პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ხვალაც ვრჩები თბილისში" - რაზე შეთანხმდნენ მეორე შეხვედრის შემდეგ კრისტიან დანიელსონი და "ოცნების" ლიდერები
"ხვალაც ვრჩები თბილისში" - რაზე შეთანხმდნენ მეორე შეხვედრის შემდეგ კრისტიან დანიელსონი და "ოცნების" ლიდერები

ჩემი ვი­ზი­ტი კი­დევ ერთი დღით გა­ხან­გრძლივ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის შარლ მი­შე­ლის პი­რად­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სონ­მა გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ვი­ზი­ტი გა­ხან­გრძლი­ვოს.

„მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ძა­ლი­ან ნა­ყო­ფი­ე­რად ვი­მუ­შა­ვეთ, მე გა­დავ­წყვი­ტე, რომ იმის­თვის, რომ პრო­ცე­სი წინ წა­ვი­დეს, ხვა­ლაც ვრჩე­ბი თბი­ლის­ში. ჩემი ვი­ზი­ტი კი­დევ ერთი დღით გა­ხან­გრძლივ­დე­ბა. გა­ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას იმის­თვის, რომ კი­დევ უფრო წინ წა­ვი­დეთ“, - გა­ნა­ცხა­და და­ნი­ელ­სონ­მა.

კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნი ვი­ზი­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში 12-14 მარ­ტის პე­რი­ოდ­ში იყო და­გეგ­მი­ლი.

ძა­ლი­ან მსხვი­ლი პა­კე­ტით მი­დის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ევ­რო­პა­ში, ბრი­უ­სელ­ში, ცა­რი­ე­ლი ხე­ლე­ბით არის დარ­ჩე­ნი­ლი ოპო­ზი­ცია, - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის პი­რად წარ­მო­მად­გე­ნელ კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სონ­თან შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ასო­ცი­რე­ბის დღის წეს­რიგს ზედ­მი­წევ­ნით ას­რუ­ლებს.

„პრე­მი­ე­რი მი­დის ძა­ლი­ან მსხვი­ლი პა­კე­ტით, ჩვენ გვაქვს ჩვე­ნი დღის წეს­რი­გი ევ­რო­კავ­შირ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით და უამ­რა­ვი რამ გა­კეთ­და გა­სუ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და უამ­რა­ვი რამ კეთ­დე­ბა ახ­ლაც, ეს არის ასო­ცი­რე­ბის დღის წეს­რი­გი, რო­მელ­საც ზედ­მი­წევ­ნით ახორ­ცი­ე­ლებს ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ჩვენ გვაქვს უპ­რე­ცე­დენ­ტო პროგ­რე­სი ევ­რო­კავ­შირ­თან და­ახ­ლო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ძა­ლი­ან მსხვი­ლი პა­კე­ტით მი­დის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ევ­რო­პა­ში, ბრი­უ­სელ­ში, ცა­რი­ე­ლი ხე­ლე­ბით არის დარ­ჩე­ნი­ლი ოპო­ზი­ცია. მათ აქვთ ცა­რი­ე­ლი ხე­ლე­ბი, დარ­ჩე­ნი­ლი არი­ან ქუ­ჩა­ში, არი­ან გა­კოტ­რე­ბუ­ლი, მათ აქვთ ცა­რი­ე­ლი ხე­ლე­ბი, ჩვენ გვაქვს სავ­სე ხე­ლე­ბი, რომ­ლი­თაც ჩავ­დი­ვართ ბრი­უ­სელ­ში და ეს ყვე­ლა­ფე­რი არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იმას­თან, რომ ჩვენ კონ­კრე­ტუ­ლი, ხელ­შე­სა­ხე­ბი წარ­მა­ტე­ბე­ბი ევ­რო­კავ­შირ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი პი­რო­ბის დარ­ღვე­ვა იქ­ნე­ბა, რად­გან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

„გვქონ­და კი­დევ ერთი პრო­დუქ­ტი­უ­ლი დის­კუ­სია ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად. გან­ვი­ხი­ლეთ ყვე­ლა ის სა­კი­თხი, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა დი­ა­ლოგს და შე­საძ­ლო შე­თან­ხმე­ბას და წინ წა­ვი­წი­ეთ ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით, თუმ­ცა გაგ­რძელ­დე­ბა დის­კუ­სი­ე­ბი პრე­მი­ე­რის ვი­ზი­ტის შემ­დე­გაც, სა­ჭი­რო­ებს გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბი და­მა­ტე­ბით შე­თან­ხმე­ბას და და­მა­ტე­ბით და­ზუს­ტე­ბას და ეს დი­ა­ლო­გი უნდა გაგ­რძელ­დეს. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი არის გა­საგ­რძე­ლე­ბე­ლი, ჩვენ ახ­ლაც მო­ვე­რი­დე­ბით დე­ტა­ლე­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბას. ანუ დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ შე­თან­ხმე­ბუ­ლი ვართ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან. მე ხაზს გა­ვუს­ვამ იმას, რომ ამ პი­რო­ბას არ­ღვე­ვენ პერ­მა­ნენ­ტუ­ლად ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მუდ­მი­ვად არ­ღვე­ვენ ამ პი­რო­ბას და სა­უბ­რო­ბენ დე­ტა­ლებ­ზე, რაც არის პი­რო­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვა. ჩვენ ამ პი­რო­ბას არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში არ და­ვარ­ღვევთ“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა ბი­რუ­სელ­ში ვი­ზი­ტის შემ­დეგ.

„მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა ვი­ზი­ტის შემ­დეგ. შეხ­ვედ­რე­ბი დღეს დას­რუ­ლე­ბუ­ლია, დი­ა­ლო­გი გაგ­რძელ­დე­ბა მომ­დევ­ნო პე­რი­ოდ­ში“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

"ბა­ტო­ნი და­ნი­ელ­სო­ნი ამ პრო­ცეს­ში, რო­გორც მე­დი­ა­ტო­რი დარ­ჩე­ბა - ჩვე­ნი პო­ზი­ცია დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ევ­რო­კავ­შირ­საც კარ­გად ეს­მის", - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სონ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ გა­ა­კე­თა.

მი­სი­ვე თქმით, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბრი­უ­სელ­ში ვი­ზი­ტის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბა პრო­ცე­სებს და­ი­ნა­ხავს.

„რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მო­ლო­დი­ნი გვაქვს, რომ ეს პრო­ცე­სი თან­მიმ­დევ­რუ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა. ბა­ტო­ნი და­ნი­ელ­სო­ნი დარ­ჩე­ბა ამ პრო­ცეს­ში, რო­გორც მე­დი­ა­ტო­რი. ამ ეტაპ­ზე და­მა­ტე­ბით პუნ­ქტებ­ზე ჩვენ მსჯე­ლო­ბა არ გვქო­ნია. სულ რა­ღაც ორი დღეა, რაც ევ­რო­კავ­ში­რის მე­დი­ა­ცი­ით ვსა­უბ­რობთ, ვფიქ­რობთ, რომ პო­ზი­ცი­ე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე და­ახ­ლოვ­დეს, შევ­თან­ხმდეთ. ჩვე­ნი პო­ზი­ცია დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ევ­რო­კავ­შირ­საც კარ­გად ეს­მის. გან­ვაგ­რძობთ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ვი­ზი­ტის შემ­დეგ პრო­ცე­სებს ვნა­ხავთ“, - გა­ნა­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძემ.

რო­გორც თა­ლაკ­ვა­ძემ გა­ნა­ცხა­და, დი­ა­ლო­გი გრძელ­დე­ბა და რჩე­ბა სა­კი­თხე­ბი, რა­ზეც სა­ჭი­როა პო­ზი­ცი­ე­ბის და­ახ­ლო­ე­ბა. მან იმე­დი გა­მოთ­ქვა, მხა­რე­ე­ბი სა­მარ­თლი­ა­ნი პი­რო­ბე­ბის გარ­შე­მო შე­თან­ხმე­ბას შეძ­ლე­ბენ.

“დღეს იყო ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მუ­შაო დღე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცეს­ში. კი­დევ ერთხელ მი­ვე­სალ­მე­ბით და მად­ლო­ბას ვუხ­დით ევ­რო­კავ­შირს ასე­თი მა­ღა­ლი ჩარ­თუ­ლო­ბის­თვის და დი­ა­ლო­გის ფა­სი­ლი­ტა­ცი­ის­თვის. მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა, სა­მუ­შაო სა­კი­თხებ­ზე პო­ზი­ცი­ე­ბი რომ კი­დევ და­ახ­ლოვ­დეს. ჩვენ გვაქვს სა­მარ­თლი­ა­ნი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი. ვფიქ­რობ, რომ ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან კი­დევ არის სა­ჭი­რო ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა, რათა შე­თან­ხმე­ბა შედ­გეს.

შე­თან­ხმე­ბის მთა­ვა­რი გზა არის, რომ მხა­რე­ებ­მა გა­დად­გან ნა­ბი­ჯე­ბი და არა მხო­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რაც ჩვე­ნი მხრი­დან სა­მარ­თლი­ა­ნი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბის სა­ხით უკვე გა­კე­თე­ბუ­ლია.

ჩვენ პა­ტივს ვცემთ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის არ­ჩე­ვანს, ჩვენ პა­ტივს ვცემთ და ვუფრ­თხილ­დე­ბით ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის არ­ჩე­ვანს. რა თქმა უნდა, შე­თან­ხმე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ სა­მარ­თლი­ან პი­რო­ბებ­ზე. ჩვენ უნდა გვეს­მო­დეს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი პარ­ტი­ის დღის წეს­რიგ­ზე მაღ­ლა დგას სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ უფრო მეტი კონ­სო­ლი­და­ცი­ის, დე­მოკ­რა­ტი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბის, ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის ამო­ცა­ნე­ბი, მა­შინ როცა რე­გი­ონ­ში არის გარ­კვე­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც პოს­ტკო­ვი­დუ­რი ეკო­ნო­მი­კა სწრაფ აღ­დგე­ნას მო­ი­თხოვს, რო­დე­საც სა­ჭი­როა სი­ღა­რი­ბის შემ­ცი­რე­ბა და ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნა, ჩვენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ზუს­ტად ამ ამო­ცა­ნე­ბის გარ­შე­მო უნდა მი­ვი­ღოთ“, - გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სონ­მა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან" შეხ­ვედ­რა ორ­ჯერ გა­მარ­თა, მან შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა ასე­ვე ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რებ­თან. შარლ მი­შე­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი შეხ­ვდა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და მას­თან ბლოკ­ში მყო­ფი "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" წარ­მო­მად­გენ­ლებს, კი­დევ ერთი შეხ­ვედ­რა მან "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს", "ლე­ლოს", "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის", "გირ­ჩი - მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის" და "ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრი - გირ­ჩის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან გა­მარ­თა. შეხ­ვედ­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩი, კარლ ჰარ­ცე­ლი და აშშ-ის ელჩი, კელი დეგ­ნა­ნი ეს­წრე­ბოდ­ნენ. ​

შარლ მი­შე­ლის პი­რა­დი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს 12 მარტს ეს­ტუმ­რა. ვი­ზი­ტის მი­ზა­ნია, ჩა­ერ­თოს პრე­ზი­დენტ შარლ მი­შე­ლის მიერ 1-ელ მარტს ინი­ცი­რე­ბულ, გა­ნახ­ლე­ბულ პო­ლი­ტი­კურ დი­ა­ლოგ­ში, მას­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა პარ­ტი­ის ლი­დერ­თან ერ­თად.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინუცა
11

კობახიძე თქვენი სასაცილო, რომ ვინმე გახდება ვაი იმ საცოდავ ქვეყანას! თავი არ გამოგეყოფათ. 

დ გ
17

გაუტკბა მუქთად დროის ტარება

ავტორი:

"ხვალაც ვრჩები თბილისში" - რაზე შეთანხმდნენ მეორე შეხვედრის შემდეგ კრისტიან დანიელსონი და "ოცნების" ლიდერები

"ხვალაც ვრჩები თბილისში" - რაზე შეთანხმდნენ მეორე შეხვედრის შემდეგ კრისტიან დანიელსონი და "ოცნების" ლიდერები

ჩემი ვიზიტი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვიზიტი გახანგრძლივოს.

„მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ, მე გადავწყვიტე, რომ იმისთვის, რომ პროცესი წინ წავიდეს, ხვალაც ვრჩები თბილისში. ჩემი ვიზიტი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება. გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეთ“, - განაცხადა დანიელსონმა.

კრისტიან დანიელსონი ვიზიტი საქართველოში 12-14 მარტის პერიოდში იყო დაგეგმილი.

ძალიან მსხვილი პაკეტით მიდის ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში, ბრიუსელში, ცარიელი ხელებით არის დარჩენილი ოპოზიცია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ასოცირების დღის წესრიგს ზედმიწევნით ასრულებს.

„პრემიერი მიდის ძალიან მსხვილი პაკეტით, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით და უამრავი რამ გაკეთდა გასული წლების განმავლობაში და უამრავი რამ კეთდება ახლაც, ეს არის ასოცირების დღის წესრიგი, რომელსაც ზედმიწევნით ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება და ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო პროგრესი ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით. ძალიან მსხვილი პაკეტით მიდის ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში, ბრიუსელში, ცარიელი ხელებით არის დარჩენილი ოპოზიცია. მათ აქვთ ცარიელი ხელები, დარჩენილი არიან ქუჩაში, არიან გაკოტრებული, მათ აქვთ ცარიელი ხელები, ჩვენ გვაქვს სავსე ხელები, რომლითაც ჩავდივართ ბრიუსელში და ეს ყველაფერი არის დაკავშირებული იმასთან, რომ ჩვენ კონკრეტული, ხელშესახები წარმატებები ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების დეტალებზე საუბარი პირობის დარღვევა იქნება, რადგან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

„გვქონდა კიდევ ერთი პროდუქტიული დისკუსია ჩვენს პარტნიორებთან ერთად. განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც უკავშირდება დიალოგს და შესაძლო შეთანხმებას და წინ წავიწიეთ ბევრი მიმართულებით, თუმცა გაგრძელდება დისკუსიები პრემიერის ვიზიტის შემდეგაც, საჭიროებს გარკვეული საკითხები დამატებით შეთანხმებას და დამატებით დაზუსტებას და ეს დიალოგი უნდა გაგრძელდეს. გამომდინარე იქიდან, რომ მოლაპარაკებები არის გასაგრძელებელი, ჩვენ ახლაც მოვერიდებით დეტალების გამჟღავნებას. ანუ დეტალებზე საუბარი გაგვიჭირდება გამომდინარე იქიდან, რომ შეთანხმებული ვართ ამასთან დაკავშირებით ჩვენს პარტნიორებთან. მე ხაზს გავუსვამ იმას, რომ ამ პირობას არღვევენ პერმანენტულად ოპოზიციის წარმომადგენლები, მუდმივად არღვევენ ამ პირობას და საუბრობენ დეტალებზე, რაც არის პირობის უხეში დარღვევა. ჩვენ ამ პირობას არცერთ შემთხვევაში არ დავარღვევთ“, - განაცხადა კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მოლაპარაკებები გაგრძელდება ბირუსელში ვიზიტის შემდეგ.

„მოლაპარაკებები გაგრძელდება ვიზიტის შემდეგ. შეხვედრები დღეს დასრულებულია, დიალოგი გაგრძელდება მომდევნო პერიოდში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ბატონი დანიელსონი ამ პროცესში, როგორც მედიატორი დარჩება - ჩვენი პოზიცია დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირსაც კარგად ესმის", - აღნიშნული განცხადება კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები გაგრძელდება და პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ საზოგადოება პროცესებს დაინახავს.

„რასაკვირველია, მოლოდინი გვაქვს, რომ ეს პროცესი თანმიმდევრულად გაგრძელდება. ბატონი დანიელსონი დარჩება ამ პროცესში, როგორც მედიატორი. ამ ეტაპზე დამატებით პუნქტებზე ჩვენ მსჯელობა არ გვქონია. სულ რაღაც ორი დღეა, რაც ევროკავშირის მედიაციით ვსაუბრობთ, ვფიქრობთ, რომ პოზიციები მნიშვნელოვან საკითხებზე დაახლოვდეს, შევთანხმდეთ. ჩვენი პოზიცია დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირსაც კარგად ესმის. განვაგრძობთ მოლაპარაკებებს და პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შემდეგ პროცესებს ვნახავთ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

როგორც თალაკვაძემ განაცხადა, დიალოგი გრძელდება და რჩება საკითხები, რაზეც საჭიროა პოზიციების დაახლოება. მან იმედი გამოთქვა, მხარეები სამართლიანი პირობების გარშემო შეთანხმებას შეძლებენ.

“დღეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო დღე მოლაპარაკებების პროცესში. კიდევ ერთხელ მივესალმებით და მადლობას ვუხდით ევროკავშირს ასეთი მაღალი ჩართულობისთვის და დიალოგის ფასილიტაციისთვის. მოლაპარაკებები გრძელდება, სამუშაო საკითხებზე პოზიციები რომ კიდევ დაახლოვდეს. ჩვენ გვაქვს სამართლიანი შეთავაზებები. ვფიქრობ, რომ ოპოზიციის მხრიდან კიდევ არის საჭირო ნაბიჯების გადადგმა, რათა შეთანხმება შედგეს.

შეთანხმების მთავარი გზა არის, რომ მხარეებმა გადადგან ნაბიჯები და არა მხოლოდ ხელისუფლებამ მიიღოს გადაწყვეტილება, რაც ჩვენი მხრიდან სამართლიანი შეთავაზებების სახით უკვე გაკეთებულია.

ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი საზოგადოების და მოქალაქეების არჩევანს, ჩვენ პატივს ვცემთ და ვუფრთხილდებით ჩვენი მოქალაქეების არჩევანს. რა თქმა უნდა, შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ სამართლიან პირობებზე. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი პარტიის დღის წესრიგზე მაღლა დგას საქართველოს კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაციის, დემოკრატიის გაძლიერების, ევროინტეგრაციის ამოცანები, მაშინ როცა რეგიონში არის გარკვეული გამოწვევები, როდესაც პოსტკოვიდური ეკონომიკა სწრაფ აღდგენას მოითხოვს, როდესაც საჭიროა სიღარიბის შემცირება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ჩვენ გადაწყვეტილებები ზუსტად ამ ამოცანების გარშემო უნდა მივიღოთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, დღის განმავლობაში კრისტიან დანიელსონმა "ქართულ ოცნებასთან" შეხვედრა ორჯერ გამართა, მან შეხვედრა გამართა ასევე ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან. შარლ მიშელის წარმომადგენელი შეხვდა "ნაციონალური მოძრაობის" და მასთან ბლოკში მყოფი "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლებს, კიდევ ერთი შეხვედრა მან "ევროპული საქართველოს", "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებლის", "გირჩი - მეტი თავისუფლების" და "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" წარმომადგენლებთან გამართა. შეხვედრებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ესწრებოდნენ. ​

შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

"ამაზე არ შეიძლება სერიოზული კომენტარი გავაკეთო, მაგრამ საზოგადოებას კითხვა გაუჩნდა და..." - ღარიბაშვილი განმარტავს, რატომ შეხვდა შარლ მიშელს ორჯერ?

რა შედეგი გამოიღო კრისტიან დანიელსონისა და უმრავლესობის შეხვედრამ?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"