საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ესპანური მედია თუ ყურადღებას ასე მომაქცევდა, მართლა არ ველოდი" - რას ყვება ჟურნალისტი, რომლის ქომაგობის ვიდეოც ინტერნეტჰიტად იქცა
"ესპანური მედია თუ ყურადღებას ასე მომაქცევდა, მართლა არ ველოდი" - რას ყვება ჟურნალისტი, რომლის ქომაგობის ვიდეოც ინტერნეტჰიტად იქცა

"დი­ნა­მო არე­ნა­ზე“ სა­ქარ­თვე­ლო­სა და ეს­პა­ნე­თის სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბე­ბის თა­მა­შის შემ­დეგ, არა­ერ­თი სტა­ტია და­ი­წე­რა რო­გორც ქარ­თულ, ისე ეს­პა­ნურ პრე­სა­ში. ეს­პა­ნურ­მა გა­მო­ცე­მამ As.com სხვა სტა­ტი­ებ­თან ერ­თად, ვი­დე­ოც გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც აღ­ბეჭ­დი­ლია, თუ რო­გორ ემო­ცი­უ­რად აღ­ნიშ­ნავს ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას გოლს ტრი­ბუ­ნი­დან ერთ-ერთი ქო­მა­გი:

"ეს არის ფეხ­ბურ­თის მა­გია. ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის სრუ­ლი სი­გი­ჟე თა­ვი­სი ქვეყ­ნის გოლ­ზე“, - წერს გა­მო­ცე­მა.

მარ­თა­ლია, მატ­ჩის შე­დეგ­მა ფეხ­ბურ­თის ქარ­თვე­ლი ქო­მა­გე­ბი, ამ­ჯე­რა­დაც იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი და­ტო­ვა, თუმ­ცა ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის თა­მა­შით სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა. მათ შო­რის, სპორ­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ამი­რან შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ეს­პა­ნურ­მა პრე­სამ დღეს სტა­ტი­ე­ბი მი­უ­ძღვნა.

ambebi.ge და­ვუ­კავ­შირ­დით ამი­რანს. მის ხმას გუ­შინ­დელ­მა დღემ თა­ვი­სი კვა­ლი უდა­ოდ და­ა­ტყო, რად­გა­ნაც გო­ლის სი­ხა­რუ­ლით მოგ­ვრი­ლი ემო­ცი­ე­ბი მის­თვის უსა­ზღვროდ ხმა­მა­ღა­ლი შე­ძა­ხი­ლე­ბით გა­მო­ი­ხა­ტა.

ამი­რა­ნი სპორ­ტუ­ლი პორ­ტა­ლის live.ge-ს ჟურ­ნა­ლის­ტია, თუმ­ცა, რო­გორც ამ­ბობს, სხვა­დას­ხვა დროს, სხვა სპორ­ტულ გა­მო­ცე­მებ­შიც მუ­შა­ობ­და.

- გარ­და იმი­სა, რომ გა­მი­ხარ­და, გაკ­ვირ­ვე­ბაც დიდი იყო - არ ვე­ლო­დი და გა­ო­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ვერ ვი­ჯე­რებ­დი იმას, რომ გოლი გა­ვი­და, რომ ეს მო­ა­ხერ­ხეს. ამი­ტომ იყო ეი­ფო­რია. ისე, ასე ხში­რად ხდე­ბა ხოლ­მე. მინ­და, მოვ­თო­კო ემო­ცი­ე­ბი, რად­გან მა­ინც ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ და ამას­თა­ნა­ვე, შე­მა­წუ­ხე­ბე­ლია ჩემი შა­ძა­ხი­ლე­ბი სხვის­თვის, მით უფრო, მე­ტო­ქე გუნ­დის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი კო­ლე­გე­ბის­თვის. თუმ­ცა ყო­ველ ჯერ­ზე მი­ჭირს ემო­ცი­ე­ბის შე­კა­ვე­ბა.

გო­ლის კომ­ბი­ნა­ცია მახ­სოვს ზუს­ტად და შე­ტე­ვა რომ და­ი­წყო, პირ­ვე­ლი წუ­თი­დან­ვე ჩარ­თუ­ლი ვი­ყა­ვი, ვუ­ყუ­რებ­დი. გო­ლის კომ­ბი­ნა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, ვი­თარ­დე­ბო­და ჩემი ემო­ცი­ე­ბიც და მე და ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ ერ­თად და­ვაგ­ვირ­გვი­ნეთ.

- ელო­დით იმას, რაც თქვენს ემო­ცი­ას შემ­დეგ მოჰ­ყვა - ეს­პა­ნეთ­ში თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში თით­ქმის ყვე­ლა სა­იტს და გა­მო­ცე­მას თქვე­ნი ვი­დეო უდევს.

- იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ეს­პა­ნე­თი იყო ჩვე­ნი მე­ტო­ქე, შე­სა­ბა­მი­სად, ეს­პა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც საკ­მა­ოდ იყ­ვნენ ჩა­მო­სუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, როცა ეს­პა­ნურ მე­დი­ა­ში ვი­დეო ვრცელ­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­შიც, ცხა­დია, მოხ­ვდე­ბო­და. თუმ­ცა ეს­პა­ნუ­რი მე­დია თუ ყუ­რა­დღე­ბას ასე მო­მაქ­ცევ­და, მარ­თლა არ ვე­ლო­დი. აქამ­დე ჩემ­ზე ვი­დეო ჩვენს კო­ლე­გებს თუ გა­უვრცე­ლე­ბი­ათ თა­ვი­ანთ "ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე“.

- რო­დე­საც ნა­ხეთ თქვე­ნი თავი ვი­დე­ო­ში, რო­გორ შე­ა­ფა­სეთ?

- ემო­ცი­ე­ბის ცოტა შე­კა­ვე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და. ყო­ვე­ლი გა­ტა­ნი­ლი გო­ლის შემ­დეგ, ასე ხში­რად მით­ქვამს და მი­ფიქ­რია, თუმ­ცა იმ მო­მენ­ტში ძა­ლი­ან რთუ­ლია ემო­ცი­ის შე­კა­ვე­ბა, გა­კონ­ტრო­ლე­ბა. მერე არ მომ­წონს ხოლ­მე სა­კუ­თა­რი ვი­დე­ოს ხილ­ვა, მაგ­რამ აქამ­დე ამას ჯერ ვერ ვუშ­ვე­ლე...

- რო­გორც ჩანს, ფეხ­ბურ­თი უზო­მოდ გიყ­ვართ?

- კი, ბავ­შვო­ბი­დან, ეს ის სფე­როა, რო­მელ­საც ვემ­სა­ხუ­რე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის თა­მა­შის დროს დიდი ემო­ცია მე­უფ­ლე­ბა.

- მატ­ჩის შე­დე­გით რამ­დე­ნად კმა­ყო­ფი­ლი ხართ?

- ახა­ლი მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი გვყავს, გუნდში დე­ბი­უ­ტან­ტი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი არი­ან, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კმა­ყო­ფი­ლი ვარ ამ ორი მატ­ჩით, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა ჩა­ა­ტა­რა. რა თქმა უნდა, კარ­გი იქ­ნე­ბო­და, რომ ბოლო ეპი­ზოდ­ში არ დაგ­ვეშ­ვა შეც­დო­მა, ის­ტო­რი­უ­ლი ქულა მოგ­ვე­პო­ვე­ბი­ნა, თუმ­ცა თუ ამ ეპი­ზოდს არ ვი­გუ­ლის­ხმებთ, ჩვენ­მა გუნ­დმა კარ­გად ითა­მა­შა. ბოლო წლებ­ში ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი თა­მა­ში ჩა­ა­ტა­რა და სა­მო­მავ­ლოდ ასე თუ გაგ­რძელ­დე­ბა, კარ­გი შე­დე­გე­ბი გვექ­ნე­ბა.

- ემო­ცი­ებ­მა ვა­ტყობ, თქვენს ხმა­საც გარ­კვე­უ­ლი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა.

- კი, ნამ­დვი­ლად. ბო­დიშს გიხ­დით, რომ ასე­თი ჩახ­ლე­ჩი­ლი ხმით გე­სა­უბ­რე­ბით.

- ახ­ლობ­ლებ­მა რა გი­თხრეს, შინ რომ მიხ­ვე­დით?

- მიჩ­ვე­უ­ლე­ბი არი­ან. ხში­რად ყო­ფი­ლა ასე­თი შემ­თხვე­ვა ად­რეც...

- რას ეტყვით ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლებს და მა­ყუ­რე­ბელს?

- ფეხ­ბურ­თე­ლებს მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი. ვუ­სურ­ვებ, რომ ასე წარ­მა­ტე­ბით გა­აგ­რძე­ლონ და ცოტა მო­უ­მა­ტონ თა­მაშს და თა­ვი­სი შრო­მით გვა­ნა­ხონ უკვე შე­დე­გი. გულ­შე­მატ­კივ­რებს კი ვუ­სურ­ვებ პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბას­თან ერ­თად, და­უბ­რუნ­დნენ სტა­დი­ონს და უფრო მეტი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გა­უჩ­ნდეს ქარ­თულ ფეხ­ბურთს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოლი გავიდა
68

აუh, ეგ რა მომხდარა :D

გიორგი
18

ასეთი აღგზნებული და ,,ჯილკიანი" ჩვენი ნაკრები ჯერ არ მახსოვს,იყო თავდადებული თამაში, ბრავო ბიჭებო,ბრავო სანიოლ. ასე ითამაშეთ და წარმატებები აუცილებლად მოვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ესპანური მედია თუ ყურადღებას ასე მომაქცევდა, მართლა არ ველოდი" - რას ყვება ჟურნალისტი, რომლის ქომაგობის ვიდეოც ინტერნეტჰიტად იქცა

"ესპანური მედია თუ ყურადღებას ასე მომაქცევდა, მართლა არ ველოდი" - რას ყვება ჟურნალისტი, რომლის ქომაგობის ვიდეოც ინტერნეტჰიტად იქცა

"დინამო არენაზე“ საქართველოსა და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებების თამაშის შემდეგ, არაერთი სტატია დაიწერა როგორც ქართულ, ისე ესპანურ პრესაში. ესპანურმა გამოცემამ As.com სხვა სტატიებთან ერთად, ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ემოციურად აღნიშნავს ხვიჩა კვარაცხელიას გოლს ტრიბუნიდან ერთ-ერთი ქომაგი:

"ეს არის ფეხბურთის მაგია. ქართველი ჟურნალისტის სრული სიგიჟე თავისი ქვეყნის გოლზე“, - წერს გამოცემა.

მართალია, მატჩის შედეგმა ფეხბურთის ქართველი ქომაგები, ამჯერადაც იმედგაცრუებული დატოვა, თუმცა ქართველი ფეხბურთელების თამაშით საზოგადოების დიდი ნაწილი კმაყოფილი დარჩა. მათ შორის, სპორტული ჟურნალისტი ამირან შაიშმელაშვილი, რომელსაც ესპანურმა პრესამ დღეს სტატიები მიუძღვნა.

ambebi.ge დავუკავშირდით ამირანს. მის ხმას გუშინდელმა დღემ თავისი კვალი უდაოდ დაატყო, რადგანაც გოლის სიხარულით მოგვრილი ემოციები მისთვის უსაზღვროდ ხმამაღალი შეძახილებით გამოიხატა.

ამირანი სპორტული პორტალის live.ge-ს ჟურნალისტია, თუმცა, როგორც ამბობს, სხვადასხვა დროს, სხვა სპორტულ გამოცემებშიც მუშაობდა.

- გარდა იმისა, რომ გამიხარდა, გაკვირვებაც დიდი იყო - არ ველოდი და გაოცებული ვიყავი, ვერ ვიჯერებდი იმას, რომ გოლი გავიდა, რომ ეს მოახერხეს. ამიტომ იყო ეიფორია. ისე, ასე ხშირად ხდება ხოლმე. მინდა, მოვთოკო ემოციები, რადგან მაინც ჟურნალისტი ვარ და ამასთანავე, შემაწუხებელია ჩემი შაძახილები სხვისთვის, მით უფრო, მეტოქე გუნდის გულშემატკივარი კოლეგებისთვის. თუმცა ყოველ ჯერზე მიჭირს ემოციების შეკავება.

გოლის კომბინაცია მახსოვს ზუსტად და შეტევა რომ დაიწყო, პირველი წუთიდანვე ჩართული ვიყავი, ვუყურებდი. გოლის კომბინაციის განვითარებასთან ერთად, ვითარდებოდა ჩემი ემოციებიც და მე და ხვიჩა კვარაცხელიამ ერთად დავაგვირგვინეთ.

- ელოდით იმას, რაც თქვენს ემოციას შემდეგ მოჰყვა - ესპანეთში თუ საქართველოში თითქმის ყველა საიტს და გამოცემას თქვენი ვიდეო უდევს.

- იქიდან გამომდინარე, რომ ესპანეთი იყო ჩვენი მეტოქე, შესაბამისად, ესპანელი ჟურნალისტებიც საკმაოდ იყვნენ ჩამოსული. შესაბამისად, როცა ესპანურ მედიაში ვიდეო ვრცელდება, საქართველოშიც, ცხადია, მოხვდებოდა. თუმცა ესპანური მედია თუ ყურადღებას ასე მომაქცევდა, მართლა არ ველოდი. აქამდე ჩემზე ვიდეო ჩვენს კოლეგებს თუ გაუვრცელებიათ თავიანთ "ფეისბუქ-გვერდზე“.

- როდესაც ნახეთ თქვენი თავი ვიდეოში, როგორ შეაფასეთ?

- ემოციების ცოტა შეკავება შეიძლებოდა. ყოველი გატანილი გოლის შემდეგ, ასე ხშირად მითქვამს და მიფიქრია, თუმცა იმ მომენტში ძალიან რთულია ემოციის შეკავება, გაკონტროლება. მერე არ მომწონს ხოლმე საკუთარი ვიდეოს ხილვა, მაგრამ აქამდე ამას ჯერ ვერ ვუშველე...

- როგორც ჩანს, ფეხბურთი უზომოდ გიყვართ?

- კი, ბავშვობიდან, ეს ის სფეროა, რომელსაც ვემსახურები. საქართველოს ნაკრების თამაშის დროს დიდი ემოცია მეუფლება.

- მატჩის შედეგით რამდენად კმაყოფილი ხართ?

- ახალი მთავარი მწვრთნელი გვყავს, გუნდში დებიუტანტი ფეხბურთელები არიან, აქედან გამომდინარე, კმაყოფილი ვარ ამ ორი მატჩით, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ჩაატარა. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ ბოლო ეპიზოდში არ დაგვეშვა შეცდომა, ისტორიული ქულა მოგვეპოვებინა, თუმცა თუ ამ ეპიზოდს არ ვიგულისხმებთ, ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა. ბოლო წლებში ერთ-ერთი გამორჩეული თამაში ჩაატარა და სამომავლოდ ასე თუ გაგრძელდება, კარგი შედეგები გვექნება.

- ემოციებმა ვატყობ, თქვენს ხმასაც გარკვეული ზიანი მიაყენა.

- კი, ნამდვილად. ბოდიშს გიხდით, რომ ასეთი ჩახლეჩილი ხმით გესაუბრებით.

- ახლობლებმა რა გითხრეს, შინ რომ მიხვედით?

- მიჩვეულები არიან. ხშირად ყოფილა ასეთი შემთხვევა ადრეც...

- რას ეტყვით ნაკრების ფეხბურთელებს და მაყურებელს?

- ფეხბურთელებს მადლობას გადავუხდი. ვუსურვებ, რომ ასე წარმატებით გააგრძელონ და ცოტა მოუმატონ თამაშს და თავისი შრომით გვანახონ უკვე შედეგი. გულშემატკივრებს კი ვუსურვებ პანდემიის დასრულებასთან ერთად, დაუბრუნდნენ სტადიონს და უფრო მეტი გულშემატკივარი გაუჩნდეს ქართულ ფეხბურთს.

ბავშვების შერჩეული თილისმა, დისკვალიფიცირებული რუსეთი და გადამუშავებული ელექტრომოწყობილობებისგან დამზადებული მედლები - პანდემიური "ტოკიო - 2020"

ორი ნახევარფინალისტი ცნობილია, თუმცა საუკეთესო ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატს ეთიშება -  სპინაცოლას ცრემლები

როგორია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო ცხოვრება