პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ეს კადრი დარჩება - ახალგაზრდა ქართველი ბიჭი, ჩამოვარდნილი პირბადით, რომელიც ელარჯს აჭმევს დამპყრობელს" - გოგი გვახარია პოზნერის ვიზიტზე
"ეს კადრი დარჩება - ახალგაზრდა ქართველი ბიჭი, ჩამოვარდნილი პირბადით, რომელიც ელარჯს აჭმევს დამპყრობელს" - გოგი გვახარია პოზნერის ვიზიტზე

კი­ნოკ­რი­ტუ­კო­სი გოგი გვა­ხა­რია რუსი ჟურ­ნა­ლის­ტის, ვლა­დი­მერ პოზ­ნე­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზიტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა.

"1989 წლის აპ­რი­ლის დღე­ებ­ში ემ­ზარ ჯგე­რე­ნა­ია ჯოხს ურტყამ­და რუ­სულ ტანკს სიმ­წრით. რად­გან მეტს ვე­რა­ფერს იზამ­და. ვი­ღა­ცე­ე­ბი ქი­ლი­კობ­დნენ. უჰ, მა­გა­საც ტან­კი არ და­ემტვრია ჯო­ხი­თო. რა­ტომ ურტყამ­და ჯოხს? ამას ეს ხალ­ხი ვე­რას­დროს გა­ი­გებს.

2021 წლის 1 აპ­რილს, ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ, ნა­ძი­რა­ლა რუს ჟურ­ნა­ლისტს, რო­მე­ლიც პრო­ვო­კა­ცი­ას აწყობს და პან­დე­მი­ის დროს, კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის დროს, ფე­ხებ­ზე იკი­დებს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვეყ­ნის კა­ნო­ნებს, გემ­რი­ე­ლად ვახ­შმობს თბი­ლის­ში... ელარ­ჯით უმას­პინ­ძლდე­ბა ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი კაცი. მორ­ჩი­ლი მიმ­ტა­ნი, რო­მე­ლიც ასე­ვე ვე­რას­დროს გა­ი­გებს, რა­ტომ ურტყამ­და ტანკს ემ­ზა­რი ჯოხს. ვერც ეს ახალ­გაზ­რდა კაცი, ვერც მისი პატ­რო­ნი და ვერც მისი პატ­რო­ნის პატ­რო­ნი... ეს შემ­ზა­რა­ვი კად­რი იყო. ვი­ცი­ნეთ, ვი­შა­ყი­რეთ. მაგ­რამ ეს კად­რი დარ­ჩე­ბა - ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი ბიჭი, ჩა­მო­ვარ­დნი­ლი პირ­ბა­დით, რო­მე­ლიც ელარჯს აჭ­მევს დამ­პყრო­ბელს", - წერს გვა­ხა­რია.

"აი, მა­ნი­ა­კი თუ არა ხარ, რა­ტომ უნდა მო­გინ­დეს რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეს და­ბა­დე­ბის დღის აღ­ნიშ­ვნა დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში, თა­ვი­სი კო­მენ­დან­ტის სა­ა­თით და და­კე­ტი­ლი (წე­სით) რეს­ტორ­ნე­ბით?! მა­ნი­ა­კა­ლუ­რი თუ არაა შენი "სიყ­ვა­რუ­ლი" ამ ქვეყ­ნის მი­მართ... მაგ­რამ მით უფრო გა­უ­გე­ბა­რია რა ჯი­ში­საა ის ხალ­ხი, ვინც მას მას­პინ­ძლობს (ქარ­თვე­ლი სვეტსკე­ბის საყ­ვა­რე­ლი "სტამ­ბა" და "ვი­ნო­ტე­ლი"... ხვალ არ და­გა­ვი­წყდეთ მანდ მა­გი­დე­ბის და­ჯავ­შნა - "ამ სკამ­ზე იჯდა დიდი ჟურ­ნა­ლის­ტი, პოზ­ნე­რი" და ჩემ­თვის აუხ­სნელ სი­ა­მოვ­ნე­ბას გა­ნიც­დის მა­ნი­ა­კის მას­პინ­ძლო­ბა­ში. ესაა გა­უ­გე­ბა­რი და იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ("უმომ რო­სიუ ნე პო­ნი­ატ"), თო­რემ ვი­საც უნდა, ჩა­მო­ვი­დეს, კაცო. რაზე იშ­ლით ნერ­ვებს. ქუ­ჩა­ში ფე­ხით სი­ა­რუ­ლი გე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბა უკვე. იმ­დე­ნი მო­ხუ­ცი დგას და ფულს გთხოვს, მში­ე­რი და უპატ­რო­ნო. რა დროს პოზ­ნე­რია მარ­თლა?!", - წერს გოგი გვა­ხა­რია.

ცნო­ბის­თვის, პოზ­ნე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში გუ­შინ ათო­ბით თან­მხლებ პირ­თან ერ­თად სპე­ცი­ა­ლუ­რი ავი­ა­რე­ი­სით ჩა­მოფ­რინ­და. მას დღეს და­ბა­დე­ბის დღე ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში უნდა აღე­ნიშ­ნა. მთა­ვა­რი რუ­სუ­ლი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო არ­ხის Первый канал-ის ტე­ლე­წამ­ყვა­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას, ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბის აქ­ცი­ე­ბი მოჰ­ყვა. აქ­ტი­ვის­ტე­ბის თქმით, პოზ­ნე­რი არის გან­ცხა­დე­ბის ავ­ტო­რი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც "აფხა­ზე­თი არას­დროს იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ნა­წი­ლი", რი­თაც მან სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა და მან სა­ქარ­თვე­ლო უნდა და­ტო­ვოს. ამას­თან, აქ­ტი­ვის­ტე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ პოზ­ნერ­მა და მის­მა სტუმ­რებ­მა ე.წ. კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი და­არ­ღვი­ეს.

თვითმფრი­ნავ­მა, რო­მელ­შიც რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი და მისი სტუმ­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი დღეს დი­ლით და­ტო­ვა.

მკითხველის კომენტარები / 67 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
arqiteqtori
106

ეს რომ ვინმეზე რამეს იტყვის )))))

ია
79

გეთანხმებით, მაგრამ გთხოვთ ჯოხს ყველაზე მცირე თანამდებობის ადამიანზე ნუ გადატეხავთ, ის უბრალო მიმტანია და სამსახურშია....

ავტორი:

"ეს კადრი დარჩება - ახალგაზრდა ქართველი ბიჭი, ჩამოვარდნილი პირბადით, რომელიც ელარჯს აჭმევს დამპყრობელს" - გოგი გვახარია პოზნერის ვიზიტზე

"ეს კადრი დარჩება - ახალგაზრდა ქართველი ბიჭი, ჩამოვარდნილი პირბადით, რომელიც ელარჯს აჭმევს დამპყრობელს" - გოგი გვახარია პოზნერის ვიზიტზე

კინოკრიტუკოსი გოგი გვახარია რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"1989 წლის აპრილის დღეებში ემზარ ჯგერენაია ჯოხს ურტყამდა რუსულ ტანკს სიმწრით. რადგან მეტს ვერაფერს იზამდა. ვიღაცეები ქილიკობდნენ. უჰ, მაგასაც ტანკი არ დაემტვრია ჯოხითო. რატომ ურტყამდა ჯოხს? ამას ეს ხალხი ვერასდროს გაიგებს.

2021 წლის 1 აპრილს, ამდენი წლის შემდეგ, ნაძირალა რუს ჟურნალისტს, რომელიც პროვოკაციას აწყობს და პანდემიის დროს, კომენდანტის საათის დროს, ფეხებზე იკიდებს დამოუკიდებელი ქვეყნის კანონებს, გემრიელად ვახშმობს თბილისში... ელარჯით უმასპინძლდება ახალგაზრდა ქართველი კაცი. მორჩილი მიმტანი, რომელიც ასევე ვერასდროს გაიგებს, რატომ ურტყამდა ტანკს ემზარი ჯოხს. ვერც ეს ახალგაზრდა კაცი, ვერც მისი პატრონი და ვერც მისი პატრონის პატრონი... ეს შემზარავი კადრი იყო. ვიცინეთ, ვიშაყირეთ. მაგრამ ეს კადრი დარჩება - ახალგაზრდა ქართველი ბიჭი, ჩამოვარდნილი პირბადით, რომელიც ელარჯს აჭმევს დამპყრობელს", - წერს გვახარია.

"აი, მანიაკი თუ არა ხარ, რატომ უნდა მოგინდეს რუსეთის მოქალაქეს დაბადების დღის აღნიშვნა დღევანდელ საქართველოში, თავისი კომენდანტის საათით და დაკეტილი (წესით) რესტორნებით?! მანიაკალური თუ არაა შენი "სიყვარული" ამ ქვეყნის მიმართ... მაგრამ მით უფრო გაუგებარია რა ჯიშისაა ის ხალხი, ვინც მას მასპინძლობს (ქართველი სვეტსკების საყვარელი "სტამბა" და "ვინოტელი"... ხვალ არ დაგავიწყდეთ მანდ მაგიდების დაჯავშნა - "ამ სკამზე იჯდა დიდი ჟურნალისტი, პოზნერი" და ჩემთვის აუხსნელ სიამოვნებას განიცდის მანიაკის მასპინძლობაში. ესაა გაუგებარი და იდუმალებით მოცული ("უმომ როსიუ ნე პონიატ"), თორემ ვისაც უნდა, ჩამოვიდეს, კაცო. რაზე იშლით ნერვებს. ქუჩაში ფეხით სიარული გეუხერხულება უკვე. იმდენი მოხუცი დგას და ფულს გთხოვს, მშიერი და უპატრონო. რა დროს პოზნერია მართლა?!", - წერს გოგი გვახარია.

ცნობისთვის, პოზნერი საქართველოში გუშინ ათობით თანმხლებ პირთან ერთად სპეციალური ავიარეისით ჩამოფრინდა. მას დღეს დაბადების დღე ჩვენს ქვეყანაში უნდა აღენიშნა. მთავარი რუსული სახელისუფლებო არხის Первый канал-ის ტელეწამყვანის საქართველოში ჩამოსვლას, ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების აქციები მოჰყვა. აქტივისტების თქმით, პოზნერი არის განცხადების ავტორი, რომლის თანახმადაც "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი", რითაც მან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შეურაცხყოფა მიაყენა და მან საქართველო უნდა დატოვოს. ამასთან, აქტივისტები აცხადებდნენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა ე.წ. კომენდანტის საათი დაარღვიეს.

თვითმფრინავმა, რომელშიც რუსი ჟურნალისტი და მისი სტუმრები იმყოფებოდნენ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დღეს დილით დატოვა.

"ახალფეხადგმულივით ყველაფრის ხელახლა სწავლა მიწევს, ურთიერთობის, ძილის, ცხოვრების..." - ეკატერინე ტოგონიძე მეუღლის უკანასკნელ წუთებსა და მის გარეშე ცხოვრების ტკივილზე

სამსახურიდან გუშინ გათავისუფლებულმა მოსამართლე მაია სვიანაძემ დღეს, აშშ-ში მუშაობა დაიწყო - "თანამდებობიდან წასულიც კი, თან ძალიან შორს, კლანის სახელს არ შეარცხვენს"

"ამერიკაში არ დავრჩენილვარ, შვილთან წავედი საცხოვრებლად" - მოსამართლე მაია სვიანაძე ნაზი ჯანეზაშვილს პასუხობს