პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი შეცდომების გამო, რაც მეტი დრო გავა, მეტი ახალგაზრდა იტყვის, რომ აფხაზეთი საქართველოა" - როგორ ეხმაურებიან აფხაზები, 19 წლის გოგონას სკანდალურ ვიდეოს
"ჩვენი შეცდომების გამო, რაც მეტი დრო გავა, მეტი ახალგაზრდა იტყვის, რომ აფხაზეთი საქართველოა" - როგორ ეხმაურებიან აფხაზები, 19 წლის გოგონას სკანდალურ ვიდეოს

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში მცხოვ­რე­ბი 19 წლის გო­გო­ნა, ალი­ო­ნა თა­ნია, რო­მელ­მაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ტიკ-ტოკ­ში" გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო, სა­დაც ამ­ბობ­და, რომ "აფხა­ზე­თი სა­ქარ­თვე­ლოა", ე.წ. შსს-ში და­კი­თხვა­ზე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი იმ­ყო­ფე­ბო­და.

"უწყე­ბის" პრეს­მიდვ­ნის ცნო­ბით, "სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა" ამ ვი­დე­ოს ინ­ტერ­ნეტ­ში გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ, "აღ­შფო­თე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან" არა­ერ­თი მი­მარ­თვა მი­ი­ღეს, რის სა­ფუძ­ველ­ზეც ვი­დე­ოს ავ­ტორ­სა და მის მშობ­ლებს და­უ­კავ­შირ­დნენ. ძა­ლი­ან მალე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აფხა­ზი თა­ნი­ას კი­დევ ერთი ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გავ­რცელ­და, სა­დაც ის ბო­დიშს იხ­დის მომ­ხდა­რის გამო და ამ­ბობს, რომ "აფხა­ზე­თი სა­ქარ­თვე­ლო არ არის". ვი­დე­ო­ში ასე­ვე ასა­ხუ­ლია გო­გო­ნა­სა და მისი მშობ­ლე­ბის და­კი­თხვა.

Youtube-ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დეო ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა ე.წ. შს სა­მი­ნის­ტროს ვებ-გვერ­დზე აუტვირ­თეს, რო­მელ­საც 12 400 გა­მომ­წე­რი ჰყავს.

"მე ალი­ო­ნა თა­ნია ვარ. ძა­ლი­ან ვნა­ნობ ვი­დე­ოს ჩა­წე­რა­სა და გავ­რცე­ლე­ბას, რო­მელ­შიც ვამ­ბობ, რომ აფხა­ზე­თი სა­ქარ­თვე­ლოა. ეს ვი­დეო სხვე­ბის თხოვ­ნით ჩავ­წე­რე. ყვე­ლას ბო­დიშს ვუხ­დი, ძა­ლი­ან ვნა­ნობ ჩემს სი­ტყვებს", - ამ­ბობს გო­გო­ნა.

აფხა­ზი "მი­ლი­ცი­ე­ლე­ბის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ და­კი­თხვის ვი­დე­ო­ში გო­გო­ნას მამა აბობს, რომ გა­ო­ცე­ბუ­ლია თა­ვი­სი ქა­ლიშ­ვი­ლის სი­ტყვე­ბით, რად­გან ის "აფხა­ზე­თის სა­მა­მუ­ლო ომში იბ­რძო­და". კი­თხვა­ზე, "მაშ თქვენს გო­გო­ნას რო­გორ შე­ეძ­ლო ასე­თი რა­მის გა­კე­თე­ბა", მა­მა­მი­სი თენ­გიზ თა­ნია პა­სუ­ხობს, რომ წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს, რა­ტომ და რის­თვის გა­ა­კე­თა გო­გო­ნამ ასე­თი რამ".

"ბო­დი­შით ეს ამ­ბა­ვი არ დამ­თავ­რდე­ბა, ვი­დე­ო­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა პირს და­ვი­ბა­რებთ გა­მო­კი­თხვა­ზე", - აცხა­დებს აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კის ე.წ. მი­ლი­ცი­ის უფ­რო­სი.

აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ამ მი­მარ­თვამ დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია. ნა­წი­ლი გო­გო­ნას მკაც­რად დას­ჯას ითხოვს, მე­ო­რე ნა­წი­ლი კი დას­ჯის მომ­ხრე­ებს აგ­რე­სი­ის­თვის აკ­რი­ტი­კებს. არი­ან ისე­თე­ბიც, ვის­თვი­საც მი­უ­ღე­ბე­ლია თი­ნე­ი­ჯერ გო­გო­ნა­ზე კა­დი­რო­ვის მე­თო­დე­ბით ზე­წო­ლა.

"იქ­ნებ ვინ­მე და­ინ­ტე­რეს­დეს, რა­ტომ გა­უჩ­ნდა გო­გო­ნას ამ ვი­დე­ოს ჩა­წე­რის სურ­ვი­ლი, რამ გა­ნა­პი­რო­ბა?! ჩვენს ახალ თა­ო­ბას არ აქვს სამ­შობ­ლოს ჯან­სა­ღი აღ­ქმა და გან­ცდა, რა­შიც ყვე­ლას, უფ­როს­სა და უმ­ცროს თა­ო­ბას მიგ­ვი­ძღვის ბრა­ლი. ალ­ბათ, გა­და­სუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში და ნახა, რომ ისი­ნი ჩვენ­ზე უკეთ არი­ან და პრო­პა­გან­დის მსხვერ­პლი გახ­და. ჩვენ რა გა­ვა­კე­თეთ იმის­თვის, რომ ამ თა­ო­ბას სტა­ბი­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა ჰქო­ნო­და?! არა­ფე­რი... ნარ­კო­მა­ნი­ის, ლო­თო­ბის, ქურ­დო­ბის, ერ­თმა­ნე­თის ხოც­ვის, უშუ­ქო­ბის, უმუ­შევ­რო­ბის, ძა­ლა­დო­ბის, ია­რა­ღის ტრი­ა­ლის მა­გა­ლი­თებს ვუ­ტო­ვებთ. ასე რომ, არ მიკ­ვირს.

ჩვე­ნი შეც­დო­მე­ბის გამო, რაც მეტი დრო გავა, მეტი ახალ­გაზ­რდა იტყვის, რომ აფხა­ზე­თი სა­ქარ­თვე­ლოა, რად­გან არ უნდა ასეთ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა, არ მი­იჩ­ნევს სამ­შობ­ლოდ. მე­ტიც, ბევ­რის­გან მო­ვის­მი­ნე, რო­გორ ვი­ცხოვ­რებ­დით ახლა, დღემ­დე სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი­თო?! ასე რომ, რა­ღა­ცამ უნდა გა­მოგ­ვა­ფხიზ­ლოს, თო­რემ ძა­ლი­ან მალე ის­ტო­რი­ულ პა­რა­დოქ­სებს მი­ვი­ღებთ", - წერს ინ­ტერ­მეტ­მომ­ხა­რე­ბე­ლი ირმა კო­ღო­ნია აფხა­ზე­თის ე.წ. შს სა­მი­ნის­ტროს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლის კო­მე­ნატ­რებ­ში, სა­დაც 19 წლის თა­ნი­ას ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი.

"ეს უკვე და­წყე­ბუ­ლია. ამ გო­გო­ნამ რაც უნდა თქვას, ეს არ არის სა­ში­ში, არც ქვეყ­ნის­თვის და არც არა­ვის­თვის. სა­ში­ში არი­ან ის ძა­ლე­ბი, ვინც ამ გო­გო­ნას და მის­ნა­ი­რებს იყე­ნე­ბენ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის შე­საც­ვლე­ლად. თა­ვად არ ჰყოფ­ნით სი­მა­მა­ცე, რომ ხმა­მაღ­ლა ისა­უბ­რონ, რაც სურთ და რა­საც ფიქ­რო­ბენ. ნუ ჩა­ქოლ­ვათ მის მშობ­ლებს ქვე­ბით, რო­მელ დე­დას ან მა­მას უნდა გამ­ყიდ­ვე­ლი შვი­ლი ჰყავ­დეს?! არც ის მო­მე­წო­ნა, რომ მა­მა­მისს ასე ამარ­თლე­ბი­ნეს თავი, რა უნდა ქნას?! ხომ უნდა იცხოვ­რონ თა­ვი­ანთ სახ­ლში?! ერთი უბ­რა­ლო კა­ცის პი­რის­პირ მაგ­რე­ბი ხართ, არა?! აბა იმ ბო­ბო­ლებს მი­ა­დე­ქით, ვინც ამის პრო­პა­გან­დას ეწე­ვა", - წერს ინგა აშუ­ბა.

"კა­ნო­ნის მთე­ლი სიმ­კაც­რით უნდა და­ი­სა­ჯონ, რომ სხვამ არ გა­ბე­დოს", - წერს კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი ლია ჩი­ქო­ვა­ნი.

"მგო­ნი ოჩამ­ჩი­რე­ლია. ნე­ტავ, რამ­დე­ნი გა­და­უ­ხა­დეს, ან რა ანა­ხეს თბი­ლის­ში ასე­თი, რომ მა­შინ­ვე ყვე­ლა­ფერს ხელი მო­ა­წე­რა?" - კი­თხუ­ლობს კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი ელე­ნა სტე­პა­ნო­ვა.

"ოჩამ­ჩი­რე­ლი ყო­ფი­ლა და სო­ხუმ­ში სწავ­ლობ­და თურ­მე. გა­ლე­ლი რომ იყოს, კი­დევ გა­სა­გე­ბია. ჩვენს უფ­როს თა­ო­ბას 30 წლის წინ ამის­თვის არ უბ­რძო­ლია", - წერს ელე­ნა სმი­რი.

"ტი­რა­ნი კა­დი­რო­ვის კა­ნო­ნებს ვამ­კვიდ­რებთ აფხა­ზეთ­ში, რო­მე­ლიც პუ­ტინს ერ­თგუ­ლე­ბას სა­კუ­თა­რი ხალ­ხის სის­ხლის ფა­სად უმ­ტკი­ცებს?! იმ გო­გო­ნას გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი სახე რომ ვნა­ხე, მივ­ხვდი, არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბით მის­გან, კა­დი­რო­ვის სის­ტე­მას ვნერ­გავთ აფხა­ზეთ­ში?! რას მოგ­ვი­ტანს ეს?! იქ­ნებ ვკი­თხოთ იმ ბავ­შვს, რა­ტომ გა­ავ­რცე­ლა ეს ჩა­ნა­წე­რი, რა გა­აპ­რო­ტეს­ტა ამით, შე­უმ­დგა­რი ქვე­ყა­ნა და სა­ხელ­მწი­ფო ხომ არა?!" - წერს რო­მან ლა­სა­რია.

"ყო­ჩაღ ჩვენს შსს-ს, რომ ასე­თი ოპე­რა­ტი­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა ჰქონ­და. აბა რა, მო­ღა­ლა­ტე დრო­უ­ლად უნდა გა­მოვ­ლინ­დეს და და­ი­სა­ჯოს", - აღ­ნიშ­ნავს კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი ლა­რი­სა ხა­ჯიმ­ბა.

ცნო­ბის­თვის, 2020 წლის 8 დე­კემ­ბერს, გა­ლის რა­ი­ო­ნის მცო­ხოვ­რებ ირაკ­ლი ბე­ბუ­ას, რო­მელ­მაც 2020 წლის 30 სექ­ტემ­ბერს (როცა აფხა­ზუ­რი მხა­რე ე.წ. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და გა­მარ­ჯვე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავ­და) აფხა­ზე­თის დრო­შის დაწ­ვა სცა­და, სო­ხუ­მის "სა­სა­მარ­თლომ" 9-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა.

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით
11

ვერც ვერასოდეს განვითარდებიან. რუსეთს აწყობს ასეთი შავი ლაქები მის მეზობლად და არა მარტო. იქნებიან ასე რუსეთზე დამოკიდებულები და ნელ-ნელა ასიმილირდებიან “დიდ ძმასთან” ან უარეს შემთხვევაში გადაშენდებიან და გაქრებიან როგორც უბიხები. 

ასა
94

აფხაზეთი რუსეთისაა,სოჭიც, "იუჟნაია ოსეტიაც", ოქრო,დენი, საწვავი, ხორბალი,საკვები,საცეცხლი,კალაში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ჩვენი შეცდომების გამო, რაც მეტი დრო გავა, მეტი ახალგაზრდა იტყვის, რომ აფხაზეთი საქართველოა" - როგორ ეხმაურებიან აფხაზები, 19 წლის გოგონას სკანდალურ ვიდეოს

"ჩვენი შეცდომების გამო, რაც მეტი დრო გავა, მეტი ახალგაზრდა იტყვის, რომ აფხაზეთი საქართველოა" - როგორ ეხმაურებიან აფხაზები, 19 წლის გოგონას სკანდალურ ვიდეოს

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები 19 წლის გოგონა, ალიონა თანია, რომელმაც სოციალურ ქსელ "ტიკ-ტოკში" გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამბობდა, რომ "აფხაზეთი საქართველოა", ე.წ. შსს-ში დაკითხვაზე რამდენიმე საათი იმყოფებოდა.

"უწყების" პრესმიდვნის ცნობით, "სამართალდამცველებმა" ამ ვიდეოს ინტერნეტში გამოჩენის შემდეგ, "აღშფოთებული მოქალაქეებისგან" არაერთი მიმართვა მიიღეს, რის საფუძველზეც ვიდეოს ავტორსა და მის მშობლებს დაუკავშირდნენ. ძალიან მალე სოციალურ ქსელში აფხაზი თანიას კიდევ ერთი ვიდეომიმართვა გავრცელდა, სადაც ის ბოდიშს იხდის მომხდარის გამო და ამბობს, რომ "აფხაზეთი საქართველო არ არის". ვიდეოში ასევე ასახულია გოგონასა და მისი მშობლების დაკითხვა.

Youtube-ზე გავრცელებული ვიდეო ადგილობრივებმა ე.წ. შს სამინისტროს ვებ-გვერდზე აუტვირთეს, რომელსაც 12 400 გამომწერი ჰყავს.

"მე ალიონა თანია ვარ. ძალიან ვნანობ ვიდეოს ჩაწერასა და გავრცელებას, რომელშიც ვამბობ, რომ აფხაზეთი საქართველოა. ეს ვიდეო სხვების თხოვნით ჩავწერე. ყველას ბოდიშს ვუხდი, ძალიან ვნანობ ჩემს სიტყვებს", - ამბობს გოგონა.

აფხაზი "მილიციელების" მიერ გავრცელებულ დაკითხვის ვიდეოში გოგონას მამა აბობს, რომ გაოცებულია თავისი ქალიშვილის სიტყვებით, რადგან ის "აფხაზეთის სამამულო ომში იბრძოდა". კითხვაზე, "მაშ თქვენს გოგონას როგორ შეეძლო ასეთი რამის გაკეთება", მამამისი თენგიზ თანია პასუხობს, რომ წარმოდგენა არ აქვს, რატომ და რისთვის გააკეთა გოგონამ ასეთი რამ".

"ბოდიშით ეს ამბავი არ დამთავრდება, ვიდეოში მონაწილე ყველა პირს დავიბარებთ გამოკითხვაზე", - აცხადებს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. მილიციის უფროსი.

აფხაზეთის მოსახლეობაში ამ მიმართვამ დიდი ინტერესი გამოიწვია. ნაწილი გოგონას მკაცრად დასჯას ითხოვს, მეორე ნაწილი კი დასჯის მომხრეებს აგრესიისთვის აკრიტიკებს. არიან ისეთებიც, ვისთვისაც მიუღებელია თინეიჯერ გოგონაზე კადიროვის მეთოდებით ზეწოლა.

"იქნებ ვინმე დაინტერესდეს, რატომ გაუჩნდა გოგონას ამ ვიდეოს ჩაწერის სურვილი, რამ განაპირობა?! ჩვენს ახალ თაობას არ აქვს სამშობლოს ჯანსაღი აღქმა და განცდა, რაშიც ყველას, უფროსსა და უმცროს თაობას მიგვიძღვის ბრალი. ალბათ, გადასული იყო საქართველოში და ნახა, რომ ისინი ჩვენზე უკეთ არიან და პროპაგანდის მსხვერპლი გახდა. ჩვენ რა გავაკეთეთ იმისთვის, რომ ამ თაობას სტაბილური ცხოვრება ჰქონოდა?! არაფერი... ნარკომანიის, ლოთობის, ქურდობის, ერთმანეთის ხოცვის, უშუქობის, უმუშევრობის, ძალადობის, იარაღის ტრიალის მაგალითებს ვუტოვებთ. ასე რომ, არ მიკვირს.

ჩვენი შეცდომების გამო, რაც მეტი დრო გავა, მეტი ახალგაზრდა იტყვის, რომ აფხაზეთი საქართველოა, რადგან არ უნდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება, არ მიიჩნევს სამშობლოდ. მეტიც, ბევრისგან მოვისმინე, როგორ ვიცხოვრებდით ახლა, დღემდე საქართველოს შემადგენლობაში რომ ვყოფილიყავითო?! ასე რომ, რაღაცამ უნდა გამოგვაფხიზლოს, თორემ ძალიან მალე ისტორიულ პარადოქსებს მივიღებთ", - წერს ინტერმეტმომხარებელი ირმა კოღონია აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს სოციალურ ქსელის კომენატრებში, სადაც 19 წლის თანიას ვიდეოჩანაწერია გავრცელებული.

"ეს უკვე დაწყებულია. ამ გოგონამ რაც უნდა თქვას, ეს არ არის საშიში, არც ქვეყნისთვის და არც არავისთვის. საშიში არიან ის ძალები, ვინც ამ გოგონას და მისნაირებს იყენებენ საზოგადოებრივი აზრის შესაცვლელად. თავად არ ჰყოფნით სიმამაცე, რომ ხმამაღლა ისაუბრონ, რაც სურთ და რასაც ფიქრობენ. ნუ ჩაქოლვათ მის მშობლებს ქვებით, რომელ დედას ან მამას უნდა გამყიდველი შვილი ჰყავდეს?! არც ის მომეწონა, რომ მამამისს ასე ამართლებინეს თავი, რა უნდა ქნას?! ხომ უნდა იცხოვრონ თავიანთ სახლში?! ერთი უბრალო კაცის პირისპირ მაგრები ხართ, არა?! აბა იმ ბობოლებს მიადექით, ვინც ამის პროპაგანდას ეწევა", - წერს ინგა აშუბა.

"კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ, რომ სხვამ არ გაბედოს", - წერს კიდევ ერთი ადგილობრივი ლია ჩიქოვანი.

"მგონი ოჩამჩირელია. ნეტავ, რამდენი გადაუხადეს, ან რა ანახეს თბილისში ასეთი, რომ მაშინვე ყველაფერს ხელი მოაწერა?" - კითხულობს კიდევ ერთი ადგილობრივი ელენა სტეპანოვა.

"ოჩამჩირელი ყოფილა და სოხუმში სწავლობდა თურმე. გალელი რომ იყოს, კიდევ გასაგებია. ჩვენს უფროს თაობას 30 წლის წინ ამისთვის არ უბრძოლია", - წერს ელენა სმირი.

"ტირანი კადიროვის კანონებს ვამკვიდრებთ აფხაზეთში, რომელიც პუტინს ერთგულებას საკუთარი ხალხის სისხლის ფასად უმტკიცებს?! იმ გოგონას განადგურებული სახე რომ ვნახე, მივხვდი, არაფრით განსხვავდებით მისგან, კადიროვის სისტემას ვნერგავთ აფხაზეთში?! რას მოგვიტანს ეს?! იქნებ ვკითხოთ იმ ბავშვს, რატომ გაავრცელა ეს ჩანაწერი, რა გააპროტესტა ამით, შეუმდგარი ქვეყანა და სახელმწიფო ხომ არა?!" - წერს რომან ლასარია.

"ყოჩაღ ჩვენს შსს-ს, რომ ასეთი ოპერატიული რეაგირება ჰქონდა. აბა რა, მოღალატე დროულად უნდა გამოვლინდეს და დაისაჯოს", - აღნიშნავს კიდევ ერთი ადგილობრივი ლარისა ხაჯიმბა.

ცნობისთვის, 2020 წლის 8 დეკემბერს, გალის რაიონის მცოხოვრებ ირაკლი ბებუას, რომელმაც 2020 წლის 30 სექტემბერს (როცა აფხაზური მხარე ე.წ. დამოუკიდებლობისა და გამარჯვების დღეს აღნიშნავდა) აფხაზეთის დროშის დაწვა სცადა, სოხუმის "სასამართლომ" 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

შეეშინდა თუ არა ხაბიბს მამის სასჯელის გამეორების - რას წერენ რუსული მედია და აფხაზები UFC-ის ყოფილი ჩემპიონის გაუქმებულ ვიზიტზე

"აფხაზეთი საბოლოოდ გაემიჯნა საქართველოს..." - ბჟანიამ საგარეო პოლიტიკის დოკუმენტიდან "საქართველოსთან დიალოგის" პუნქტი ამოიღო

"ქართული მხრიდან დევნილთა დაბრუნების საკითხი ოდესღაც იდგა, ახლა ეს საკითხი დახურულია" - ასლან ბჟანია