Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ხელებზე მაკოცა...მითხრა, ჩვენ ერთად დავბერდითო, აბა შენ იცი შენმა ქალობამო, არსად არ წახვიდეო, ქართველები დაგეხმარებიანო“ - დათა ვანიშვილის მეუღლე
"ხელებზე მაკოცა...მითხრა, ჩვენ ერთად დავბერდითო, აბა შენ იცი შენმა ქალობამო, არსად არ წახვიდეო, ქართველები დაგეხმარებიანო“ - დათა ვანიშვილის მეუღლე

გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან მცხოვ­რე­ბი დათა ვა­ნიშ­ვი­ლი 19 მარტს გარ­და­იც­ვა­ლა. მას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. კაცს, რო­მე­ლიც ოკუ­პა­ცი­ის სიმ­ბო­ლოდ იქცა, ხვალ დაკ­რძა­ლა­ვენ. ჟურ­ნა­ლის­ტებს მისი ცოლი, ვა­ლია ვა­ნიშ­ვი­ლი ესა­უბ­რა.

"რო­გორ მე არ დავ­ტო­ვე სახ­ლიო, შენც არ და­ტო­ვოო, არ­სად არ წახ­ვი­დეო. დათა რომ კვდე­ბო­და, ეგრე მი­თხრა, და­მა­ჯი­ნა, ხე­ლებ­ზე მა­კო­ცა და ჩვენ ერ­თად დავ­ბერ­დი­თო, აბა შენ იცი შენ­მა ქა­ლო­ბა­მო, რო­გორც მე არ წა­ვარ­თმე­ვი­ნე სახ­ლი, შენ ისე ქე­ნიო, არ­სად არ წახ­ვი­დეო, ქარ­თვე­ლე­ბი და­გეხ­მა­რე­ბი­ა­ნო“ - ამ­ბობს ვა­ლია ვა­ნიშ­ვი­ლი "მთა­ვარ­თან."

ცნო­ბის­თვის, დათა ვა­ნიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცი­ის შე­დე­გად, მავ­თულხლარ­თებს მიღ­მა დარ­ჩა. მას სა­კუ­თა­რი სახ­ლი არ და­უ­ტო­ვე­ბია. დათა ვა­ნიშ­ვილს არა­ერ­თხელ შეს­თა­ვა­ზეს, რომ ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ე­ღო და იქა­ურ პენ­სი­ას და­უ­ნიშ­ნავ­დნენ, მაგ­რამ ის ვერ ეგუ­ე­ბო­და ოკუ­პა­ცი­ას.

ვა­ნიშ­ვილს მავ­თულხლარ­თე­ბის მე­ო­რე მხრი­დან უწევ­და კო­მუ­ნი­კა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დარ­ჩე­ნილ პი­რებ­თან, მათ შო­რის არა­ერ­თი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტსა და სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან, რომ­ლე­ბიც ად­გილ­ზე სი­ტუ­ა­ცი­ის გა­საც­ნო­ბად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. დათა ვა­ნიშ­ვი­ლი მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცი­ის სიმ­ბო­ლოდ იქცა. სხვა­დას­ხვა დროს დათა ვა­ნიშ­ვილს შეხ­ვდნენ ლეხ კა­ჩინ­სკი, ჯონ მა­კ­კე­ი­ნი, უკ­რა­ი­ნის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი პეტ­რო პო­რო­შენ­კო, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის, ეუ­თოს, გა­ე­რო­სა და სხვა მრა­ვა­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თუ ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და დიპ­ლო­მა­ტე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვერიკო
1

ნათელში იყოს ეს გულიანი კაცი. ფრთამოტეხილ მეუღლეს კი გამძლეობა მისცეს ღმერთმა.

გიორგი
1

სამძიმარი მთელს საქართველოს

ავტორი:

"ხელებზე მაკოცა...მითხრა, ჩვენ ერთად დავბერდითო, აბა შენ იცი შენმა ქალობამო, არსად არ წახვიდეო, ქართველები დაგეხმარებიანო“ - დათა ვანიშვილის მეუღლე

"ხელებზე მაკოცა...მითხრა, ჩვენ ერთად დავბერდითო, აბა შენ იცი შენმა ქალობამო, არსად არ წახვიდეო, ქართველები დაგეხმარებიანო“ - დათა ვანიშვილის მეუღლე

გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა. მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. კაცს, რომელიც ოკუპაციის სიმბოლოდ იქცა, ხვალ დაკრძალავენ. ჟურნალისტებს მისი ცოლი, ვალია ვანიშვილი ესაუბრა.

"როგორ მე არ დავტოვე სახლიო, შენც არ დატოვოო, არსად არ წახვიდეო. დათა რომ კვდებოდა, ეგრე მითხრა, დამაჯინა, ხელებზე მაკოცა და ჩვენ ერთად დავბერდითო, აბა შენ იცი შენმა ქალობამო, როგორც მე არ წავართმევინე სახლი, შენ ისე ქენიო, არსად არ წახვიდეო, ქართველები დაგეხმარებიანო“ - ამბობს ვალია ვანიშვილი "მთავართან."

ცნობისთვის, დათა ვანიშვილი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად, მავთულხლართებს მიღმა დარჩა. მას საკუთარი სახლი არ დაუტოვებია. დათა ვანიშვილს არაერთხელ შესთავაზეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა მიეღო და იქაურ პენსიას დაუნიშნავდნენ, მაგრამ ის ვერ ეგუებოდა ოკუპაციას.

ვანიშვილს მავთულხლართების მეორე მხრიდან უწევდა კომუნიკაცია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილ პირებთან, მათ შორის არაერთი ქვეყნის პრეზიდენტსა და საერთაშორისო მისიის წარმომადგენელთან, რომლებიც ადგილზე სიტუაციის გასაცნობად იმყოფებოდნენ. დათა ვანიშვილი მცოცავი ოკუპაციის სიმბოლოდ იქცა. სხვადასხვა დროს დათა ვანიშვილს შეხვდნენ ლეხ კაჩინსკი, ჯონ მაკკეინი, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ევროპარლამენტის, ეუთოს, გაეროსა და სხვა მრავალი ორგანიზაციის თუ ქვეყნის წარმომადგენლები და დიპლომატები.

"ვითომ მეტადონის პროგრამაში იყო ჩართული და მისი კვალი ოჩამჩირის სკოლებში აღმოაჩინეს" - რას წერენ აფხაზები გალში დაკავებულ ნარკოდამნაშავეებზე?

"ასეთ პირობებში უწევთ გალელებს პენსიების ასაღებად და მედიკამენტების შესაძენად ზუგდიდში გადმოსვლა" - "ფეისბუქზე" უმძიმესი კადრები ვრცელდება

დათა ვანიშვილი საქართველოს ჰიმნის ფონზე დაკრძალეს - ემოციური ფოტორეპორტაჟი ხურვალეთიდან