საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთმა ანზორ ერქომაიშვილმა შეძლო ის, რასაც მთელი ინსტიტუტები ვერ ახერხებენ" - კაცი, რომელიც ქვეყანას დააკლდა
"ერთმა ანზორ ერქომაიშვილმა შეძლო ის, რასაც მთელი ინსტიტუტები ვერ ახერხებენ" - კაცი, რომელიც ქვეყანას დააკლდა

ან­სამ­ბლ "რუს­თა­ვის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის მო­ა­მა­გე, ფოლკ­ლო­რის­ტი ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლი 81 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ის კო­ვიდ 19-ის დი­აგ­ნო­ზით თბი­ლი­სის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი, მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის დიდი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

სამ­წუ­ხა­როა, რომ ამ უხი­ლა­ვი მტრის, კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო, კი­დევ ერთი დიდი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა ასე ტრა­გი­კუ­ლად დას­რულ­და.

ambebi.ge ესა­უბ­რა ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის მოღ­ვა­წე­ებს, რომ­ლე­ბიც გულ­წრფელ მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო.

გია ბა­ღაშ­ვი­ლი, მუ­სი­კის­მცოდ­ნე, ფოლკ­ლო­რის­ტი:

- უდი­დე­სი ტკი­ვი­ლი და აუ­ნა­ზღა­უ­რე­ბე­ლი და­ნაკ­ლი­სია ბა­ტო­ნი ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა. ის ეპო­ქა­ლუ­რი პი­როვ­ნე­ბაა, სა­უ­კუ­ნე­ში ერთხელ რომ იბა­დე­ბა, ისე­თი. და­უ­ჯე­რე­ბე­ლიც კია, იმ­ხე­ლა ღვაწ­ლი მი­უ­ძღვის მას, რო­გორც მრა­ვალ­მხრივ მოღ­ვა­წეს, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის წი­ნა­შე. ერ­თმა კაც­მა შეძ­ლო იმ­დე­ნი, რა­საც მთე­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი ვერ ახერ­ხე­ბენ.

ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვან ის­ტო­რი­ა­ში, იგი ერთ-ერთი უდი­დე­სი ფი­გუ­რაა. იყო სწო­რუ­პო­ვა­რი ლოტ­ბა­რი, ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რა-გა­ლო­ბის სა­უ­კე­თე­სო მცოდ­ნე, სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით აღი­ა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი მუ­სი­კა­ლურ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, ჩვე­ნი სა­სი­ქა­დუ­ლო ან­სამ­ბლის, "რუს­თა­ვის“ და­მა­არ­სე­ბე­ლი და ხელ­მძღვა­ნე­ლი და ის ტრი­უმ­ფა­ლუ­რი გა­მარ­ჯვე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ან­სამ­ბლ "რუს­თავს“ აქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი მსოფ­ლი­ოს 70-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში, პირ­ველ რიგ­ში, ცხა­დია, ბა­ტო­ნი ან­ზო­რის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

მან აღ­მო­ა­ჩი­ნა, მო­ი­პო­ვა და შეკ­რი­ბა, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის არ­ქი­ვებ­ში გაბ­ნე­უ­ლი, ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რის არა­ერ­თი უნი­კა­ლუ­რი ჩა­ნა­წე­რი, აღ­ზარ­და მთე­ლი თა­ო­ბე­ბი ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი­სა და ლოტ­ბა­რე­ბი­სა, შექ­მნა ან­სამ­ბლი "მარ­თვე“ და ათა­სო­ბით ბავ­შვი აზი­ა­რა ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა-გა­ლო­ბის მადლს. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ მის კვლე­ვებ­სა და სა­გა­მომ­ცემ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე, რო­მელ­საც უზარ­მა­ზა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სა­მეც­ნი­ე­რო თუ შე­მეც­ნე­ბი­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით.

მინ­და უღ­რმე­სი მად­ლო­ბა ვუ­თხრა ბა­ტონ ან­ზორს იმ სი­ა­მა­ყით სავ­სე წლე­ბის­თვის, რაც მან მთე­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე გვა­ჩუ­ქა, გვა­ჩუ­ქა ჩვენ - ქარ­თველ ხალ­ხს. ღმერ­თმა და­უმ­კვიდ­როს ცათა სა­სუ­ფე­ვე­ლი. მის სა­ხელს და­ვი­წყე­ბა არა­სო­დეს უწე­რია!

თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე, მუ­სი­კო­სი:

- ძა­ლი­ან დიდი ტრა­გე­დი­აა... მისი წას­ვლით მო­ა­მა­გე­თა პლე­ა­დის ერთი დიდი ეტა­პი დას­რულ­და. ბა­ტო­ნი ან­ზო­რის გა­დაც­ვა­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უდი­დე­სი და­ნაკ­ლი­სია. სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლია, რად­გა­ნაც მარ­თლა დას­რულ­და ერთი დიდი ეტა­პი ქარ­თუ­ლი სა­გან­ძუ­რის უშურ­ვე­ლად მო­ა­მა­გე ადა­მი­ა­ნე­ბის და მათი მოღ­ვა­წე­ო­ბის.

მი­ჭირს მას­ზე ლა­პა­რა­კი, მა­მა­ჩემ­ზე მქონ­და ზუს­ტად ასე­თი ემო­ცი­ე­ბი, ბა­ტონ ან­ზორ­ში მა­მა­ჩემს ვხე­დავ­დი და ადა­მი­ა­ნუ­რად ეს ძა­ლი­ან დიდი შვე­ბა იყო. სა­ოც­რად თბი­ლი ადა­მი­ა­ნი გახ­ლდათ...

ჩვენ გვქონ­და ასე­თი ტრა­დი­ცია, 2 იან­ვარს მე და ჩემი შვი­ლე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვით მას­თან ოჯახ­ში, თუ მაგ­ვი­ან­დე­ბო­და მის­ვლა, ღე­ლავ­და, მი­რე­კავ­და - რა­ტომ იგ­ვი­ა­ნე­ბო? ეს ტრა­დი­ცია წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და, მაგ­რამ ამ პან­დე­მი­ამ ისე შეძ­ლო, რომ წელს მას­თან ვერ მი­ვე­დი, ალ­ბათ, ამას ვე­რას­დროს მო­ვი­ნე­ლებ. მისი ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, ენერ­გი­უ­ლი იყო და კარ­გად გრძნობ­და თავს...

ეს დღე­ე­ბი ლოც­ვებ­ში გა­ვა­ტა­რეთ, მისი ჯან­მრთე­ლო­ბით­ვის ვლო­ცუ­ლობ­დით... დღეს კი სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია მოხ­და... ბა­ტო­ნი ან­ზო­რის სული შე­უ­ერ­თდა ერის­თვის მო­ა­მა­გე ადა­მი­ა­ნე­ბის კოჰორ­ტას. ისიც მათ­თან ერ­თად, ახლა იქი­დან ილო­ცებს ქარ­თვე­ლე­ბის­თვის, ჩვე­ნი შვი­ლე­ბით­ვის და იმის­თვის, რომ ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა არ და­ი­კარ­გოს. ქედს ვიხ­რი მის წი­ნა­შე!

გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლი, ფოლკ­ლო­რის­ტი:

- ამ ბოლო პე­რი­ოდ­ში ორი ღვაწლ­მო­სი­ლი პი­როვ­ნე­ბა და­კარ­გა ქარ­თულ­მა ფოლკ­ლორ­მა - ან­ზორ ექო­მა­იშ­ვი­ლი და თე­მურ ქევ­ხიშ­ვი­ლი. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვია, რო­დე­საც ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ამ ქვეყ­ნი­დან მი­დი­ან. ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ. მათი წას­ვლა სულ უფრო მძი­მეა ქვეყ­ნის­თვის და იმ კონ­კრე­ტუ­ლი დარ­გის­თვის, რა­საც ისი­ნი ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ.

ბავ­შვო­ბი­დან "მარ­თვე­ში“ ბა­ტონ ან­ზორ­თან ვმღე­რო­დი. ბუ­ნებ­რი­ვია, ვიც­ნობ­დი, მქონ­და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, მრა­ვა­ლი შეხ­ვედ­რა, მათ შო­რის, არა­ერ­თი მოგ­ზა­უ­რო­ბა, გას­ტრო­ლი უცხო­ეთ­ში...

ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ და სა­ქარ­თვე­ლოს ვუ­სამ­ძიმ­რებ ამ ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბას!

გი­ორ­გი ბე­რი­ძე, ან­სამ­ბლ "რუს­თა­ვის“ პი­არ­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი:

- ბა­ტო­ნი ან­ზო­რი ჯერ კი­დევ ბავ­შვო­ბა­ში, სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მე­ბით შე­მო­ვი­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, შემ­დეგ როცა ჟურ­ნა­ლის­ტი გავ­ხდი და ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და­ვი­წყე საქ­მი­ა­ნო­ბა, მას თვალ­ყურს უკვე ახ­ლო­დან ვა­დევ­ნებ­დი, რად­გა­ნაც ხალ­ხუ­რი შე­მოქ­მე­დე­ბის რე­დაქ­ცი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და...

ან­სამ­ბლ "რუს­თავ­თან" ერ­თად გას­ტროლ­ზე, ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფო­ში, რო­გორც ჟურ­ნა­ლისტს, ისე მო­მი­წია გამ­გზავ­რე­ბა, იქი­დან ambebi.ge-საც ვაწ­ვდი­დი ინ­ფორ­მა­ცი­ებს. იმ­ჟა­მად ბა­ტო­ნი ან­ზო­რი უფრო ახ­ლოს გა­ვი­ცა­ნი - ვხე­დავ­დი თი­თო­ე­ულ ბგე­რას რო­გორ უფრთხილ­დე­ბო­და და თა­ვად მომ­ღერ­ლებ­ზე რო­გორ ზრუ­ნავ­და, რომ არ გა­ცი­ე­ბუ­ლიყ­ვნენ, ყო­ფი­ლიყ­ვნენ ფორ­მა­ში, რათა უცხო­ე­ლი მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე სა­თა­ნა­დოდ წარმდგა­რიყ­ვნენ და ღირ­სე­უ­ლად წარ­მო­ე­ჩი­ნათ

ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა.

გა­ვი­და წლე­ბი და მოვ­ხვდი ან­სამ­ბლ "რუს­თავ­ში“ პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლად. რო­დე­საც მას­თან გა­სა­უბ­რე­ბა­ზე შე­ვე­დი, მა­შინ უკვე და­ი­ვი­წყა ჩვე­ნი ძვე­ლი ნაც­ნო­ბო­ბა და მი­თხრა, - თუ გინ­და, საქ­მე გა­მო­გი­ვი­დეს, უნდა გიყ­ვარ­დეს ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა და ფოლკ­ლო­რი! ეს იყო ჩემ­თვის მთა­ვა­რი სა­მოქ­მე­დო ფორ­მუ­ლა და დღემ­დე ესაა ან­სამ­ბლ "რუს­თავ­თან“ ურ­თი­ერ­თო­ბის ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი... იყო არა­ერ­თი გას­ტრო­ლი, კონ­ცერ­ტი და თავ­და­ვი­წყე­ბამ­დე, ენერ­გი­ის ბოლო წვე­თამ­დე რე­პე­ტი­ცი­ე­ბი, რათა კონ­ცერ­ტი ყო­ფი­ლი­ყო ისე­თი, რო­გო­რიც მას სურ­და, - უმაღ­ლეს დო­ნე­ზე გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა და კულ­ტუ­რა.

უცხო­ეთ­ში ყოფ­ნი­სას, არ გე­გო­ნოთ, რომ ქა­ლაქს და ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბებს ათ­ვა­ლი­ე­რებ­და, წი­ნას­წარ ჰქონ­და მოკ­ვლე­უ­ლი მუ­ზე­უ­მე­ბი ან მუ­სი­კა­ლუ­რი ფონ­დე­ბი, თუ სად უნდა მი­სუ­ლი­ყო და მე­ცხრა­მე­ტე - მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის ჩა­ნა­წე­რე­ბის უნი­კა­ლუ­რი ნი­მუ­შე­ბი აღ­მო­ე­ჩი­ნა. ასე აქვს გა­დარ­ჩე­ნი­ლი და მიკ­ვლე­უ­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ჩვე­ნი სა­გან­ძუ­რი, უძ­ვე­ლე­სი ჩა­ნა­წე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც უცხო­ურ ფონ­დებ­ში ზოგ­ჯერ რუ­სუ­ლი, უკ­რა­ი­ნუ­ლი თუ ყა­ზა­ხუ­რი ფოლკ­ლო­რის ნი­მუ­შე­ბად იყო გა­სა­ღე­ბუ­ლი.

სწო­რედ ეს არა­ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი ჩა­მო­ა­შო­რა მან იმ ჩა­ნა­წე­რებს და მსოფ­ლი­ოს შე­მო­უ­ნა­ხა შე­უ­ფა­სე­ბე­ლი გან­ძი, რა­საც ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა და ფოლკ­ლო­რი ჰქვია. ძა­ლი­ან დიდი გეგ­მე­ბი ჰქონ­და, რო­მე­ლიც ნა­წი­ლობ­რივ სის­რუ­ლე­ში მო­იყ­ვა­ნა და ბევ­რიც გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი დარ­ჩა. ეს უდი­დე­სი და­ნაკ­ლი­სია ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის­თვის. მის მიერ გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა და ღვაწ­ლი ფას­და­უ­დე­ბე­ლია. რაც დრო გავა, ეს ყვე­ლა­ფე­რი მე­ტად გა­მოჩ­ნდე­ბა და შე­ფას­დე­ბა.

მა­მუ­კა ღლონ­ტი, პრო­დი­უ­სე­რი:

- ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლი მა­მა­ჩე­მის მა­მი­დაშ­ვი­ლი და ჩემი ბიძა გახ­ლდათ. მა­მა­ჩე­მი და ან­ზო­რი უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ. მთე­ლი ახალ­გაზ­რდო­ბა ერ­თად აქვთ გა­ტა­რე­ბუ­ლი. ჩვენს ოჯახ­ში ხში­რად მო­დი­ო­და...

ჩვენ რუს­თავ­ში ვცხოვ­რობ­დით და მა­შინ ან­სამ­ბლ "რუს­თავს“ სა­რე­პე­ტი­ციო დარ­ბა­ზი რუს­თავ­ში ჰქონ­და. ესეც კი­დევ ერთი მი­ზე­ზი იყო ჩვე­ნი კი­დევ უფრო სი­ახ­ლო­ვის­თვის. ან­სამ­ბლში ჩემი მე­ო­რე ბი­ძაც ბად­რი თო­ი­ძე (ცოტა ადრე გარ­და­იც­ვა­ლა) მღე­რო­და, დიდი მომ­ღე­რა­ლი იყო და ამ ხალ­ხის ჩვენ­თან სტუმ­რო­ბა ნამ­დვი­ლი ზე­ი­მი იყო. ან­ზო­რი მა­მას და­უ­რე­კავ­და, შენ­თვის კარ­გი ადე­სა მაქვს, მა­მა­ჩემს ადე­სა უყ­ვარ­და და ვიდ­რე მო­ვი­დოდ­ნენ, უნდა გე­ნა­ხათ, რო­გო­რი მო­ლი­დი­ნი ჰქონ­და მა­მას. მო­ვი­დო­და, მო­ი­ტან­და ადე­სას, დას­ხდე­ბოდ­ნენ სხვა ნა­თე­სა­ვებ­თან ერ­თად და დიდი ქე­ი­ფი, ლხი­ნი გა­ჩაღ­დე­ბო­და, იყო სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბი, სიმ­ღე­რა... ან­ზო­რი ძა­ლი­ან თბი­ლი კაცი იყო, ეგე­თი თავ­მდა­ბა­ლი ადა­მი­ა­ნი იშ­ვი­ა­თია...

ქვეყ­ნის­თვის რა საქ­მეც აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, ეს ხომ ცალ­კე სა­კი­თხია...

- რო­დე­საც ას­პა­რეზ­ზე თქვენც გა­მოჩ­ნდით და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა და­ი­წყეთ, რო­გორ გა­ფა­სებ­დათ?

- უხერ­ხუ­ლად არ გა­მო­მი­ვი­დეს, მაგ­რამ მისი შე­ფა­სე­ბა იყო ასე­თი - მე­ტყო­და, ვა­მა­ყობ შე­ნით და გულ­ში თბი­ლად ჩა­მიკ­რავ­და! ხომ ვამ­ბობ, ისე­თი თავ­მდა­ბა­ლი იყო, გა­მო­რი­ცხუ­ლია, მის­გან რამე შე­ნიშ­ვნა მი­მე­ღო... უდი­დე­სი პი­როვ­ნე­ბა და­კარ­გა ქვე­ყა­ნამ. თუ დღეს ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა გვაქვს, ლო­მის წილი მის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­სა და გა­დარ­ჩე­ნა­ში ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვილს მი­უ­ძღვის. მან ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა გა­და­არ­ჩი­ნა!

  • ambebi.ge მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს დიდი ქარ­თვე­ლი მა­მუ­ლიშ­ვი­ლის, ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და უსამ­ძიმ­რებს ოჯახ­სა და ახ­ლობ­ლებს
მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
0

ღმერთმა ნათელში ამყოფოს საქართველოს საამაყო შვილი

tngh
0

უდიდესი ხელოვანი საქართველოს კულტურის დიდი მოამაგე. ვიზიარებ მწუხარებას... უდიდესი დანაკლისია.

ავტორი:

"ერთმა ანზორ ერქომაიშვილმა შეძლო ის, რასაც მთელი ინსტიტუტები ვერ ახერხებენ" - კაცი, რომელიც ქვეყანას დააკლდა

"ერთმა ანზორ ერქომაიშვილმა შეძლო ის, რასაც მთელი ინსტიტუტები ვერ ახერხებენ" - კაცი, რომელიც ქვეყანას დააკლდა

ანსამბლ "რუსთავის“ დამფუძნებელი, ქართული კულტურის მოამაგე, ფოლკლორისტი ანზორ ერქომაიშვილი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის კოვიდ 19-ის დიაგნოზით თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში იყო მოთავსებული, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. სამედიცინო პერსონალის დიდი მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სამწუხაროა, რომ ამ უხილავი მტრის, კორონავირუსის გამო, კიდევ ერთი დიდი ადამიანის ცხოვრება ასე ტრაგიკულად დასრულდა.

ambebi.ge ესაუბრა ქართული კულტურის მოღვაწეებს, რომლებიც გულწრფელ მწუხარებას გამოთქვამენ ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო.

გია ბაღაშვილი, მუსიკისმცოდნე, ფოლკლორისტი:

- უდიდესი ტკივილი და აუნაზღაურებელი დანაკლისია ბატონი ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალება. ის ეპოქალური პიროვნებაა, საუკუნეში ერთხელ რომ იბადება, ისეთი. დაუჯერებელიც კია, იმხელა ღვაწლი მიუძღვის მას, როგორც მრავალმხრივ მოღვაწეს, ქართული კულტურის წინაშე. ერთმა კაცმა შეძლო იმდენი, რასაც მთელი ინსტიტუტები ვერ ახერხებენ.

ქართული ფოლკლორის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, იგი ერთ-ერთი უდიდესი ფიგურაა. იყო სწორუპოვარი ლოტბარი, ქართული ხალხური სიმღერა-გალობის საუკეთესო მცოდნე, საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ექსპერტი მუსიკალურ ხელოვნებაში, ჩვენი სასიქადულო ანსამბლის, "რუსთავის“ დამაარსებელი და ხელმძღვანელი და ის ტრიუმფალური გამარჯვებები, რომელიც ანსამბლ "რუსთავს“ აქვს მოპოვებული მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში, პირველ რიგში, ცხადია, ბატონი ანზორის დამსახურებაა.

მან აღმოაჩინა, მოიპოვა და შეკრიბა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის არქივებში გაბნეული, ქართული ხალხური სიმღერის არაერთი უნიკალური ჩანაწერი, აღზარდა მთელი თაობები ცნობილი ქართველი მომღერლებისა და ლოტბარებისა, შექმნა ანსამბლი "მართვე“ და ათასობით ბავშვი აზიარა ქართული სიმღერა-გალობის მადლს. აღარაფერს ვამბობ მის კვლევებსა და საგამომცემლო საქმიანობაზე, რომელსაც უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს სამეცნიერო თუ შემეცნებითი მიმართულებით.

მინდა უღრმესი მადლობა ვუთხრა ბატონ ანზორს იმ სიამაყით სავსე წლებისთვის, რაც მან მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე გვაჩუქა, გვაჩუქა ჩვენ - ქართველ ხალხს. ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი. მის სახელს დავიწყება არასოდეს უწერია!

თამრიკო ჭოხონელიძე, მუსიკოსი:

- ძალიან დიდი ტრაგედიაა... მისი წასვლით მოამაგეთა პლეადის ერთი დიდი ეტაპი დასრულდა. ბატონი ანზორის გადაცვალება საქართველოსთვის უდიდესი დანაკლისია. საშინელი ტკივილია, რადგანაც მართლა დასრულდა ერთი დიდი ეტაპი ქართული საგანძურის უშურველად მოამაგე ადამიანების და მათი მოღვაწეობის.

მიჭირს მასზე ლაპარაკი, მამაჩემზე მქონდა ზუსტად ასეთი ემოციები, ბატონ ანზორში მამაჩემს ვხედავდი და ადამიანურად ეს ძალიან დიდი შვება იყო. საოცრად თბილი ადამიანი გახლდათ...

ჩვენ გვქონდა ასეთი ტრადიცია, 2 იანვარს მე და ჩემი შვილები აუცილებლად უნდა მივსულიყავით მასთან ოჯახში, თუ მაგვიანდებოდა მისვლა, ღელავდა, მირეკავდა - რატომ იგვიანებო? ეს ტრადიცია წლების განმავლობაში გრძელდებოდა, მაგრამ ამ პანდემიამ ისე შეძლო, რომ წელს მასთან ვერ მივედი, ალბათ, ამას ვერასდროს მოვინელებ. მისი ასაკის მიუხედავად, ენერგიული იყო და კარგად გრძნობდა თავს...

ეს დღეები ლოცვებში გავატარეთ, მისი ჯანმრთელობითვის ვლოცულობდით... დღეს კი საშინელი ტრაგედია მოხდა... ბატონი ანზორის სული შეუერთდა ერისთვის მოამაგე ადამიანების კოჰორტას. ისიც მათთან ერთად, ახლა იქიდან ილოცებს ქართველებისთვის, ჩვენი შვილებითვის და იმისთვის, რომ ქართული სიმღერა არ დაიკარგოს. ქედს ვიხრი მის წინაშე!

გიორგი უშიკიშვილი, ფოლკლორისტი:

- ამ ბოლო პერიოდში ორი ღვაწლმოსილი პიროვნება დაკარგა ქართულმა ფოლკლორმა - ანზორ ექომაიშვილი და თემურ ქევხიშვილი. ძალიან სამწუხარო ამბავია, როდესაც ასეთი ადამიანები ამ ქვეყნიდან მიდიან. ძალიან ვწუხვარ. მათი წასვლა სულ უფრო მძიმეა ქვეყნისთვის და იმ კონკრეტული დარგისთვის, რასაც ისინი ემსახურებოდნენ.

ბავშვობიდან "მართვეში“ ბატონ ანზორთან ვმღეროდი. ბუნებრივია, ვიცნობდი, მქონდა მასთან ურთიერთობა, მრავალი შეხვედრა, მათ შორის, არაერთი მოგზაურობა, გასტროლი უცხოეთში...

ძალიან ვწუხვარ და საქართველოს ვუსამძიმრებ ამ ადამიანის გარდაცვალებას!

გიორგი ბერიძე, ანსამბლ "რუსთავის“ პიარსამსახურის ხელმძღვანელი:

- ბატონი ანზორი ჯერ კიდევ ბავშვობაში, სატელევიზიო გადაცემებით შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, შემდეგ როცა ჟურნალისტი გავხდი და ტელევიზიაში დავიწყე საქმიანობა, მას თვალყურს უკვე ახლოდან ვადევნებდი, რადგანაც ხალხური შემოქმედების რედაქციას ხელმძღვანელობდა...

ანსამბლ "რუსთავთან" ერთად გასტროლზე, ნიდერლანდების სამეფოში, როგორც ჟურნალისტს, ისე მომიწია გამგზავრება, იქიდან ambebi.ge-საც ვაწვდიდი ინფორმაციებს. იმჟამად ბატონი ანზორი უფრო ახლოს გავიცანი - ვხედავდი თითოეულ ბგერას როგორ უფრთხილდებოდა და თავად მომღერლებზე როგორ ზრუნავდა, რომ არ გაციებულიყვნენ, ყოფილიყვნენ ფორმაში, რათა უცხოელი მსმენელის წინაშე სათანადოდ წარმდგარიყვნენ და ღირსეულად წარმოეჩინათ

ქართული ხელოვნება.

გავიდა წლები და მოვხვდი ანსამბლ "რუსთავში“ პრესსამსახურის ხელმძღვანელად. როდესაც მასთან გასაუბრებაზე შევედი, მაშინ უკვე დაივიწყა ჩვენი ძველი ნაცნობობა და მითხრა, - თუ გინდა, საქმე გამოგივიდეს, უნდა გიყვარდეს ქართული სიმღერა და ფოლკლორი! ეს იყო ჩემთვის მთავარი სამოქმედო ფორმულა და დღემდე ესაა ანსამბლ "რუსთავთან“ ურთიერთობის ამოსავალი წერტილი... იყო არაერთი გასტროლი, კონცერტი და თავდავიწყებამდე, ენერგიის ბოლო წვეთამდე რეპეტიციები, რათა კონცერტი ყოფილიყო ისეთი, როგორიც მას სურდა, - უმაღლეს დონეზე გვეჩვენებინა ქართული სიმღერა და კულტურა.

უცხოეთში ყოფნისას, არ გეგონოთ, რომ ქალაქს და ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებდა, წინასწარ ჰქონდა მოკვლეული მუზეუმები ან მუსიკალური ფონდები, თუ სად უნდა მისულიყო და მეცხრამეტე - მეოცე საუკუნის ჩანაწერების უნიკალური ნიმუშები აღმოეჩინა. ასე აქვს გადარჩენილი და მიკვლეული მსოფლიოს მასშტაბით ჩვენი საგანძური, უძველესი ჩანაწერები, რომლებიც უცხოურ ფონდებში ზოგჯერ რუსული, უკრაინული თუ ყაზახური ფოლკლორის ნიმუშებად იყო გასაღებული.

სწორედ ეს არაზუსტი ინფორმაციები ჩამოაშორა მან იმ ჩანაწერებს და მსოფლიოს შემოუნახა შეუფასებელი განძი, რასაც ქართული სიმღერა და ფოლკლორი ჰქვია. ძალიან დიდი გეგმები ჰქონდა, რომელიც ნაწილობრივ სისრულეში მოიყვანა და ბევრიც განუხორციელებელი დარჩა. ეს უდიდესი დანაკლისია ქართული საზოგადოებისა და ხელოვნებისთვის. მის მიერ გაწეული საქმიანობა და ღვაწლი ფასდაუდებელია. რაც დრო გავა, ეს ყველაფერი მეტად გამოჩნდება და შეფასდება.

მამუკა ღლონტი, პროდიუსერი:

- ანზორ ერქომაიშვილი მამაჩემის მამიდაშვილი და ჩემი ბიძა გახლდათ. მამაჩემი და ანზორი უახლოესი ადამიანები იყვნენ. მთელი ახალგაზრდობა ერთად აქვთ გატარებული. ჩვენს ოჯახში ხშირად მოდიოდა...

ჩვენ რუსთავში ვცხოვრობდით და მაშინ ანსამბლ "რუსთავს“ სარეპეტიციო დარბაზი რუსთავში ჰქონდა. ესეც კიდევ ერთი მიზეზი იყო ჩვენი კიდევ უფრო სიახლოვისთვის. ანსამბლში ჩემი მეორე ბიძაც ბადრი თოიძე (ცოტა ადრე გარდაიცვალა) მღეროდა, დიდი მომღერალი იყო და ამ ხალხის ჩვენთან სტუმრობა ნამდვილი ზეიმი იყო. ანზორი მამას დაურეკავდა, შენთვის კარგი ადესა მაქვს, მამაჩემს ადესა უყვარდა და ვიდრე მოვიდოდნენ, უნდა გენახათ, როგორი მოლიდინი ჰქონდა მამას. მოვიდოდა, მოიტანდა ადესას, დასხდებოდნენ სხვა ნათესავებთან ერთად და დიდი ქეიფი, ლხინი გაჩაღდებოდა, იყო სადღეგრძელოები, სიმღერა... ანზორი ძალიან თბილი კაცი იყო, ეგეთი თავმდაბალი ადამიანი იშვიათია...

ქვეყნისთვის რა საქმეც აქვს გაკეთებული, ეს ხომ ცალკე საკითხია...

- როდესაც ასპარეზზე თქვენც გამოჩნდით და შემოქმედებითი საქმიანობა დაიწყეთ, როგორ გაფასებდათ?

- უხერხულად არ გამომივიდეს, მაგრამ მისი შეფასება იყო ასეთი - მეტყოდა, ვამაყობ შენით და გულში თბილად ჩამიკრავდა! ხომ ვამბობ, ისეთი თავმდაბალი იყო, გამორიცხულია, მისგან რამე შენიშვნა მიმეღო... უდიდესი პიროვნება დაკარგა ქვეყანამ. თუ დღეს ქართული სიმღერა გვაქვს, ლომის წილი მის პოპულარიზაციასა და გადარჩენაში ანზორ ერქომაიშვილს მიუძღვის. მან ქართული სიმღერა გადაარჩინა!

  • ambebi.ge მწუხარებას გამოთქვამს დიდი ქართველი მამულიშვილის, ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახსა და ახლობლებს

მეუფე სტეფანემ დედა სოსანა და მორჩილი ნინო მარტვილის დედათა მონასტრიდან გარიცხა - მონაზვნებმა მთელი ღამე წვიმაში, მონასტრის კართან გაატარეს

მოიხსნება თუ არა ე.წ. კომენდანტის საათი - რა რეკომენდაციას გასცემს დაავადებათა კონტროლის ცენტრი?

"ადამიანები, რომლებმაც ეს შეკრება მოაწყეს, ყურადღების ღირსნი არ არიან, ამიტომაც ჩუმად ვარ და ჩუმად ვიქნები" - ვლადიმერ პოზნერი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"