Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"მარინა ბერიძე  გამინაწყენდა... თითიც დამიქნია და პატარა ბიჭო, არ გამაბრაზოო, ეთერიდან შემომითვალა" - რას წერს ბახვა ბრეგვაძე
"მარინა ბერიძე  გამინაწყენდა... თითიც დამიქნია და პატარა ბიჭო, არ გამაბრაზოო, ეთერიდან შემომითვალა" - რას წერს ბახვა ბრეგვაძე

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და მსა­ხი­ო­ბი ბახ­ვა ბრეგ­ვა­ძე მუ­სი­კათმცოდ­ნე მა­რი­ნა ბე­რი­ძის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს. რო­გორც ბახ­ვა წერს, მა­რი­ნა ბე­რი­ძის­გან საყ­ვე­დუ­რი მი­ი­ღო და მას ბო­დიშ­საც უხ­დის, თუმ­ცა საყ­ვე­დუ­რის მი­უ­ღე­ბელ ფორ­მას აპ­რო­ტეს­ტებს:

"გუ­შინ ეკა მა­მა­ლა­ძეს და­ბა­დე­ბის დღე მი­ვუ­ლო­ცეთ პირ­და­პირ ეთერ­ში. ბო­ლოს ვი­დეო გა­ვუშ­ვით, რო­მე­ლიც მარ­თლაც ჩვენს მიერ, ჩვე­ნი გა­და­ცე­მის­თვის იქნა გა­და­ღე­ბუ­ლი ბა­თუმ­ში, თუმ­ცა ამ დუ­ე­ტის იდე­ის ავ­ტო­რი და შემ­ქმნე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა ბე­რი­ძე ყო­ფი­ლა, რო­მე­ლიც გა­მი­ნა­წყენ­და, რომ არ აღ­ვნიშ­ნეთ ეს ამ­ბა­ვი... მარ­თა­ლია, თი­თიც და­მიქ­ნია და პა­ტა­რა ბიჭო, არ გა­მაბ­რა­ზოო, ეთე­რი­დან შე­მო­მით­ვა­ლა... მი­უ­ხე­და­ვად საყ­ვე­დუ­რის ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი ფორ­მი­სა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ჩემ­თვის... რა თქმა უნდა, მა­ინც ბო­დიშს ვუხ­დი მას, რომ ეს არ აღ­ვნიშ­ნე. არ ვი­ცო­დი, თუ არ მახ­სოვ­და, ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს იმ­დენ­ჯერ გა­მორ­ჩე­ნი­ათ ხოლ­მე ჩემი თუ ჩემი გა­და­ცე­მის აღ­ნიშ­ვნა, მაგ­რამ მეს­მის ზოგი ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლად აღიქ­ვამს...

იქ მსხდომ ჩემს მე­გობ­რებ­ზე, ცხა­დია, კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ, არ მინ­და უბ­რა­ლოდ. ასე თქვეს, "გაღ­მე­ლე­ბი" ხომ არ არი­ან და ეს რო­გორ შე­ე­შა­ლა­თო, აი, ეს რო­მე­ლი ნა­პი­რი­დან იყო ნათ­ქვა­მი, მარ­თლა ვერ გა­ვი­გე...

რაც შე­ე­ხე­ბა "ინო­ლას" ვი­ნილს, სრუ­ლი­ად შე­სა­ნიშ­ნავ სი­ურპრიზს გიმ­ზა­დებთ, სა­უ­კე­თე­სო მუ­სი­კო­სე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მარ­თლა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბა გე­ლით წინ. ამ ვი­ნი­ლის შექ­მნის იდეა გი­ორ­გი ცა­გა­რელს ეკუთ­ვნის, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ და იმ მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტამ­დეც უს­მენ­და ინო­ლას, სა­ი­და­ნაც თით­ქოს აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ ყვე­ლამ ეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ავ­ტორ-შემ­სრუ­ლე­ბე­ლი დე­დას ვფი­ცა­ვარ, მეც მა­ნამ­დე ვი­ცო­დი. გე­ნი­ა­ლუ­რად გა­ა­ორ­კესტრა, გე­ნი­ოს­მა ნი­კო­ლოზ რაჭ­ველ­მა... მოკ­ლედ ყვე­ლა­ფე­რი წინ არის. "პა­ტა­რა ბი­ჭებ­საც" გაგ­ვი­გია რა­ღაც და ვი­ღაც, სამ­წუ­ხა­როდ თუ სა­ბედ­ნი­ე­როდ", - წერს ბახ­ვა ბრეგ­ვა­ძე.

პოსტს უამ­რა­ვი კო­მენ­ტა­რი აქვს, სა­დაც ცნო­ბი­ლი თუ უც­ნო­ბი მე­გობ­რე­ბი ტე­ლე­წამ­ყვანს მხარ­და­ჭე­რას უცხა­დე­ბენ.

სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვი­ლი, მომ­ღე­რა­ლი:

"სა­მა­გი­ე­როდ და­ფიქ­სირ­და პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რომ შენ­გან ეწყი­ნათ. მე ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია შენ­ზე რო­გორ უნდა გავ­ბრაზ­დე ან რო­გორ უნდა მა­წყე­ნი­ნო"

თეა სი­ჭი­ნა­ვა, ჟურ­ნა­ლის­ტი:

"ჯერ ისე­დაც ვიცი, რომ ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი ხარ. ხა­ლი­ა­სი­ა­ნი, მომ­ღი­მა­რი და და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბით. თან გვან­ცას ისე უყ­ვარ­ხარ, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია მეც იგი­ვე გრძნო­ბა არ გად­მო­მე­დოს. თუ რამე შე­გე­შა­ლა ან და­გა­ვი­წყდა და ამის აღი­ა­რე­ბა შე­გიძ­ლია, ეს შენ კარგ თვი­სე­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს მხო­ლოდ"

ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძე, მო­დე­ლი:

"სულ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი, ამ სულ­გრძე­ლი ხა­სი­ა­თის გამო"

მა­ნი­კა ასა­თი­ა­ნი, მო­დე­ლი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

"შენ­ზე ღირ­სე­ულ ადა­მი­ანს არ ვიც­ნობ! სა­მარ­თლი­ა­ნი, კე­თი­ლი, ადა­მი­ა­ნო­ბის უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხით! იმ­დე­ნი რა­ღაც მას­წავ­ლე და ისე­თი ბედ­ნი­ე­რე­ბაა შენ­თან მე­გობ­რო­ბა, გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ ხარ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭიც გაქვს - იზი­დავ გარ­შე­მო გე­ნი­ოს ადა­მი­ა­ნებს ყვე­ლას უყ­ვარ­ხარ და ყვე­ლას შენ­თან უნდა. "გაღ­მე­ლო­ბა" არ ვიცი რითი ფას­დე­ბა, მაგ­რამ მი­ხა­რია, რომ სხვა ნა­პირ­ზე ვართ, სა­დაც ღირ­სე­ბა უმაღ­ლეს ხა­რისხშია! ხო, კი­დევ "ინო­ლას" პრო­ექტს მთე­ლი გუ­ლით ვე­ლო­დე­ბით!"

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბუკა
2

რა იყო ქალბატონო მარინა, რამდენი სიკეთე გამოგრჩათ სათქმელად ან სულაც არც არაფერი გითქვამთ განგებ და ვიდეოს არ "მონიშვნა" რა სალაპარაკო გახდა. პირადად არ ვიცნობ ბახვას , მაგრამ წესიერი და კეთილი ადამიანის შთაბეჭდილებას მიტოვებს. მივუტევოთ.

ანი
0

აბა ზოგ ზოგიერთები ისეთი გასალანძღები ყოფილან არასდროს არავის რომ არ ახსენებენ

ავტორი:

"მარინა ბერიძე  გამინაწყენდა... თითიც დამიქნია და პატარა ბიჭო, არ გამაბრაზოო, ეთერიდან შემომითვალა" - რას წერს ბახვა ბრეგვაძე

"მარინა ბერიძე  გამინაწყენდა... თითიც დამიქნია და პატარა ბიჭო, არ გამაბრაზოო, ეთერიდან შემომითვალა" - რას წერს ბახვა ბრეგვაძე

ტელეწამყვანი და მსახიობი ბახვა ბრეგვაძე მუსიკათმცოდნე მარინა ბერიძის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს. როგორც ბახვა წერს, მარინა ბერიძისგან საყვედური მიიღო და მას ბოდიშსაც უხდის, თუმცა საყვედურის მიუღებელ ფორმას აპროტესტებს:

"გუშინ ეკა მამალაძეს დაბადების დღე მივულოცეთ პირდაპირ ეთერში. ბოლოს ვიდეო გავუშვით, რომელიც მართლაც ჩვენს მიერ, ჩვენი გადაცემისთვის იქნა გადაღებული ბათუმში, თუმცა ამ დუეტის იდეის ავტორი და შემქმნელი ქალბატონი მარინა ბერიძე ყოფილა, რომელიც გამინაწყენდა, რომ არ აღვნიშნეთ ეს ამბავი... მართალია, თითიც დამიქნია და პატარა ბიჭო, არ გამაბრაზოო, ეთერიდან შემომითვალა... მიუხედავად საყვედურის ყოვლად მიუღებელი ფორმისა, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის... რა თქმა უნდა, მაინც ბოდიშს ვუხდი მას, რომ ეს არ აღვნიშნე. არ ვიცოდი, თუ არ მახსოვდა, ამას მნიშვნელობა არ აქვს იმდენჯერ გამორჩენიათ ხოლმე ჩემი თუ ჩემი გადაცემის აღნიშვნა, მაგრამ მესმის ზოგი ძალიან მტკივნეულად აღიქვამს...

იქ მსხდომ ჩემს მეგობრებზე, ცხადია, კომენტარს ვერ გავაკეთებ, არ მინდა უბრალოდ. ასე თქვეს, "გაღმელები" ხომ არ არიან და ეს როგორ შეეშალათო, აი, ეს რომელი ნაპირიდან იყო ნათქვამი, მართლა ვერ გავიგე...

რაც შეეხება "ინოლას" ვინილს, სრულიად შესანიშნავ სიურპრიზს გიმზადებთ, საუკეთესო მუსიკოსების მონაწილეობით მართლა წარმოუდგენელი სიამოვნება გელით წინ. ამ ვინილის შექმნის იდეა გიორგი ცაგარელს ეკუთვნის, თქვენ წარმოიდგინეთ და იმ მუსიკალურ პროექტამდეც უსმენდა ინოლას, საიდანაც თითქოს აღმოვაჩინეთ ყველამ ეს არაჩვეულებრივი ავტორ-შემსრულებელი დედას ვფიცავარ, მეც მანამდე ვიცოდი. გენიალურად გააორკესტრა, გენიოსმა ნიკოლოზ რაჭველმა... მოკლედ ყველაფერი წინ არის. "პატარა ბიჭებსაც" გაგვიგია რაღაც და ვიღაც, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ", - წერს ბახვა ბრეგვაძე.

პოსტს უამრავი კომენტარი აქვს, სადაც ცნობილი თუ უცნობი მეგობრები ტელეწამყვანს მხარდაჭერას უცხადებენ.

სტეფანე მღებრიშვილი, მომღერალი:

"სამაგიეროდ დაფიქსირდა პირველი შემთხვევა, რომ შენგან ეწყინათ. მე ვერ წარმომიდგენია შენზე როგორ უნდა გავბრაზდე ან როგორ უნდა მაწყენინო"

თეა სიჭინავა, ჟურნალისტი:

"ჯერ ისედაც ვიცი, რომ ძალიან კარგი ადამიანი ხარ. ხალიასიანი, მომღიმარი და დადებითი ემოციებით. თან გვანცას ისე უყვარხარ, რომ შეუძლებელია მეც იგივე გრძნობა არ გადმომედოს. თუ რამე შეგეშალა ან დაგავიწყდა და ამის აღიარება შეგიძლია, ეს შენ კარგ თვისებაზე მეტყველებს მხოლოდ"

ალექსანდრა პაიჭაძე, მოდელი:

"სულ გამარჯვებული იქნები, ამ სულგრძელი ხასიათის გამო"

მანიკა ასათიანი, მოდელი, ტელეწამყვანი:

"შენზე ღირსეულ ადამიანს არ ვიცნობ! სამართლიანი, კეთილი, ადამიანობის უმაღლესი ხარისხით! იმდენი რაღაც მასწავლე და ისეთი ბედნიერებაა შენთან მეგობრობა, გამორჩეული, რომ ხარ განსაკუთრებული ნიჭიც გაქვს - იზიდავ გარშემო გენიოს ადამიანებს ყველას უყვარხარ და ყველას შენთან უნდა. "გაღმელობა" არ ვიცი რითი ფასდება, მაგრამ მიხარია, რომ სხვა ნაპირზე ვართ, სადაც ღირსება უმაღლეს ხარისხშია! ხო, კიდევ "ინოლას" პროექტს მთელი გულით ველოდებით!"

"რაც საფეხბურთო მოედანზე ვნახეთ, შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ადგილას" - რას წერს ნანა გეეგჭკორი კრისტიან ერიკსენის შემთხვევაზე?

"შეიძლება გამოიწვიოს გაბრუება, თავბრუსხვევა, გონების კარგვა, კომა..." - რას წერს ნარკოლოგი საქართველოში გამოჩენილ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე?

"ურწმუნო თომებისთვის, ვისაც ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლებოდა “ახლობლობის” გარეშე გახარიას ბიზნესომბუდსმენად დანიშვნა" - გია ხუხაშვილი