საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიახ, ბატონ ბიძინასთან მაქვს ურთიერთობა. მართლაც ვარ ჩართული წყალტუბოს და აბასთუმნის პროექტებში" - ვინ არის სოსო ტყემალაძე, რა აკავშირებს ირაკლი კობახიძის მამასთან და რაგბთან?
"დიახ, ბატონ ბიძინასთან მაქვს ურთიერთობა. მართლაც ვარ ჩართული წყალტუბოს და აბასთუმნის პროექტებში" - ვინ არის სოსო ტყემალაძე, რა აკავშირებს ირაკლი კობახიძის მამასთან და რაგბთან?

სა­ქარ­თვე­ლოს რაგ­ბის კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტი ბიზ­ნეს­მე­ნი იო­სებ (სოსო) ტყე­მა­ლა­ძე გახ­და. პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბი 10 მარტს "ექ­სპო ჯორ­ჯი­ა­ში“ ხმა­უ­რის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ერ­თმა­ნეთს ირაკ­ლი აბუ­სე­რი­ძი­სა და სოსო ტყე­მა­ლა­ძის მომ­ხრე­ე­ბი და­უ­პი­რის­პირ­დნენ. ირაკ­ლი აბუ­სე­რი­ძის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ამ არ­ჩევ­ნებს არა­ლე­გი­ტი­მუ­რად აფა­სე­ბენ და მი­იჩ­ნე­ვენ, რომ პრე­ზი­დენ­ტი უკვე არ­ჩე­უ­ლია და ის ირაკ­ლი აბუ­სე­რი­ძეა.

ცნო­ბი­სათ­ვის: სოსო ტყე­მა­ლა­ძე პრე­ზი­დენ­ტო­ბის ერ­თა­დერ­თი კან­დი­და­ტი იყო. ყრი­ლო­ბა­ზე ტყე­მა­ლა­ძის კან­დი­და­ტუ­რას 42-მა დე­ლე­გატ­მა და­უ­ჭი­რა მხა­რი. სოსო ტყე­მა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, რაგ­ბის კავ­ში­რი სა­მუ­შაო რე­ჟიმს მალე და­უბ­რუნ­დე­ბა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, რაგ­ბის კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტის სა­კი­თხი დიდი ხა­ნია სა­და­ვოა: არ­ჩევ­ნე­ბი ჯერ კი­დევ 2020 წლის 30 იან­ვარს უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა, ორი კან­დი­და­ტის, ირაკ­ლი აბუ­სე­რი­ძი­სა და ლაშა (ბაჩო) ხურ­ცი­ძის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, 24 თე­ბერ­ვლის­თვის გა­და­ი­დო. 2020 წლის 24 თე­ბერ­ვალს კი კენ­ჭისყრა კვო­რუ­მის (ანუ საკ­მა­რი­სი წევ­რე­ბის) არარ­სე­ბო­ბის გამო, ვერ შედ­გა. სა­ბო­ლო­ოდ, არ­ჩევ­ნე­ბი 2020 წლის 30 დე­კემ­ბერს ჩა­ტარ­და. კენ­ჭისყრა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი გოჩა სვა­ნი­ძე, 2016-20 წლე­ბის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი ირაკ­ლი აბუ­სე­რი­ძე და ლაშა (ბაჩო) ხურ­ცი­ძე, თუმ­ცა ხურ­ცი­ძემ პრო­ცესს ბო­ი­კო­ტი გა­მო­უ­ცხა­და და სა­კუ­თარ მხარ­დამ­ჭე­რებს მო­უ­წო­და, არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­ე­ღოთ.

დარ­ჩე­ნილ­მა წევ­რებ­მა პრე­ზი­დენ­ტად ირაკ­ლი აბუ­სე­რი­ძე აირ­ჩი­ეს. აქე­დან ერთ კვი­რა­ში, 2021 წლის 6 იან­ვარს, ირაკ­ლი აბუ­სე­რი­ძემ გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თა სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს და მო­ი­თხო­ვა რე­გის­ტრა­ცია "სა­ქარ­თვე­ლოს რაგ­ბის კავ­ში­რის“ პრე­ზი­დენ­ტად და გამ­გე­ო­ბის ახალ წევ­რად. მან­ვე მო­ი­თხო­ვა გამ­გე­ო­ბის ახა­ლი წევ­რე­ბის რე­გის­ტრა­ცია. სა­ჯა­რო რე­ესტრმა აბუ­სე­რი­ძე პრე­ზი­დენ­ტად არ და­ა­რე­გის­ტრი­რა იმ მო­ტი­ვით, რომ ყრი­ლო­ბა რაგ­ბის კავ­ში­რის წეს­დე­ბის დარ­ღვე­ვით ჩა­ტარ­და. ყრი­ლო­ბა 2020 წლის 24 თე­ბერ­ვალს გა­მარ­თუ­ლი სა­ერ­თო კრე­ბი­დან 30 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო გა­და­ი­დო. სა­ჯა­რო რე­ესტრმა ეს დარ­ღვე­ვად ჩათ­ვა­ლა და მისი გა­მოს­წო­რე­ბა მო­ი­თხო­ვა.

სა­ჯა­რო რე­ესტრი უკვე ემ­ზა­დე­ბა სოსო ტყე­მა­ლა­ძე ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­რე­გის­ტრი­როს რაგ­ბის კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტად . ირაკ­ლი აბუ­სე­რი­ძე ambebi.ge-სთან ამ­ბობს, რომ სოსო ტყე­მა­ლა­ძე ძა­ლა­დო­ბით დას­მუ­ლი პრე­ზი­დენ­ტია, ამი­ტომ გა­ჩე­რე­ბას არ აპი­რებს - სა­მარ­თლებ­რი­ვი ბრძო­ლა გაგ­რძელ­დე­ბა რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე მის ფარ­გლებს გა­რე­თაც.

"სა­ჯა­რო რე­ესტრი გვე­და­ვე­ბა, ფორ­სმა­ჟო­რი იყოო და ახლა უნდა ვუმ­ტკი­ცოთ, იყო თუ არა, რაც ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია. იუ­რის­ტი არ გახ­ლა­ვართ, მაგ­რამ იუ­რის­ტე­ბის მთელს არ­მი­ას სა­სა­ცი­ლოდ არ ეყო ის მო­ტი­ვი, რაც დაგ­ვი­წე­რეს. ძა­ლით მო­სუ­ლი და დას­მუ­ლია ეს ტყე­მა­ლა­ძე. ვერ გე­ტყვით, კონ­კრე­ტუ­ლად ვინ მფარ­ვე­ლობს, მაგ­რამ მფარ­ვე­ლე­ბი რომ ჰყავს, უდა­ვოა. დას­კვნე­ბი თქვენ გა­მო­ი­ტა­ნეთ...

მეც ვი­ყა­ვი 4 წელი მე-9 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კა არას­დროს ჩა­მი­რე­ვია სპორ­ტში. სა­ერ­თოდ, ყვე­ლამ უნდა ვე­ცა­დოთ, აპო­ლი­ტი­კუ­რად დარ­ჩეს რაგ­ბი, ვი­ნა­ი­დან აქ ღირ­სე­უ­ლი ხალ­ხია და ვცდი­ლობ­დით, ყო­ველ­თვის გა­მიჯ­ნუ­ლე­ბი ვყო­ფი­ლი­ყა­ვით და საქ­მით დაგ­ვემ­ტკი­ცე­ბი­ნა ჩვე­ნი ქვეყ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი და ღირ­სე­უ­ლად წარ­მოგ­ვე­ჩი­ნა მსოფ­ლიო ას­პა­რეზ­ზე. რიგი ხარ­ვე­ზე­ბი იყო ხმე­ბის დათ­ვლის პრო­ცეს­ში, ასე­ვე მინ­დო­ბი­ლო­ბე­ბის კუ­თხით და ორ­მა­გი სტან­დარ­ტი ახლა გა­მოჩ­ნდე­ბა - რას იზამს და რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს სა­ჯა­რო რე­ესტრი. თუ ერ­თის მხრივ, ჩემი წეს­დე­ბის მი­ხედ­ვით იყო 30-დღი­ა­ნი ვა­დის დარ­ღვე­ვა, მა­შინ ახ­ლაც გა­მოჩ­ნდე­ბა, რომ ხმე­ბის დათ­ვლა­შიც დარ­ღვე­ვაა და ნო­ტა­რი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბიც ხარ­ვე­ზი­ა­ნია. ტყე­მა­ლა­ძეს ხმე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა არ მი­უ­ღია, ძა­ლა­დო­ბით შე­ას­რუ­ლა კვო­რუ­მი. ჩვენ ვიბ­რძო­ლებთ და ვნა­ხოთ, რა გა­მო­ვა იმი­ტომ, რომ რაც ამ არ­ჩევ­ნებ­ზე ხდე­ბო­და, სა­მარ­ცხვი­ნოა და გუ­ლის ამ­რე­ვი“.

ირაკ­ლი აბუ­სე­რი­ძეს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის კა­პი­ტა­ნი გახ­ლდათ, 2014-დან 2016 წლამ­დე საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი, 2016-დან 2020-მდე კი პარ­ლა­მენ­ტის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი იყო ბლო­კი­დან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“.

ის ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ "ოც­ნე­ბა“ არ და­უ­ტო­ვე­ბია, "არც კი ვიცი, ვარ თუ არა პარ­ტი­ის წევ­რი, მე ჩემი ნე­ბით არ წა­მოვ­სულ­ვარ...", - ამ­ბობს აბუ­სე­რი­ძე.

რო­გორც ირ­კვე­ვა, თა­ვის დრო­ზე ირაკ­ლი აბუ­სე­რი­ძე "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" ექ­სპრე­მი­ერ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­თან მე­გო­ბა­რო­ბის გამო მოხ­ვდა, "ოც­ნე­ბი­დან“ კი კარ­გა ხა­ნია, რაც გა­უშ­ვეს.

პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, ასე­ვე დამ­ტკიც­და რაგ­ბის კავ­ში­რის გამ­გე­ო­ბა. რო­გორც გა­ირ­კვა, მისი შე­მად­გენ­ლო­ბა უც­ვლე­ლი დარ­ჩა, უბ­რა­ლოდ, გა­ი­ზარ­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ე.წ. წარ­მო­მად­გე­ნელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა. მას­ში ახლა უკვე "ოც­ნე­ბას­თან" აფი­ლი­რე­ბუ­ლი გამ­გე­ო­ბის 4 წევ­რია. ესე­ნი არი­ან: გივი ჭი­ჭი­ნა­ძე, ალექ­სან­დრე გრი­გა­ლა­ვა, გი­ორ­გი კო­ბა­ხი­ძე და გა­ი­ოზ მო­ნი­ა­ვა.

გარ­და იმი­სა, რომ ახ­ლა­დარ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი "ოც­ნე­ბის“ ფა­ვო­რი­ტია, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ტყე­მა­ლა­ძე რაგ­ბის კავ­ში­რის გამ­გე­ო­ბის წევ­რი­სა და ყო­ფი­ლი რაგ­ბის­ტის - გი­ორ­გი კო­ბა­ხი­ძის (ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის მა­მის) მე­გო­ბა­რი­ცაა. ambebi.ge ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად გი­ორ­გი კო­ბა­ხი­ძეს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ და­ა­დას­ტუ­რა:

"დიდი ხა­ნია, რაც რაგ­ბის კავ­ში­რის გამ­გე­ო­ბის წევ­რი ვარ. სოსო გა­ვი­ცა­ნი გა­სუ­ლი წლის მარ­ტში და მას მერე იან­ვრამ­დე ორ­ჯერ შევ­ხვდი სულ... ამი­ტომ ინ­ფორ­მა­ცია ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბის შე­სა­ხებ სი­მარ­თლე არაა. ჯერ რე­ესტრმა და­ა­რე­გის­ტრი­როს პრე­ზი­დენ­ტად და მერე ვი­სა­უბ­რებთ თა­ვი­სუფ­ლად, არ მინ­და, მოვ­ლე­ნებს გა­ვუს­წროთ. და­ნარ­ჩე­ნი სო­სოს­თან გა­არ­კვი­ეთ, არაა ის კაცი, რომ რამე და­მა­ლოს".

  • ვინ არის იო­სებ ტყე­მა­ლა­ძე?

რაც შე­ე­ხე­ბა ახლ პრე­ზი­დენტ სოსო ტყე­მა­ლა­ძეს, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რია. ბიზ­ნეს­მენ­თან და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებს თა­ვად ტყე­მა­ლა­ძეც გვი­დას­ტუ­რებს. რო­გორც ირ­კვე­ვა, იო­სებ ტყე­მა­ლა­ძე ბიზ­ნეს­მე­ნია, რო­მე­ლიც ჩარ­თუ­ლია აბას­თუმ­ნი­სა და წყალ­ტუ­ბოს პრო­ექ­ტებ­ში, რაც ექ­სპრე­მი­ერ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა. ამ­ბო­ბენ, რომ სოსო ტყე­მა­ლა­ძემ ივა­ნიშ­ვი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბი­ძის­გან გა­იც­ნო, რო­მე­ლიც ოლი­გარ­ქთან საკ­მა­ოდ და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რია - თე­მურ ტყე­მა­ლა­ძე დენ­დრო­ლო­გია. რაგ­ბის კავ­შირ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ ტყე­მე­ლა­ძის და­ნიშ­ვნა სწო­რედ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს უკავ­შირ­დე­ბა.

ambebi.ge რაგ­ბის კავ­ში­რის ახა­ლარ­ჩე­ულ პრე­ზი­დენტ იო­სებ ტყე­მა­ლა­ძეს და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც მისი მი­სა­მარ­თით გავ­რცე­ლე­ბულ ხმებს ცი­ლის­წა­მე­ბას უწო­დებს.

"ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლა ქარ­თვე­ლი, რაც შე­იძ­ლე­ბა ვეხ­მა­რე­ბი და მინ­და და­ვეხ­მა­რო სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბას. პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­და, დე­ლე­გა­ტებ­მა მომ­ცეს ხმა და ახლა ვე­ლო­დე­ბი სა­ჯა­რო რე­ესტრს, თუ და­მა­რე­გის­ტრი­რებს პრე­ზი­დენ­ტად, ვიქ­ნე­ბი კა­ნო­ნი­ე­რი პრე­ზი­დენ­ტი, არ და­მა­რე­გის­ტრი­რებს და მათ­სა­ვით არ და­ვი­წყებ გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა და ცი­ლის­წა­მე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბას. ამ ეტაპ­ზე მაქვს ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა და ძა­ლი­ან მალე რაგ­ბის კავ­შირს ეყო­ლე­ბა პრე­ზი­დენ­ტი. 20 წელ­ზე მე­ტია ჩარ­თუ­ლი ვარ ამ საქ­მე­ში და რაგ­ბი, რო­გორც ყვე­ლას, ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ხაზ­გას­მით მინ­და და­წე­როთ, რომ რაგ­ბი მხო­ლოდ მო­რაგ­ბე­ე­ბის არ არის, ის ეროვ­ნუ­ლი სპორ­ტია, მთე­ლი ერი­საა. აქამ­დე კლუბ "ლე­ლოს­თან“ ძა­ლი­ან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და და თუ მან რა­ი­მე წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია, ამა­ში მეც მი­მი­ძღვის წვლი­ლი. შემ­დეგ უკვე, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვეხ­მა­რე­ბო­დი რაგ­ბის კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტებს - ბა­ტონ ნი­ჟა­რა­ძეს და სვა­ნი­ძეს. ვიცი და კარ­გად მეს­მის, რა ხდე­ბა რაგ­ბის ოჯახ­ში, რო­გორ აღ­მო­ი­ფხვრას პრობ­ლე­მე­ბი და რო­გორ უნდა გან­ვა­ვი­თა­როთ ეს სპორ­ტი.

ჩემს მოყ­ვა­ნა­ში ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს რაში უნდა მი­უ­ძღო­დეს წვლი­ლი, ხმა აქვს, დე­ლე­გა­ტია, თუ რა? არც ერთი პარ­ტი­ის წევ­რი არ ვარ. მე ვი­ყა­ვი "ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, თუ აბუ­სე­რი­ძე და მას ჰკი­თხეთ, რა­ტომ არ აქვს მხარ­და­ჭე­რა?

და­სა­მა­ლი არა­ფე­რი მაქვს და ვი­ტყვი, რომ ბა­ტონ ბი­ძი­ნას­თან მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა ისე­ვე, რო­გორც ბევრ სხვა ბიზ­ნეს­მენ­თან, რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ისე - გა­რეთ. რაგ­ბი­ში ჩე­მამ­დეც იყო ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა და ჩემს მე­რეც იქ­ნე­ბა. მარ­თლაც ვარ ჩარ­თუ­ლი წყალ­ტუ­ბოს და აბას­თუმ­ნის პრო­ექ­ტებ­ში და იმის მე­ნე­ჯმენტს ვუ­კე­თებ, რო­გორ გავ­ხა­დოთ კუ­რორ­ტე­ბი სა­უ­კე­თე­სო ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. ამა­ში ვეხ­მა­რე­ბი ბა­ტონ ბი­ძი­ნას და მგო­ნი, კარ­გის მეტს, არა­ფერს ვა­კე­თებ ჩემი ქვეყ­ნის­თვის. ის ძა­ლა­დო­ბა, სიც­რუე და ცი­ლის­წა­მე­ბა, რაც მათ­გან მო­დის, ამ არ­ჩევ­ნე­ბით დას­რულ­და და კი­დევ რა­ღა­ცებს აა­ნონ­სე­ბენ. ეს აგ­რე­სია უნდა დას­რულ­დეს და მივ­ხე­დოთ სპორ­ტს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა­ფე­რი კა­ნო­ნის ჩარ­ჩო­ში და მშვი­დო­ბი­ა­ნად დას­რულ­დე­ბა“, - გვე­უბ­ნე­ბა ტყე­მა­ლა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოჩა
11

არა რაგბთან, არამედ რაგბისთან.

კაპიტანი
63

ყუმებოოოოო იცით თუ არა რაგბის წარმატება ვისი ფინანსური მხარდაჭერით ხდებოდა ამ ხნის მანძილზე ? ექვსი ერის მადა რო გაგეხსნათ თავისით მოვიდა ხომ ? ეხლა რაგბის კავშირის პრეზიდენტად ბატონ ბიძინა მეგობარი ჯობს თუ ვიღაც სხვა ? ძალიან გთხოვთ რა რაგბის გულშემატკივრება წერეთ კომენტარები და არა პოლიტ ანგაჟირებულებმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"დიახ, ბატონ ბიძინასთან მაქვს ურთიერთობა. მართლაც ვარ ჩართული წყალტუბოს და აბასთუმნის პროექტებში" - ვინ არის სოსო ტყემალაძე, რა აკავშირებს ირაკლი კობახიძის მამასთან და რაგბთან?

"დიახ, ბატონ ბიძინასთან მაქვს ურთიერთობა. მართლაც ვარ ჩართული წყალტუბოს და აბასთუმნის პროექტებში" - ვინ არის სოსო ტყემალაძე, რა აკავშირებს ირაკლი კობახიძის მამასთან და რაგბთან?

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი ბიზნესმენი იოსებ (სოსო) ტყემალაძე გახდა. პრეზიდენტის არჩევნები 10 მარტს "ექსპო ჯორჯიაში“ ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ერთმანეთს ირაკლი აბუსერიძისა და სოსო ტყემალაძის მომხრეები დაუპირისპირდნენ. ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები ამ არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტი უკვე არჩეულია და ის ირაკლი აბუსერიძეა.

ცნობისათვის: სოსო ტყემალაძე პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო. ყრილობაზე ტყემალაძის კანდიდატურას 42-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი. სოსო ტყემალაძის განცხადებით, რაგბის კავშირი სამუშაო რეჟიმს მალე დაუბრუნდება.

როგორც ცნობილია, რაგბის კავშირის პრეზიდენტის საკითხი დიდი ხანია სადავოა: არჩევნები ჯერ კიდევ 2020 წლის 30 იანვარს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, ორი კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძისა და ლაშა (ბაჩო) ხურციძის განცხადების საფუძველზე, 24 თებერვლისთვის გადაიდო. 2020 წლის 24 თებერვალს კი კენჭისყრა კვორუმის (ანუ საკმარისი წევრების) არარსებობის გამო, ვერ შედგა. საბოლოოდ, არჩევნები 2020 წლის 30 დეკემბერს ჩატარდა. კენჭისყრაში მონაწილეობდნენ მოქმედი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, 2016-20 წლების პარლამენტის წევრი ირაკლი აბუსერიძე და ლაშა (ბაჩო) ხურციძე, თუმცა ხურციძემ პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა და საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდა, არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ.

დარჩენილმა წევრებმა პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძე აირჩიეს. აქედან ერთ კვირაში, 2021 წლის 6 იანვარს, ირაკლი აბუსერიძემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა რეგისტრაცია "საქართველოს რაგბის კავშირის“ პრეზიდენტად და გამგეობის ახალ წევრად. მანვე მოითხოვა გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრმა აბუსერიძე პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა იმ მოტივით, რომ ყრილობა რაგბის კავშირის წესდების დარღვევით ჩატარდა. ყრილობა 2020 წლის 24 თებერვალს გამართული საერთო კრებიდან 30 დღის განმავლობაში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის გამო გადაიდო. საჯარო რეესტრმა ეს დარღვევად ჩათვალა და მისი გამოსწორება მოითხოვა.

საჯარო რეესტრი უკვე ემზადება სოსო ტყემალაძე ოფიციალურად დაარეგისტრიროს რაგბის კავშირის პრეზიდენტად . ირაკლი აბუსერიძე ambebi.ge-სთან ამბობს, რომ სოსო ტყემალაძე ძალადობით დასმული პრეზიდენტია, ამიტომ გაჩერებას არ აპირებს - სამართლებრივი ბრძოლა გაგრძელდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.

"საჯარო რეესტრი გვედავება, ფორსმაჟორი იყოო და ახლა უნდა ვუმტკიცოთ, იყო თუ არა, რაც ჩემთვის გაუგებარია. იურისტი არ გახლავართ, მაგრამ იურისტების მთელს არმიას სასაცილოდ არ ეყო ის მოტივი, რაც დაგვიწერეს. ძალით მოსული და დასმულია ეს ტყემალაძე. ვერ გეტყვით, კონკრეტულად ვინ მფარველობს, მაგრამ მფარველები რომ ჰყავს, უდავოა. დასკვნები თქვენ გამოიტანეთ...

მეც ვიყავი 4 წელი მე-9 მოწვევის პარლამენტში, მაგრამ პოლიტიკა არასდროს ჩამირევია სპორტში. საერთოდ, ყველამ უნდა ვეცადოთ, აპოლიტიკურად დარჩეს რაგბი, ვინაიდან აქ ღირსეული ხალხია და ვცდილობდით, ყოველთვის გამიჯნულები ვყოფილიყავით და საქმით დაგვემტკიცებინა ჩვენი ქვეყნის სიყვარული და ღირსეულად წარმოგვეჩინა მსოფლიო ასპარეზზე. რიგი ხარვეზები იყო ხმების დათვლის პროცესში, ასევე მინდობილობების კუთხით და ორმაგი სტანდარტი ახლა გამოჩნდება - რას იზამს და რა გადაწყვეტილებას მიიღებს საჯარო რეესტრი. თუ ერთის მხრივ, ჩემი წესდების მიხედვით იყო 30-დღიანი ვადის დარღვევა, მაშინ ახლაც გამოჩნდება, რომ ხმების დათვლაშიც დარღვევაა და ნოტარიული დოკუმენტებიც ხარვეზიანია. ტყემალაძეს ხმების უმრავლესობა არ მიუღია, ძალადობით შეასრულა კვორუმი. ჩვენ ვიბრძოლებთ და ვნახოთ, რა გამოვა იმიტომ, რომ რაც ამ არჩევნებზე ხდებოდა, სამარცხვინოა და გულის ამრევი“.

ირაკლი აბუსერიძეს, რომელიც საქართველოს ნაკრების კაპიტანი გახლდათ, 2014-დან 2016 წლამდე საკრებულოს წევრი, 2016-დან 2020-მდე კი პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი იყო ბლოკიდან "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“.

ის ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ "ოცნება“ არ დაუტოვებია, "არც კი ვიცი, ვარ თუ არა პარტიის წევრი, მე ჩემი ნებით არ წამოვსულვარ...", - ამბობს აბუსერიძე.

როგორც ირკვევა, თავის დროზე ირაკლი აბუსერიძე "ქართულ ოცნებაში" ექსპრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან მეგობარობის გამო მოხვდა, "ოცნებიდან“ კი კარგა ხანია, რაც გაუშვეს.

პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ, ასევე დამტკიცდა რაგბის კავშირის გამგეობა. როგორც გაირკვა, მისი შემადგენლობა უცვლელი დარჩა, უბრალოდ, გაიზარდა "ქართული ოცნების“ ე.წ. წარმომადგენელთა რაოდენობა. მასში ახლა უკვე "ოცნებასთან" აფილირებული გამგეობის 4 წევრია. ესენი არიან: გივი ჭიჭინაძე, ალექსანდრე გრიგალავა, გიორგი კობახიძე და გაიოზ მონიავა.

გარდა იმისა, რომ ახლადარჩეული პრეზიდენტი "ოცნების“ ფავორიტია, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტყემალაძე რაგბის კავშირის გამგეობის წევრისა და ყოფილი რაგბისტის - გიორგი კობახიძის (ირაკლი კობახიძის მამის) მეგობარიცაა. ambebi.ge ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად გიორგი კობახიძეს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა:

"დიდი ხანია, რაც რაგბის კავშირის გამგეობის წევრი ვარ. სოსო გავიცანი გასული წლის მარტში და მას მერე იანვრამდე ორჯერ შევხვდი სულ... ამიტომ ინფორმაცია ჩვენი მეგობრობის შესახებ სიმართლე არაა. ჯერ რეესტრმა დაარეგისტრიროს პრეზიდენტად და მერე ვისაუბრებთ თავისუფლად, არ მინდა, მოვლენებს გავუსწროთ. დანარჩენი სოსოსთან გაარკვიეთ, არაა ის კაცი, რომ რამე დამალოს".

  • ვინ არის იოსებ ტყემალაძე?

რაც შეეხება ახლ პრეზიდენტ სოსო ტყემალაძეს, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია. ბიზნესმენთან და ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან მეგობრულ ურთიერთობებს თავად ტყემალაძეც გვიდასტურებს. როგორც ირკვევა, იოსებ ტყემალაძე ბიზნესმენია, რომელიც ჩართულია აბასთუმნისა და წყალტუბოს პროექტებში, რაც ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება. ამბობენ, რომ სოსო ტყემალაძემ ივანიშვილი, სავარაუდოდ, ბიძისგან გაიცნო, რომელიც ოლიგარქთან საკმაოდ დაახლოებული პირია - თემურ ტყემალაძე დენდროლოგია. რაგბის კავშირში დარწმუნებულები არიან, რომ ტყემელაძის დანიშვნა სწორედ ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება.

ambebi.ge რაგბის კავშირის ახალარჩეულ პრეზიდენტ იოსებ ტყემალაძეს დაუკავშირდა, რომელიც მისი მისამართით გავრცელებულ ხმებს ცილისწამებას უწოდებს.

"ისევე, როგორც ყველა ქართველი, რაც შეიძლება ვეხმარები და მინდა დავეხმარო სპორტის ამ სახეობას. პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა, დელეგატებმა მომცეს ხმა და ახლა ველოდები საჯარო რეესტრს, თუ დამარეგისტრირებს პრეზიდენტად, ვიქნები კანონიერი პრეზიდენტი, არ დამარეგისტრირებს და მათსავით არ დავიწყებ განცხადებებისა და ცილისწამებების გავრცელებას. ამ ეტაპზე მაქვს ხმათა უმრავლესობა და ძალიან მალე რაგბის კავშირს ეყოლება პრეზიდენტი. 20 წელზე მეტია ჩართული ვარ ამ საქმეში და რაგბი, როგორც ყველას, ძალიან მიყვარს და ხაზგასმით მინდა დაწეროთ, რომ რაგბი მხოლოდ მორაგბეების არ არის, ის ეროვნული სპორტია, მთელი ერისაა. აქამდე კლუბ "ლელოსთან“ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა მქონდა და თუ მან რაიმე წარმატებას მიაღწია, ამაში მეც მიმიძღვის წვლილი. შემდეგ უკვე, წლების განმავლობაში ვეხმარებოდი რაგბის კავშირის პრეზიდენტებს - ბატონ ნიჟარაძეს და სვანიძეს. ვიცი და კარგად მესმის, რა ხდება რაგბის ოჯახში, როგორ აღმოიფხვრას პრობლემები და როგორ უნდა განვავითაროთ ეს სპორტი.

ჩემს მოყვანაში ბატონ ბიძინა ივანიშვილს რაში უნდა მიუძღოდეს წვლილი, ხმა აქვს, დელეგატია, თუ რა? არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ. მე ვიყავი "ოცნების“ დეპუტატი წლების განმავლობაში, თუ აბუსერიძე და მას ჰკითხეთ, რატომ არ აქვს მხარდაჭერა?

დასამალი არაფერი მაქვს და ვიტყვი, რომ ბატონ ბიძინასთან მაქვს ურთიერთობა ისევე, როგორც ბევრ სხვა ბიზნესმენთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - გარეთ. რაგბიში ჩემამდეც იყო ბატონი ბიძინა და ჩემს მერეც იქნება. მართლაც ვარ ჩართული წყალტუბოს და აბასთუმნის პროექტებში და იმის მენეჯმენტს ვუკეთებ, როგორ გავხადოთ კურორტები საუკეთესო ჩვენს ქვეყანაში. ამაში ვეხმარები ბატონ ბიძინას და მგონი, კარგის მეტს, არაფერს ვაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის. ის ძალადობა, სიცრუე და ცილისწამება, რაც მათგან მოდის, ამ არჩევნებით დასრულდა და კიდევ რაღაცებს აანონსებენ. ეს აგრესია უნდა დასრულდეს და მივხედოთ სპორტს. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კანონის ჩარჩოში და მშვიდობიანად დასრულდება“, - გვეუბნება ტყემალაძე.

დავით ზილფიმიანს გულზე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა - როგორია დეპუტატის მდგომარეობა?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"