ავტორი:

"ცარიელი გული და სული იყო... არ მეგულება ადამიანი, რომ ის არ უყვარდეს" - რას წერს მეგობარი ბიჭზე, რომელმაც დედის გარდაცვალების შემდეგ საკანში თავი მოიკლა

"ცარიელი გული და სული იყო... არ მეგულება ადამიანი, რომ ის არ უყვარდეს" - რას წერს მეგობარი ბიჭზე, რომელმაც დედის გარდაცვალების შემდეგ საკანში თავი მოიკლა

ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარმა თავი მოიკლა. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცთან თვითმკვლელობამდე ზარი განხორციელდა, რა დროსაც დედის გარდაცვალების შესახებ შეატყობინეს.

"2021 წლის 31 მარტს დაახლოებით 15:57 საათზე მისი თანამესაკნეები საკნიდან გაყვანილ იქნენ იმავე სართულზე არსებულ აბანოში, ხოლო ბრალდებული თ.ო. დარჩა საკანში. აბანოდან საკანში დაბრუნებისას თანამესაკნეებმა თ.ო. საკნის საპირფარეშოში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს. მას ყელის არეში აღენიშნებოდა, სავარაუდოდ, ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობა.

პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, ბრალდებული ჩაყვანილ იქნა დაწესებულების სამედიცინო ნაწილში და გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თუმცა მედპერსონალის მცდელობის მიუხედავად, თ.ო.-ს გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარის შესახებ დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ეცნობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომელმაც დაიწყო გამოძიება.

აღსანიშნავია, რომ თანამესაკნეების გადმოცემით თ.ო.-მ 31 მარტს შუადღის საათებში პენიტენციური დაწესებულებიდან განახორციელა სატელეფონო ზარი, რა დროსაც შეატყობინეს დედის გარდაცვალების ფაქტი" - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდაცვლილი პატიმრის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს მისი მეგობარი:

"როგორი მეგობარი (კლასელი) მომიკვდა ნეტა იცოდეთ! გული და სული იყო ცარიელი, უბოროტო, გულუბრყვილო, ბავშვური, უკეთილესი და არანორმალური, ყველა მისი დაბადების დღე მახსოვს. წელი არ გავიდოდა რომ არ აგვეღნიშნა, მახსოვს ერთხელ დასაჯეს და ჩემს დაბადების დღეზე არ გამოუშვეს. არ მეგულება ადამიანი, რომ ის არ უყვარდეს.

ეხლა რომ ვფიქრობ ბოლოს როდის ვნახე, არ მახსოვს და ეს მაგიჟებს, ვერც მის ბოლოჯერ ნახვას შევძლებ. ჩემი თეთრი, მაღალი, ბუტკუჩა და დარტყმული თორნიკე ბანკეტის დღეს რომ გამოპრანჭული იყო, ისეთი მემახსოვრება... 12 წლიანი მეგობრობა, ასე არ იკარგება, ჭკვიანად იყავი ლაზოვიჩ მიყვარხარ", - წერს ქეთა ფირცხალაიშვილი.

კახა კალაძის ემოციური შეხვედრა შვილებთან - რა კადრებს აქვეყნებს დედაქალაქის მერი კლინიკის დატოვების შემდეგ

"ეს დღეებია იმატებს ავადმყოფთა რიცხვი. არ ვმალავ, მეშინია, რომ კიდევ ბევრ თანაქალაქელს დავკარგავ. აცრა, პირბადე და რეგულაციები - მხოლოდ ეს საშუალება გვაქვს!" - ექიმი დავით გაბელაია

"ვკითხე, ბატონო გურამ, გახსოვთ განავლის მზიდი მანქანის ამბავი-მეთქი. ჩაეცინა... ასეთი იყო. პირველივე შეხვედრაზე მიმანიშნა, როგორიც უნდა იყოს ნორმალური კაცი" - რას იხსენებს დოჩანაშვილზე გურამ მეგრელიშვილი