქ­მი­ა­ნობს.

- დედა და­დი­ა­ნის ქალი იყო, წარ­მო­შო­ბით ჩხო­რო­წყუს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ხა­ბუ­მე­დან. 1937 წლამ­დე იქ ბევ­რი და­დი­ა­ნი ცხოვ­რობ­და, რომ­ლე­ბიც კა­ცია და­დი­ა­ნის შთა­მო­მავ­ლე­ბად იწო­დე­ბოდ­ნენ. მერე ზოგი დახ­ვრი­ტეს, ზოგი გა­ა­სახ­ლეს. ჩემი დიდი ბა­ბუა გუჯუ და­დი­ა­ნი ხა­ბუ­მე­ში დარ­ჩა. გლე­ხებს უყ­ვარ­დათ. სწო­რედ მათ შე­ი­ფა­რეს და რეპ­რე­სი­ებ­საც გა­და­არ­ჩი­ნეს. კი გა­დარ­ჩა, მაგ­რამ გა­ჭირ­ვე­ბუ­ლად ცხოვ­რობ­და, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი წა­არ­თვეს. მისი ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი იყო დე­და­ჩე­მი. მე და ჩემს დებს ძა­ლი­ან გვიყ­ვარს ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის სო­ფე­ლი. მად­ლი­ა­ნი ეზოა, სა­დაც შვი­ლე­ბი, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ზა­ფხულ­ში ხში­რად ვიკ­რი­ბე­ბით.

- რო­გორც გა­ვი­გე, შარ­შან ამ დროს სო­ფელ­ში წახ­ვე­დით და სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბა წა­მო­ი­წყეთ.

- ჩემი სამ­სა­ხუ­რის გამო სო­ფელ­ში ხში­რად ვერ ჩავ­დი­ო­დი, პან­დე­მი­ამ კი ამ ყვე­ლა­ფერს ბიძ­გი მის­ცა. ხა­ბუ­მე­ში სი­მინ­დის მო­სა­ვა­ლი, ყო­ველ­თვის მო­დი­ო­და. შარ­შან მეც დავ­თე­სე სი­მინ­დი და სამი ტონა ავი­ღე. მაქვს თხი­ლის ბა­ღიც. შე­და­რე­ბით ახა­ლი ნერ­გე­ბია, რამ­დე­ნი­მე წლის წინ დავრგეთ, მაგ­რამ უკვე ტო­ნამ­დე თხილს ვი­ღებთ.

- ჩანს, მიწა დიდი გაქვთ...

- ის ნაკ­ვე­თე­ბიც და­ვიბ­რუ­ნეთ, რომ­ლე­ბიც დე­და­ჩემს 90-იან წლებ­ში ჰქონ­და. ჩემ­მა შვილ­მა სან­დრომ შე­ის­ყი­და და ერთ-ერთ ნაკ­ვეთ­ში 2019 წელს მოც­ვი გა­ვა­შე­ნეთ პრო­ექ­ტის - "და­ნერ­გე მო­მა­ვა­ლი"" - დახ­მა­რე­ბით. კენკრო­ვან კულ­ტუ­რებ­ზე 100%-იანი გრან­ტი იყო, რო­მელ­შიც შე­დი­ო­და ნერ­გე­ბი, წვე­თო­ვა­ნი სის­ტე­მა და მულ­ჩი­რე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ნა­ხე­ვარ ჰექ­ტარ­ზე დაგ­ვი­ფი­ნან­სეს და მოც­ვის გა­სა­ხა­რებ­ლად ზრუნ­ვაც და­ვი­წყეთ.

ლურ­ჯი მოც­ვია, ე.წ. ტკბილ­გუ­ლა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ჯი­შია, შე­და­რე­ბით უცხო და ახა­ლი. სა­ნამ დავრგავ­დით, კვა­ლი­ფი­ცი­ურ აგ­რო­ნომს რჩე­ვა ვკი­თხეთ. რო­გორც გა­ვი­გეთ, ჩხო­რო­წყუ-ზუგ­დიდ­ში მი­წი­სა და ჰა­ვის გამო კარ­გად გა­ი­ხა­რებ­და. მი­თი­თე­ბა ასე­თი იყო - რომ აყ­ვავ­დე­ბა, ყვა­ვი­ლე­ბი უნდა და­ა­წყვი­ტოთ, რათა ფეს­ვი და ღერო გაძ­ლი­ერ­დე­სო. ასეც ვიქ­ცე­ვით და ამ წესს კი­დევ ერთი-ორი წელი და­ვი­ცავთ, რად­გა­ნაც ნი­ა­და­გი ცოტა ქვი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა, ამი­ტომ ნაკ­ვე­თი ქვე­ბის­გან ხე­ლით გა­ვა­სუფ­თა­ვეთ. მი­წაც ხე­ლით ამო­ვი­ღეთ და ნა­ხერ­ხიც ხე­ლით დავ­ყა­რეთ. ეს ნი­ა­დაგს მჟა­ვი­ა­ნო­ბის მო­მა­ტე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. ასე რომ, ახლა გვაქვს პა­ტა­რა, მაგ­რამ კარ­გად მოვ­ლი­ლი და მო­სავ­ლი­ა­ნი ბაღი.

- მოც­ვის გარ­და თქვენს მე­ურ­ნე­ო­ბა­ში კი­დევ რა არის?

- სან­დრომ ძვე­ლი კოლ­ხუ­რი ვა­ზის 7-8 ჯიში გა­ა­შე­ნა. გვაქვს კა­კა­ლიც... შარ­შან ბოს­ტა­ნიც გა­ვა­შე­ნე, დავ­თე­სე ყვე­ლა­ნა­ი­რი მწვა­ნი­ლი, წი­წა­კა. ყო­ველ დი­ლით მივ­დი­ო­დი და დავ­ყუ­რებ­დი, რო­გორ იზ­რდე­ბო­და. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გრძნო­ბაა, შენს მო­წე­ულს რომ მოკ­რეფ, თუნ­დაც ბულ­გა­რულ წი­წა­კას. გოგ­რაც დავ­თე­სე და მისი მო­სა­ვა­ლიც მი­ვი­ღე. წლე­ულ­საც შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად იმა­ვეს გა­კე­თე­ბას ვა­პი­რებ.

საქ­მის წა­მო­წყე­ბამ­დე ამ ყვე­ლაფ­რის სწავ­ლა ცუდი არ არის, მაგ­რამ პრაქ­ტი­კით მა­ინც უკეთ სწავ­ლობ. თან ამინდსაც უნდა და­აკ­ვირ­დე - რო­გორ მოქ­მე­დებს მო­სა­ვალ­ზე მზე, წვი­მა, ქარი, სი­ცი­ვე. მინ­და კი­დევ გა­ვა­კე­თო კარ­გი რა­ღა­ცე­ბი.

- ბავ­შვო­ბა­ში არა­სო­დეს გიც­დი­ათ ეს საქ­მე?

- არა, მაგ­რამ ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და და რო­გორც ჩანს, ახლა მო­ვი­და ამის დრო, თუმ­ცა ოთა­ხის მცე­ნა­რე­ებს ვუვ­ლი­დი და ახ­ლაც ვუვ­ლი. ძა­ლი­ან მინ­და ბუ­ნე­ბას­თან ვი­მე­გობ­რო.

- სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბით რას ეტყო­დით მათ, ვინც ამ გა­ზა­ფხუ­ლის პირ­ზე სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბა­ში თქვენ­სა­ვით სა­მოყ­ვა­რუ­ლოდ ჩაბ­მას აპი­რებს, რას უნდა მი­ხე­დონ?

- ეს ყვე­ლა­ფე­რი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვია. სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბის გა­მოც­დაა - შეძ­ლებ თუ არა და­მო­უ­კი­დებ­ლად რა­მის მოყ­ვა­ნას. სა­კუ­თარ მოყ­ვა­ნილს რომ სხვა გემო აქვს, ეს უკვე გა­მოვ­ცა­დე.

- ში­ნა­უ­რი ფრინ­ვე­ლის მო­შე­ნე­ბა­საც ხომ არ აპი­რებთ?

- შარ­შან ხუთი წი­წი­ლა ვი­ყი­დე. მერე დარ­დით აღარ ვი­ყა­ვი - წვი­მა რომ მო­დი­ო­და, ღა­მით არ მე­ძი­ნა, ყუთ­ში ჩავ­სვამ­დი და სახ­ლში შე­მომ­ყავ­და. ისი­ნიც ისე მო­მეჩ­ვივ­ნენ, გა­რეთ რომ გა­მო­ვი­დო­დი, რო­გორც ლეკ­ვი დას­დევს პატ­რონს, ისე დამ­ყვე­ბოდ­ნენ. მალე გა­ი­ზარ­დნენ, მაგ­რამ იქი­დან რომ წა­მო­ვე­დი, დამ­ტო­ვე­ბე­ლი არა­ვინ იყო. მე­ზო­ბელ­მა მი­თხრა, ამათ ქორი წა­ი­ღებს ან რამე შე­ჭამს და და­კა­ლიო. ამას ვერ შევ­ძლებ-მეთ­ქი და მე­ზო­ბელს ვთხო­ვე, მაგ­რამ სახ­ლში ჩა­ვი­კე­ტე, ხმა რომ არ გა­მე­გო. ახლა მა­მა­ლი მინ­და ვი­ყი­დო. კარ­გია, დი­ლით რომ გა­იღ­ვი­ძებ და ეზო­ში მა­მა­ლი ყი­ვის...

- მეგ­რულ ეზოს თა­ვი­სი მოვ­ლის წესი და გა­მორ­ჩე­უ­ლი კულ­ტუ­რა აქვს...

- მე­ზო­ბე­ლი, ვინც ამ საქ­მე­ში მეხ­მა­რე­ბა, სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნია. მისი შვი­ლე­ბი სი­ცი­ლით ამ­ბო­ბენ ხოლ­მე, დედა ჭიშ­კარ­თან გვახ­დე­ვი­ნებს ფეხ­საც­მელს, ეზო­ში ფეხ­შიშ­ვე­ლი შევ­დი­ვართ, რომ რამე არ დავ­ზი­ა­ნო­თო... ჩვე­ნი ეზოც ულა­მა­ზე­სია თა­ვის ნე­კერ­ჩხლე­ბით, პა­ტა­რა ნორ­ჩი ნაძ­ვე­ბით, ყვა­ვი­ლე­ბით... სულ რა­ღა­ცებს ვრგავ. ზოგი ხა­რობს, ზოგი - არა...

- ციტ­რუ­სის ბაღი ხომ არ გაქვთ?

- ჩვენ­გან 5 კი­ლო­მეტ­რის იქით ციტ­რუ­სი ხა­რობს, ჩვენ­თან მთის ძი­რია და ვე­რაფ­რით გა­ვა­ხა­რე. ეზო­ში ცოტა კივი გვაქვს, მაგ­რამ მა­საც უჭირს.წელს კომ­შიც მოვკრი­ფე და მუ­რა­ბა და კომ­პო­ტიც გა­ვა­კე­თე. მოკ­ლედ, ასე ნელ-ნელა რა­ღა­ცებს ვცდი­ლობთ მე და ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი. რაც მთა­ვა­რია, ეს ყვე­ლა­ფე­რი გვსი­ა­მოვ­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
4

სოფლელები იმიტომ გამორბიან რომ მათ არავინ უდგათ მხარში. განათლების დონე არის დაბალი არც კონტაქტები ააქვთ. რამდენ სოფლელს დაუფინანსდა პროექტი? არც ფული, არც იაფი სესხი, არც ტექნიკა. ჩავა ქალაქიდან დაითრევს გრანტს და გააშენებს ბაღბს ის სოფლელი კი შავი მუშაა მხოლოდ. ხოდა სადაც კარგად გადაუხდიან იქ მიდის , თუ უცხოეთში გააღწია მთლად უკეთესი. ეს ქალაქელი ფერმერები კი ჩივიან მუშახელის ნაკლებობას. უსამართლობა ზეიმობს ამ ქვეყნად. 

გიორგი
3
გაიხარეთ! და სამეგრელოს შემოევლოს ჩემი სიცოცხლე!
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ის ნაკვეთები დავიბრუნეთ, დედაჩემს 90-იან წლებში რომ ჰქონდა, სანდრომ შეისყიდა" - ცნობილი მსახიობის პანდემიისას დაწყებული მეურნეობა და მინისასწაული სამეგრელოში

"ის ნაკვეთები დავიბრუნეთ, დედაჩემს 90-იან წლებში რომ ჰქონდა, სანდრომ შეისყიდა" - ცნობილი მსახიობის პანდემიისას დაწყებული მეურნეობა და მინისასწაული სამეგრელოში

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობ ეკა მჟავანაძის წარმატებული საქმიანობის შესახებ ბევრმა იცის. ის ტელესერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" კასტინგმენეჯერიც გახლავთ. პანდემიამ ჩვენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. უსაქმოდ აღმოჩნდნენ მსახიობები, რეჟისორები, მაგრამ მათგან ბევრმა გამოსავალი იპოვა და სხვადასხვა საქმეს მიჰყო ხელი. ქალბატონმა ეკამ სოფელს მიაშურა და სამეურნეო საქმიანობა წამოიწყო. არცთუ ცუდი შედეგების მიუხედავად, თავს დამწყებ მეურნეს უწოდებს, საუბარს კი იმ წინაპრების შესახებ თხრობით იწყებს, ვის ნაბოძებ მამულშიც ახლა ის და მისი ოჯახი საქმიანობს.

- დედა დადიანის ქალი იყო, წარმოშობით ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმედან. 1937 წლამდე იქ ბევრი დადიანი ცხოვრობდა, რომლებიც კაცია დადიანის შთამომავლებად იწოდებოდნენ. მერე ზოგი დახვრიტეს, ზოგი გაასახლეს. ჩემი დიდი ბაბუა გუჯუ დადიანი ხაბუმეში დარჩა. გლეხებს უყვარდათ. სწორედ მათ შეიფარეს და რეპრესიებსაც გადაარჩინეს. კი გადარჩა, მაგრამ გაჭირვებულად ცხოვრობდა, რადგან ყველაფერი წაართვეს. მისი ერთი ქალიშვილი იყო დედაჩემი. მე და ჩემს დებს ძალიან გვიყვარს ჩვენი წინაპრების სოფელი. მადლიანი ეზოა, სადაც შვილები, შვილიშვილები ზაფხულში ხშირად ვიკრიბებით.

- როგორც გავიგე, შარშან ამ დროს სოფელში წახვედით და სამეურნეო საქმიანობა წამოიწყეთ.

- ჩემი სამსახურის გამო სოფელში ხშირად ვერ ჩავდიოდი, პანდემიამ კი ამ ყველაფერს ბიძგი მისცა. ხაბუმეში სიმინდის მოსავალი, ყოველთვის მოდიოდა. შარშან მეც დავთესე სიმინდი და სამი ტონა ავიღე. მაქვს თხილის ბაღიც. შედარებით ახალი ნერგებია, რამდენიმე წლის წინ დავრგეთ, მაგრამ უკვე ტონამდე თხილს ვიღებთ.

- ჩანს, მიწა დიდი გაქვთ...

- ის ნაკვეთებიც დავიბრუნეთ, რომლებიც დედაჩემს 90-იან წლებში ჰქონდა. ჩემმა შვილმა სანდრომ შეისყიდა და ერთ-ერთ ნაკვეთში 2019 წელს მოცვი გავაშენეთ პროექტის - "დანერგე მომავალი"" - დახმარებით. კენკროვან კულტურებზე 100%-იანი გრანტი იყო, რომელშიც შედიოდა ნერგები, წვეთოვანი სისტემა და მულჩირება. ეს ყველაფერი ნახევარ ჰექტარზე დაგვიფინანსეს და მოცვის გასახარებლად ზრუნვაც დავიწყეთ.

ლურჯი მოცვია, ე.წ. ტკბილგულა. განსაკუთრებული ჯიშია, შედარებით უცხო და ახალი. სანამ დავრგავდით, კვალიფიციურ აგრონომს რჩევა ვკითხეთ. როგორც გავიგეთ, ჩხოროწყუ-ზუგდიდში მიწისა და ჰავის გამო კარგად გაიხარებდა. მითითება ასეთი იყო - რომ აყვავდება, ყვავილები უნდა დააწყვიტოთ, რათა ფესვი და ღერო გაძლიერდესო. ასეც ვიქცევით და ამ წესს კიდევ ერთი-ორი წელი დავიცავთ, რადგანაც ნიადაგი ცოტა ქვიანი აღმოჩნდა, ამიტომ ნაკვეთი ქვებისგან ხელით გავასუფთავეთ. მიწაც ხელით ამოვიღეთ და ნახერხიც ხელით დავყარეთ. ეს ნიადაგს მჟავიანობის მომატებაში ეხმარება. ასე რომ, ახლა გვაქვს პატარა, მაგრამ კარგად მოვლილი და მოსავლიანი ბაღი.

- მოცვის გარდა თქვენს მეურნეობაში კიდევ რა არის?

- სანდრომ ძველი კოლხური ვაზის 7-8 ჯიში გააშენა. გვაქვს კაკალიც... შარშან ბოსტანიც გავაშენე, დავთესე ყველანაირი მწვანილი, წიწაკა. ყოველ დილით მივდიოდი და დავყურებდი, როგორ იზრდებოდა. განსაკუთრებული გრძნობაა, შენს მოწეულს რომ მოკრეფ, თუნდაც ბულგარულ წიწაკას. გოგრაც დავთესე და მისი მოსავალიც მივიღე. წლეულსაც შეძლებისდაგვარად იმავეს გაკეთებას ვაპირებ.

საქმის წამოწყებამდე ამ ყველაფრის სწავლა ცუდი არ არის, მაგრამ პრაქტიკით მაინც უკეთ სწავლობ. თან ამინდსაც უნდა დააკვირდე - როგორ მოქმედებს მოსავალზე მზე, წვიმა, ქარი, სიცივე. მინდა კიდევ გავაკეთო კარგი რაღაცები.

- ბავშვობაში არასოდეს გიცდიათ ეს საქმე?

- არა, მაგრამ ყოველთვის მაინტერესებდა და როგორც ჩანს, ახლა მოვიდა ამის დრო, თუმცა ოთახის მცენარეებს ვუვლიდი და ახლაც ვუვლი. ძალიან მინდა ბუნებასთან ვიმეგობრო.

- საკუთარი გამოცდილებით რას ეტყოდით მათ, ვინც ამ გაზაფხულის პირზე საოჯახო მეურნეობაში თქვენსავით სამოყვარულოდ ჩაბმას აპირებს, რას უნდა მიხედონ?

- ეს ყველაფერი არაჩვეულებრივია. საკუთარი ძალების გამოცდაა - შეძლებ თუ არა დამოუკიდებლად რამის მოყვანას. საკუთარ მოყვანილს რომ სხვა გემო აქვს, ეს უკვე გამოვცადე.

- შინაური ფრინველის მოშენებასაც ხომ არ აპირებთ?

- შარშან ხუთი წიწილა ვიყიდე. მერე დარდით აღარ ვიყავი - წვიმა რომ მოდიოდა, ღამით არ მეძინა, ყუთში ჩავსვამდი და სახლში შემომყავდა. ისინიც ისე მომეჩვივნენ, გარეთ რომ გამოვიდოდი, როგორც ლეკვი დასდევს პატრონს, ისე დამყვებოდნენ. მალე გაიზარდნენ, მაგრამ იქიდან რომ წამოვედი, დამტოვებელი არავინ იყო. მეზობელმა მითხრა, ამათ ქორი წაიღებს ან რამე შეჭამს და დაკალიო. ამას ვერ შევძლებ-მეთქი და მეზობელს ვთხოვე, მაგრამ სახლში ჩავიკეტე, ხმა რომ არ გამეგო. ახლა მამალი მინდა ვიყიდო. კარგია, დილით რომ გაიღვიძებ და ეზოში მამალი ყივის...

- მეგრულ ეზოს თავისი მოვლის წესი და გამორჩეული კულტურა აქვს...

- მეზობელი, ვინც ამ საქმეში მეხმარება, საოცარი ადამიანია. მისი შვილები სიცილით ამბობენ ხოლმე, დედა ჭიშკართან გვახდევინებს ფეხსაცმელს, ეზოში ფეხშიშველი შევდივართ, რომ რამე არ დავზიანოთო... ჩვენი ეზოც ულამაზესია თავის ნეკერჩხლებით, პატარა ნორჩი ნაძვებით, ყვავილებით... სულ რაღაცებს ვრგავ. ზოგი ხარობს, ზოგი - არა...

- ციტრუსის ბაღი ხომ არ გაქვთ?

- ჩვენგან 5 კილომეტრის იქით ციტრუსი ხარობს, ჩვენთან მთის ძირია და ვერაფრით გავახარე. ეზოში ცოტა კივი გვაქვს, მაგრამ მასაც უჭირს.წელს კომშიც მოვკრიფე და მურაბა და კომპოტიც გავაკეთე. მოკლედ, ასე ნელ-ნელა რაღაცებს ვცდილობთ მე და ჩემი ოჯახის წევრები. რაც მთავარია, ეს ყველაფერი გვსიამოვნებს.