ვითხოვ სამართლიან განაჩენს და ხუთივეს უმკაცრესად დასჯას, - ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დედამ, თამუნა შალვაშვილმა მცხეთის რაიონულ სასამართლოსთან განაცხადა.
რამდენიმე წუთში, მოსამართლე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს.
სასამართლოსთან პოლიციაა მობილიზებული.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.
ყველანი დასაჯელები არიან უმკაცრესად. ამ ბრალდებულების ადვოკატებს რომ მოუსმინო მამააბრამის ბატკნებად გამოყავთ თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფნი, გეგონება თვითონ მიიყენა დაზიანებები გარდაცვლილმა.
მაგათ ადვოკატებიც უნდა მიაყოლო. ერთი მხარის და მეორე მხარისაც...
... რადგან ადვაკატის საქმე, თეთრის შავად მოჩვენება ჰგონიათ, ან პირიქით...