პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიო ბაზარზე შესაფუთი მასალები 40%-ით გაძვირდა - ,,ფასის ზრდის ასახვა ქართულ ბაზარზე გარდაუვალი იქნება“
მსოფლიო ბაზარზე შესაფუთი მასალები 40%-ით გაძვირდა -  ,,ფასის ზრდის ასახვა ქართულ ბაზარზე გარდაუვალი იქნება“

არა­გეგ­მი­უ­რად გაზ­რდი­ლი მო­თხოვ­ნის გამო, მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე შე­სა­ფუ­თი მა­სა­ლე­ბის ფასი 40%-ით გა­ი­ზარ­და.

რო­გორ და რო­დი­დან აი­სა­ხე­ბა ზრდა ქარ­თულ ბა­ზარ­ზე და რამ გა­მო­იწ­ვია მსოფ­ლი­ო­ში ნედ­ლე­უ­ლის ფა­სის მკვეთ­რი ზრდა "ბიზ­ნესპრე­ნი­უს­თან“ შეს­ყიდ­ვე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტმა ისა­უბ­რა.

მა­რი­ამ ქე­მაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ პან­დე­მი­ის დროს მკვეთ­რი კლე­ბის შემ­დეგ, 2021-ში მო­თხოვ­ნა მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და. რის გა­მოც, არა მხო­ლოდ ნედ­ლე­უ­ლი, არა­მედ სა­კონ­ტე­ი­ნე­რო გა­და­ზიდ­ვე­ბის ფას­მაც ან­ტირ­ე­კორ­დის ნიშ­ნუ­ლი გა­და­ლა­ხა.

ექ­სპორ­ტი­ო­რი და იმ­პორ­ტი­ო­რი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით 2019 წელი ნა­ყო­ფი­ე­რი იყო და დიდი იმე­დით, გეგ­მე­ბით შე­ა­ბი­ჯეს 2020-ში, რო­მელ­მაც სრუ­ლე­ბით გან­სხვა­ვე­ბულ რე­ა­ლო­ბა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა მსოფ­ლიო. კო­რო­ნა ვირუ­სის პან­დე­მი­ას მოყ­ვა გეგ­მე­ბის, მო­ლო­დი­ნე­ბის პა­რა­ლი­ზე­ბა. შე­წყვი­ტეს ან შე­ამ­ცი­რეს ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა უდი­დეს­მა მწარ­მო­ე­ბელ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა ყვე­ლა სფე­რო­ში. თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ნი­მა­ლუ­რი მო­თხოვ­ნით ხდე­ბო­და ყვე­ლა სა­წარ­მოო ოპე­რა­ცია გლო­ბა­ლურ მას­შტა­ბებ­ში. 2021 წელ­მა კი ეკო­ნო­მი­კუ­რი პან­დე­მია მოგ­ვი­ტა­ნა - ფა­სე­ბის ზრდა გა­და­ზიდ­ვებ­ზე, ნედ­ლე­ულ­ზე, ასე­ვე ვა­ლუ­ტის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა. ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა კონ­ტი­ნენტზე და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პარტნი­ო­რია ჩი­ნე­თი.

და­ნარ­ჩენ სამ­ყა­როს­თან შე­და­რე­ბით, ყვე­ლა­ზე სწრა­ფად პან­დე­მი­უ­რი ლო­ქ­და­უ­ნი­დან სწო­რედ ეს ქვე­ყა­ნა გა­მო­ვი­და და და­ი­წყო გა­ათ­მა­გე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით ექ­სპორ­ტი ყვე­ლა პრო­დუქ­ტის და ნედ­ლე­უ­ლის, მსოფ­ლი­ოს და­ნარ­ჩენ ქვეყ­ნებ­ში, თუმ­ცა იმ­პორ­ტს და­ახ­ლო­ე­ბით 10/2 თა­ნა­ფარ­დო­ბით ახორ­ცი­ელ­დებ­და. შე­სა­ბა­მი­სად, ჩი­ნეთ­ში სულ რამ­დე­ნი­მე თვე­ში სა­კონ­ტე­ი­ნე­რო დე­ფი­ცი­ტში აღ­მოჩ­ნდა ყვე­ლა გა­დამ­ზი­დი, რა­მაც ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­აძ­ვი­რა ტრან­სპორ­ტი­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა. თუ ჩვე­უ­ლებ­რივ სე­ზონ­ზე ერთი 40-ტო­ნი­ა­ნი კონ­ტე­ი­ნე­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 2500-2700 დო­ლარს შე­ად­გენ­და, 2021 წლის იან­ვარ­ში რე­კორ­დულ უარ­ყო­ფით ნიშ­ნულს 10 000 დო­ლარს მი­აღ­წია. ამას და­ე­მა­ტა ისიც, რომ ზო­გი­ერთ მცი­რე პორ­ტში კონ­ტე­ი­ნე­რე­ბის შეს­ვლა სა­ერ­თოდ შე­წყდა, მათი დე­ფი­ცი­ტის გამო“, - გა­ნა­ცხა­და ქე­მაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, თა­ვად შე­სა­ფუთ ნედ­ლე­ულ­ზე ფა­სის ზრდა, ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის და ცე­ლუ­ლო­ზის ფა­სის მკვეთრმა მა­ტე­ბამ გა­მო­იწ­ვია.

"თუ 2020 წელს ყვე­ლას მწარ­მო­ე­ბელს ჩა­უ­ვარ­და წინ­სწრე­ბით გა­წე­რი­ლი ყვე­ლა გრა­ფი­კი, 2021-ის გა­მოწ­ვე­ვა არა­გეგ­მი­უ­რი მო­თხოვ­ნაა, რა­მაც თა­ვის თა­ვად გა­და­ავ­სო ქარ­ხნე­ბი და დღეს რომ გჭირ­დე­ბო­დეთ პრო­დუქ­ცია, მო­გი­წევთ რიგი, ზოგ­ჯერ რამ­დე­ნი­მე თვი­ა­ნიც კი. შემ­სყიდ­ვე­ლი მხა­რის­თვი­საც ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო ტრა­დი­ცი­უ­ლი გეგ­მის მი­ყო­ლა, რად­გან რო­დის მო­იხ­სნე­ბო­და შე­ზღუდ­ვე­ბი, პა­სუხს ვე­რა­ვინ ამ­ბობ­და. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გავ­ლე­ნა ყვე­ლა ნედ­ლე­ულ­ზე ფა­სის ზრდამ გა­მო­იწ­ვია, გაძ­ვირ­და ბა­რე­ლი ნავ­თო­ბი, შე­სა­ბა­მი­სად ყვე­ლა პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც მზად­დე­ბა ნავ­თობ პრო­დუქ­ტე­ბით, იქ­ნე­ბა ეს სა­ღე­ბა­ვე­ბი, სხვა­დას­ხვა ქი­მია, რბი­ლი და სა­ე­ტი­კე­ტო შე­ფუთ­ვე­ბი თუ სხვა. გაძ­ვირ­და ცე­ლუ­ლო­ზა და შე­სა­ბა­მი­სად მის­გან ნა­წარ­მო­ე­ბი ყვე­ლა ქა­ღალ­დი. რომ ავი­ღოთ სა­შუ­ა­ლო რი­ცხვი ფა­სე­ბის ზრდის, გა­სულ წლებ­თან შე­და­რე­ბით 40% შე­ად­გენს.

ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ბაზ­რი­დან სა­ერ­თოდ გაქ­რნენ მცი­რე მწარ­მო­ებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც უბ­რა­ლოდ გა­ა­კოტ­რა კრი­ზის­მა და მათი წილი მსხვილ­მა მო­თა­მა­შე­ებ­მა ჩაყ­ლა­პეს. ზე­ვით ჩა­მოთ­ვლი­ლი სა­კი­თხე­ბი, ცალ-ცალ­კე ისე­დაც ახა­სი­ა­თებ­და მწარ­მო­ე­ბელ­თა სფე­როს, თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი ნა­წილ­დე­ბო­და სე­ზო­ნე­ბის მი­ხედ­ვით და ერ­თმა­ნეთს არ ეკ­ვე­თე­ბო­და. ახლა სა­ხე­ზე გვაქვს მა­ღა­ლი მო­თხოვ­ნა და დე­ფი­ცი­ტუ­რი მი­წო­დე­ბა, რიგ სა­ხე­ო­ბებ­ზე და­ბა­ლი შე­სას­ყი­დი რა­ო­დე­ნო­ბა და გაზ­რდი­ლი ერ­თე­უ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, დარ­ღვე­უ­ლი გეგ­მა-გრა­ფი­კე­ბი, სა­ხე­ზე გვაქვს კრი­ტი­კუ­ლი ზრდა ტრან­სპორ­ტი­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის, სა­ხე­ზე გვაქვს მო­ნო­პო­ლი­უ­რი მსხვი­ლი მო­თა­მა­შე­ე­ბი და მსოფ­ლი­ოს ბზარ­ზე გაზ­რდი­ლი ნედ­ლე­უ­ლის ფასი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჯამ­ში პრო­დუქ­ცი­ა­ზე ფა­სე­ბის ზრდას იწ­ვევს“- გა­ნა­ცხა­და მა­რი­ამ ქე­მაშ­ვილ­მა "ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­თან“.

https://www.bpn.ge

ავტორი:

მსოფლიო ბაზარზე შესაფუთი მასალები 40%-ით გაძვირდა - ,,ფასის ზრდის ასახვა ქართულ ბაზარზე გარდაუვალი იქნება“

მსოფლიო ბაზარზე შესაფუთი მასალები 40%-ით გაძვირდა -  ,,ფასის ზრდის ასახვა ქართულ ბაზარზე გარდაუვალი იქნება“

არაგეგმიურად გაზრდილი მოთხოვნის გამო, მსოფლიო ბაზარზე შესაფუთი მასალების ფასი 40%-ით გაიზარდა.

როგორ და როდიდან აისახება ზრდა ქართულ ბაზარზე და რამ გამოიწვია მსოფლიოში ნედლეულის ფასის მკვეთრი ზრდა ,,ბიზნესპრენიუსთან“ შესყიდვების სპეციალისტმა ისაუბრა.

მარიამ ქემაშვილი ამბობს, რომ პანდემიის დროს მკვეთრი კლების შემდეგ, 2021-ში მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. რის გამოც, არა მხოლოდ ნედლეული, არამედ საკონტეინერო გადაზიდვების ფასმაც ანტირეკორდის ნიშნული გადალახა.

ექსპორტიორი და იმპორტიორი კომპანიებისთვის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით 2019 წელი ნაყოფიერი იყო და დიდი იმედით, გეგმებით შეაბიჯეს 2020-ში, რომელმაც სრულებით განსხვავებულ რეალობაში აღმოაჩინა მსოფლიო. კორონა ვირუსის პანდემიას მოყვა გეგმების, მოლოდინების პარალიზება. შეწყვიტეს ან შეამცირეს ეკონომიკური საქმიანობა უდიდესმა მწარმოებელმა კომპანიებმა ყველა სფეროში. თვეების განმავლობაში მინიმალური მოთხოვნით ხდებოდა ყველა საწარმოო ოპერაცია გლობალურ მასშტაბებში. 2021 წელმა კი ეკონომიკური პანდემია მოგვიტანა - ფასების ზრდა გადაზიდვებზე, ნედლეულზე, ასევე ვალუტის გაუფასურება. ქართული კომპანიების პარტნიორები არიან მსოფლიოს ყველა კონტინენტზე და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პარტნიორია ჩინეთი.

დანარჩენ სამყაროსთან შედარებით, ყველაზე სწრაფად პანდემიური ლოქდაუნიდან სწორედ ეს ქვეყანა გამოვიდა და დაიწყო გაათმაგებული რაოდენობით ექსპორტი ყველა პროდუქტის და ნედლეულის, მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში, თუმცა იმპორტს დაახლოებით 10/2 თანაფარდობით ახორციელდებდა. შესაბამისად, ჩინეთში სულ რამდენიმე თვეში საკონტეინერო დეფიციტში აღმოჩნდა ყველა გადამზიდი, რამაც ავტომატურად გააძვირა ტრანსპორტირების ღირებულება. თუ ჩვეულებრივ სეზონზე ერთი 40-ტონიანი კონტეინერი ღირებულება 2500-2700 დოლარს შეადგენდა, 2021 წლის იანვარში რეკორდულ უარყოფით ნიშნულს 10 000 დოლარს მიაღწია. ამას დაემატა ისიც, რომ ზოგიერთ მცირე პორტში კონტეინერების შესვლა საერთოდ შეწყდა, მათი დეფიციტის გამო“, - განაცხადა ქემაშვილმა.

მისივე თქმით, თავად შესაფუთ ნედლეულზე ფასის ზრდა, ნავთობპროდუქტების და ცელულოზის ფასის მკვეთრმა მატებამ გამოიწვია.

,,თუ 2020 წელს ყველას მწარმოებელს ჩაუვარდა წინსწრებით გაწერილი ყველა გრაფიკი, 2021-ის გამოწვევა არაგეგმიური მოთხოვნაა, რამაც თავის თავად გადაავსო ქარხნები და დღეს რომ გჭირდებოდეთ პროდუქცია, მოგიწევთ რიგი, ზოგჯერ რამდენიმე თვიანიც კი. შემსყიდველი მხარისთვისაც ძალიან რთული იყო ტრადიციული გეგმის მიყოლა, რადგან როდის მოიხსნებოდა შეზღუდვები, პასუხს ვერავინ ამბობდა. განსაკუთრებული გავლენა ყველა ნედლეულზე ფასის ზრდამ გამოიწვია, გაძვირდა ბარელი ნავთობი, შესაბამისად ყველა პროდუქტი, რომელიც მზადდება ნავთობ პროდუქტებით, იქნება ეს საღებავები, სხვადასხვა ქიმია, რბილი და საეტიკეტო შეფუთვები თუ სხვა. გაძვირდა ცელულოზა და შესაბამისად მისგან ნაწარმოები ყველა ქაღალდი. რომ ავიღოთ საშუალო რიცხვი ფასების ზრდის, გასულ წლებთან შედარებით 40% შეადგენს.

ბევრი მიმართულებით ბაზრიდან საერთოდ გაქრნენ მცირე მწარმოებლები, რომლებიც უბრალოდ გააკოტრა კრიზისმა და მათი წილი მსხვილმა მოთამაშეებმა ჩაყლაპეს. ზევით ჩამოთვლილი საკითხები, ცალ-ცალკე ისედაც ახასიათებდა მწარმოებელთა სფეროს, თუმცა ეს ყველაფერი ნაწილდებოდა სეზონების მიხედვით და ერთმანეთს არ ეკვეთებოდა. ახლა სახეზე გვაქვს მაღალი მოთხოვნა და დეფიციტური მიწოდება, რიგ სახეობებზე დაბალი შესასყიდი რაოდენობა და გაზრდილი ერთეულის ღირებულება, დარღვეული გეგმა-გრაფიკები, სახეზე გვაქვს კრიტიკული ზრდა ტრანსპორტირების ღირებულების, სახეზე გვაქვს მონოპოლიური მსხვილი მოთამაშეები და მსოფლიოს ბზარზე გაზრდილი ნედლეულის ფასი. ეს ყველაფერი ჯამში პროდუქციაზე ფასების ზრდას იწვევს“- განაცხადა მარიამ ქემაშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

https://www.bpn.ge

"ღამე საკმაოდ მძიმე იყო, ამ დილისთვის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, ტვინი ჯერ ცოცხალია" - ლალი ტურძელაძე 27 წლის ექთანზე

"ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა, რომ ყოფილიყო ვაქცინაციის შემდგომი მართვის ალერგიული რეაქციების პროტოკოლი" - ბიძინა კულუმბეგოვი

"ყველაფერი გაკეთდება ამ სიცოცხლის გადასარჩენად" - როგორ შეაფასა, ლევან რატიანმა კომაში ჩავარდნილი ექთნის მდგომარეობა კონსილიუმის შემდეგ