საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ - ვიმედოვნებთ, მთავრობა, პარლამენტთან ერთად, თამბაქოს კონტროლის კანონის კიდევ უფრო სრულყოფას შეეცდება
„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ - ვიმედოვნებთ, მთავრობა, პარლამენტთან ერთად, თამბაქოს კონტროლის კანონის კიდევ უფრო სრულყოფას შეეცდება

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გილ­ზე, ნე­ბის­მი­ერ და­ხუ­რულ სივ­რცე­ში, ყო­ველ­გვა­რი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბის გა­რე­შე, თამ­ბა­ქოს ნე­ბის­მი­ე­რი პრო­დუქ­ტის მოხ­მა­რე­ბა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა აიკ­რძა­ლოს. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მელ­საც „თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის ალი­ან­სი“ ავ­რცე­ლებს.

29 მარტს თამ­ბა­ქოს­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი ეროვ­ნუ­ლი დღე აღი­ნიშ­ნე­ბა.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ 2017 წლის 17 მა­ი­სი­დან, მას შემ­დეგ, რაც ქვეყ­ნის პარ­ლა­მენ­ტმა, ახა­ლი, გამ­კაც­რე­ბუ­ლი, თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის კა­ნო­ნი მი­ი­ღო, ყო­ვე­ლი ახა­ლი 29 მარ­ტი გან­სა­კუთ­რე­ბულ დატ­ვირ­თვას იძენს.

ამას­თან, ალი­ან­სის ინ­ფო­რამ­ცი­ით, ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უფრო მეტი ნა­წი­ლი ათ­ვით­ცნო­ბი­ე­რებს თამ­ბა­ქოს კვამ­ლის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი სივ­რცის მნიშ­ვნე­ლო­ბას, აღი­ა­რებს, რომ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს და ცდი­ლო­ბენ სა­მუ­და­მოდ უარი თქვან ნი­კო­ტინ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე.

“მსოფ­ლი­ოს სა­ყო­ველ­თაო გაფრ­თხი­ლე­ბამ "მო­წე­ვა კლავს" შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და თამ­ბა­ქოს კლა­სი­კუ­რი ნა­წარ­მი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სი­გა­რე­ტი პო­პუ­ლა­რო­ბას კარ­გავს. თუმ­ცა, თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრია ფარ-ხმალს არ ყრის და ცდი­ლობს ბა­ზა­რი მო­ზარ­დე­ბით და ახალ­გაზ­რდე­ბით გა­ამ­ყა­როს და იმი­სათ­ვის, რომ მო­წე­ვა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი გახ­დნენ, მათ სხვა­დას­ხვა მარ­კე­ტინ­გუ­ლი ხრი­კე­ბით შე­ფუ­თულ, მომ­წამ­ლავ, ახალ ტექ­ნო­ლო­გი­ურ პრო­დუქ­ტებს, ელექტრო­ნულ სი­გა­რეტ­სა და გა­ხუ­რე­ბად თამ­ბა­ქოს სთა­ვა­ზობს. ამას­თან, ინ­დუსტრია აქ­ტი­უ­რად ცდი­ლობს ყვე­ლა ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და­საყ­რდე­ნის პოვ­ნას და შე­სა­ბა­მი­სად მთავ­რო­ბე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის გა­კონ­ტრო­ლე­ბას. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ერთ-ერთი მო­წი­ნა­ვეა, რო­მელ­საც თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ის გავ­ლე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, თამ­ბა­ქოს ჩარ­ჩო კონ­ვენ­ცი­ის მიერ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო ინ­დექ­სი აქვს.

ვი­მე­დოვ­ნებთ, მო­მა­ვა­ლი წლის 29 მარ­ტის­თვის, მთავ­რო­ბა გა­მოწ­ვე­ვად და­ი­სა­ხავს, მო­ი­შო­როს თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ის­გან მარ­თვა­დის იარ­ლი­ყი და პირ­ველ რიგ­ში, პარ­ლა­მენ­ტთან ერ­თად თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის კა­ნო­ნის კი­დევ უფრო სრულ­ყო­ფას შე­ეც­დე­ბა.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გილ­ზე, ნე­ბის­მი­ერ და­ხუ­რულ სივ­რცე­ში, ყო­ველ­გვა­რი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბის გა­რე­შე, თამ­ბა­ქოს ნე­ბის­მი­ე­რი პრო­დუქ­ტის მოხ­მა­რე­ბა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა აიკ­რძა­ლოს. დღე­ი­სათ­ვის მო­წე­ვა დაშ­ვე­ბუ­ლია კა­ზი­ნო­ებ­სა და სლოტკლუ­ბებ­ში, რა­საც თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ამ პარ­ლა­მენ­ტსა და აღ­მას­რუ­ლე­ბელ მთავ­რო­ბა­ში სა­კუ­თა­რი ლო­ბე­ბის დახ­მა­რე­ბით მი­აღ­წია“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა უკვე თით­ქმის სამი წე­ლია, არ­ღვევს „თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის“ შე­სა­ხებ კა­ნო­ნის მე-4 მუხ­ლის მე-6 პუნ­ქტის მო­თხოვ­ნას, 2018 წლის 1 ივ­ნი­სამ­დე მი­ე­ღო მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა „სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში თამ­ბა­ქოს კონ­ტროლ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კის დაც­ვი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ა­ში ჩაბ­მულ პირ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის წე­სის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ“.

„მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დო­კუ­მენ­ტი ყვე­ლა შე­სა­ბა­მის უწყე­ბას­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლია და მთავ­რო­ბას 2018 წლის ივ­ნის­ში მი­ე­წო­და, დღემ­დე არც გა­ნუ­ხი­ლავთ.

ვი­მე­დოვ­ნებთ, ახა­ლი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტი გა­ნაგ­რძობს თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას და მთავ­რო­ბას მო­უ­წო­დებს კა­ნო­ნის დაც­ვას და 2018 წლი­დან დღემ­დე თა­რო­ზე შე­მო­დე­ბუ­ლი ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტის მი­ღე­ბას.

მალე პარ­ლა­მენტს წა­რედ­გი­ნე­ბა ახა­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი ტაქ­სებ­ში მო­წე­ვის აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ. სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ის­მე­ბა სა­კი­თხი მსუ­ბუქ ავ­ტო­მო­ბილ­ში ბავ­შვებ­თან ერ­თად მგზავ­რო­ბი­სას მო­წე­ვის აკ­რძალ­ვის შე­სა­ხე­ბაც.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბით, მო­სახ­ლე­ო­ბის 90%-მდე თა­ნახ­მაა ტაქ­სებ­ში მო­წე­ვა აიკ­რძა­ლოს. ხალ­ხი ირ­ჩევს თამ­ბა­ქოს­გან თა­ვი­სუ­ფალ სივ­რცეს. მთავ­რო­ბაც უნდა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს ხალ­ხის ინ­ტე­რესს და კონ­სტი­ტუ­ცი­ურ უფ­ლე­ბას, იცხოვ­როს ჯან­საღ გა­რე­მო­ში და ხელს არ უნდა უწყობ­დეს მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი პრო­დუქ­ცი­ის მწარ­მო­ებ­ლე­ბის, თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ის „ნა­თელ მო­მა­ვალს". რაც უკვე არა­ერ­თხელ გვით­ქვამს“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ - ვიმედოვნებთ, მთავრობა, პარლამენტთან ერთად, თამბაქოს კონტროლის კანონის კიდევ უფრო სრულყოფას შეეცდება

„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ - ვიმედოვნებთ, მთავრობა, პარლამენტთან ერთად, თამბაქოს კონტროლის კანონის კიდევ უფრო სრულყოფას შეეცდება

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, ნებისმიერ დახურულ სივრცეში, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე, თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის მოხმარება დაუყოვნებლივ უნდა აიკრძალოს. ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ ავრცელებს.

29 მარტს თამბაქოსგან თავისუფალი ეროვნული დღე აღინიშნება.

მათივე ინფორმაციაშია აღნიშნულია, რომ 2017 წლის 17 მაისიდან, მას შემდეგ, რაც ქვეყნის პარლამენტმა, ახალი, გამკაცრებული, თამბაქოს კონტროლის კანონი მიიღო, ყოველი ახალი 29 მარტი განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს.

ამასთან, ალიანსის ინფორამციით, ქართველი საზოგადოების უფრო მეტი ნაწილი ათვითცნობიერებს თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი სივრცის მნიშვნელობას, აღიარებს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს ალტერნატივა არ აქვს და ცდილობენ სამუდამოდ უარი თქვან ნიკოტინდამოკიდებულებაზე.

“მსოფლიოს საყოველთაო გაფრთხილებამ "მოწევა კლავს" შედეგი გამოიღო და თამბაქოს კლასიკური ნაწარმი, ჩვეულებრივი სიგარეტი პოპულარობას კარგავს. თუმცა, თამბაქოს ინდუსტრია ფარ-ხმალს არ ყრის და ცდილობს ბაზარი მოზარდებით და ახალგაზრდებით გაამყაროს და იმისათვის, რომ მოწევაზე დამოკიდებული გახდნენ, მათ სხვადასხვა მარკეტინგული ხრიკებით შეფუთულ, მომწამლავ, ახალ ტექნოლოგიურ პროდუქტებს, ელექტრონულ სიგარეტსა და გახურებად თამბაქოს სთავაზობს. ამასთან, ინდუსტრია აქტიურად ცდილობს ყველა ქვეყნის ხელისუფლებაში დასაყრდენის პოვნას და შესაბამისად მთავრობების საქმიანობის გაკონტროლებას. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ერთ-ერთი მოწინავეა, რომელსაც თამბაქოს ინდუსტრიის გავლენების მიხედვით, თამბაქოს ჩარჩო კონვენციის მიერ მინიჭებული არასახარბიელო ინდექსი აქვს.

ვიმედოვნებთ, მომავალი წლის 29 მარტისთვის, მთავრობა გამოწვევად დაისახავს, მოიშოროს თამბაქოს ინდუსტრიისგან მართვადის იარლიყი და პირველ რიგში, პარლამენტთან ერთად თამბაქოს კონტროლის კანონის კიდევ უფრო სრულყოფას შეეცდება.

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, ნებისმიერ დახურულ სივრცეში, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე, თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის მოხმარება დაუყოვნებლივ უნდა აიკრძალოს. დღეისათვის მოწევა დაშვებულია კაზინოებსა და სლოტკლუბებში, რასაც თამბაქოს ინდუსტრიამ პარლამენტსა და აღმასრულებელ მთავრობაში საკუთარი ლობების დახმარებით მიაღწია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობა უკვე თითქმის სამი წელია, არღვევს „თამბაქოს კონტროლის“ შესახებ კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნას, 2018 წლის 1 ივნისამდე მიეღო მთავრობის დადგენილება „საჯარო დაწესებულებაში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის დაცვისა და სახელმწიფოს თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთან ურთიერთობის წესის დამტკიცების შესახებ“.

„მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი ყველა შესაბამის უწყებასთან შეთანხმებულია და მთავრობას 2018 წლის ივნისში მიეწოდა, დღემდე არც განუხილავთ.

ვიმედოვნებთ, ახალი მოწვევის პარლამენტი განაგრძობს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გაძლიერებას და მთავრობას მოუწოდებს კანონის დაცვას და 2018 წლიდან დღემდე თაროზე შემოდებული ნორმატიული აქტის მიღებას.

მალე პარლამენტს წარედგინება ახალი კანონპროექტი ტაქსებში მოწევის აკრძალვის შესახებ. სავარაუდოდ, დაისმება საკითხი მსუბუქ ავტომობილში ბავშვებთან ერთად მგზავრობისას მოწევის აკრძალვის შესახებაც.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევებით, მოსახლეობის 90%-მდე თანახმაა ტაქსებში მოწევა აიკრძალოს. ხალხი ირჩევს თამბაქოსგან თავისუფალ სივრცეს. მთავრობაც უნდა ემსახურებოდეს ხალხის ინტერესს და კონსტიტუციურ უფლებას, იცხოვროს ჯანსაღ გარემოში და ხელს არ უნდა უწყობდეს მომაკვდინებელი პროდუქციის მწარმოებლების, თამბაქოს ინდუსტრიის „ნათელ მომავალს". რაც უკვე არაერთხელ გვითქვამს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თეგეტა მოტორსმა პირველად საქართველოში ჰიბრიდული ავტომობილებისთვის  Shell-ის ძრავის ზეთები შემოიტანა

ნინო ლომჯარია "ასტრაზენეკას" ვაქცინით საჯაროდ აიცრა

"ჩემი შვილი საღსალამათი, თავისი ფეხით შევიდა გლანდების ოპერაციაზე და იქიდან მკვდარი გამომატანეს" - რა გახდა 13 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი და რატომ ჭიანურდება ექსპერტიზის დასკვნა?