მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ასპირინს შეუძლია შეამციროს კოვიდით ინფიცირებულის მდგომარეობის გართულებისა და გარდაცვალების რისკი - ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევა
ასპირინს შეუძლია შეამციროს კოვიდით ინფიცირებულის მდგომარეობის გართულებისა და გარდაცვალების რისკი - ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევა

ჯორჯ ვა­შინგტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბულ­მა და იაფ­მა წა­მალ­მა, ას­პი­რინ­მა, შე­საძ­ლოა, შე­ამ­ცი­როს კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის შან­სი, ფილ­ტვის ხე­ლოვ­ნუ­რი ვენ­ტი­ლა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბა და შე­ამ­ცი­როს აღ­ნიშ­ნუ­ლი ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის რის­კი. მეც­ნი­ე­რე­ბი ყო­ვე­ლი­ვეს კვლე­ვა­ზე დაყ­რდნო­ბით აცხა­დე­ბენ და აღ­ნიშ­ნულ წა­მალს იმე­დის­მომ­ცემს უწო­დე­ბენ.

სა­უ­ბა­რია ას­პი­რი­ნის ძა­ლი­ან მცი­რე დო­ზა­ზე. მკვლე­ვარ­თა თქმით, ყო­ვე­ლი­ვე სა­ვა­რა­უ­დოდ, იმას უკავ­შირ­დე­ბა რომ პრე­პა­რა­ტი სის­ხლის შე­დე­დე­ბას უშ­ლის ხელს. კვლე­ვის შე­დე­გი გა­მო­აქ­ვეყ­ნეს ჟურ­ნალ­ში Anesthesia & Analgesia.

ზო­გა­დად, ას­პი­რი­ნის მცი­რე დო­ზით მი­ღე­ბას ხში­რად ურ­ჩე­ვენ გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს იმის­თვის, რომ თავი აა­რი­დონ სის­ხლის შე­დე­დე­ბას და თრომ­ბის წარ­მოქ­მნას.

"მი­ზე­ზი, რომ­ლის გა­მოც და­ვი­წყეთ ას­პი­რი­ნის, რო­გორც კო­ვი­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო წამ­ლის შეს­წავ­ლა. ის იყო, რომ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ შემ­დე­გი - კო­ვი­დინ­ფიც­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ თრომ­ბო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი“, - ამ­ბობს CNN-თან ჯორჯ ვა­შინგტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ექი­მი ჯო­ნა­თან ჩოუ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ყო­ვე­ლი­ვეს გამო, მეც­ნი­ე­რებ­მა იფიქ­რეს, რომ შე­საძ­ლოა ან­ტით­რომ­ბო­ცი­ტა­რუ­ლი აგენ­ტი სა­სარ­გებ­ლო ყო­ფი­ლი­ყო:

"ვი­ფიქ­რეთ, რომ ან­ტით­რომ­ბო­ცი­ტა­რუ­ლი აგენ­ტი, ან სის­ხლის გა­მა­თხე­ლე­ბე­ლი, ისე­თი, რო­გო­რიც არის ას­პი­რი­ნი შე­საძ­ლოა, სა­სარ­გებ­ლო აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო კო­ვი­დის წი­ნა­აღ­მდეგ“, - ამ­ბობს ექი­მი.

მკვლე­ვარ­თა ჯგუფ­მა შე­ის­წავ­ლა 412 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა 2020 წლის მარ­ტი­დან ივ­ლი­სამ­დე პე­რი­ოდ­ში. მათი და­ახ­ლო­ე­ბით 24% იღებ­და ას­პი­რინს. მკვლე­ვა­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ ას­პი­რი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა 43%-ით ამ­ცი­რებ­და ფილ­ტვის ხე­ლოვ­ნუ­რი ვენ­ტი­ლა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბას და 47%-ით ამ­ცი­რებ­და გარ­დაც­ვა­ლე­ბის რისკს.

აღ­ნიშ­ნულ პრე­პა­რატ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩა­ტარ­და კი­დევ ერთი კვლე­ვა და შე­დე­გი მსგავ­სი იყო. კვლე­ვა­ში, რო­მე­ლიც ჟურ­ნალ PLOS One-ში გა­მოქ­ვეყ­ნდა, აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ კო­ვიდ ინ­ფი­ცი­რე­ბულ 30 000-ზე მეტ ასა­კო­ვან ადა­მი­ანს. აღ­მოჩ­ნდა, რომ იმ პა­ცი­ენ­ტებ­ში, რომ­ლე­ბიც ას­პი­რინს იღებ­დნენ, ორ­ჯერ ნაკ­ლე­ბი რის­კი არ­სე­ბობ­და გარ­დაც­ვა­ლე­ბის და ვირუ­სის გარ­თუ­ლე­ბის.

შე­ნიშ­ვნა: ექი­მის რე­კო­მენ­და­ცი­ის გა­რე­შე, თვით­ნე­ბუ­რად, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრე­პა­რა­ტის მი­ღე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. სტა­ტი­ა­ში მოყ­ვა­ნი­ლია კვლე­ვე­ბი, ას­პი­რი­ნი ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რა­ტი. ჯერ კი­დევ სა­ჭი­როა სა­კი­თხის და­მა­ტე­ბით შეს­წავ­ლა.

წყა­რო: CNN.com

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
anna
0

ახალი ამბავი. ნებისმიერმა დილეტანტმა იცის ეს რომ ასეა. რავი, კი გვიკიჟინებდნენ, არ მიიღოთ ასპირინიო?! არ დამჭირვებია, თორე მე პირადად ვირუსის შემთხვავაში მაინც ისედაც მივიღებდი...

ლალა
16

1 წლის წინაც ვიცოდიტ ეს მაგრამ ტელევიზიაში არ აცხადებდნენ არასდროს .. არც კოვიდი მქონია არაფერი ელემენტარული წესების დაცვით.. არა ვაკცინას არა პირბადეს!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ასპირინს შეუძლია შეამციროს კოვიდით ინფიცირებულის მდგომარეობის გართულებისა და გარდაცვალების რისკი - ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევა

ასპირინს შეუძლია შეამციროს კოვიდით ინფიცირებულის მდგომარეობის გართულებისა და გარდაცვალების რისკი - ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევა

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერები ამბობენ, რომ ფართოდ გავრცელებულმა და იაფმა წამალმა, ასპირინმა, შესაძლოა, შეამციროს კორონავირუსით ინფიცირებულის მდგომარეობის გაუარესების შანსი, ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის საჭიროება და შეამციროს აღნიშნული ვირუსით გარდაცვალების რისკი. მეცნიერები ყოველივეს კვლევაზე დაყრდნობით აცხადებენ და აღნიშნულ წამალს იმედისმომცემს უწოდებენ.

საუბარია ასპირინის ძალიან მცირე დოზაზე. მკვლევართა თქმით, ყოველივე სავარაუდოდ, იმას უკავშირდება რომ პრეპარატი სისხლის შედედებას უშლის ხელს. კვლევის შედეგი გამოაქვეყნეს ჟურნალში Anesthesia & Analgesia.

ზოგადად, ასპირინის მცირე დოზით მიღებას ხშირად ურჩევენ გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანებს იმისთვის, რომ თავი აარიდონ სისხლის შედედებას და თრომბის წარმოქმნას.

"მიზეზი, რომლის გამოც დავიწყეთ ასპირინის, როგორც კოვიდის საწინააღმდეგო წამლის შესწავლა. ის იყო, რომ აღმოვაჩინეთ შემდეგი - კოვიდინფიცრებულ პაციენტებს აღენიშნებოდათ თრომბოზული გართულებები“, - ამბობს CNN-თან ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი ჯონათან ჩოუ.

მისივე განმარტებით, ყოველივეს გამო, მეცნიერებმა იფიქრეს, რომ შესაძლოა ანტითრომბოციტარული აგენტი სასარგებლო ყოფილიყო:

"ვიფიქრეთ, რომ ანტითრომბოციტარული აგენტი, ან სისხლის გამათხელებელი, ისეთი, როგორიც არის ასპირინი შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩენილიყო კოვიდის წინააღმდეგ“, - ამბობს ექიმი.

მკვლევართა ჯგუფმა შეისწავლა 412 ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა 2020 წლის მარტიდან ივლისამდე პერიოდში. მათი დაახლოებით 24% იღებდა ასპირინს. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ასპირინის გამოყენება 43%-ით ამცირებდა ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის საჭიროებას და 47%-ით ამცირებდა გარდაცვალების რისკს.

აღნიშნულ პრეპარატთან დაკავშირებით ჩატარდა კიდევ ერთი კვლევა და შედეგი მსგავსი იყო. კვლევაში, რომელიც ჟურნალ PLOS One-ში გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ აკვირდებოდნენ კოვიდ ინფიცირებულ 30 000-ზე მეტ ასაკოვან ადამიანს. აღმოჩნდა, რომ იმ პაციენტებში, რომლებიც ასპირინს იღებდნენ, ორჯერ ნაკლები რისკი არსებობდა გარდაცვალების და ვირუსის გართულების.

შენიშვნა: ექიმის რეკომენდაციის გარეშე, თვითნებურად, აღნიშნული პრეპარატის მიღება არ შეიძლება. სტატიაში მოყვანილია კვლევები, ასპირინი ჯერჯერობით არ არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი. ჯერ კიდევ საჭიროა საკითხის დამატებით შესწავლა.

წყარო: CNN.com

სუეცის არხში გიგანტური გემი გაიჭედა, რის გამოც გემების საცობი წარმოიქმნა (+ ფოტოები)

მთიან ყარაბაღში რუსულ ენას ოფიციალური სტატუსი მიენიჭა

პრინცმა ჰარიმ მუშაობა დაიწყო - თანაც ორ სამსახურში: სად დასაქმდა სასექსის ჰერცოგი?