პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვაქცინაციამ გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე - მოვუწოდებ კოლეგებს, მაგალითი მისცენ საზოგადოებას" - ამირან გამყრელიძე
"ვაქცინაციამ გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე - მოვუწოდებ კოლეგებს, მაგალითი მისცენ საზოგადოებას" - ამირან გამყრელიძე

ვაქ­ცი­ნა­ცი­ამ გა­და­არ­ჩი­ნა მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე და სწო­რედ, ვაქ­ცი­ნა­ცია და­ას­რუ­ლებს 21-ე სა­უ­კუ­ნის ყვე­ლა­ზე დიდ გა­მოწ­ვე­ვას, რაც არის კო­ვიდ­პან­დე­მია, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მან ექი­მებს მო­უ­წო­და, ორ­შა­ბა­თი­დან, როცა ქვე­ყა­ნა­ში ვაქ­ცი­ნა­ცია და­ი­წყე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მა­გა­ლი­თი მის­ცენ.

„დღეს, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა - სრუ­ლი­ად ახა­ლი ეტა­პი პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პან­დე­მი­ის და­მარ­ცხე­ბის გზა გა­დის ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე, ამი­ტომ ამ პრო­ცე­სის კარ­გად, სწო­რად წარ­მარ­თვას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა. ყვე­ლას გთხოვთ, მა­ს­მე­დი­ას, მაქ­სი­მა­ლუ­რად და­უდ­გეთ ჩვენს ექი­მებს გვერ­დში, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი მო­სახ­ლე­ო­ბა აიც­რას, ანუ 60%-ია ჩვე­ნი სა­მიზ­ნე. დღეს „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნის პირ­ვე­ლი პარ­ტია შე­მო­ვი­და, რო­მე­ლიც ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლია ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ, ეს ავ­ტო­რი­ზა­ცია ნიშ­ნავს, რომ გახ­ლავთ ყვე­ლა­ზე ერთ-ერთი მა­ღა­ლი ხა­რის­ხის, რად­გან ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია არის უმაღ­ლე­სი თა­მა­სა ვაქ­ცი­ნის ხა­რის­ხი­სა.

„კო­ვაქ­სის“ სა­შუ­ა­ლე­ბით პირ­ვე­ლი პარ­ტია - 43 200 დოზა მი­ვი­ღეთ, მე­ო­რე პარ­ტია, რო­მე­ლიც შე­მო­ვა აპ­რი­ლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 86 000 დოზა იქ­ნე­ბა. პირ­ველ ეტაპ­ზე, ჩვე­ნი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გეგ­მის მი­ხედ­ვით, აიც­რე­ბი­ან ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი პრი­ო­რი­ტე­ტის ჯგუ­ფი, ესე­ნი არი­ან ჩვე­ნი კო­ლე­გე­ბი, სა­მე­დი­ცი­ნო, ჯან­დაც­ვის მუ­შა­კე­ბი, ექი­მე­ბი, ექთ­ნე­ბი, უმ­ცრო­სი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, დამ­ხმა­რე პერ­სო­ნა­ლი, ვინც და­საქ­მე­ბუ­ლია ჯან­დაც­ვის სექ­ტორ­ში, რად­გან ისი­ნი არი­ან კო­ვიდ­თან ბრძო­ლის წინა ხაზ­ზე. მო­ვუ­წო­დებ ჩვენს კო­ლე­გებს, ორ­შა­ბა­თი­დან, როცა ვაქ­ცი­ნა­ცია და­ი­წყე­ბა, მის­ცენ მა­გა­ლი­თი მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამ ყვე­ლა­ზე დიდი სი­კე­თის შე­სა­ხებ, რაც კი სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამ 200 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­უ­გო­ნია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ამ გა­და­არ­ჩი­ნა მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე და სწო­რედ, ვაქ­ცი­ნა­ცია და­ას­რუ­ლებს 21-ე სა­უ­კუ­ნის ყვე­ლა­ზე დიდ გა­მოწ­ვე­ვას, რაც არის კო­ვიდ­პან­დე­მია. ამი­ტომ, გთხოვთ, ყვე­ლა ვი­ყოთ სო­ლი­და­რუ­ლი, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, რომ ეს პრო­ცე­სი ქვე­ყა­ნა­ში კარ­გად წა­რი­მარ­თოს“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარტოკა
0

ნუ ატკუებთ ხალხს ამ ტიპის ვაკცინა არასდროს არსად არავის გამოუყენებია ადამიანებზე!!! რაც ჩამოთვალეთ ვაკცინები ის არის ხალხური მეთოდით და ეს კიდე არის რმნა ვაკცინა რომელიც ცვლის დნმ და იწვევს უამრავ ონკოლოგიურ დაავდებებს 

გამყრელიძეს
7

იმედია ყველას შეგვხვდება, კიდევ შემოიტანთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ვაქცინაციამ გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე - მოვუწოდებ კოლეგებს, მაგალითი მისცენ საზოგადოებას" - ამირან გამყრელიძე

"ვაქცინაციამ გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე - მოვუწოდებ კოლეგებს, მაგალითი მისცენ საზოგადოებას" - ამირან გამყრელიძე

ვაქცინაციამ გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და სწორედ, ვაქცინაცია დაასრულებს 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ გამოწვევას, რაც არის კოვიდპანდემია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მან ექიმებს მოუწოდა, ორშაბათიდან, როცა ქვეყანაში ვაქცინაცია დაიწყება, საზოგადოებას მაგალითი მისცენ.

„დღეს, ჩვენს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა - სრულიად ახალი ეტაპი პანდემიასთან ბრძოლის. მოგეხსენებათ, პანდემიის დამარცხების გზა გადის ვაქცინაციაზე, ამიტომ ამ პროცესის კარგად, სწორად წარმართვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება. ყველას გთხოვთ, მასმედიას, მაქსიმალურად დაუდგეთ ჩვენს ექიმებს გვერდში, რომ რაც შეიძლება მეტი მოსახლეობა აიცრას, ანუ 60%-ია ჩვენი სამიზნე. დღეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია შემოვიდა, რომელიც ავტორიზებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ეს ავტორიზაცია ნიშნავს, რომ გახლავთ ყველაზე ერთ-ერთი მაღალი ხარისხის, რადგან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არის უმაღლესი თამასა ვაქცინის ხარისხისა.

„კოვაქსის“ საშუალებით პირველი პარტია - 43 200 დოზა მივიღეთ, მეორე პარტია, რომელიც შემოვა აპრილის მეორე ნახევარში, დაახლოებით, 86 000 დოზა იქნება. პირველ ეტაპზე, ჩვენი ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, აიცრებიან ყველაზე მაღალი პრიორიტეტის ჯგუფი, ესენი არიან ჩვენი კოლეგები, სამედიცინო, ჯანდაცვის მუშაკები, ექიმები, ექთნები, უმცროსი სამედიცინო პერსონალი, დამხმარე პერსონალი, ვინც დასაქმებულია ჯანდაცვის სექტორში, რადგან ისინი არიან კოვიდთან ბრძოლის წინა ხაზზე. მოვუწოდებ ჩვენს კოლეგებს, ორშაბათიდან, როცა ვაქცინაცია დაიწყება, მისცენ მაგალითი მთლიანად საზოგადოებას ამ ყველაზე დიდი სიკეთის შესახებ, რაც კი საზოგადოებას ამ 200 წლის განმავლობაში მოუგონია. მოგეხსენებათ, რომ ვაქცინაციამ გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და სწორედ, ვაქცინაცია დაასრულებს 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ გამოწვევას, რაც არის კოვიდპანდემია. ამიტომ, გთხოვთ, ყველა ვიყოთ სოლიდარული, მობილიზებული, რომ ეს პროცესი ქვეყანაში კარგად წარიმართოს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

"საშინელი ტრაგედია შეემთხვა ჩვენს მსახიობს ირაკლი ბასილაძეს - მოულოდნელად გარდაიცვალა მისი უსაყვარლესი შვილი" -ახალი შაბათის შოუ-ს განცხადება

"ანალგინს ვაქცინის ალერგიაზე 1000-ჯერ ხშირად აქვს სიცოცხლისთვის სახიფათო გართულება" - რას წერს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ვაქცინაციის მითებზე

რატომ გაშალეს ექიმებმა პარლამენტის შენობასთან კარავი?