Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"მეგიმ თქვა, რაღაც ტაბლეტი დამალევინესო... მალავენ რა წამალი იყო და სწორედ ამის გასარკვევად მივედი დღეს კლინიკაში" - გარდაცვლილი ექთნის მეუღლე
"მეგიმ თქვა, რაღაც ტაბლეტი დამალევინესო... მალავენ რა წამალი იყო და სწორედ ამის გასარკვევად მივედი დღეს კლინიკაში" - გარდაცვლილი ექთნის მეუღლე

გარ­დაც­ვლი­ლი ექთ­ნის მეგი ბაქ­რა­ძის მე­უღ­ლე მა­ნუ­ჩარ კო­ბა­ხი­ძე მომ­ხდარ­ში ახალ­ცი­ხის კლი­ნი­კის ექი­მებს ადა­ნა­შა­უ­ლებს. რო­გორც მან ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, მე­დი­კო­სებ­მა შეც­დო­მა და­უშ­ვეს.

ის ასე­ვე ჰყვე­ბა, რომ მის მე­უღ­ლეს გა­ურ­კვე­ვე­ლი მე­დი­კა­მენ­ტი და­ა­ლე­ვი­ნეს და კლი­ნი­კა­ში დღეს სწო­რედ ამის გა­სარ­კვე­ვად მი­ვი­და, რა­საც და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა.

"რომ ჩა­ვე­დი პატ­რო­ნი არა­ვინ არ ჰყავ­და. ერ­თა­დერ­თი ბიჭი ადგა თავ­ზე, სხვა არა­ვინ. ფაქ­ტობ­რი­ვად, მკვდა­რი ჰყავ­დათ. უცო­დი­ნა­რო­ბა გახ­და მი­ზე­ზი. შეც­დო­მა და­უშ­ვეს ექი­მებ­მა. 4 სა­ა­თი წვი­ნათ ტაფ­ჩან­ზე (სა­მე­დი­ცი­ნო მა­გი­და).

წინა დღეს მო­რი­გე იყო ჩემი მე­უღ­ლე, ამო­ვი­და სახ­ლში და თქვა, სა­ღა­მოს ერთი ტაბ­ლე­ტი და­მა­ლე­ვი­ნე­სო, მე­ო­რე უნდა და­ე­ლე­ვი­ნე­ბი­ნათ დი­ლით და უნდა აეც­რათ. არ იცი რა წა­მა­ლი იყო, მა­ლა­ვენ ყვე­ლა. დღეს ამის გა­სარ­კვე­ვად მი­ვე­დი. მე­უღ­ლე მო­მიკ­ლეს და კიდე აქეთ ცუდი სი­ტყვე­ბით მომ­მარ­თეს" - ამ­ბობს მა­ნუ­ჩარ კო­ბა­ხი­ძე.

ასევე დაგაინტერესებთ
21:39 / 19-03-2021

"უზომოდ კეთილი იყო, მის გვერდით ვერ მოიწყენდი... ორი შვილი დარჩა" - რას ჰყვება გარდაცვლილ ექთანზე მეზობელი?

13:20 / 20-03-2021

გარდაცვლილი მედდის მეუღლე კლინიკის თანამშრომლებს დაუპირისპირდა - კადრები ახალციხიდან

15:56 / 20-03-2021

"ვაქცინაცია იყო ნებაყოფლობითი, ძალდატანება არ ყოფილა" - ახალციხის კლინიკის რეანიმატოლოგი მეგი ბაქრაძის მამის განცხადებას პასუხობს

20:09 / 20-03-2021

"ახლა ვგებულობთ, რომ ორი წლის წინ ნაავარიები ყოფილა, საკმაოდ სერიოზულად" - რას ჰყვებიან ახალციხის კლინიკაში მეგი ბაქრაძის შესახებ?

23:10 / 20-03-2021

"მას ჰქონდა ფილტვის ემბოლია... ვინც ანაფილაქსიაზე საუბრობთ, ადამიანებად არ გთვლით" - რას წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი მეგი ბაქრაძეზე

ცნო­ბის­თვის, კო­მა­ში ჩა­ვარ­დნი­ლი ექთა­ნი, მეგი ბაქ­რა­ძე გუ­შინ გარ­და­იც­ვა­ლა. 27 წლის ექთანს „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ სა­ვა­რა­უ­დოდ, გვერ­დი­თი რე­აქ­ცია - ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შოკი და­უ­ფიქ­სირ­და.

გუ­შინ ექთა­ნი თბი­ლის­ში, პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს. მეგი ბაქ­რა­ძეს ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!!!
146

ვაიმე, როგორ მეცოდება ეს განადგურებული კაცი ((((( არაპროფესიონალიზმმა წალეკა ყველა სფერო.

ნ.მ.
0

რა ტკივილია, ღმერთო!

ავტორი:

"მეგიმ თქვა, რაღაც ტაბლეტი დამალევინესო... მალავენ რა წამალი იყო და სწორედ ამის გასარკვევად მივედი დღეს კლინიკაში" - გარდაცვლილი ექთნის მეუღლე

"მეგიმ თქვა, რაღაც ტაბლეტი დამალევინესო... მალავენ რა წამალი იყო და სწორედ ამის გასარკვევად მივედი დღეს კლინიკაში" - გარდაცვლილი ექთნის მეუღლე

გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის მეუღლე მანუჩარ კობახიძე მომხდარში ახალციხის კლინიკის ექიმებს ადანაშაულებს. როგორც მან ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში განაცხადა, მედიკოსებმა შეცდომა დაუშვეს.

ის ასევე ჰყვება, რომ მის მეუღლეს გაურკვეველი მედიკამენტი დაალევინეს და კლინიკაში დღეს სწორედ ამის გასარკვევად მივიდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

"რომ ჩავედი პატრონი არავინ არ ჰყავდა. ერთადერთი ბიჭი ადგა თავზე, სხვა არავინ. ფაქტობრივად, მკვდარი ჰყავდათ. უცოდინარობა გახდა მიზეზი. შეცდომა დაუშვეს ექიმებმა. 4 საათი წვინათ ტაფჩანზე (სამედიცინო მაგიდა).

წინა დღეს მორიგე იყო ჩემი მეუღლე, ამოვიდა სახლში და თქვა, საღამოს ერთი ტაბლეტი დამალევინესო, მეორე უნდა დაელევინებინათ დილით და უნდა აეცრათ. არ იცი რა წამალი იყო, მალავენ ყველა. დღეს ამის გასარკვევად მივედი. მეუღლე მომიკლეს და კიდე აქეთ ცუდი სიტყვებით მომმართეს" - ამბობს მანუჩარ კობახიძე.

ცნობისთვის, კომაში ჩავარდნილი ექთანი, მეგი ბაქრაძე გუშინ გარდაიცვალა. 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი დაუფიქსირდა.

გუშინ ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მეგი ბაქრაძეს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რომ ვაქცინაცია შესაძლოა იყოს საყოველთაო, მაგრამ არა სავალდებულო - "აქ გაუგებრობა არ უნდა იყოს..."

როგორია კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

როგორია კახა კალაძის მდგომარეობა - ექიმი კომენტარს აკეთებს