Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ხალხი მისტვენდა...მაგინებდა. თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობდი, უნებლიე შეცდომა არ მაპატიეს" - შოთა არველაძე საბერძნეთთან მატჩის მტკივნეულ მომენტს იხსენებს
"ხალხი მისტვენდა...მაგინებდა. თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობდი, უნებლიე შეცდომა არ მაპატიეს" - შოთა არველაძე საბერძნეთთან მატჩის მტკივნეულ მომენტს იხსენებს

ვე­ტე­რა­ნი ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი შოთა არ­ვე­ლა­ძე თა­ვი­სი კა­რი­ე­რი­დან ემო­ცი­ურ და მტკივ­ნე­ულ მო­მენტს იხ­სე­ნებს. შოთა "ფე­ის­ბუქ­ში" შემ­დეგ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"2005 წლის მარ­ტის ბო­ლოს ნაკ­რებს ორი გა­დამ­წყვე­ტი მატ­ჩი ჰქონ­და, თან ორი­ვე თბი­ლის­ში. ჯერ სა­ბერ­ძნეთ­თან, ოთხი დღის შემ­დეგ, თურ­ქეთ­თან. სა­ბერ­ძნეთ­თან მატ­ჩის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვემ­ზა­დე­ბო­დი. სა­თა­მა­შო პრაქ­ტი­კა არ მქონ­და, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დი იმის­თვის, რომ მარ­ტის ბო­ლოს, ასე თუ ისე, კარგ კონ­დი­ცი­ა­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.

თით­ქმის ორ­თვე­ნა­ხევ­რის უთა­მა­შე­ბე­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ალან ჟი­რეს­მა მა­ინც და­მა­ყე­ნა სას­ტარ­ტო­ში. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად და­ი­წყო, ასა­თი­ა­ნის გო­ლით დავ­წი­ნა­ურ­დით და ძა­ლი­ან ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად ვთა­მა­შობ­დით. ტა­ი­მის ბო­ლოს, ბერ­ძნე­ბის შე­ტე­ვი­სას, ჩვე­ნი სა­ჯა­რი­მო მო­ედ­ნის სი­ახ­ლო­ვეს­თან ბურ­თი უნდა მო­მე­გე­რი­ე­ბი­ნა, მაგ­რამ ბურ­თი ფეხ­ზე ამეჭ­რა და იქვე მდგომ ბერ­ძენ ფეხ­ბურ­თელს მი­უ­გორ­და, ორი წა­მიც და... ბერ­ძნებ­მა ან­გა­რი­ში გა­ა­თა­ნაბ­რეს.

მათი გოლი ჩემს შეც­დო­მას მოჰ­ყვა, ჩვე­ნი გუნ­დი ისე აირ-და­ი­რია, რომ შეს­ვე­ნე­ბამ­დე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნებ­მა კი­დევ ერთხელ გაგ­ვი­ტა­ნეს. ამას ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი - სტა­დი­ონ­ზე მო­სუ­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი მე მლან­ძღავ­და და თა­ნაც რო­გორ... ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ისე ვი­ყა­ვი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი, რომ ვერც მე­ო­რე ტა­ი­მის­თვის მო­ვიკ­რი­ბე ძალა.

ჟი­რეს­მა მე­ო­რე ტა­ი­მის სა­წყის წუ­თებ­ში შემ­ცვა­ლა, როცა მო­ედ­ნი­დან გავ­დი­ო­დი, ხალ­ხი მის­ტვენ­და... უშ­ვე­რად მა­გი­ნებ­და. თა­მა­შის შემ­დეგ, თავს ძა­ლი­ან შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლად ვგრძნობ­დი, უნებ­ლიე შეც­დო­მა არ მა­პა­ტი­ეს. მაგ­რამ, ხალ­ხი ყო­ველ­თვის ლი­დე­რებს ადა­ნა­შა­უ­ლებს და ალ­ბათ, ასეც უნდა იყოს, უბ­რა­ლოდ არა­ვინ და­მინ­დო.

ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლად გა­და­სა­ტა­ნი აღ­მოჩ­ნდა. თურ­ქებ­თან მატ­ჩამ­დე ორი დღით ადრე, ჟი­რეს­მა თა­ვის­თან მიხ­მო... მი­თხრა - გულ­შე­მატ­კივ­რის რე­აქ­ცი­ით ძა­ლი­ან გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ და თურ­ქეთ­თან სა­მატ­ჩო გა­ნა­ცხად­ში სჯობს არ იყოო. მოდი, ჟურ­ნა­ლის­ტებს ვუ­თხრათ, რომ ტრავ­მა გაქ­ვსო. ძა­ლი­ან არ მე­სი­ა­მოვ­ნა ასე­თი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა.

ჟი­რესს ვუ­თხა­რი, რომ ტყუ­ილს არ ვი­ტყო­დი. თა­მა­შის წინა დღეს თბი­ლი­სი­დან წა­მო­ვე­დი და არც და­ვინ­ტე­რე­სე­ბულ­ვარ, რა უთხრა ჟი­რეს­მა ჩემ­ზე ჟურ­ნა­ლის­ტებს. სა­ბერ­ძნეთ­თან წა­გე­ბის შემ­დეგ, თურ­ქეთ­თან 2-5 წა­ვა­გეთ.

წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს ბერ­ძნებ­თან მატჩში, პირ­ვე­ლი ქუ­ლე­ბი მათ­თან უნდა ავი­ღოთ", - წერს შოთა არ­ვე­ლა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
11

ძალიან კარგად, გუშინდელი დღესავით მახსოვს ის მომენტი. "ლოკომოტივის" სტადიონის დასავლეთის ტრიბუნაზე ვიჯექი. საშინელი რეაქცია მოჰყვა იმ მომენტს. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ვაი-გულშემატკივრების დაუნდობლობა ფეხბურთელის მიმართ, თითქმის წესად არის ქცეული. იმედია, ახალგაზრდა გულშემატკივრები უფრო გონიერნი იქნებიან.

დათო
13
რამაზ შენგელიას მერე საქართველოს ასეთი დონის თავდამსხმელი არ ჰყოლია.
რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ხალხი მისტვენდა...მაგინებდა. თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობდი, უნებლიე შეცდომა არ მაპატიეს" - შოთა არველაძე საბერძნეთთან მატჩის მტკივნეულ მომენტს იხსენებს

"ხალხი მისტვენდა...მაგინებდა. თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობდი, უნებლიე შეცდომა არ მაპატიეს" - შოთა არველაძე საბერძნეთთან მატჩის მტკივნეულ მომენტს იხსენებს

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე თავისი კარიერიდან ემოციურ და მტკივნეულ მომენტს იხსენებს. შოთა "ფეისბუქში" შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

"2005 წლის მარტის ბოლოს ნაკრებს ორი გადამწყვეტი მატჩი ჰქონდა, თან ორივე თბილისში. ჯერ საბერძნეთთან, ოთხი დღის შემდეგ, თურქეთთან. საბერძნეთთან მატჩისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდი. სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ მარტის ბოლოს, ასე თუ ისე, კარგ კონდიციაში ვყოფილიყავი.

თითქმის ორთვენახევრის უთამაშებელი ვიყავი, მაგრამ ალან ჟირესმა მაინც დამაყენა სასტარტოში. ყველაფერი კარგად დაიწყო, ასათიანის გოლით დავწინაურდით და ძალიან ორგანიზებულად ვთამაშობდით. ტაიმის ბოლოს, ბერძნების შეტევისას, ჩვენი საჯარიმო მოედნის სიახლოვესთან ბურთი უნდა მომეგერიებინა, მაგრამ ბურთი ფეხზე ამეჭრა და იქვე მდგომ ბერძენ ფეხბურთელს მიუგორდა, ორი წამიც და... ბერძნებმა ანგარიში გაათანაბრეს.

მათი გოლი ჩემს შეცდომას მოჰყვა, ჩვენი გუნდი ისე აირ-დაირია, რომ შესვენებამდე ევროპის ჩემპიონებმა კიდევ ერთხელ გაგვიტანეს. ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი - სტადიონზე მოსული გულშემატკივარი მე მლანძღავდა და თანაც როგორ... ფსიქოლოგიურად ისე ვიყავი განადგურებული, რომ ვერც მეორე ტაიმისთვის მოვიკრიბე ძალა.

ჟირესმა მეორე ტაიმის საწყის წუთებში შემცვალა, როცა მოედნიდან გავდიოდი, ხალხი მისტვენდა... უშვერად მაგინებდა. თამაშის შემდეგ, თავს ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობდი, უნებლიე შეცდომა არ მაპატიეს. მაგრამ, ხალხი ყოველთვის ლიდერებს ადანაშაულებს და ალბათ, ასეც უნდა იყოს, უბრალოდ არავინ დამინდო.

ეს საკმაოდ რთულად გადასატანი აღმოჩნდა. თურქებთან მატჩამდე ორი დღით ადრე, ჟირესმა თავისთან მიხმო... მითხრა - გულშემატკივრის რეაქციით ძალიან გაკვირვებული ვარ და თურქეთთან სამატჩო განაცხადში სჯობს არ იყოო. მოდი, ჟურნალისტებს ვუთხრათ, რომ ტრავმა გაქვსო. ძალიან არ მესიამოვნა ასეთი შემოთავაზება.

ჟირესს ვუთხარი, რომ ტყუილს არ ვიტყოდი. თამაშის წინა დღეს თბილისიდან წამოვედი და არც დავინტერესებულვარ, რა უთხრა ჟირესმა ჩემზე ჟურნალისტებს. საბერძნეთთან წაგების შემდეგ, თურქეთთან 2-5 წავაგეთ.

წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს ბერძნებთან მატჩში, პირველი ქულები მათთან უნდა ავიღოთ", - წერს შოთა არველაძე.