საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ხომ არ გამოვხატავ აგრესიას?" - ვრცელდება ვიდეოკადრები, გოგი წულაიას საქმიდან
"მე ხომ არ გამოვხატავ აგრესიას?" - ვრცელდება ვიდეოკადრები, გოგი წულაიას საქმიდან

"ტვ პირ­ვე­ლი" პო­ლი­ტი­კოს გოგი წუ­ლა­ი­ას საქ­მე­ში არ­სე­ბულ ვი­დე­ომ­ტკი­ცე­ბუ­ლე­ბას ასა­ჯა­რო­ებს. ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბი­ლი თა­ვად ამ­ბობს, რომ წუ­ლა­ია აგ­რე­სი­უ­ლი არ ყო­ფი­ლა.

გოგი წუ­ლა­ია: მე ხომ არ გა­მოვ­ხა­ტავ აგ­რე­სი­ას?

ა.დ. - არა

გოგი წუ­ლა­ია - მე რომ ძალა მინ­დო­დეს, მე გა­მოვ­ხა­ტავ­დი აგ­რე­სი­ას... აგ­რე­სი­ას შენ გა­მო­ხა­ტავ

ა.დ. - მე ხომ გთხო­ვე არ მო­მე­კა­როთ­ქო?

გოგი წუ­ლა­ია - ბო­დიშს გიხ­დი, სწო­რი ხარ

სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ გოგი წუ­ლა­ი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ზვი­ად შა­რა­ძემ გა­მო­ა­ცხა­და. დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, დაც­ვის მხა­რე მისი 5 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ი­თხოვ­და.

თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლი გოგი წუ­ლა­ია წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს.

წუ­ლა­ი­ას ბრალ­დე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გუ­შინ წა­უ­ყე­ნეს, მას ბრალ­დე­ბა და­უმ­ძიმ­და. წუ­ლა­ი­ას ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 138-ე მხუ­ლით წა­რუდ­გი­ნეს, რაც სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსგავს ქმე­დე­ბას გუ­ლის­ხმობს. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გოგი წუ­ლა­ია ორი დღის წინ და­ა­კა­ვეს. თავ­და­პირ­ვე­ლად, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რაც ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობ­და. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, წუ­ლა­ი­ამ ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ნაც­ნობ ქალ­ზე იძა­ლა­და.

მკითხველის კომენტარები / 59 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაშო ბებო
16

გულისამრევია ეს ყველაფერი. არცერთი არ არის მანდ ანგელოზი, არც ქალი სხვათა შორის.

აბა
1

სავარაუდოდ კომენტარები გასაგები მიზეზების გამო იმის რადიკალურად საწინააღმდეგო იქნება რაც ბასილაშვილის და დოროყაშვილის შემთხვევაში. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"მე ხომ არ გამოვხატავ აგრესიას?" - ვრცელდება ვიდეოკადრები, გოგი წულაიას საქმიდან

"მე ხომ არ გამოვხატავ აგრესიას?" - ვრცელდება ვიდეოკადრები, გოგი წულაიას საქმიდან

"ტვ პირველი" პოლიტიკოს გოგი წულაიას საქმეში არსებულ ვიდეომტკიცებულებას ასაჯაროებს. ვიდეომასალაში დაზარალებულად ცნობილი თავად ამბობს, რომ წულაია აგრესიული არ ყოფილა.

გოგი წულაია: მე ხომ არ გამოვხატავ აგრესიას?

ა.დ. - არა

გოგი წულაია - მე რომ ძალა მინდოდეს, მე გამოვხატავდი აგრესიას... აგრესიას შენ გამოხატავ

ა.დ. - მე ხომ გთხოვე არ მომეკაროთქო?

გოგი წულაია - ბოდიშს გიხდი, სწორი ხარ

სექსუალური ხასიათის ძალადობაში ბრალდებულ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე მისი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.

თავად ბრალდებული გოგი წულაია წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

წულაიას ბრალდება ოფიციალურად გუშინ წაუყენეს, მას ბრალდება დაუმძიმდა. წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მხულით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. სამართალდამცავებმა გოგი წულაია ორი დღის წინ დააკავეს. თავდაპირველად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობდა. შსს-ს ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.

გურჯაანში დაკარგული მამა-შვილი სახლში დაბრუნდა

თბილისში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

რა ვერსიებზე საუბრობენ ბათუმში გარდაცვლილი ქალის და მამაკაცის მეზობლები - ახალი დეტალები