საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაზე ძვირფასი მაიკაა მე და აჩიმ რომ გავცვალეთ. დღემდე არ გამირეცხია... მინდა, მისი სუნი ასდიოდეს..." - შოთა არველაძე ტყუპთან დაკავშირებულ ემოციურ ამბავს იხსენებს
"ყველაზე ძვირფასი მაიკაა მე და აჩიმ რომ გავცვალეთ. დღემდე არ გამირეცხია... მინდა, მისი სუნი ასდიოდეს..." - შოთა არველაძე ტყუპთან დაკავშირებულ ემოციურ ამბავს იხსენებს

ვე­ტე­რა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე თა­ვი­სი ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნი­დან ამო­ნა­რიდს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც თა­ვის ტყუ­პის­ცალ­თან, აჩი არ­ვე­ლა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ემო­ცი­უ­რი ის­ტო­რი­აა მო­თხრო­ბი­ლი.

"იცით, რო­მე­ლია ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი მა­ი­კა? ბრე­დას­თან, პირ­ვე­ლი მატ­ჩის შემ­დეგ, მე და აჩიმ რომ გავცვა­ლეთ. დღემ­დე არ გა­მი­რე­ცხია, მინ­და ზუს­ტად ისე­თი იყოს, რო­გო­რიც მომ­ცა და მისი სუნი ას­დი­ო­დეს...

ეს თა­მა­ში ორი­ვეს­თვის ურ­თუ­ლე­სი აღ­მოჩ­ნდა. ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დით, რომ ერ­თმა­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მოგ­ვი­წევ­და თა­მა­ში. ჩვენ ხომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ერთ გუნდში ვთა­მა­შობ­დით და რაც გაგ­ვაჩ­ნია - გა­მარ­ჯვე­ბე­ბის ჩათ­ვლით, ორი­ვეს გვე­კუთ­ვნის. თბი­ლი­სი­დან მთე­ლი ოჯა­ხი და­ი­რაზ­მა და ამ მატ­ჩის სა­ყუ­რებ­ლად ჩა­მო­ვი­და ამ­სტერ­დამ­ში.

ჩემი მშობ­ლე­ბი დაბ­ნე­უ­ლე­ბი ჩან­დნენ, არ იცოდ­ნენ, ვის­თვის ეგულ­შე­მატ­კივ­რათ. არც მე­დი­ას და­უ­ტო­ვე­ბია ეს ფაქ­ტი ყუ­რა­დღე­ბის გა­რე­შე და საკ­მა­ოდ დიდი გა­და­ცე­მა მოგ­ვი­ძღვნეს. ბო­ლოს ჩვე­ნებ­მა ბრე­დას გულ­შე­მატ­კივ­რო­ბა გა­და­წყვი­ტეს. ამას იმით ხსნიდ­ნენ, რომ აიაქ­სი ჩემ­პი­ო­ნო­ბას მა­ინც შეძ­ლებ­და, აჩის კი აიაქსთან გა­მარ­ჯვე­ბა სჭირ­დე­ბო­და.

თა­მა­ში მა­ინც აიაქ­სის გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და... ტყუ­პებ­მა თავი ვე­რაფ­რით გა­მო­ვი­ჩი­ნეთ, ალ­ბათ გაგ­ვი­ჭირ­და ამ ყვე­ლაფ­რის აღ­ქმა... მინ­დორ­ზეც რა­ღაც დაბ­ნე­უ­ლე­ბი დავ­რბო­დით", - წერს შოთა არ­ვე­ლა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბონი ბონი
15

თქვენნაირი ქართველები გვიმრავლოს ღმერთმა

ალექსანდრე
16

კაი ბიჭები!

ავტორი:

"ყველაზე ძვირფასი მაიკაა მე და აჩიმ რომ გავცვალეთ. დღემდე არ გამირეცხია... მინდა, მისი სუნი ასდიოდეს..." - შოთა არველაძე ტყუპთან დაკავშირებულ ემოციურ ამბავს იხსენებს

"ყველაზე ძვირფასი მაიკაა მე და აჩიმ რომ გავცვალეთ. დღემდე არ გამირეცხია... მინდა, მისი სუნი ასდიოდეს..." - შოთა არველაძე ტყუპთან დაკავშირებულ ემოციურ ამბავს იხსენებს

ვეტერანი ფეხბურთელი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე თავისი ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამონარიდს აქვეყნებს, სადაც თავის ტყუპისცალთან, აჩი არველაძესთან დაკავშირებული ემოციური ისტორიაა მოთხრობილი.

"იცით, რომელია ჩემთვის ყველაზე ძვირფასი მაიკა? ბრედასთან, პირველი მატჩის შემდეგ, მე და აჩიმ რომ გავცვალეთ. დღემდე არ გამირეცხია, მინდა ზუსტად ისეთი იყოს, როგორიც მომცა და მისი სუნი ასდიოდეს...

ეს თამაში ორივესთვის ურთულესი აღმოჩნდა. ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ მოგვიწევდა თამაში. ჩვენ ხომ მთელი ცხოვრება ერთ გუნდში ვთამაშობდით და რაც გაგვაჩნია - გამარჯვებების ჩათვლით, ორივეს გვეკუთვნის. თბილისიდან მთელი ოჯახი დაირაზმა და ამ მატჩის საყურებლად ჩამოვიდა ამსტერდამში.

ჩემი მშობლები დაბნეულები ჩანდნენ, არ იცოდნენ, ვისთვის ეგულშემატკივრათ. არც მედიას დაუტოვებია ეს ფაქტი ყურადღების გარეშე და საკმაოდ დიდი გადაცემა მოგვიძღვნეს. ბოლოს ჩვენებმა ბრედას გულშემატკივრობა გადაწყვიტეს. ამას იმით ხსნიდნენ, რომ აიაქსი ჩემპიონობას მაინც შეძლებდა, აჩის კი აიაქსთან გამარჯვება სჭირდებოდა.

თამაში მაინც აიაქსის გამარჯვებით დასრულდა... ტყუპებმა თავი ვერაფრით გამოვიჩინეთ, ალბათ გაგვიჭირდა ამ ყველაფრის აღქმა... მინდორზეც რაღაც დაბნეულები დავრბოდით", - წერს შოთა არველაძე.

"ძალიან ამორალური და დაბალი დონე...ისედაც ბოლო ჟამისკენ მივდივართ..." - რას წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში ბერასთან დაკავშირებულ კომენტარებზე

"ვინ იფიქრებს იმ მღვდლებზე, ვინც შემოსავლის გარეშე დარჩნენ... არც ჯვრისწერები ტარდება, არც ნათლობებზე იკლავენ თავს" - რას წერს პეტრე კოლხი?

რას წერს ნინო გიორგობიანი შსს-დან მთავრობის ადმინისტრაციაში გადასვლის შემდეგ?

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"