პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ მოქალაქეებმა არ იციან, სად გადის საზღვარი, პოლიციელებმა იციან... ჩვენ გავაფრთხილეთ" - შეხვედრა ერგნეთში, ხუთთვიანი პაუზის შემდეგ და მხარეების განცხადებები
"თუ მოქალაქეებმა არ იციან, სად გადის საზღვარი, პოლიციელებმა იციან... ჩვენ გავაფრთხილეთ" - შეხვედრა ერგნეთში, ხუთთვიანი პაუზის შემდეგ და მხარეების განცხადებები

ხუთ­თვი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ, ერგნეთ­ში ინ­ცი­დენ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა.

შეხ­ვედ­რის შემ­დეგ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­ინ­ფორ­მა­ციო-ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ ირაკ­ლი ან­თა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ დის­კუ­სია შედ­გა არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხზე, პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი კი უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უპი­რო­ბოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხი იყო.

"დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე უმ­თავ­რეს სა­კითხს წარ­მო­ად­გენ­და და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა და­ეთ­მო უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უპი­რო­ბოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კითხს. ეს სა­კი­თხი და­ის­ვა ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რად, მო­გეხ­სე­ნე­ბათ ამ სა­კი­თხზე საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სა­ერ­თა­შო­რი­სო მხარ­და­ჭე­რაა, რაც დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზეც იყო ძა­ლი­ან მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი. შედ­გა თე­მა­ტუ­რი დის­კუ­სია კონ­კრე­ტულ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვიმ­სჯე­ლეთ კონ­კრე­ტულ ფორ­მებ­ზე და რა თქმა უნდა, გა­კეთ­და შე­თა­ვა­ზე­ბა, რომ ამ­გვარ შემ­თხვე­ვებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მიდ­გო­მა და სა­კი­თხი გა­და­წყდეს ჰუ­მა­ნი­ტა­რულ პერ­სპექ­ტი­ვა­ში. ამ ეტაპ­ზე, კონ­კრე­ტულ თა­რი­ღებ­ზე სა­უ­ბა­რი გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა, მაგ­რამ, ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ყვე­ლა ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე და­უბ­რუნ­დე­ბა სა­კუ­თარ ოჯახს", - აღ­ნიშ­ნა ან­თა­ძემ.

დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ინ­ცი­დენ­ტე­ბის - მათ შო­რის, უკა­ნო­ნო ე.წ. ბორ­დე­რი­ზა­ცი­ი­სა და უკა­ნო­ნო წვრთნე­ბის სა­კი­თხე­ბიც და­ა­ყე­ნეს.

"გან­ვი­ხი­ლეთ ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­სა და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ცი­დენ­ტე­ბი და ამ კონ­ტექ­სტში მთა­ვარ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს უკა­ნო­ნო ე.წ. ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის სა­კი­თხი, რაც ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შე­სუ­ლი და მო­გეხ­სე­ნე­ბათ, უკა­ნო­ნო, ე.წ. ბორ­დე­რი­ზა­ცია არის იმ ყვე­ლა ნე­გა­ტი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ორ­გა­ნუ­ლი ნა­წი­ლი, რაც აზა­რა­ლებს სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის ორი­ვე მხა­რეს მცხოვ­რებ ად­გი­ლობ­რივ, მკვიდრ მო­სახ­ლე­ო­ბას.

ასე­ვე, დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე ძა­ლი­ან პრინ­ცი­პუ­ლად და­ის­ვა უკა­ნო­ნო წვრთნე­ბის სა­კი­თხი, შეხ­ვედ­რის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დრო­საც ის­მო­და აფეთ­ქე­ბე­ბის ხმა, ეს არის უაღ­რე­სად ნე­გა­ტი­უ­რი და დესტრუქ­ცი­უ­ლი მოვ­ლე­ნა, იგი მუდ­მი­ვი სტრე­სის ქვეშ ამ­ყო­ფებს მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლებ­ში მცხოვ­რებ ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩორ­ჩა­ნას სა­გუ­შა­გოს­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხს, ბუ­ნებ­რი­ვია, ამ სა­კი­თხზე დის­კუ­სია შედ­გა და ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ზი­ცია ცალ­სა­ხაა - ეს არის პო­ლი­ცი­ის სტან­დარ­ტუ­ლი პოს­ტი და მისი მთა­ვა­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა არის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მოს ხელ­შე­წყო­ბა", - გა­ნა­ცხა­და სუს-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო-ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ.

შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი „სამ­ხრეთ ოსე­თი“ .

დე­ლე­გა­ცი­ის“ ხელ­მძღვა­ნე­ლის ეგორ კო­ჩი­ე­ვის გან­ცხა­დე­ბით, დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე ძი­რი­თად სა­კი­თხად მისი მხრი­დან სო­ფელ უის­ტა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა და­ის­ვა.

"ჩვენ ყო­ველ­თვის ვთა­ვა­ზობთ სა­ზღვარ­ზე მდგო­მა­რე­ო­ბის გან­მუხ­ტვას, რო­მე­ლიც უნდა და­ი­წყოს იმით, რომ აქ არ­სე­ბუ­ლი პოს­ტი უნდა მო­იხ­სნას. რო­გორც კი ეს მოხ­დე­ბა, უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­უ­ბა­რი ჩვენ ქვეყ­ნებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი სა­ზღვრის ბედ­ზე სა­უ­ბა­რი“, - გა­ნა­ცხა­და კო­ჩი­ევ­მა.

მისი თქმით, ქარ­თულ მხა­რეს, ჯერ­ჯე­რო­ბით, ამ სა­კი­თხზე მკა­ფიო პა­სუ­ხის გა­ცე­მა არ შე­უძ­ლია.

"ეს პოს­ტი ქარ­თულ მხა­რეს არა­ფერს აძ­ლევს. იქ არ არის გზა და თით­ქმის არ არის ხალ­ხი. იქ ხდე­ბა ძა­ლო­ვა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა. ჩვენ გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ იქ არ­სე­ბულ პოსტზე 12-დან 14-მდე ადა­მი­ა­ნია. თუმ­ცა, ამის პა­რა­ლე­ლუ­რად შექ­მნი­ლია რამ­დე­ნი­მე საყ­რდე­ნი პუნ­ქტი, რო­მელ­თა­გან, მი­ნი­მუმ ერთი, ჩვენ ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი უშუ­ა­ლოდ სა­ზღვრის სი­ახ­ლო­ვეს“, - გა­ნა­ცხა­და კო­ჩი­ევ­მა.

მისი თქმით, „ამ პოს­ტის გან­თავ­სე­ბით ქარ­თულ­მა მხა­რე, შექ­მნა და­ძა­ბუ­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი კერა“.

რო­გორც კო­ჩი­ევ­მა აღ­ნიშ­ნა, დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე რამ­დე­ნი­მე ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სა­კი­თხიც გა­ნი­ხი­ლეს, მათ შო­რის ინ­ცი­დენ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ე.წ. სა­ზღვრის დარ­ღვე­ვას უკავ­შირ­დე­ბა.

"თუკი ჩვე­უ­ლებ­რივ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა არ იცი­ან, სად გა­დის კონ­კრე­ტუ­ლი სა­ზღვა­რი, პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა კი, ამის შე­სა­ხებ კარ­გად იცი­ან. მათი თი­თო­ე­უ­ლი ნა­ბი­ჯი ჩვენ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე - პრო­ვო­კა­ცი­აა. ჩვენ გა­ვაფრ­თხი­ლეთ, რომ თუკი დარ­ღვე­ვე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა, სამ­ხრეთ ოსე­თის მხრი­დან იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კო­ჩი­ევ­მა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
1

იმედია ტყვეებს მალე გაანთავისუფლებენ

Vasilii
16

ალბათ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ილიას-ძე ბიბილოვი შეიწყალებს.თუ თხოვნით მიმართავს საზღვრის დამრღვევი. მარტო თოფს არ დაუბრუნებს. ღმერთმა ქნას და შეიწყალონ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"თუ მოქალაქეებმა არ იციან, სად გადის საზღვარი, პოლიციელებმა იციან... ჩვენ გავაფრთხილეთ" - შეხვედრა ერგნეთში, ხუთთვიანი პაუზის შემდეგ და მხარეების განცხადებები

"თუ მოქალაქეებმა არ იციან, სად გადის საზღვარი, პოლიციელებმა იციან... ჩვენ გავაფრთხილეთ" - შეხვედრა ერგნეთში, ხუთთვიანი პაუზის შემდეგ და მხარეების განცხადებები

ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, რომ დისკუსია შედგა არაერთი მნიშვნელოვან საკითხზე, პრიორიტეტული კი უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხი იყო.

"დღევანდელ შეხვედრაზე უმთავრეს საკითხს წარმოადგენდა და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხს. ეს საკითხი დაისვა ძალიან აქტუალურად, მოგეხსენებათ ამ საკითხზე საკმაოდ მაღალი ხარისხის საერთაშორისო მხარდაჭერაა, რაც დღევანდელ შეხვედრაზეც იყო ძალიან მკვეთრად გამოხატული. შედგა თემატური დისკუსია კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ვიმსჯელეთ კონკრეტულ ფორმებზე და რა თქმა უნდა, გაკეთდა შეთავაზება, რომ ამგვარ შემთხვევებში გამოყენებულ იქნას ჰუმანიტარული მიდგომა და საკითხი გადაწყდეს ჰუმანიტარულ პერსპექტივაში. ამ ეტაპზე, კონკრეტულ თარიღებზე საუბარი გაგვიჭირდება, მაგრამ, ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში, უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა ჩვენი თანამოქალაქე დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს", - აღნიშნა ანთაძემ.

დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბოლო თვეების განმავლობაში დაფიქსირებული ინციდენტების - მათ შორის, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციისა და უკანონო წვრთნების საკითხებიც დააყენეს.

"განვიხილეთ ოკუპირებულ რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტები და ამ კონტექსტში მთავარ პრობლემას წარმოადგენს უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხი, რაც ბოლო თვეების განმავლობაში იყო აქტიურ ფაზაში შესული და მოგეხსენებათ, უკანონო, ე.წ. ბორდერიზაცია არის იმ ყველა ნეგატიური განვითარების ორგანული ნაწილი, რაც აზარალებს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ, მკვიდრ მოსახლეობას.

ასევე, დღევანდელ შეხვედრაზე ძალიან პრინციპულად დაისვა უკანონო წვრთნების საკითხი, შეხვედრის მიმდინარეობის დროსაც ისმოდა აფეთქებების ხმა, ეს არის უაღრესად ნეგატიური და დესტრუქციული მოვლენა, იგი მუდმივი სტრესის ქვეშ ამყოფებს მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას.

რაც შეეხება ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებულ საკითხს, ბუნებრივია, ამ საკითხზე დისკუსია შედგა და ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია ცალსახაა - ეს არის პოლიციის სტანდარტული პოსტი და მისი მთავარი დანიშნულება არის უსაფრთხოების გარემოს ხელშეწყობა", - განაცხადა სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.

შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთი“ .

დელეგაციის“ ხელმძღვანელის ეგორ კოჩიევის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ძირითად საკითხად მისი მხრიდან სოფელ უისტაში არსებული ვითარება დაისვა.

"ჩვენ ყოველთვის ვთავაზობთ საზღვარზე მდგომარეობის განმუხტვას, რომელიც უნდა დაიწყოს იმით, რომ აქ არსებული პოსტი უნდა მოიხსნას. როგორც კი ეს მოხდება, უკვე შესაძლებელია საუბარი ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული საზღვრის ბედზე საუბარი“, - განაცხადა კოჩიევმა.

მისი თქმით, ქართულ მხარეს, ჯერჯერობით, ამ საკითხზე მკაფიო პასუხის გაცემა არ შეუძლია.

"ეს პოსტი ქართულ მხარეს არაფერს აძლევს. იქ არ არის გზა და თითქმის არ არის ხალხი. იქ ხდება ძალოვანების რაოდენობის ზრდა. ჩვენ გვეუბნებიან, რომ იქ არსებულ პოსტზე 12-დან 14-მდე ადამიანია. თუმცა, ამის პარალელურად შექმნილია რამდენიმე საყრდენი პუნქტი, რომელთაგან, მინიმუმ ერთი, ჩვენ ტერიტორიაზეა, დანარჩენები კი უშუალოდ საზღვრის სიახლოვეს“, - განაცხადა კოჩიევმა.

მისი თქმით, „ამ პოსტის განთავსებით ქართულმა მხარე, შექმნა დაძაბულობის სერიოზული კერა“.

როგორც კოჩიევმა აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე რამდენიმე ჰუმანიტარული საკითხიც განიხილეს, მათ შორის ინციდენტები, რომელიც ე.წ. საზღვრის დარღვევას უკავშირდება.

"თუკი ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა არ იციან, სად გადის კონკრეტული საზღვარი, პოლიციელებმა კი, ამის შესახებ კარგად იციან. მათი თითოეული ნაბიჯი ჩვენ ტერიტორიაზე - პროვოკაციაა. ჩვენ გავაფრთხილეთ, რომ თუკი დარღვევები გაგრძელდება, სამხრეთ ოსეთის მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კოჩიევმა.

"ავიძბა ითხოვდა სოხუმის პორტის საკუთრებაში ან მართვის უფლებით გადაცემას" - რატომ დააკავეს "პიატნაშკას" ლიდერი და რა ხდება სოხუმში?

რას წერს გიორგი შაქარაშვილის და სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ?

"ჩალურჯებებს მაკიაჟით ვფარავდი, ქრმის ნათესავები მეუბნებოდნენ, გათხოვილი ქალების უმეტესობას სცემენ, მაგრამ ამის გამო ოჯახს არავინ ანგრევსო..." - როგორ დაუპირისპირდა არაადამიანურ ტრადიციებს არასწრულწლოვანი დაღესტნელი გოგონა