საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთ მხარეს არის "ქართუს“ პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი, მეორე მხარეს კი არასრულწლოვანი ბერა" - "ქართული ოცნების" განცხადება ფარულ ჩანაწერებზე
"ერთ მხარეს არის "ქართუს“ პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი, მეორე მხარეს კი არასრულწლოვანი ბერა" - "ქართული ოცნების" განცხადება ფარულ ჩანაწერებზე

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ გავ­რცე­ლე­ბულ აუ­დიო ჩა­ნა­წერ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც პარ­ტი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, ჩა­ნა­წერ­თა ფაბ­რი­კა­ცია, რო­გორც ჩანს, დიდი ხნის ნა­მუ­შე­ვა­რი, სა­გულ­და­გუ­ლოდ და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი და "სა­ჭი­რო მო­მენ­ტის­თვის“ იყო გა­და­ნა­ხუ­ლი.

გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ მი­უ­ხე­და­ვად მათი ასე­თი ქმე­დე­ბე­ბი­სა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ უარს არა­სო­დეს იტყვის კონ­სტრუქ­ცი­ულ და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე.

"გუ­შინ, ერთ-ერთი პარ­ტი­უ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის ეთერ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იხი­ლა და მო­ის­მი­ნა 2010-2011 წლე­ბის უკა­ნო­ნო ჩა­ნა­წე­რე­ბის უხე­ში ფაბ­რი­კა­ცია. გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი გა­ყალ­ბე­ბუ­ლი სა­უ­ბა­რი შედ­გე­ბა რო­გორც მი­ნი­მუმ რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ათე­უ­ლო­ბით ჩა­ნა­წე­რი­დან ამო­ღე­ბუ­ლი სი­ტყვე­ბი­სა და ფრა­ზე­ბი­სა­გან. ეს არის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის მმარ­თვე­ლო­ბის დროს (ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში შე­მოს­ვლამ­დე) "კუ­დის“ მიერ, ორ კერ­ძო პირს შო­რის უკა­ნო­ნო ჩა­ნა­წე­რე­ბის უხე­ში ფაბ­რი­კა­ცია, სა­დაც ერთ მხა­რეს არის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი, "ქარ­თუს“ პრე­ზი­დენ­ტი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, მე­ო­რე მხა­რეს კი არას­რულ­წლო­ვა­ნი ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი, თუმ­ცა არც ასე­თი ჩა­ნა­წე­რის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას მო­ე­რიდ­ნენ. ისი­ნი, სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბის ამ­გვა­რი გა­მო­ხატ­ვით, კი­დევ უფრო ინად­გუ­რე­ბენ სა­კუ­თარ თავს, რად­გან ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­რო­ში ასე­თი, საბ­ჭო­თა, "კა­გე­ბეს“ მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ამო­რა­ლუ­რი და მი­უ­ღე­ბე­ლია. უკა­ნო­ნო მოს­მე­ნა, მოს­მე­ნი­ლის შე­ნახ­ვა, და­მონ­ტა­ჟე­ბა-ფაბ­რი­კა­ცია, მისი გა­მო­ყე­ნე­ბა, ძა­ლა­დო­ბა, მკვლე­ლო­ბა და ა.შ. ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის ხელ­წე­რაა. რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თულ ოც­ნე­ბას და მათ ლი­დე­რებს, ისი­ნი მსგავს მე­თო­დებს არ იყე­ნებ­დნენ არც პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლამ­დე და არც პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლის შემ­დეგ.

ჩა­ნა­წერ­თა ფაბ­რი­კა­ცია, რო­გორც ჩანს, დიდი ხნის ნა­მუ­შე­ვა­რი, სა­გულ­და­გუ­ლოდ და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი და „სა­ჭი­რო მო­მენ­ტის­თვის“ იყო გა­და­ნა­ხუ­ლი.

ორი დღის წინ გა­მოქ­ვეყ­ნდა ეუთო/ოდი­რის უაღ­რე­სად პო­ზი­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბა 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­სა­ხებ. ამა­ვე დროს, ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტმა შარლ მი­შელ­მა სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო მე­დი­ა­ტო­რის როლი, რაც ბუ­ნებ­რი­ვია, პრო­ცე­სის დე­ეს­კა­ლა­ცი­ის და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის კონ­სტრუქ­ცი­ულ რე­ჟიმ­ში გაგ­რძე­ლე­ბის გა­რან­ტი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. რო­გორც ჩანს, სწო­რედ ამ ფაქ­ტო­რებ­მა და მო­ლა­პა­რა­კე­ბის ჩაშ­ლის მი­ზან­მა გა­ნა­პი­რო­ბა გა­ყალ­ბე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა. რა­დი­კა­ლურ ოპო­ზი­ცი­ას სურს, ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი გა­მო­ი­ყე­ნოს მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე უა­რის თქმის სა­ბა­ბად და ვხე­დავთ მათ მიერ აგო­რე­ბულ ახალ კამ­პა­ნი­ა­საც, რო­მელ­საც პერ­სპექ­ტი­ვა ერთი მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო არ გა­აჩ­ნია - ის სი­ყალ­ბე­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი.

მი­უ­ხე­და­ვად მათი ასე­თი ქმე­დე­ბე­ბი­სა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ უარს არა­სო­დეს იტყვის კონ­სტრუქ­ცი­ულ და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად ჩვენ მზად ვართ დი­ა­ლო­გის გაგ­რძე­ლე­ბის­თვის, რა­საც ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბიც მოგ­ვი­წო­დე­ბენ“, -ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 64 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ასინეთა უკუღმა უკუღმა...
67

აგერ ნაციონალური პარტიის თავმჯდომარე მელია თურმე ისე დამუქრებია ხვიჩიას ამ უკანასკნელმა იარაღის ტარების უფლება მოითხოვა თავდაცვისთვის, იქით დეპუტატ ელისაშვილს შეუთვალა მუქარა მოგივარდები მაგ პარლამენტში ხელში აგიღებ და გამოგიტანო, ფარული ჩანაწერი რად უნდა, პარტიის თავმჯდომარე აკაჩავებს დეპუტატებს და ამის გამოშვება უნდათ ციხიდან ამ ბრბოს და აქ ღარიბაშვილი რო ვიღაცაზე ღადაობს ეს ყოფილა ტრაგედია თურმე.... ოეეე ყანა ხართ მართლა და ამიტომ გდიხართ ქუჩა ქუჩა 9 წელია უკვე, კიდე დიდხანს მოგიწევთ ....

თამარ აბაშიძე
18

უმძიმესია 

ვეღარც უარყოფა ხდება

ქვეყანა სადაც ჩვენს შვილებს შეიძლება მიუქსიონ ხალხი და თუ კომენტარს დაუდებენ ფეისბუქზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ერთ მხარეს არის "ქართუს“ პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი, მეორე მხარეს კი არასრულწლოვანი ბერა" - "ქართული ოცნების" განცხადება ფარულ ჩანაწერებზე

"ერთ მხარეს არის "ქართუს“ პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი, მეორე მხარეს კი არასრულწლოვანი ბერა" - "ქართული ოცნების" განცხადება ფარულ ჩანაწერებზე

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჩანაწერთა ფაბრიკაცია, როგორც ჩანს, დიდი ხნის ნამუშევარი, საგულდაგულოდ დამონტაჟებული და "საჭირო მომენტისთვის“ იყო გადანახული.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად მათი ასეთი ქმედებებისა, "ქართული ოცნება“ უარს არასოდეს იტყვის კონსტრუქციულ და სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებებზე.

"გუშინ, ერთ-ერთი პარტიული ტელევიზიის ეთერში საზოგადოებამ იხილა და მოისმინა 2010-2011 წლების უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია. გამოქვეყნებული გაყალბებული საუბარი შედგება როგორც მინიმუმ რამდენიმე თვის განმავლობაში, ათეულობით ჩანაწერიდან ამოღებული სიტყვებისა და ფრაზებისაგან. ეს არის ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს (ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამდე) "კუდის“ მიერ, ორ კერძო პირს შორის უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია, სადაც ერთ მხარეს არის საქველმოქმედო ფონდი, "ქართუს“ პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი, მეორე მხარეს კი არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი, თუმცა არც ასეთი ჩანაწერის გამოქვეყნებას მოერიდნენ. ისინი, სასოწარკვეთილების ამგვარი გამოხატვით, კიდევ უფრო ინადგურებენ საკუთარ თავს, რადგან ცივილიზებულ სამყაროში ასეთი, საბჭოთა, "კაგებეს“ მეთოდების გამოყენება აბსოლუტურად ამორალური და მიუღებელია. უკანონო მოსმენა, მოსმენილის შენახვა, დამონტაჟება-ფაბრიკაცია, მისი გამოყენება, ძალადობა, მკვლელობა და ა.შ. ნაციონალური მოძრაობის ხელწერაა. რაც შეეხება ქართულ ოცნებას და მათ ლიდერებს, ისინი მსგავს მეთოდებს არ იყენებდნენ არც პოლიტიკაში მოსვლამდე და არც პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ.

ჩანაწერთა ფაბრიკაცია, როგორც ჩანს, დიდი ხნის ნამუშევარი, საგულდაგულოდ დამონტაჟებული და „საჭირო მომენტისთვის“ იყო გადანახული.

ორი დღის წინ გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის უაღრესად პოზიტიური შეფასება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ამავე დროს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საკუთარ თავზე აიღო მედიატორის როლი, რაც ბუნებრივია, პროცესის დეესკალაციის და მოლაპარაკებების კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელების გარანტი უნდა ყოფილიყო. როგორც ჩანს, სწორედ ამ ფაქტორებმა და მოლაპარაკების ჩაშლის მიზანმა განაპირობა გაყალბებული ჩანაწერების გამოქვეყნება. რადიკალურ ოპოზიციას სურს, ეს ჩანაწერები გამოიყენოს მოლაპარაკებებზე უარის თქმის საბაბად და ვხედავთ მათ მიერ აგორებულ ახალ კამპანიასაც, რომელსაც პერსპექტივა ერთი მარტივი მიზეზის გამო არ გააჩნია - ის სიყალბეზეა დაფუძნებული.

მიუხედავად მათი ასეთი ქმედებებისა, "ქართული ოცნება“ უარს არასოდეს იტყვის კონსტრუქციულ და სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებებზე. შესაბამისად ჩვენ მზად ვართ დიალოგის გაგრძელებისთვის, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც მოგვიწოდებენ“, -ნათქვამია განცხადებაში.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"საპატიო კახელი ვარ და კიდევ ჩავალ საქართველოში - კვერცხის სროლის მოყვარულები, ყველა ქვეყანაში არსებობენ და ყურადღებას არ იმსახურებენ" - ვლადიმერ პოზნერი