საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამბობენ, რომ აჟრიალებთ ყველაფერ რუსულზე, მაგრამ არ გააჟრიალათ, როცა მათი კამპანია რუსული სიმღერით დაიხურა" - ირაკლი კობახიძე
"ამბობენ, რომ აჟრიალებთ ყველაფერ რუსულზე, მაგრამ არ გააჟრიალათ, როცა მათი კამპანია რუსული სიმღერით დაიხურა" - ირაკლი კობახიძე

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, პოზ­ნე­რის ვი­ზიტს აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც აკე­თე­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სულ საქ­მეს და რომ­ლე­ბიც არი­ან შემ­ჩნე­უ­ლე­ბი ღია თუ ფა­რულ კავ­ში­რებ­ში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან.

"რომ გავ­ყვეთ სა­ხე­ლებ­სა და გვა­რებს: ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე აპ­რო­ტეს­ტებ­და პოზ­ნე­რის ვი­ზიტს სა­ქარ­თვე­ლო­ში მთე­ლი თა­ვი­სი ოჯა­ხით, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი, შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი - ესე­ნი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სხე­დან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ოფის­ში. ესე­ნი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც აქვთ გა­კე­თე­ბუ­ლი ბევ­რად უფრო მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბე­ბი, ვიდ­რე იყო პოზ­ნე­რის გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­საც აფ­რი­ა­ლებ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი საქ­მის მკე­თე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის კას­ტა.

შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა­ფე­რი არის დღე­სა­ვით ნა­თე­ლი - ეს ადა­მი­ა­ნე­ბი აკე­თე­ბენ რუ­სე­თის საქ­მეს და ისი­ნი "აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ" გუ­შინ მათ შო­რის რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ვი­ზიტს სა­ქარ­თვე­ლო­ში.

იქ იყ­ვნენ კონ­კრე­ტუ­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც იმავდრო­უ­ლად არი­ან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რუ­სეთ­თან და რუ­სუ­ლი საქ­მის მკე­თებ­ლე­ბი. ეს არ იყო მარ­ტო პარ­ტი­უ­ლი პრო­ტეს­ტი ეს იყო რუ­სულ - "ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ პრო­ტეს­ტი. რაც შე­ე­ხე­ბა კო­ვიდ­რე­გუ­ლა­ცი­ებს, აქ პო­ზი­ცია ბუ­ნებ­რი­ვია არის ცალ­სა­ხა და ეს პო­ზი­ცია იყო გა­მო­ხა­ტუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ოფი­ცი­ა­ლურ რე­აქ­ცი­ა­ში. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იყო დარ­ღვე­უ­ლი ცალ­სა­ხად კო­ვიდ­რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და ამოქ­მედ­და შე­სა­ბა­მი­სი სან­ქცი­ე­ბი, რო­გორც სას­ტუმ­როს, ასე­ვე სტუმ­რე­ბის მი­მართ. პა­სუ­ხი იყო სა­ხელ­მწი­ფოს მხირ­დან მყი­სი­ე­რი", - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მისი თქმით, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ აჟ­რი­ა­ლებთ ყვე­ლა­ფერ რუ­სულ­ზე, "მაგ­რამ ამ ადა­მი­ა­ნებს არ გა­აჟ­რი­ა­ლათ, როცა მათი კამ­პა­ნია რუ­სუ­ლი სიმ­ღე­რით და­ი­ხუ­რა თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე“.

"სი­ნამ­დვი­ლე­ში ყვე­ლა­ფე­რი არის ფარ­სი, რა­საც ისი­ნი ამ­ბო­ბენ და აკე­თე­ბენ. არა­ვის გაჟ­რი­ა­ლე­ბია, როცა მათი სიის პირ­ვე­ლი ნო­მე­რი მღე­რო­და რუ­სუ­ლად. სი­ნამ­დვი­ლე­ში ისი­ნი რუ­სუ­ლი საქ­მის მკე­თე­ბე­ლი ხალ­ხია“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ggg
36

ნაწილობრივ მართალია ფარსის შესახებ,მაგრამ თკვენც ამ ფერსის შემადგენელი ნაწილი ხართ თავისი ორმაგი სტანდარტებით,გაცრილოვების დაპატიჟებით.ორივე მხარე მიაქანებთ ქვეყანას უფსკრულისკენ,თუმც მთავრობას ყოველღვის გაცილებით მეტი მოეთხოვება!

გუდა გუდა!
64

მიდი, მოხსენი ზღაპრების გუდას თავი. არ დაგაცალეს თორემ პარლამენტშიც მიაცილებდი.

ავტორი:

"ამბობენ, რომ აჟრიალებთ ყველაფერ რუსულზე, მაგრამ არ გააჟრიალათ, როცა მათი კამპანია რუსული სიმღერით დაიხურა" - ირაკლი კობახიძე

"ამბობენ, რომ აჟრიალებთ ყველაფერ რუსულზე, მაგრამ არ გააჟრიალათ, როცა მათი კამპანია რუსული სიმღერით დაიხურა" - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ ადამიანები, რომლებიც აკეთებენ საქართველოში რუსულ საქმეს და რომლებიც არიან შემჩნეულები ღია თუ ფარულ კავშირებში რუსეთის ფედერაციასთან.

"რომ გავყვეთ სახელებსა და გვარებს: ნინო ბურჯანაძე აპროტესტებდა პოზნერის ვიზიტს საქართველოში მთელი თავისი ოჯახით, ირაკლი ოქრუაშვილი, შალვა ნათელაშვილი - ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სხედან "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ გაკეთებული ბევრად უფრო მწვავე განცხადებები, ვიდრე იყო პოზნერის განცხადება, რომელსაც აფრიალებდა საქართველოში რუსული საქმის მკეთებელი ადამიანების კასტა.

შესაბამისად, ყველაფერი არის დღესავით ნათელი - ეს ადამიანები აკეთებენ რუსეთის საქმეს და ისინი "აპროტესტებდნენ" გუშინ მათ შორის რუსეთის მოქალაქეების ვიზიტს საქართველოში.

იქ იყვნენ კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც იმავდროულად არიან დაკავშირებული რუსეთთან და რუსული საქმის მკეთებლები. ეს არ იყო მარტო პარტიული პროტესტი ეს იყო რუსულ - "ნაცმოძრაობის“ პროტესტი. რაც შეეხება კოვიდრეგულაციებს, აქ პოზიცია ბუნებრივია არის ცალსახა და ეს პოზიცია იყო გამოხატული სახელმწიფოს ოფიციალურ რეაქციაში. როგორც მოგეხსენებათ, იყო დარღვეული ცალსახად კოვიდრეგულაციები და ამოქმედდა შესაბამისი სანქციები, როგორც სასტუმროს, ასევე სტუმრების მიმართ. პასუხი იყო სახელმწიფოს მხირდან მყისიერი", - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ეს ადამიანები ამბობენ, რომ აჟრიალებთ ყველაფერ რუსულზე, "მაგრამ ამ ადამიანებს არ გააჟრიალათ, როცა მათი კამპანია რუსული სიმღერით დაიხურა თავისუფლების მოედანზე“.

"სინამდვილეში ყველაფერი არის ფარსი, რასაც ისინი ამბობენ და აკეთებენ. არავის გაჟრიალებია, როცა მათი სიის პირველი ნომერი მღეროდა რუსულად. სინამდვილეში ისინი რუსული საქმის მკეთებელი ხალხია“, - განაცხადა კობახიძემ.

"ბოკერიასთან ერთ პარტიაში ყოფნა შეუძლებელი გახდა..." - რას წერს უგულავა "ევროპული საქართველოდან" წასვლის შემდეგ?

"ეს ტრაგედია შეგვახსენებს, თუ რა შედეგი მოაქვს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას" - კარლ ჰარცელი ენგურის გადალახვისას დაღუპულებზე

"ეს არის ადამიანურად ძალიან რთული გადაწყვეტილება" - დავით ბაქრაძე "ევროპულ საქართველოს" ტოვებს და საკუთარ პოლიტიკურ გეგმაზე წერს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"