საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმედია "ოცნება" დათმობებზე წავა და ენმ, გააანალიზებს, რომ უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში... ეს ჩიხი რუსეთს ეხმარება" - ამერიკელი სენატორები
"იმედია "ოცნება" დათმობებზე წავა და ენმ, გააანალიზებს, რომ უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში... ეს ჩიხი რუსეთს ეხმარება" - ამერიკელი სენატორები

სა­ქარ­თვე­ლო­ში ოპო­ზი­ცი­ამ და ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა იფიქ­როს, რაზე შე­უძ­ლი­ათ კომ­პრო­მი­სი, რათა ჩი­ხი­დან გა­მო­სა­ვა­ლი მო­ი­ძებ­ნოს. ეს ჩიხი მხო­ლოდ ერთ ქვე­ყა­ნას ეხ­მა­რე­ბა, რუ­სეთს და მის გავ­ლე­ნას; გრძელ­ვა­დი­ა­ნად ეს არაა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კარ­გი, - ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სე­ნა­ტის ევ­რო­პის ქვე­კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, დე­მოკ­რა­ტი სე­ნა­ტო­რი ჯინ შა­ჰი­ნი „ამე­რი­კის ხმის“ ქარ­თულ რე­დაქ­ცი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს.

რო­გორც ჯინ შა­ჰი­ნი ამ­ბობს, სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს ყვე­ლა­ფე­რი რომ მწყობ­რში იყოს, შე­თან­ხმე­ბა უნდა მოხ­დეს.

"მე და სე­ნა­ტო­რი რიში სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მტკი­ცე მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ვართ. თუმ­ცა, ახლა გვსურს ვი­ხი­ლოთ, რომ მმარ­თველ­მა და მთა­ვარ­მა ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტი­ამ მათი გან­სხვა­ვე­ბე­ბი გა­და­ლა­ხონ. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, ჩვე­ნი სა­ელ­ჩო, ევ­რო­კავ­ში­რი და მათი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეც­დე­ბი­ან მხა­რი და­უ­ჭი­რონ ამ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მო­სავ­ლის პოვ­ნას. თუმ­ცა, თა­ვად ქარ­თვე­ლებ­მა უნდა გა­და­წყვი­ტონ, რო­გორ მო­აგ­ვა­რე­ბენ ამას.

რო­გორც მმარ­თვე­ლი პარ­ტია, იმე­დი მაქვს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ითა­ნამ­შრომ­ლებს და მიხ­ვდე­ბა, რომ სა­ჭი­როა დათ­მო­ბებ­ზე წას­ვლა. იმე­დი მაქვს ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია, „ენმ", გა­ა­ა­ნა­ლი­ზებს, რომ ისი­ნი უნდა დაბ­რუნ­დნენ პარ­ლა­მენ­ტში და იფიქ­რე­ბენ იმა­ზე, რა არის მი­სა­ღე­ბი, რათა ამის გა­კე­თე­ბა შეძ­ლონ და უთხრან მხარ­დამ­ჭე­რებს, რომ ვუბ­რუნ­დე­ბით სე­სი­ას, რად­გან ეს არის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ინ­ტე­რეს­ში. და [ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სი] დღეს ყვე­ლა­ფერ­ზე წინ უნდა იდ­გეს. რო­გორც სე­ნა­ტორ­მა რიშ­მა თქვა, თუ ორი­ვე მხა­რე კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად არის ჩარ­თუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში, ისი­ნი მო­ა­ხერ­ხე­ბენ შე­თან­ხმე­ბას. სწო­რედ ამის ხილ­ვა გვსურს ჩვენ და სხვა დე­მოკ­რა­ტი­ებს მსოფ­ლი­ო­ში.​

კი­დევ ერთხელ, პარ­ტი­ე­ბის გა­და­სა­წყვე­ტია თუ რა იქ­ნე­ბა მათ­თვის მი­სა­ღე­ბი. თუმ­ცა ერთი რამ, რაც ჩემი გუ­ბერ­ნა­ტო­რო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბი­დან ვიცი ისაა, რომ როცა მარ­თავ, შენ გე­კის­რე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ყვე­ლა­ფე­რი მწყობ­რში იყოს. და იმის ნა­წი­ლი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს ყვე­ლა­ფე­რი მწყობ­რში იყოს, ხალ­ხის პარ­ლა­მენ­ტში დაბ­რუ­ნე­ბის და შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვაა. მე მეს­მის მი­ზე­ზე­ბი, რად­გან პარ­ლა­მენ­ტის ზო­გი­ერთ წევ­რს ვე­სა­უბ­რე მე­ლი­ას და­კა­ვე­ბა­ზე, თუმ­ცა ეს არ შე­უ­წყობს ხელს კომ­პრო­მი­სის მიღ­წე­ვას, რომ­ლის მხარ­და­ჭე­რაც ოპო­ზი­ცი­ას შე­ეძ­ლე­ბა. ორი­ვე მხა­რემ უნდა იფიქ­როს, რაზე შე­უძ­ლი­ათ კომ­პრო­მი­სი, რათა ამ ჩი­ხი­დან გა­მო­სა­ვა­ლი მო­ი­ძებ­ნოს. ეს ჩიხი მხო­ლოდ ერთ ქვე­ყა­ნას ეხ­მა­რე­ბა, რუ­სეთს და მის გავ­ლე­ნას და გრძელ­ვა­დი­ა­ნად ეს არაა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კარ­გი“, - გა­ნა­ცხა­და სე­ნა­ტორ­მა შა­ჰინ­მა.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში 2020 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის მი­ხედ­ვით რე­ფო­მე­ბის გა­ტა­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა იკ­ვე­თე­ბა.

„ვე­თან­ხმე­ბი სე­ნა­ტორ ჯიმ რიშს, რომ ქარ­თვე­ლებ­მა უნდა გა­და­წყვი­ტონ, რა უნდა იყოს სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მა, რო­მელ­საც ორი­ვე მხა­რე ეთან­ხმე­ბა. ამას შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი თუ ევ­რო­კავ­ში­რი ვერ უკარ­ნა­ხებს სა­ქარ­თვე­ლოს. ეს თა­ვად უნდა გა­და­წყვი­ტონ“, - გა­ნა­ცხა­და ჯინ შა­ჰინ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რის, ნიკა მე­ლი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნას, რო­გორც ჯინ შა­ჰი­ნი ამ­ბობს, „ეს ნამ­დვი­ლად შე­ამ­ცი­რებ­და და­ძა­ბუ­ლო­ბას“.

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სე­ნა­ტის სა­გა­რეო კო­მი­ტე­ტის წამ­ყვა­ნი რეს­პუბ­ლი­კე­ლი წევ­რი, სე­ნა­ტო­რი ჯიმ რიში აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პრობ­ლე­მის წყა­რო­თა ნა­წილს პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით და­კა­ვე­ბულ­თა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა გან­მუხ­ტავ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ სე­ნა­ტო­რი რიში "ამე­რი­კის ხმის" ქარ­თულ რე­დაქ­ცი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს.

კი­თხვა­ზე, რამ­დე­ნად ფიქ­რობთ, რომ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა იქ­ნე­ბა ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც მო­ლა­პა­რა­კე­ბებს პრო­დუქ­ტი­ულს გახ­დი­და და მის­თვის სივ­რცეს შექ­მნი­და, სე­ნა­ტო­რი ასე პა­სუ­ხობს: „ვე­თან­ხმე­ბი ამას, ეს ამ პო­ლი­ტი­კუ­რი და­კა­ვე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში იქ­ნე­ბო­და სა­სარ­გებ­ლო ნა­ბი­ჯი“.

„დე­მოკ­რა­ტი­ა­ში ასე არ ხდე­ბა. თა­ვი­სუ­ფა­ლი ხალ­ხი, ან დე­მოკ­რა­ტი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ხალ­ხი, მთავ­რო­ბის­გან ამას არ მო­ე­ლის. მე არ და­ვი­წყებ იმის ქა­და­გე­ბას, რო­გორ უნდა მოხ­დეს ეს. თუმ­ცა, ვფიქ­რობ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა კარ­გი იქ­ნე­ბო­და და პრობ­ლე­მის წყა­რო­თა ნა­წილს გან­მუხ­ტავ­და“, - გა­ნა­ცხა­და სე­ნა­ტორ­მა რიშ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა კომ­პრო­მი­სის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მა­შინ, როცა რუ­რუ­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ, გა­სუ­ლი წლის შე­თან­ხმე­ბის შემ­დეგ მო­წო­დე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ამის ნაც­ვლად ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რის და­კა­ვე­ბა მოხ­და, სე­ნა­ტო­რი რიში ამ­ბობს, რომ „კომ­პრო­მი­სი ყო­ველ­თვის შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუ ორი რამე გაქვს: მხა­რე­ებს სა­ერ­თო მი­ზა­ნი ამოძ­რა­ვებთ და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად მი­დი­ან წინ. თუ ეს ორი რამ არის, კომ­პრო­მი­სი მიღ­წე­ვა­დია“.

"რო­გორც იცით, მე და სე­ნა­ტო­რი ჯინ შა­ჰი­ნი ად­გილ­ზე კავ­შირ­ში ვართ ჩვენს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, ამე­რი­კის ელჩთან და ისი­ნი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ, რათა ხელი შე­უ­წყონ ამას. ახლა საქ­მე კარ­გად არ მი­დის. ჩემი გზავ­ნი­ლია: და­უბ­რუნ­დით მა­გი­დას, გა­ა­კე­თეთ ეს. ეს სა­ქარ­თვე­ლოს და მსოფ­ლი­ოს ინ­ტე­რეს­შია“, - აცხა­დებს სე­ნა­ტო­რი რიში.

ამას­თან, სე­ნა­ტო­რის გან­ცხა­დე­ბით, როცა მთავ­რო­ბა­ში ხარ, სა­ხე­ლი­სუფ­ლო პარ­ტია ხარ, გაქვს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რომ ყვე­ლა­ფე­რი მწყობ­რში იყოს, თუმ­ცა, მი­სი­ვე თქმით, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ას არ აქვს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

"მთავ­რო­ბა­ში მყოფს ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს. ეს არ ნიშ­ნავს, რომ ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ას არ აქვს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ორი­ვე მხა­რე სა­ჭი­როა. ჩვენ რაც შე­იძ­ლე­ბა ძლი­ე­რად მო­გი­წო­დებთ, რომ სწო­რად მო­იქ­ცეთ. თუ ახლა ამას არ გა­ა­კე­თებთ, მე ძა­ლი­ან მა­ში­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი. თქვენს წი­ნა­შე არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც წინა თა­ო­ბას არ ჰქონ­და. გა­მო­ი­ყე­ნეთ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა - წა­დით წინ, თქვე­ნი შვი­ლე­ბი­სა და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის­თვის, გა­და­ლა­ხეთ ეს. თქვენ ეს შე­გიძ­ლი­ათ, თუმ­ცა ამას სჭირ­დე­ბა მზა­ო­ბა და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა“, - აცხა­დებს სე­ნა­ტო­რი.

რი­შის გან­ცხა­დე­ბით, „მხა­რე­ებ­მა უკან უნდა გა­დად­გან ნა­ბი­ჯი, ჩა­ი­სუნ­თქონ და და­დონ პი­რო­ბა სა­კუ­თარ თავ­თან, რომ სურთ ეს გა­მო­ვი­დეს და ამის­თვის მო­უ­წევთ დათ­მონ და კომ­პრო­მის­ზე წა­ვიდ­ნენ“.

„ვფიქ­რობ ამის გა­კე­თე­ბაა სა­ჭი­რო. თუმ­ცა, ჩვე­ნი მხრი­დან არაა სწო­რი ამა თუ იმ სა­კი­თხზე ჩა­ვე­რი­ოთ გა­რე­დან. ეს მომ­ლა­პა­რა­კე­ბე­ლე­ბის საქ­მეა“, - აცხა­დებს სე­ნა­ტო­რი რიში.​

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოთმინების ფიალა აივსო
108

ისიც თქვით,რა დათმობებზე?ე.ი.ქართველთმკვლელი რურუა უნდა გამოუშვან.მაშ ყველა გამუშვათ,რით არიან რურუაზე ცუდები?არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა!

ბაზი
102

რა დათმობა? გაერკვიეთ, მარტო მოვალეობის მიხდისთვის ნუ აკეთებთ განცხადებას! ყველა პუნქტზე დათმობაზეა ხელისუფლება, მაგრამ სააკაშვილს და მის მიმდევრებს არაფრის გაგონება არ უნდათ ხელახალი არჩევნების გარდა! უსაფუძვლოდ ახალი არჩევნების დანიშვნა რომ საშინელი პრეცენდენტი იქნება, ძნელი მისახვედრია? ყოველი არჩევნების შემდეგ ნებისმიერი უკმაყოფილო პოლიტიკური ძალა ამ პრეცენდენტზე მითითებით ხელახალ არჩევნებს მოითხოვს და რა ვქნათ? ვატაროთ წელიწადში 3 არჩევნები? საკითხი რეალურად მიიტანეთ გულთან და ისე ილაპარაკეთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"იმედია "ოცნება" დათმობებზე წავა და ენმ, გააანალიზებს, რომ უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში... ეს ჩიხი რუსეთს ეხმარება" - ამერიკელი სენატორები

"იმედია "ოცნება" დათმობებზე წავა და ენმ, გააანალიზებს, რომ უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში... ეს ჩიხი რუსეთს ეხმარება" - ამერიკელი სენატორები

საქართველოში ოპოზიციამ და ხელისუფლებამ უნდა იფიქროს, რაზე შეუძლიათ კომპრომისი, რათა ჩიხიდან გამოსავალი მოიძებნოს. ეს ჩიხი მხოლოდ ერთ ქვეყანას ეხმარება, რუსეთს და მის გავლენას; გრძელვადიანად ეს არაა საქართველოსთვის კარგი, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სენატის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში აცხადებს.

როგორც ჯინ შაჰინი ამბობს, საქართველოში დღეს ყველაფერი რომ მწყობრში იყოს, შეთანხმება უნდა მოხდეს.

"მე და სენატორი რიში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მტკიცე მხარდამჭერები ვართ. თუმცა, ახლა გვსურს ვიხილოთ, რომ მმართველმა და მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ მათი განსხვავებები გადალახონ. შეერთებული შტატები, ჩვენი საელჩო, ევროკავშირი და მათი წარმომადგენლები ეცდებიან მხარი დაუჭირონ ამ სიტუაციიდან გამოსავლის პოვნას. თუმცა, თავად ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ მოაგვარებენ ამას.

როგორც მმართველი პარტია, იმედი მაქვს "ქართული ოცნება" ითანამშრომლებს და მიხვდება, რომ საჭიროა დათმობებზე წასვლა. იმედი მაქვს ოპოზიციური პარტია, „ენმ", გააანალიზებს, რომ ისინი უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში და იფიქრებენ იმაზე, რა არის მისაღები, რათა ამის გაკეთება შეძლონ და უთხრან მხარდამჭერებს, რომ ვუბრუნდებით სესიას, რადგან ეს არის ქართველი ხალხის ინტერესში. და [ქართველი ხალხის ინტერესი] დღეს ყველაფერზე წინ უნდა იდგეს. როგორც სენატორმა რიშმა თქვა, თუ ორივე მხარე კეთილსინდისიერად არის ჩართული მოლაპარაკებებში, ისინი მოახერხებენ შეთანხმებას. სწორედ ამის ხილვა გვსურს ჩვენ და სხვა დემოკრატიებს მსოფლიოში.​

კიდევ ერთხელ, პარტიების გადასაწყვეტია თუ რა იქნება მათთვის მისაღები. თუმცა ერთი რამ, რაც ჩემი გუბერნატორობის გამოცდილებიდან ვიცი ისაა, რომ როცა მართავ, შენ გეკისრება პასუხისმგებლობა ყველაფერი მწყობრში იყოს. და იმის ნაწილი, რომ საქართველოში დღეს ყველაფერი მწყობრში იყოს, ხალხის პარლამენტში დაბრუნების და შეთანხმების მიღწევაა. მე მესმის მიზეზები, რადგან პარლამენტის ზოგიერთ წევრს ვესაუბრე მელიას დაკავებაზე, თუმცა ეს არ შეუწყობს ხელს კომპრომისის მიღწევას, რომლის მხარდაჭერაც ოპოზიციას შეეძლება. ორივე მხარემ უნდა იფიქროს, რაზე შეუძლიათ კომპრომისი, რათა ამ ჩიხიდან გამოსავალი მოიძებნოს. ეს ჩიხი მხოლოდ ერთ ქვეყანას ეხმარება, რუსეთს და მის გავლენას და გრძელვადიანად ეს არაა საქართველოსთვის კარგი“, - განაცხადა სენატორმა შაჰინმა.

მისივე განცხადებით, საქართველოში 2020 წელს ჩატარებული არჩევნების მიხედვით რეფომების გატარების აუცილებლობა იკვეთება.

„ვეთანხმები სენატორ ჯიმ რიშს, რომ ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, რა უნდა იყოს საარჩევნო რეფორმა, რომელსაც ორივე მხარე ეთანხმება. ამას შეერთებული შტატები თუ ევროკავშირი ვერ უკარნახებს საქართველოს. ეს თავად უნდა გადაწყვიტონ“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა.

რაც შეეხება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას გათავისუფლების მოთხოვნას, როგორც ჯინ შაჰინი ამბობს, „ეს ნამდვილად შეამცირებდა დაძაბულობას“.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრი, სენატორი ჯიმ რიში აცხადებს, რომ საქართველოში პრობლემის წყაროთა ნაწილს პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა გათავისუფლება განმუხტავდა.

აღნიშნულის შესახებ სენატორი რიში "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში აცხადებს.

კითხვაზე, რამდენად ფიქრობთ, რომ დაკავებულების გათავისუფლება იქნება ნაბიჯი, რომელიც მოლაპარაკებებს პროდუქტიულს გახდიდა და მისთვის სივრცეს შექმნიდა, სენატორი ასე პასუხობს: „ვეთანხმები ამას, ეს ამ პოლიტიკური დაკავებების შემთხვევაში იქნებოდა სასარგებლო ნაბიჯი“.

„დემოკრატიაში ასე არ ხდება. თავისუფალი ხალხი, ან დემოკრატიაში მცხოვრები ხალხი, მთავრობისგან ამას არ მოელის. მე არ დავიწყებ იმის ქადაგებას, როგორ უნდა მოხდეს ეს. თუმცა, ვფიქრობ გათავისუფლება კარგი იქნებოდა და პრობლემის წყაროთა ნაწილს განმუხტავდა“, - განაცხადა სენატორმა რიშმა.

რაც შეეხება კომპრომისის შესაძლებლობას მაშინ, როცა რურუას გათავისუფლების შესახებ, გასული წლის შეთანხმების შემდეგ მოწოდებების მიუხედავად, ამის ნაცვლად ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება მოხდა, სენატორი რიში ამბობს, რომ „კომპრომისი ყოველთვის შესაძლებელია, თუ ორი რამე გაქვს: მხარეებს საერთო მიზანი ამოძრავებთ და კეთილსინდისიერად მიდიან წინ. თუ ეს ორი რამ არის, კომპრომისი მიღწევადია“.

"როგორც იცით, მე და სენატორი ჯინ შაჰინი ადგილზე კავშირში ვართ ჩვენს წარმომადგენლებთან, ამერიკის ელჩთან და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა ხელი შეუწყონ ამას. ახლა საქმე კარგად არ მიდის. ჩემი გზავნილია: დაუბრუნდით მაგიდას, გააკეთეთ ეს. ეს საქართველოს და მსოფლიოს ინტერესშია“, - აცხადებს სენატორი რიში.

ამასთან, სენატორის განცხადებით, როცა მთავრობაში ხარ, სახელისუფლო პარტია ხარ, გაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რომ ყველაფერი მწყობრში იყოს, თუმცა, მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს პასუხისმგებლობა.

"მთავრობაში მყოფს ანგარიშვალდებულება აქვს. ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს პასუხისმგებლობა. ორივე მხარე საჭიროა. ჩვენ რაც შეიძლება ძლიერად მოგიწოდებთ, რომ სწორად მოიქცეთ. თუ ახლა ამას არ გააკეთებთ, მე ძალიან მაშინებს საქართველოს მომავალი. თქვენს წინაშე არის შესაძლებლობა, რომელიც წინა თაობას არ ჰქონდა. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა - წადით წინ, თქვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის, გადალახეთ ეს. თქვენ ეს შეგიძლიათ, თუმცა ამას სჭირდება მზაობა და კეთილსინდისიერება“, - აცხადებს სენატორი.

რიშის განცხადებით, „მხარეებმა უკან უნდა გადადგან ნაბიჯი, ჩაისუნთქონ და დადონ პირობა საკუთარ თავთან, რომ სურთ ეს გამოვიდეს და ამისთვის მოუწევთ დათმონ და კომპრომისზე წავიდნენ“.

„ვფიქრობ ამის გაკეთებაა საჭირო. თუმცა, ჩვენი მხრიდან არაა სწორი ამა თუ იმ საკითხზე ჩავერიოთ გარედან. ეს მომლაპარაკებელების საქმეა“, - აცხადებს სენატორი რიში.​