ავტორი:

"პირადად მე საზიანოდ მიმაჩნია იმ ტიპის ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება, რომელთა კანონიერების წყაროც ცნობილი არ არის" - ბოკერია

"პირადად მე საზიანოდ მიმაჩნია იმ ტიპის ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება, რომელთა კანონიერების წყაროც ცნობილი არ არის" - ბოკერია

ცნობილი გამოთქმაა, რომ რასაც დათესავ, იმას მოიმკი და ზოგჯერ, რასაც დათესავ, იმაზე უარესს მოიმკი და ეს სწორედ ის შემთხვევაა,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასული გადაცემის ანონსის შესახებ განაცხადა, რომელიც ფარულ აუდიოჩანაწერებს ეხება.

ბოკერიას შეფასებით, ზოგადად საზიანოა ნებისმიერ სახის ფარული ჩანაწერების გავრცელება, რომელთა კანონიერი წყარო ცნობილი არ არის. თუმცა, ამასთანავე, მან უტიფრობა უწოდა იმ პოლიტიკური ძალის მიერ გამოთქმულ აღშფოთებას, რომელმაც, „მთლიანად პოლიტიკური კამპანია მსგავსი ჩანაწერების გამოქვეყნებაზე ააწყო“.

"პირადად მე და "ევროპულ საქართველოს" გვაქვს იგივე პოზიცია და ძალიან საზიანოდ მიგვაჩნია ზოგადად იმ ტიპის ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება, რომელთა კანონიერების წყაროც ცნობილი არ არის. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიხილეთ ხელისუფლების რეაქცია ამ ჩანაწერებზე, სოზარ სუბარის განცხადება, სრულიად უტიფარი განცხადება, ის მოითხოვს და მოელის ამის დაგმობას სახალხო დამცველისგან და სხვებისგან.

უფრო მეტიც, აცხადებს, რომ სასამართლოს აქვს უფლება ამის გამოქვეყნების აკრძალვის. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი კანონი სიტყვის თავისუფლების შესახებ, კონსტიტუცია და საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებები ძალიან მკაფიოს ხდის, რომ ჟურნალისტური საქმიანობის შედეგად მოპოვებული მასალების აკრძალვა სრულიად დაუშვებელია და არის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და არანაირი საფუძველი არ არსებობს ამისთვის. მაგრამ, ამაზე უფრო მთავარიც კი არის უტიფრობა იმ პოლიტიკური გუნდის, ივანიშვილისა და მისი გარემოცვის, რომელმაც მთელი თავისი პოლიტიკური კარიერა ააწყო და არც ერთი პოლიტიკური ციკლი არ გამოუტოვებია, რომ უკანონოდ მოპოვებული ფარული აუდიო ჩანაწერები ან ვითომ უკრაინის ვებ-გვერდებზე თუ სოციალურ მედიაში განთავსებული ჩანაწერები გამოეყენებინა პოლიტიკური კამპანიისთვის, სისხლის სამართლის გამოძიებებს იწყებდნენ ამისთვის, ბრალი აქვთ წაყენებული ხალხისთვის.

ამ ხალხმა ასეთ სიბინძურეზე ააწყო თავისი კამპანია და ახლა არიან აღშფოთრბულები ამით? ცნობილი გამოთქმაა, რომ რასაც დათესავ, იმას მოიმკი და ზოგჯერ, რასაც დათესავ, იმაზე უარესს მოიმკი და ეს სწორედ ის შემთხვევაა,“- განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.

"ფორმულა“ და "მთავარი არხი“ კანონსაწინააღმდეგო ფაქტს თუ დაამტკიცებენ, დავტოვებ დეპუტატის მანდატს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოიხადონ ბოდიში ცილისწამებისთვის" - ანრი ოხანაშვილი

11 თვიანი პაუზის შემდე, საქართველო უკრაინაში ელჩს აბრუნებს

რას ამბობს გიგა ბოკერია ყოფილი თანაგუნდელების გადაწყვეტილებაზე - "არ დავმალავ... ეს მიმაჩნია სამწუხარო და მცდარ გადაწყვეტილებად"