Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ამ სტატიაზე დიდ იმედს ვამყარებ... გთხოვთ, გამომეხმაურეთ" - ფრანგი ქალი თბილისელებს ახლობლების პოვნაში დახმარებას სთხოვს
"ამ სტატიაზე დიდ იმედს ვამყარებ... გთხოვთ, გამომეხმაურეთ" - ფრანგი ქალი თბილისელებს ახლობლების პოვნაში დახმარებას სთხოვს

1921 წლის თე­ბერ­ვალ­ში, მოს­კო­ვის ინ­სტრუქ­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად, რუ­სე­თის წი­თე­ლი არ­მია სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში შე­მო­იჭ­რა. საბ­ჭო­თა სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი, რუ­სე­თის მსრო­ლელ­თა ბრი­გა­დის პოლ­კე­ბი, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს ალ­ყა­ში მოქ­ცე­ვას ისა­ხავ­დნენ მიზ­ნად. ახლა 2021 წლის თე­ბერ­ვლია, ამ ამ­ბი­დან ზუს­ტად ერთი სა­უ­კუ­ნის თავ­ზე სა­ო­ცა­რი სი­ზუს­ტი­თა და დამ­თხვე­ვით ერთი ტრა­გი­კუ­ლი ის­ტო­რია უნდა გი­ამ­ბოთ, ის­ტო­რია "ტიფ­ლი­სე­ლი" ოჯა­ხი­სა, რო­მე­ლიც სწო­რედ 1921 წლის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოჭ­რილ­მა რუ­სე­თის არ­მი­ამ სა­მუ­და­მოდ და­ან­გრია. თბი­ლი­სელ­მა ახალ­გაზ­რდა ინ­ჟი­ნერ­მა კაც­მა, პა­რიზ­ში ცოლი და პა­ტა­რა შვი­ლე­ბი რუ­სის ჯა­რის­გან გა­და­სარ­ჩე­ნად გა­აქ­ცია, იმ იმე­დით, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით თა­ვა­დაც ჩა­ა­კი­თხავ­და, სამ­წუ­ხა­როდ, კაცს ისი­ნი აღა­რას­დროს უნა­ხავს, სა­კუ­თარ ფეს­ვებს კი დღეს საფ­რან­გე­თი­დან მისი შვილ­თაშ­ვი­ლი ეძებს და დიდი ბა­ბუ­ის საფ­ლავ­ზე ვარ­დე­ბის თა­ი­გუ­ლის მი­ტა­ნა­ზე ოც­ნე­ბობს...

ფრან­გი პატ­რიკ ჟა­ნი­ოს ქუ­თა­ის­ში ემიგ­რი­რე­ბუ­ლი ოჯა­ხის თა­ო­ბა­ზე ambebi.ge-ს მიერ, ამ ცოტა ხნის წინ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ას, მა­რი­ან ტე­ნე­ზი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­და­ა­წყდა და გა­და­წყვი­ტა თბი­ლის­ში სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წარ­სუ­ლის სა­ძი­ებ­ლად ჩემ­თვის მო­ე­მარ­თა. ეს ის­ტო­რია, თი­თო­ე­უ­ლი მისი მკი­თხვე­ლის მი­მართ გაგ­ზავ­ნი­ლი დახ­მა­რე­ბის გზავ­ნი­ლია, მა­რი­ა­ნი სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის, დიდი ბა­ბუ­ის კონ­სტან­ტი­ნე ახ­ვერ­დო­ფის (ქარ­თუ­ლად ახ­ვერ­დო­ვის) ნა­თე­სა­ვე­ბის სა­ძი­ებ­ლად დახ­მა­რე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბას მი­მარ­თავს.

მა­რი­ან ტე­ნე­ზი

- მე მა­რი­ან ტე­ნე­ზი ვარ, საფ­რან­გეთ­ში, ბორ­დო­ში ვცხოვ­რობ და დე­პარ­ტა­მენ­ტა­ლურ არ­ქი­ვებ­ში ვმუ­შა­ობ. ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა ვა­წარ­მოო საგ­ვა­რე­უ­ლო წარ­სუ­ლის ძი­ე­ბა, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს რო­დე­საც მივ­წე­რე, არა­ვინ მი­პა­სუ­ხა, დღემ­დე პა­სუხს ველი, ამი­ტო­მაც დახ­მა­რე­ბა თქვენ გთხო­ვეთ. უკვე ერთი წე­ლია, რაც ჩემი ბი­ძის­გან, მა­მა­ჩე­მის ძმის­გან ელექტრო­ნუ­ლი წე­რი­ლი მი­ვი­ღე. იგი მწერ­და, რომ სახ­ლში აუ­დი­ო­კა­სე­ტა აღ­მო­უ­ჩე­ნია, კა­სე­ტა რო­მელ­ზეც დე­და­მი­სის, ანუ ბე­ბი­ა­ჩე­მის ჟილ­ბერ­ტის ლა­პა­რა­კი იყო ჩა­წე­რი­ლი და რო­მე­ლიც 1983 წლით თა­რიღ­დე­ბა. ეს ჩა­ნა­წე­რი ბე­ბი­ა­ჩე­მის სა­ქარ­თვე­ლო­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გახ­ლდათ გა­კე­თე­ბუ­ლი. ბე­ბი­ამ ერ­თა­დერ­თხელ იმოგ­ზა­უ­რა, რუ­სე­თის გავ­ლით, სა­ქარ­თვე­ლო­ში და რო­დე­საც უკან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა, სახ­ლში ახ­ლად­შე­ძე­ნი­ლი მაგ­ნი­ტო­ფო­ნი დახ­ვედ­რია, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ბე­ბი­ამ სრუ­ლად და თან­მიმ­დევ­რუ­ლად დაგ­ვი­ტო­ვა შვი­ლიშ­ვი­ლებს სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის დიდი ნა­წი­ლის შე­სა­ხებ მო­გო­ნე­ბე­ბი. რო­დე­საც შე­ვი­ტყვე ამის შე­სა­ხებ, სწო­რედ ამ დღი­დან და­ი­წყო ჩემი ამ ამ­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბა და გა­მიჩ­ნდა სურ­ვი­ლი წი­ნაპ­რე­ბის კვალს გავ­ყო­ლო­დი.

- და­სა­წყი­სის­თვის გვი­ამ­ბეთ თქვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის ის­ტო­რია...

- ჩემი დიდი ბე­ბია, ფრანგი ჟან ნური საფ­რან­გე­თი­დან რუ­სეთ­ში გა­ემ­გზავ­რა. ჩემი სა­არ­ქი­ვო ძი­ე­ბით და­ვად­გი­ნე, რომ მან 1908 წელს მო­ი­თხო­ვა ამის­თვის ვიზა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ვი­ზის მი­ღე­ბი­დან მალე გა­ემ­გზავ­რა სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში. ვფიქ­რობთ, იგი სა­მუ­შა­ოდ, ფრან­გუ­ლის მას­წავ­ლებ­ლად უნდა წა­სუ­ლი­ყო და უკვე და­ნამ­დვი­ლე­ბით ვი­ცით, რომ სწო­რედ იქ გა­იც­ნო ჩემი დიდი ბა­ბუა - კონ­სტან­ტი­ნე არ­ტე­მო­ვიჩ ახ­ვერ­დო­ფი (ახ­ვერ­დო­ვი), რო­მე­ლიც 1884 წელს თბი­ლის­ში გახ­ლდათ და­ბა­დე­ბუ­ლი. ახალ­გაზ­რდა კონ­სტან­ტი­ნე რუ­სეთ­ში, სა­ინ­ჟინ­რო სა­არ­ქი­ტექ­ტო­რო სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლობ­და, წარ­მო­შო­ბით სო­მე­ხი, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი "ტიფ­ლი­სე­ლი" ახალ­გაზ­რდა იყო.

ჟან ნური - პირ­ველ რიგ­ში თეთ­რი პე­რან­გით

კონ­სტან­ტი­ნეს და ჟანს, სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში, წმინ­და ეკა­ტე­რი­ნეს გრე­გო­რი­ა­ნულ ეკ­ლე­სი­ა­ში და­უ­წე­რი­ათ ჯვა­რი. მათი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ა­ზე მხო­ლოდ ის ვი­ცით, რომ 1911 წელს 5 ივ­ნისს და­ქორ­წინ­დნენ. სა­ვა­რა­უ­დოდ, რუ­სეთ­ში იქამ­დე დარ­ჩნენ, ვიდ­რე ჩემი დიდი ბა­ბუა სწავ­ლას არ და­ამ­თავ­რებ­და, შემ­დეგ კი 1914 წელს ისი­ნი თბი­ლის­ში დაბ­რუნ­დნენ. ჯერ ვა­ჟიშ­ვი­ლი არ­ტე­მი შე­ე­ძი­ნათ, შემ­დეგ ქა­ლიშ­ვი­ლი ელე­ნა 1915 წელს გა­უჩ­ნდათ (ბე­ბი­ა­ჩემ ელე­ნას, საფ­რან­გეთ­ში ჟილ­ბერტს ეძახ­დნენ).

ჟან ნუ­რის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვიცი, მაგ­რამ რაც ვიცი მათ ოჯახ­ზე ისაა, რომ თბი­ლის­ში საკ­მა­ოდ მა­ღალ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ტრი­ა­ლებ­დნენ, ჩემი დიდი ბა­ბუა ინ­ჟი­ნერ - არ­ქი­ტექ­ტო­რი გახ­ლდათ და თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის გა­მო­ი­სო­ბით კავ­კა­სი­ის ცნო­ბილ ადა­მი­ან­თა ნუს­ხა­შიც კი შე­დი­ო­და. რო­გორც ჩანს, ამ ოჯახს საკ­მა­ოდ კარ­გად უნდა ეცხოვ­რა, ჩემს დიდ ბა­ბუ­ას ბევ­რი დედ­მა­მიშ­ვი­ლიც ჰყო­ლია და ალ­ბათ მჭიდ­რო კავ­ში­რი ჰქონ­და მათ­თა­ნაც, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში დად­გა 1921 წელი, რო­დე­საც მათი ოჯა­ხუ­რი იდი­ლია დას­რულ­და.

1921 წელი ის­ტო­რი­ა­ში ცნო­ბი­ლია რო­გორც რუ­სე­თის წი­თე­ლი არ­მი­ის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოჭ­რის წელი... ქვე­ყა­ნა­ში რუ­სე­თის ჯა­რე­ბის მა­სი­ურ­მა შე­მოს­ვლამ გა­მო­იწ­ვია ის, რომ რუ­სებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ფრან­გე­ბის დევ­ნა და და­პა­ტიმ­რე­ბა და­ი­წყეს.

კონ­სტან­ტი­ნე ახ­ვერ­დო­ვი

ჩემი დიდი ბე­ბია ჟან ნური, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და, თა­ვის­თა­ვად საფრ­თხის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა და გა­და­წყვი­ტა რუ­სე­ბის ხელ­ში ჩა­ვარ­დნას, თა­ვი­სი შვი­ლე­ბით, საფ­რან­გეთ­ში გა­მოქ­ცე­უ­ლი­ყო. მისი მე­უღ­ლე კონ­სტან­ტი­ნე ახ­ვერ­დო­ფი, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლი გახ­ლდათ, რო­გორც ჩანს, ასე ად­ვი­ლად და სწრა­ფად ოჯახს ვერ გა­მოჰ­ყვე­ბო­და პა­რიზ­ში, ამი­ტომ ბა­თუ­მი­დან გე­მით გა­ა­ცი­ლა ცოლ-შვი­ლი იმ­ჟა­მინ­დელ კონ­სტან­ტი­ნე­პოლ­ში, ანუ ის­ტამ­ბულ­ში. ის­ტამ­ბუ­ლის არ­ქი­ვებ­ში ჟან ნუ­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მხო­ლოდ იმი­ტომ აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ბე­ბი­ა­ჩე­მი სპე­ცი­ა­ლუ­რი დაზ­ვერ­ვის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და. ამის შე­სა­ხებ მას არა­ფე­რი არ უნდა სცოდ­ნო­და და რომ არა ჩემი სა­არ­ქი­ვო საქ­მი­ა­ნო­ბა, ვერც ვე­რა­ვინ გა­ი­გებ­და ამას, მაგ­რამ მე ხელი მი­მიწ­ვდე­ბა მსგავს დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ზე, სა­დაც ვნა­ხე რომ საფ­რან­გეთ­ში წა­სას­ვლე­ლი ვიზა ჩემს დიდ ბე­ბი­ას კონ­სტან­ტი­ნე­პოლ­ში, 1921 წლის ოქ­ტომ­ბრის თვე­ში მი­უ­ღია. რაც იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო მან აპ­რი­ლის თვი­დან ოქ­ტომ­ბრის თვემ­დე შუ­ა­ლედ­ში და­ტო­ვა თა­ვი­სი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბით.

ამ პე­რი­ოდ­ში საფ­რან­გე­თის მთავ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ ფრან­გებ­ზე, ე.წ ფრან­გულ კო­ლო­ნი­ა­ზე, მათი რუ­სე­თის ჯა­რის მარ­წუ­ხე­ბი­სა­გან გა­დარ­ჩე­ნის და დახ­სნის მიზ­ნით თა­ვის­თა­ვად მო­ნა­ცე­მებს აგ­რო­ვებ­და და სწო­რედ ამ­გვარ სა­არ­ქი­ვო ჩა­ნა­წე­რებ­ში მო­ვი­ძიე ჩემი დიდი ბე­ბი­ის ჟან ნუ­რის გა­და­ად­გი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია.

კონ­სტან­ტი­ნე - პირ­ველ რიგ­ში, დე­დას­თან და და-ძმებ­თან ერ­თად

რო­გორც ვიცი, კონ­სტან­ტი­ნეს და ჟანს ჰქონ­დათ გეგ­მა­ში ის, რომ ჯერ ჟანი და ბავ­შვე­ბი გა­მო­იქ­ცე­ოდ­ნენ პა­რიზ­ში, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მათ კონ­სტან­ტი­ნე შე­მო­უ­ერ­თდე­ბო­და, რაც სამ­წუ­ხა­როდ აღარ მოხ­და, რო­გორც ჩანს, მან თავი ვე­ღარ და­აღ­წია რუ­სის მმარ­თვე­ლო­ბას. საფ­რან­გეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ჟან ნუ­რიმ ორი პა­ტა­რა შვი­ლით თა­ვის­თა­ვად თა­ვის ოჯახს მი­ა­შუ­რა. ჩემ­თვის ცნო­ბი­ლი ისაა, რომ ბავ­შვე­ბი ფრან­გუ­ლად არ ლა­პა­რა­კობ­დნენ, ბე­ბი­ა­ჩე­მი 6 წლის იყო, რო­დე­საც საფ­რან­გეთ­ში ჩა­მო­ვი­და, ხოლო მისი ძმა ცოტა უფ­რო­სი, მათ ძა­ლი­ან გა­ჭირ­ვე­ბი­ათ სკო­ლა­ში მის­ვლა, ცნო­ბი­ლია, მა­გა­ლი­თად ის ფაქ­ტი, რომ ბე­ბი­ა­ჩე­მის ძმას კლა­სე­ლე­ბი დას­ცი­ნოდ­ნენ კი­დეც აქ­ცენ­ტის გამო. ჟან­მა შვი­ლე­ბით ცოტა ხანს თა­ვის ძმას­თა­ნაც იცხოვ­რა, ვი­ცით, რომ მას სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი სამ­კა­უ­ლე­ბი და ნა­ხა­ტე­ბი გა­უ­ყი­დია და ამით გაჰ­ქონ­და ერთხანს თავი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი პა­რიზ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად თა­ვის შვი­ლებ­თან ერ­თად. რო­გორც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, ჟანი ლა­მა­ზი ქალი იყო და ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლიც ჰყავ­და, ის ძა­ლი­ან შეჰ­ყვა­რე­ბია ერთ პა­რი­ზელ ექიმს, მაგ­რამ ცო­ლად არაფ­რით არ გაჰ­ყვა, ვი­ნა­ი­დან ის თა­ვი­სი ქმრის გვარს, ახ­ვერ­დოფს ძა­ლი­ან უფრთხილ­დე­ბო­და და არ სურ­და და­ო­ჯა­ხე­ბა იმ მი­ზე­ზი­თაც, რომ გვარს შე­აც­ვლე­ვი­ნებ­დნენ.

- რა იცით ჟა­ნის მე­უღ­ლის კონ­სტან­ტი­ნეს შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში დარ­ჩა?

- კონ­სტან­ტი­ნემ ჩა­მოს­ვლა ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხა, ზუს­ტად ხუთი წლის შე­დეგ კი ის და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლა ერთ ქვრივ­ზე, რო­მელ­საც ორი შვი­ლი ჰყავ­და - ირი­ნა და მი­ხე­ი­ლი. ბავ­შვე­ბი კონ­სტან­ტი­ნეს შვი­ლე­ბის ასა­კი­სა ყო­ფი­ლან იმ დროს და ჩემს დიდ ბა­ბუ­ას მარ­თლაც სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბი­ვით გა­უზ­რდია ისი­ნი. ეს ამ­ბა­ვი მისი გე­რის­გან მი­ხე­ილ იურ­ლო­ვის­გან გა­ი­გო ბე­ბი­ა­ჩემ­მა 1983 წელს თბი­ლის­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას. კონ­სტან­ტი­ნე ახ­ვერ­დო­ფის შე­სა­ხებ ვი­ცით ის, რომ იგი 1939 წლი­დან თბი­ლი­სის არ­ქი­ტექ­ტორ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში შე­დი­ო­და და რო­გორც ჩანს, თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბას წარ­მა­ტე­ბით გა­ნაგ­რძობ­და. ბე­ბი­ა­ჩე­მის ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან ირ­კვე­ვა ისიც, რომ იგი 1957 წელს გარ­და­იც­ვა­ლა.

ასე­ვე ბე­ბია ასა­ხე­ლებს მა­მა­მი­სის ბოლო მი­სა­მართს, თბი­ლი­სი, ენ­გელ­სის ქუ­ჩას და მის სა­მუ­და­მო გან­სას­ვე­ნე­ბელს ვა­კის სა­საფ­ლა­ოს. რო­გორც ჩანს, ბე­ბი­ა­ჩემს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა არ ას­ვე­ნებ­და თა­ვი­სი ქვეყ­ნის თუ ოჯა­ხის უნა­ხა­ო­ბა და რო­გორც კი იქ წას­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა, მა­შინ­ვე გა­ემ­გზავ­რა. ვერ ვა­დას­ტუ­რებთ, მაგ­რამ ჩვე­ნი სა­ო­ჯა­ხო ლე­გენ­და ამ­ბობს, რომ ჩვე­ნი დიდი ბა­ბუ­ის - კონ­სტან­ტი­ნეს დე­დას 17 შვი­ლი ჰყავ­და, ჩვენ მხო­ლოდ ორ მათ­გან­ზე გვაქვს ბე­ბი­ის­გან ინ­ფორ­მა­ცია. ეს გახ­ლავთ კონ­სტან­ტი­ნეს ძმა გრი­გო­რი, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი იყო და ქა­ლიშ­ვი­ლი იდა ჰყავ­და. ისევ ბე­ბი­ა­ჩე­მის აუ­დიო ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან ვი­გებთ, რომ თბი­ლის­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას მან თა­ვი­სი ბი­ძაშ­ვი­ლი იდაც მო­ი­ნა­ხუ­ლა.

კონ­სტან­ტი­ნე მე­ო­რე ცოლ­თან ერ­თად

კონ­სტან­ტი­ნეს მე­ო­რე ძმას ევა­ნე­ვი ერ­ქვა და ის ად­ვო­კა­ტი ყო­ფი­ლა. სულ ესაა, რაც კონ­სტან­ტი­ნეს ოჯა­ხის შე­სა­ხებ ვი­ცით, მაგ­რამ იმე­დი გვაქვს, რომ თბი­ლის­ში მათი შთა­მო­მავ­ლე­ბი კვლავ ცხოვ­რო­ბენ და ჩვენ მათ ვი­პო­ვით. რო­გორც გი­თხა­რით, ბე­ბი­ა­ჩე­მი თბი­ლის­ში თა­ვის ბი­ძაშ­ვილ იდას შეხ­ვდა, თუმ­ცა, არ ვი­ცით, რაზე ისა­უბ­რეს მათ. გა­ვი­გეთ მხო­ლოდ ის, რომ იდა ცხოვ­რე­ბის ის­ტო­რი­აც ძა­ლი­ან მძი­მედ წარ­მარ­თუ­ლა, მისი მე­უღ­ლე ტროც­კის­ტად გა­მო­უ­ცხა­დე­ბი­ათ და ამის გამო და­ა­პა­ტიმ­რეს, ხოლო თა­ვად იდა "გა­ა­გუ­ლა­გეს". მთე­ლი ტრა­გე­დია იმა­შია, რომ ამ დროს იდას შვი­ლი სულ ახა­ლი შე­ძე­ნი­ლი ჰყო­ლია, რო­მე­ლიც ერთ ქარ­თველ ოჯახს მის­ცეს თურ­მე გა­საზ­რდე­ლად. იდა რო­დე­საც გუ­ლა­გი­დან დაბ­რუნ­და, ის გერ­მა­ნუ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­ლდათ, ამი­ტო­მაც მუ­შა­ო­ბა კერ­ძოდ გა­უგ­რძე­ლე­ბია ოჯა­ხებ­ში. ერთ ოჯახ­ში კი რო­დე­საც გერ­მა­ნუ­ლის სას­წავ­ლებ­ლად აიყ­ვა­ნეს, თა­ვი­სი შვი­ლი აღ­მო­უ­ჩე­ნია. აი, მთე­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რაც ჩვენ ჩემი დიდი ბა­ბუ­ის კონ­სტან­ტი­ნეს ოჯა­ხის წევ­რებ­ზე ვი­ცით.

ჟილ­ბერტ (ელე­ნა ახ­ვერ­დო­ვა) ახ­ვერ­დო­ფის აუ­დიო ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან, სტი­ლი და­ცუ­ლია:

  • "გამ­გზავ­რე­ბა

ვიზა რომ ამე­ღო და­ვუ­კავ­შირ­დი საფ­რან­გეთ-სსრ კავ­ში­რის სა­ა­გენ­ტოს და წა­ვე­დით სა­ქარ­თვე­ლო­ში, 13 - კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი, რო­მელ­თა ერთ-ერთი წევ­რი იყო ბა­ტო­ნი შალ­ვა იაშ­ვი­ლი, ჩემ­სა­ვით და­ბა­დე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც ყო­ველ­წლი­უ­რად მი­დი­ო­და იქ თა­ვის ოჯახ­თან ერ­თად. იაშ­ვი­ლებ­თან ერ­თად მოგ­ზა­უ­რო­ბა ცო­ტა­თი უფრო მარ­ტი­ვი და სა­სი­ა­მოვ­ნო გახ­და ჩემ­თვის.

ელე­ნა ჟილ­ბერტ ახ­ვერ­დო­ვა

რო­დე­საც მოს­კოვ­ში ჩა­ვე­დით, რუ­სე­თის მხრი­დან კი­დევ ერთი უსი­ა­მოვ­ნო ფაქ­ტი მოხ­და. პო­ლი­ცი­ამ გვა­ი­ძუ­ლა ფორ­მა­ლო­ბე­ბის გავ­ლა მი­ნი­მუმ 4 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ანუ უნდა ით­ქვას, რომ მოგ­ზა­უ­რო­ბა, რო­მე­ლიც სულ სამ­ნა­ხე­ვარ სა­ათს გაგ­რძელ­და, უფრო მოკ­ლეა, ვიდ­რე აე­რო­პორ­ტი­დან გას­ვლა, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ჭი­ა­ნურ­და, რად­გან ჩვენ ფრან­გე­ბი ვი­ყა­ვით.

სსრკ: მოს­კო­ვი:

დიდი სი­ურპრი­ზი ის იყო, რომ სექ­ტემ­ბერ­ში მოს­კოვ­ში შე­იძ­ლე­ბა გე­გო­ნოთ, რომ ცივა, ამი­ტომ თბი­ლად ჩაც­მუ­ლი წა­ვე­დი, მაგ­რამ ძა­ლი­ან ცხე­ლო­და.

სა­ქარ­თვე­ლო: ტფი­ლი­სი / თბი­ლი­სი

მოს­კო­ვი­დან ჩვენ გა­ვემ­გზავ­რეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რაც ჩემი მოგ­ზა­უ­რო­ბის ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი იყო. მას შემ­დეგ, რაც იქ და­ვი­ბა­დე, პირ­ვე­ლად დავ­ბრუნ­დი. მინ­დო­და მე­ცა­და ჩემი ოჯა­ხის კვა­ლის­თვის მი­მეკვლია. მამა 1957 წელს აქ გარ­და­იც­ვა­ლა და მე მქონ­და მისი ძვე­ლი მი­სა­მარ­თი. თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში მი­სულს ქა­რიშ­ხა­ლი და საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი წვი­მა დაგ­ვხვდა, სა­ღა­მო იყო. სას­ტუმ­რო­ში ჩას­ვლის­თა­ნა­ვე, ქარ­თველ­მა მეგ­ზურ­მა (რო­მელ­საც ლილი ჰქვია და რო­მელ­ზეც საკ­მა­ოდ ხში­რად ვი­სა­უბ­რებ), რო­დე­საც პას­პორ­ტი მი­ვე­ცით და მან ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის სა­ხე­ლი და­ი­ნა­ხა, მა­შინ­ვე თქვა: "ოჰ, შენ ახ­ვერ­დო­ვა ხარ! თქვენ იცით, თქვე­ნი ოჯა­ხი აქ თბი­ლის­ში ძა­ლი­ან კარ­გად არის ცნო­ბი­ლი, ისი­ნი არი­ან არის­ტოკ­რა­ტი თბი­ლი­სე­ლე­ბი, ღმერ­თო ჩემო, ღმერ­თო ჩემო ... ”. მა­შინ­ვე ის ჩემ­თვის ძა­ლი­ან პა­ტივ­სა­ცე­მი ადა­მი­ა­ნი გახ­და. ავუხ­სე­ნი, რა­ტომ ვი­ყა­ვი თბი­ლის­ში, რა­ტომ ჩა­მო­ვე­დი აქ, რომ მინ­დო­და მე­პოვ­ნა ჩე­მი­ა­ნე­ბი და ა.შ. რო­გორც შე­მეძ­ლო.

მე­ო­რე დი­ლით, რად­გან ქა­ლა­ქის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა მოგ­ვიხ­და, ჩვენ მთაწ­მინ­დი­დან და­ვი­წყეთ, ეს არის მთა, რო­მე­ლიც დო­მი­ნი­რებს ტიფ­ლის­ში და რომ­ლი­და­ნაც ვხე­დავთ მთელ ქა­ლაქს. სა­ბა­გი­რო­თი იქ ავე­დით და სა­ბა­გი­რო­ში კი ჩვე­ნი მეგ­ზუ­რი ლილი რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარს შეხ­ვდა და მა­შინ­ვე უთხრა: "ხომ იცით, ეს ახ­ვერ­დო­ვაა!" .

რო­დე­საც ჩა­მოვ­ბრუნ­დით, მთე­ლი ქა­ლა­ქი ავ­ტო­ბუ­სით მო­ვი­ა­რეთ. ლილი ძა­ლი­ან კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნია, მან მი­თხრა: "მო­მე­ცი მა­მა­შე­ნის ბოლო მი­სა­მარ­თი". ჩვენ იქ წა­ვე­დით, მან იპო­ვა, მა­მა­ჩე­მის სახ­ლი, ჩვენ შე­ვე­დით მა­მა­ჩე­მის სახ­ლში, ლი­ლიმ მი­თხრა , "ხე­დავ, ამ სახ­ლში მა­მა­შე­ნის სა­მე­მო­რი­ა­ლო დაფა ისევ რჩე­ბა". მან იპო­ვა მა­მა­ჩე­მის ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­ზეც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გე­სა­უბ­რე­ბით და რო­მელ­მაც სა­დი­ლად დაგვპა­ტი­ჟა.

ჩვენ და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ ტფი­ლი­სი, რო­მე­ლიც არის ქა­ლა­ქი, რო­მელ­საც ერთ დროს 250 000 მცხოვ­რე­ბი ჰყავ­და, ახლა კი 1,300,000 ადა­მი­ა­ნი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ის ძა­ლი­ან სწრა­ფად გა­ი­ზარ­და. იგი ძი­რი­თა­დად ქარ­თვე­ლე­ბის­გან შედ­გე­ბა, საგ­ზაო ნიშ­ნე­ბად ყვე­ლა ქარ­თუ­ლი სიმ­ბო­ლოა და მცი­რე რა­მაც გა­მაკ­ვირ­ვა, ისაა, რომ აქ ძა­ლი­ან გულ­გრილ­ნი იყ­ვნენ რე­ლი­გი­ას­თან, დღეს კი მოს­კოვ­თან შე­და­რე­ბით ეკ­ლე­სი­ის ზა­რე­ბი რე­კენ და ქარ­თვე­ლე­ბი სან­თლებს ან­თე­ბენ.

სა­დილ­ზე მიგ­ვიწ­ვი­ეს იაშ­ვი­ლებ­მა თა­ვის ოჯახ­ში, რო­მელ­ზეც თა­ვი­დან­ვე გი­თხა­რით, რომ ჩვე­ნი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი იყ­ვნენ და საფ­რან­გე­თი­დან ერ­თად გავფრინ­დით. ძა­ლი­ან მი­სა­სალ­მე­ბე­ლი იყო ეს ფან­ტას­ტი­კუ­რი წვე­უ­ლე­ბა, მით უფრო, რომ მო­იწ­ვი­ეს მთე­ლი ჩვე­ნი ჯგუ­ფი და ჩვე­ნი მეგ­ზუ­რი ლილი. გრძე­ლი სუფ­რა იყო, სავ­სე კერ­ძე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა სპე­ცი­ა­ლო­ბით: ქა­თა­მი კაკ­ლის სო­უს­ში, დაფ­ქვი­ლი ლო­ბიო თხი­ლით, ხა­ჭა­პუ­რი, რო­მე­ლიც ერ­თგვა­რი სა­კონ­დიტ­რო ბლი­ნია, რო­მელ­შიც ყვე­ლია. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვია, რომ ყო­ველ­თვის უპი­რა­ტე­სო­ბა აქვთ მა­მა­კა­ცებს. ყო­ველ­თვის არის მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც თა­მა­და ეწო­დე­ბა და ამ თა­მა­დას რამ­დე­ნი­მე თვი­სე­ბა უნდა ჰქონ­დეს: მჭერ­მე­ტყვე­ლე­ბის ხა­რის­ხი, რად­გან მან სა­დღეგ­რძე­ლო უნდა თქვას და ასე­ვე და­ლე­ვის უნა­რი. სა­ქარ­თვე­ლო არის ქვე­ყა­ნა, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი იზ­რდე­ბა, სა­ო­ცა­რია ეს ყუ­რძე­ნი, სა­ი­და­ნაც ჩვენ ვამ­ზა­დებთ ღვი­ნოს, აქ არის ყვე­ლა­ნა­ი­რი ხილი, ჩაი, ბამ­ბა, აბ­რე­შუ­მის ჭი­ე­ბი. ეს ასე­ვე არის მან­გა­ნუ­მის რე­სურ­სი და, შე­სა­ბა­მი­სად, ეს უნდა გი­თხრათ, რომ ქვე­ყა­ნა საკ­მა­ოდ მდი­და­რია და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სი­ჭარ­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ხალ­ხი უფრო ად­ვი­ლად და ლა­ღად და­ი­ა­რე­ბა ქუ­ჩა­ში, უფრო მხი­ა­რუ­ლი, უკეთ ჩაც­მულ­ნი არი­ან, ვიდ­რე ეს მოს­კოვ­შია და მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, ქარ­თვე­ლე­ბის სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა, ეს ხომ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი და ლე­გენ­და­რუ­ლია.

ჩვენ ასე­ვე ვნა­ხეთ ქარ­თუ­ლი ცეკ­ვე­ბის კონ­ცერ­ტი, რო­მე­ლიც მშვე­ნი­ე­რია, რად­გან ქა­ლებს აქვთ საკ­მა­ოდ ლა­მა­ზი კოს­ტი­უ­მე­ბი, ძა­ლი­ან ლა­მა­ზე­ბი არი­ან და რო­გორც ჩანს, ჰა­ერ­ში სრი­ა­ლე­ბენ, სი­ა­რუ­ლის ნაც­ვლად. რაც შე­ე­ხე­ბა მა­მა­კა­ცებს, მათ აც­ვი­ათ ტყა­ვის ჩექ­მე­ბი, მაგ­რამ ძა­ლი­ან რბი­ლი ტყა­ვია.

  • ვერა ... აი ეს ამ­ბა­ვი

დე­და­ჩე­მი ჩვენ­თან ერ­თად საფ­რან­გეთ­ში წა­ვი­და 1921 წელს რუ­სე­ბის­გან ტფი­ლი­სის ალ­ყის შემ­დეგ, მამა კი იმ დროს და­ახ­ლო­ე­ბით 34 წლის იყო, ანუ ამ ასა­კის კაცი დარ­ჩა სრუ­ლი­ად მარ­ტო უჩ­ვე­ნოდ, მან იცო­და, რომ ეს სა­ბო­ლოო გან­შო­რე­ბა იყო, რომ ვე­ღარ გვნა­ხავ­და. ალ­ბათ უი­მე­დო­ბით და მარ­ტო­ო­ბის ში­შით, ხე­ლახ­ლა იქორ­წი­ნა ქალ­ზე, რო­მე­ლიც გა­ნა­თხო­ვა­რი იყო და ორი შვი­ლი ჰყავ­და. მისი სა­ხე­ლი, ზუს­ტად არ მახ­სოვს, ის წარ­მო­შო­ბით გერ­მა­ნე­ლი იყო. მა­მა­ჩემ­მა გა­ზარ­და მისი ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩემი და ჩემი ძმის ასაკ­ში იყ­ვნენ. მა­მა­ჩე­მის გერს, ქა­ლიშ­ვილს, შე­ე­ძი­ნა თა­ვის მხრივ ქა­ლიშ­ვი­ლი და ვაჟი. ეს ვაჟი, სა­ხე­ლად გივი ხა­ში­ბა­ძეა, (რაც ძა­ლი­ან ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლია), მან იქორ­წი­ნა როს­ტო­ვი­დან ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა­ზე, სწო­რედ ესაა ვერა, რო­მელ­მაც მიგ­ვი­ღო თა­ვის სახ­ლში. იგი ან­თრო­პო­ლო­გია, ის ნამ­დვი­ლად დახ­ვე­წი­ლი და კარ­გი ქა­ლია, ძა­ლი­ან თბი­ლად მი­მი­ღო. მან საჭ­მე­ლი გაგ­ვიმ­ზა­და, სა­დაც კვლავ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ კერ­ძი - ქა­თა­მი უკვე თხი­ლით, ხა­ჭა­პუ­რი და ა.შ. ჩვენ ვსა­უბ­რობ­დით ნა­ხევ­რად რუ­სუ­ლად, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს თარ­გმნით, ნა­ხე­ვა­რად ფრან­გუ­ლად, სა­ი­და­ნაც მან რამ­დე­ნი­მე რამ იცო­და. ჩვენ მშვე­ნი­ე­რი სა­ღა­მო გა­ვა­ტა­რეთ და გა­მიკ­ვირ­და, რომ და­ნის იგი­ვე სად­გა­მე­ბი აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რაც სახ­ლში მაქვს საფ­რან­გეთ­ში. ვე­რამ მი­თხრა დამ­შვი­დო­ბე­ბი­სას, - ხვალ შე­ვეც­დე­ბი ვი­პო­ვო შენი ნამ­დვი­ლი ოჯა­ხი და ვნა­ხავთ რისი გა­კე­თე­ბა შეგ­ვიძ­ლი­აო...

მე­ო­რე დი­ლას სა­უზ­მის შემ­დეგ მო­მა­კი­თხეს სას­ტუმ­რო­ში, ეს იყო ვერა ყვა­ვი­ლე­ბით და მის გვერ­დით იყო ჩემი სის­ხლით ბი­ძაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც იდა ჰქვია. იდა 71 წლის იყო, იდა მა­მა­ჩე­მის ძმის ქა­ლიშ­ვი­ლია. მათ ასე­ვე თან ახ­ლდათ 70 წლის მა­მა­კა­ცი, მი­ხე­ი­ლი რო­მე­ლიც მა­მა­ჩე­მის გე­რია, მა­მა­ჩე­მის გაზ­რდი­ლია... გარ­წმუ­ნებთ, ეს შეხ­ვედ­რა იყო ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი მო­მენ­ტი, ყვე­ლას ეს­მო­და მთე­ლი ეს ჩვე­ნი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, ეს ჩა­ხუ­ტე­ბა, მძაფ­რი ემო­ცი­ე­ბის მო­მენ­ტი, ყვე­ლა ტი­რო­და. ყვე­ლა­ნი ჩავ­სხე­დით ტაქსში ვა­კის სა­საფ­ლა­ო­ზე გა­სას­ვლე­ლად. ვაკე არის თბი­ლი­სის ახა­ლი უბა­ნი. ამ სა­საფ­ლა­ო­ზე მხო­ლოდ დიდი კა­ცე­ბია დაკ­რძა­ლუ­ლი. და­სა­წყის­ში­ვე გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი იქ არ­სე­ბუ­ლი შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­მარ­ხე­ბით. ეს არა მხო­ლოდ ერ­თგვა­რი მუქი გრა­ნი­ტი იყო, ძა­ლი­ან დიდი, ძა­ლი­ან დიდი სა­მარ­ხე­ბი, არა­მედ თი­თო­ე­უ­ლი საფ­ლა­ვის თავ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი იყო დიდი კა­ცის მთლი­ა­ნი სიგ­რძის ქან­და­კე­ბა. მე არ ვიცი, მაგ­რამ მგო­ნია და მინ­და გი­თხრათ, რომ ეს დიდი ხალ­ხი რო­მე­ლიც აქაა დაკ­რძა­ლუ­ლი და ამ­ხე­ლა ქან­და­კე­ბე­ბი ად­გათ, ალ­ბათ მა­ღა­ლი რან­გის კო­მუ­ნის­ტე­ბი იყ­ვნენ ... სა­საფ­ლა­ოს სულ ბო­ლოს მა­მა­ჩე­მის საფ­ლა­ვი იყო და იქ მე დავ­დე ყვა­ვი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მე მო­მარ­თვეს იდამ და ვე­რამ. აღარ შე­მიძ­ლია ავღ­წე­რო ჩემი გრძნო­ბე­ბი...

ჟან ნური - მარ­ცხნი­დან მე­ო­რე, ფოტო, სა­ვა­რა­უ­დოდ, თბი­ლის­შია გა­და­ღე­ბუ­ლი

ჩემი ოჯა­ხის წარ­სუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­დე­საც საფ­რან­გეთ­ში დავ­ბრუნ­დი ამ მოგ­ზა­უ­რო­ბი­დან, რა­ტომ­ღაც ვიგ­რძე­ნი, რომ არას­დროს ვყო­ფილ­ვარ ასე მშვი­დად. თით­ქოს ტვირ­თი მო­მეხ­სნა დაბ­რუ­ნე­ბი­სას, წას­ვლი­სას ისე ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გად წა­ვი­და. ისე­თი დიდი სურ­ვი­ლი მაქვს ისევ უკან და­საბ­რუ­ნე­ბი­სა. იქ ყვე­ლა დამ­პირ­და, რომ დამ­ხვდე­ბოდ­ნენ, ვერა და მი­ხე­ილ­მა კი მი­თხრეს: ”თუ მო­მა­ვალ წელს დაბ­რუნ­დე­ბი, მა­გი­დას­თან 30 ადა­მი­ა­ნი მა­ინც შე­ვიკ­რი­ბე­ბით”. ღმერ­თმა ინე­ბოს, თუ ცო­ცხა­ლი ვი­ქე­ნი, იქ­ნებ ჩემს შვი­ლებ­საც მო­ე­სურ­ვოთ ჩემ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში წას­ვლა. ვი­მე­დოვ­ნოთ..."

- ბე­ბი­ათ­ქვე­ნი მას შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში აღარ წა­სუ­ლა?

- სამ­წუ­ხა­როდ, ეს მისი ერ­თა­დერ­თი მოგ­ზა­უ­რო­ბა იყო. მე ხუთი წლი­სა ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ბე­ბია გარ­და­იც­ვა­ლა, ვი­ცო­დი, რომ სა­დღაც რუ­სე­თის მხრი­დან ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ზუს­ტად არ ვი­ცო­დი ეს ჩვე­ნი ოჯა­ხის მთე­ლი ის­ტო­რია. ახლა რო­დე­საც გა­ვი­ზარ­დე, ოჯა­ხი მყავს, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­და ჩემ­თვის მთე­ლი წარ­სუ­ლის, დიდი ბა­ბუ­ის ოჯა­ხის მო­ძებ­ნა და მათი გაც­ნო­ბა.

მინ­და, დე­ტა­ლებს გა­ვეც­ნო ჩემი საგ­ვა­რე­უ­ლო ცხოვ­რე­ბი­დან, მინ­და, ძვე­ლი ფო­ტო­ე­ბი ვი­ხი­ლო, მინ­და, თბი­ლი­სის იმ ქუ­ჩებ­ში ვი­ა­რო, სა­დაც ჩემი დიდი ბა­ბუა და­დი­ო­და, ის სახ­ლი მინ­და ვნა­ხო, რო­მელ­შიც ის ცხოვ­რობ­და და მო­ვი­ნა­ხუ­ლო მისი საფ­ლა­ვი ვა­კის სა­საფ­ლა­ო­ზე. სა­ქარ­თვე­ლო­ში წას­ვლამ­დე კი მინ­და ახ­ვერ­დო­ვე­ბის პოვ­ნა, მათი გაც­ნო­ბა, მე შე­მიძ­ლია ინ­ტერ­ნე­ტით ვე­ძიო ისი­ნი, მაგ­რამ არა ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან და მე­რი­დე­ბა ხალ­ხზე მი­წე­რა, ამი­ტომ დიდ იმე­დებს ვამ­ყა­რებ ამ სტა­ტი­ა­ზე, იმე­დი მაქვს წა­ი­კი­თხა­ვენ და გა­მო­მეხ­მა­უ­რე­ბი­ან.

სა­ვა­რა­უ­დოდ, ის ხალ­ხი ვინც ბე­ბი­ა­ჩემს შეხ­ვდა, ვერა, მი­ხე­ილ იურ­ლო­ვი, იდა, ყვე­ლა ჩემი დიდი ოჯა­ხის წევ­რი ან ჩემი დიდი ბა­ბუ­ის ახ­ლო­ბე­ლია, ეგე­ბა ვინ­მეს მათი ოჯა­ხი­დან ახ­სოვ­დეს 1983 წელს თბი­ლის­ში ჩა­სუ­ლი ბე­ბი­ა­ჩე­მის ჟილ­ბერტ, ელე­ნა ახ­ვერ­დო­ფის ამ­ბა­ვი. რო­დე­საც ამ კა­სე­ტის ჩა­ნა­წე­რე­ბი მო­ვის­მი­ნე და ბე­ბი­ის თბი­ლის­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ფო­ტო­ე­ბი ვნა­ხე, და­ვუ­კავ­შირ­დი საფ­რან­გეთ­ში ცნო­ბილ ქარ­თველ რაგ­ბისტს დი­მიტ­რი იაშ­ვილს. მა­ინ­ტე­რე­სებ­და იაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი, რო­მელ­ზეც ბე­ბია ამ­დენს სა­უბ­რობს ჩა­ნა­წე­რებ­ში, მისი ოჯა­ხი ხომ არ იყო და გა­ვუგ­ზავ­ნე ფო­ტო­ე­ბი, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, მათ სახ­ლშია გა­და­ღე­ბუ­ლი. დი­მიტ­რიმ თა­ვი­სი ბა­ბუა შალ­ვა იაშ­ვი­ლი მა­შინ­ვე იცნო და ძა­ლი­ან თბი­ლად და თა­ვა­ზი­ა­ნად მი­პა­სუ­ხა. მან და­მი­დას­ტუ­რა, რომ სწო­რედ მისი ოჯა­ხი გა­უც­ნია ბე­ბი­ას თბი­ლის­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას. უკვე ერთი წე­ლია, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში, კერ­ძოდ თბი­ლის­ში ჩას­ვლა ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი ოც­ნე­ბა გახ­და, პან­დე­მია გა­და­ივ­ლის თუ არა, უნდა გა­ვემ­გზავ­რო, იქამ­დე კი ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან მინ­და ამ სტა­ტი­ის წყა­ლო­ბით ჩე­მი­ა­ნე­ბი ვი­პო­ვო ტიფ­ლის­ში, რო­გორც ამ ქა­ლაქს ბე­ბია ეძახ­და.

დი­ა­ნა ჭან­კო­ტა­ძე

სპე­ცი­ა­ლუ­რად ambebi.ge-სთვის საფ­რან­გე­თი­დან

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგია
42

ქართული სისხლი თავისას აკეთებს.ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა.

ლელა
1

ისე დამაინტერესა ამ ამბავმა, ლამისაა მეც გავირბინო ვაკის სასაფლაოზე( ახლოს ვცხოვრობ) და მოვძებნო იმ სულგანათლებულის საფლავი! გამიხარდება ძალიან, მარიანი თუ იპოვის თავისიანებს!

ავტორი:

"ამ სტატიაზე დიდ იმედს ვამყარებ... გთხოვთ, გამომეხმაურეთ" - ფრანგი ქალი თბილისელებს ახლობლების პოვნაში დახმარებას სთხოვს

"ამ სტატიაზე დიდ იმედს ვამყარებ... გთხოვთ, გამომეხმაურეთ" - ფრანგი ქალი თბილისელებს ახლობლების პოვნაში დახმარებას სთხოვს

1921 წლის თებერვალში, მოსკოვის ინსტრუქციების თანახმად, რუსეთის წითელი არმია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შემოიჭრა. საბჭოთა სამხედრო ძალები, რუსეთის მსროლელთა ბრიგადის პოლკები, სრულიად საქართველოს ალყაში მოქცევას ისახავდნენ მიზნად. ახლა 2021 წლის თებერვლია, ამ ამბიდან ზუსტად ერთი საუკუნის თავზე საოცარი სიზუსტითა და დამთხვევით ერთი ტრაგიკული ისტორია უნდა გიამბოთ, ისტორია "ტიფლისელი" ოჯახისა, რომელიც სწორედ 1921 წლის საქართველოში შემოჭრილმა რუსეთის არმიამ სამუდამოდ დაანგრია. თბილისელმა ახალგაზრდა ინჟინერმა კაცმა, პარიზში ცოლი და პატარა შვილები რუსის ჯარისგან გადასარჩენად გააქცია, იმ იმედით, რომ მოგვიანებით თავადაც ჩააკითხავდა, სამწუხაროდ, კაცს ისინი აღარასდროს უნახავს, საკუთარ ფესვებს კი დღეს საფრანგეთიდან მისი შვილთაშვილი ეძებს და დიდი ბაბუის საფლავზე ვარდების თაიგულის მიტანაზე ოცნებობს...

ფრანგი პატრიკ ჟანიოს ქუთაისში ემიგრირებული ოჯახის თაობაზე ambebi.ge-ს მიერ, ამ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ სტატიას, მარიან ტენეზი სოციალურ ქსელში გადააწყდა და გადაწყვიტა თბილისში საკუთარი ოჯახის წარსულის საძიებლად ჩემთვის მოემართა. ეს ისტორია, თითოეული მისი მკითხველის მიმართ გაგზავნილი დახმარების გზავნილია, მარიანი საკუთარი ოჯახის, დიდი ბაბუის კონსტანტინე ახვერდოფის (ქართულად ახვერდოვის) ნათესავების საძიებლად დახმარებისთვის საქართველოს, განსაკუთრებით კი თბილისის მოსახლეობას მიმართავს.

მარიან ტენეზი

- მე მარიან ტენეზი ვარ, საფრანგეთში, ბორდოში ვცხოვრობ და დეპარტამენტალურ არქივებში ვმუშაობ. ჩემი საქმიანობა ძალიან მეხმარება ვაწარმოო საგვარეულო წარსულის ძიება, მაგრამ საქართველოს როდესაც მივწერე, არავინ მიპასუხა, დღემდე პასუხს ველი, ამიტომაც დახმარება თქვენ გთხოვეთ. უკვე ერთი წელია, რაც ჩემი ბიძისგან, მამაჩემის ძმისგან ელექტრონული წერილი მივიღე. იგი მწერდა, რომ სახლში აუდიოკასეტა აღმოუჩენია, კასეტა რომელზეც დედამისის, ანუ ბებიაჩემის ჟილბერტის ლაპარაკი იყო ჩაწერილი და რომელიც 1983 წლით თარიღდება. ეს ჩანაწერი ბებიაჩემის საქართველოდან დაბრუნების შემდეგ გახლდათ გაკეთებული. ბებიამ ერთადერთხელ იმოგზაურა, რუსეთის გავლით, საქართველოში და როდესაც უკან დაბრუნებულა, სახლში ახლადშეძენილი მაგნიტოფონი დახვედრია, რომლის საშუალებითაც ბებიამ სრულად და თანმიმდევრულად დაგვიტოვა შვილიშვილებს საკუთარი ცხოვრების დიდი ნაწილის შესახებ მოგონებები. როდესაც შევიტყვე ამის შესახებ, სწორედ ამ დღიდან დაიწყო ჩემი ამ ამბით დაინტერესება და გამიჩნდა სურვილი წინაპრების კვალს გავყოლოდი.

- დასაწყისისთვის გვიამბეთ თქვენი წინაპრების ისტორია...

- ჩემი დიდი ბებია, ფრანგი ჟან ნური საფრანგეთიდან რუსეთში გაემგზავრა. ჩემი საარქივო ძიებით დავადგინე, რომ მან 1908 წელს მოითხოვა ამისთვის ვიზა, სავარაუდოდ, ვიზის მიღებიდან მალე გაემგზავრა სანკტ-პეტერბურგში. ვფიქრობთ, იგი სამუშაოდ, ფრანგულის მასწავლებლად უნდა წასულიყო და უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ სწორედ იქ გაიცნო ჩემი დიდი ბაბუა - კონსტანტინე არტემოვიჩ ახვერდოფი (ახვერდოვი), რომელიც 1884 წელს თბილისში გახლდათ დაბადებული. ახალგაზრდა კონსტანტინე რუსეთში, საინჟინრო საარქიტექტორო სასწავლებელში სწავლობდა, წარმოშობით სომეხი, მაგრამ საქართველოში დაბადებული და გაზრდილი "ტიფლისელი" ახალგაზრდა იყო.

ჟან ნური - პირველ რიგში თეთრი პერანგით

კონსტანტინეს და ჟანს, სანკტ-პეტერბურგში, წმინდა ეკატერინეს გრეგორიანულ ეკლესიაში დაუწერიათ ჯვარი. მათი სიყვარულის ისტორიაზე მხოლოდ ის ვიცით, რომ 1911 წელს 5 ივნისს დაქორწინდნენ. სავარაუდოდ, რუსეთში იქამდე დარჩნენ, ვიდრე ჩემი დიდი ბაბუა სწავლას არ დაამთავრებდა, შემდეგ კი 1914 წელს ისინი თბილისში დაბრუნდნენ. ჯერ ვაჟიშვილი არტემი შეეძინათ, შემდეგ ქალიშვილი ელენა 1915 წელს გაუჩნდათ (ბებიაჩემ ელენას, საფრანგეთში ჟილბერტს ეძახდნენ).

ჟან ნურის საქმიანობის შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ რაც ვიცი მათ ოჯახზე ისაა, რომ თბილისში საკმაოდ მაღალ საზოგადოებაში ტრიალებდნენ, ჩემი დიდი ბაბუა ინჟინერ - არქიტექტორი გახლდათ და თავისი საქმიანობის გამოისობით კავკასიის ცნობილ ადამიანთა ნუსხაშიც კი შედიოდა. როგორც ჩანს, ამ ოჯახს საკმაოდ კარგად უნდა ეცხოვრა, ჩემს დიდ ბაბუას ბევრი დედმამიშვილიც ჰყოლია და ალბათ მჭიდრო კავშირი ჰქონდა მათთანაც, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოში დადგა 1921 წელი, როდესაც მათი ოჯახური იდილია დასრულდა.

1921 წელი ისტორიაში ცნობილია როგორც რუსეთის წითელი არმიის საქართველოში შემოჭრის წელი... ქვეყანაში რუსეთის ჯარების მასიურმა შემოსვლამ გამოიწვია ის, რომ რუსებმა საქართველოში მცხოვრები ფრანგების დევნა და დაპატიმრება დაიწყეს.

კონსტანტინე ახვერდოვი

ჩემი დიდი ბებია ჟან ნური, რომელიც თბილისში ცხოვრობდა, თავისთავად საფრთხის წინაშე აღმოჩნდა და გადაწყვიტა რუსების ხელში ჩავარდნას, თავისი შვილებით, საფრანგეთში გამოქცეულიყო. მისი მეუღლე კონსტანტინე ახვერდოფი, რომელიც ქართველი გახლდათ, როგორც ჩანს, ასე ადვილად და სწრაფად ოჯახს ვერ გამოჰყვებოდა პარიზში, ამიტომ ბათუმიდან გემით გააცილა ცოლ-შვილი იმჟამინდელ კონსტანტინეპოლში, ანუ ისტამბულში. ისტამბულის არქივებში ჟან ნურის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ იმიტომ აღმოვაჩინე, რომ ბებიაჩემი სპეციალური დაზვერვის ქვეშ იმყოფებოდა. ამის შესახებ მას არაფერი არ უნდა სცოდნოდა და რომ არა ჩემი საარქივო საქმიანობა, ვერც ვერავინ გაიგებდა ამას, მაგრამ მე ხელი მიმიწვდება მსგავს დოკუმენტაციაზე, სადაც ვნახე რომ საფრანგეთში წასასვლელი ვიზა ჩემს დიდ ბებიას კონსტანტინეპოლში, 1921 წლის ოქტომბრის თვეში მიუღია. რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქართველო მან აპრილის თვიდან ოქტომბრის თვემდე შუალედში დატოვა თავისი მცირეწლოვანი შვილებით.

ამ პერიოდში საფრანგეთის მთავრობა საქართველოში მცხოვრებ ფრანგებზე, ე.წ ფრანგულ კოლონიაზე, მათი რუსეთის ჯარის მარწუხებისაგან გადარჩენის და დახსნის მიზნით თავისთავად მონაცემებს აგროვებდა და სწორედ ამგვარ საარქივო ჩანაწერებში მოვიძიე ჩემი დიდი ბებიის ჟან ნურის გადაადგილებების შესახებ ინფორმაცია.

კონსტანტინე - პირველ რიგში, დედასთან და და-ძმებთან ერთად

როგორც ვიცი, კონსტანტინეს და ჟანს ჰქონდათ გეგმაში ის, რომ ჯერ ჟანი და ბავშვები გამოიქცეოდნენ პარიზში, მოგვიანებით კი მათ კონსტანტინე შემოუერთდებოდა, რაც სამწუხაროდ აღარ მოხდა, როგორც ჩანს, მან თავი ვეღარ დააღწია რუსის მმართველობას. საფრანგეთში დაბრუნებულმა ჟან ნურიმ ორი პატარა შვილით თავისთავად თავის ოჯახს მიაშურა. ჩემთვის ცნობილი ისაა, რომ ბავშვები ფრანგულად არ ლაპარაკობდნენ, ბებიაჩემი 6 წლის იყო, როდესაც საფრანგეთში ჩამოვიდა, ხოლო მისი ძმა ცოტა უფროსი, მათ ძალიან გაჭირვებიათ სკოლაში მისვლა, ცნობილია, მაგალითად ის ფაქტი, რომ ბებიაჩემის ძმას კლასელები დასცინოდნენ კიდეც აქცენტის გამო. ჟანმა შვილებით ცოტა ხანს თავის ძმასთანაც იცხოვრა, ვიცით, რომ მას საქართველოდან ჩამოტანილი სამკაულები და ნახატები გაუყიდია და ამით გაჰქონდა ერთხანს თავი. მოგვიანებით კი პარიზში გადავიდა საცხოვრებლად თავის შვილებთან ერთად. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ჟანი ლამაზი ქალი იყო და ბევრი თაყვანისმცემელიც ჰყავდა, ის ძალიან შეჰყვარებია ერთ პარიზელ ექიმს, მაგრამ ცოლად არაფრით არ გაჰყვა, ვინაიდან ის თავისი ქმრის გვარს, ახვერდოფს ძალიან უფრთხილდებოდა და არ სურდა დაოჯახება იმ მიზეზითაც, რომ გვარს შეაცვლევინებდნენ.

- რა იცით ჟანის მეუღლის კონსტანტინეს შესახებ, რომელიც თბილისში დარჩა?

- კონსტანტინემ ჩამოსვლა ვეღარ მოახერხა, ზუსტად ხუთი წლის შედეგ კი ის დაოჯახებულა ერთ ქვრივზე, რომელსაც ორი შვილი ჰყავდა - ირინა და მიხეილი. ბავშვები კონსტანტინეს შვილების ასაკისა ყოფილან იმ დროს და ჩემს დიდ ბაბუას მართლაც საკუთარი შვილებივით გაუზრდია ისინი. ეს ამბავი მისი გერისგან მიხეილ იურლოვისგან გაიგო ბებიაჩემმა 1983 წელს თბილისში მოგზაურობისას. კონსტანტინე ახვერდოფის შესახებ ვიცით ის, რომ იგი 1939 წლიდან თბილისის არქიტექტორთა გაერთიანებაში შედიოდა და როგორც ჩანს, თავის საქმიანობას წარმატებით განაგრძობდა. ბებიაჩემის ჩანაწერებიდან ირკვევა ისიც, რომ იგი 1957 წელს გარდაიცვალა.

ასევე ბებია ასახელებს მამამისის ბოლო მისამართს, თბილისი, ენგელსის ქუჩას და მის სამუდამო განსასვენებელს ვაკის სასაფლაოს. როგორც ჩანს, ბებიაჩემს მთელი ცხოვრება არ ასვენებდა თავისი ქვეყნის თუ ოჯახის უნახაობა და როგორც კი იქ წასვლის საშუალება მიეცა, მაშინვე გაემგზავრა. ვერ ვადასტურებთ, მაგრამ ჩვენი საოჯახო ლეგენდა ამბობს, რომ ჩვენი დიდი ბაბუის - კონსტანტინეს დედას 17 შვილი ჰყავდა, ჩვენ მხოლოდ ორ მათგანზე გვაქვს ბებიისგან ინფორმაცია. ეს გახლავთ კონსტანტინეს ძმა გრიგორი, რომელიც თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი იყო და ქალიშვილი იდა ჰყავდა. ისევ ბებიაჩემის აუდიო ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ თბილისში მოგზაურობისას მან თავისი ბიძაშვილი იდაც მოინახულა.

კონსტანტინე მეორე ცოლთან ერთად

კონსტანტინეს მეორე ძმას ევანევი ერქვა და ის ადვოკატი ყოფილა. სულ ესაა, რაც კონსტანტინეს ოჯახის შესახებ ვიცით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ თბილისში მათი შთამომავლები კვლავ ცხოვრობენ და ჩვენ მათ ვიპოვით. როგორც გითხარით, ბებიაჩემი თბილისში თავის ბიძაშვილ იდას შეხვდა, თუმცა, არ ვიცით, რაზე ისაუბრეს მათ. გავიგეთ მხოლოდ ის, რომ იდა ცხოვრების ისტორიაც ძალიან მძიმედ წარმართულა, მისი მეუღლე ტროცკისტად გამოუცხადებიათ და ამის გამო დააპატიმრეს, ხოლო თავად იდა "გააგულაგეს". მთელი ტრაგედია იმაშია, რომ ამ დროს იდას შვილი სულ ახალი შეძენილი ჰყოლია, რომელიც ერთ ქართველ ოჯახს მისცეს თურმე გასაზრდელად. იდა როდესაც გულაგიდან დაბრუნდა, ის გერმანულის მასწავლებელი გახლდათ, ამიტომაც მუშაობა კერძოდ გაუგრძელებია ოჯახებში. ერთ ოჯახში კი როდესაც გერმანულის სასწავლებლად აიყვანეს, თავისი შვილი აღმოუჩენია. აი, მთელი ინფორმაცია, რაც ჩვენ ჩემი დიდი ბაბუის კონსტანტინეს ოჯახის წევრებზე ვიცით.

ჟილბერტ (ელენა ახვერდოვა) ახვერდოფის აუდიო ჩანაწერებიდან, სტილი დაცულია:

  • "გამგზავრება

ვიზა რომ ამეღო დავუკავშირდი საფრანგეთ-სსრ კავშირის სააგენტოს და წავედით საქართველოში, 13 - კაციანი ჯგუფი, რომელთა ერთ-ერთი წევრი იყო ბატონი შალვა იაშვილი, ჩემსავით დაბადებული საქართველოში, რომელიც ყოველწლიურად მიდიოდა იქ თავის ოჯახთან ერთად. იაშვილებთან ერთად მოგზაურობა ცოტათი უფრო მარტივი და სასიამოვნო გახდა ჩემთვის.

ელენა ჟილბერტ ახვერდოვა

როდესაც მოსკოვში ჩავედით, რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი უსიამოვნო ფაქტი მოხდა. პოლიციამ გვაიძულა ფორმალობების გავლა მინიმუმ 4 საათის განმავლობაში, ანუ უნდა ითქვას, რომ მოგზაურობა, რომელიც სულ სამნახევარ საათს გაგრძელდა, უფრო მოკლეა, ვიდრე აეროპორტიდან გასვლა, რომელიც განსაკუთრებით გაჭიანურდა, რადგან ჩვენ ფრანგები ვიყავით.

სსრკ: მოსკოვი:

დიდი სიურპრიზი ის იყო, რომ სექტემბერში მოსკოვში შეიძლება გეგონოთ, რომ ცივა, ამიტომ თბილად ჩაცმული წავედი, მაგრამ ძალიან ცხელოდა.

საქართველო: ტფილისი / თბილისი

მოსკოვიდან ჩვენ გავემგზავრეთ საქართველოში, რაც ჩემი მოგზაურობის ერთადერთი მიზანი იყო. მას შემდეგ, რაც იქ დავიბადე, პირველად დავბრუნდი. მინდოდა მეცადა ჩემი ოჯახის კვალისთვის მიმეკვლია. მამა 1957 წელს აქ გარდაიცვალა და მე მქონდა მისი ძველი მისამართი. თბილისის აეროპორტში მისულს ქარიშხალი და საკმაოდ ძლიერი წვიმა დაგვხვდა, საღამო იყო. სასტუმროში ჩასვლისთანავე, ქართველმა მეგზურმა (რომელსაც ლილი ჰქვია და რომელზეც საკმაოდ ხშირად ვისაუბრებ), როდესაც პასპორტი მივეცით და მან ჩემი ქალიშვილობის სახელი დაინახა, მაშინვე თქვა: "ოჰ, შენ ახვერდოვა ხარ! თქვენ იცით, თქვენი ოჯახი აქ თბილისში ძალიან კარგად არის ცნობილი, ისინი არიან არისტოკრატი თბილისელები, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო ... ”. მაშინვე ის ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ადამიანი გახდა. ავუხსენი, რატომ ვიყავი თბილისში, რატომ ჩამოვედი აქ, რომ მინდოდა მეპოვნა ჩემიანები და ა.შ. როგორც შემეძლო.

მეორე დილით, რადგან ქალაქის დათვალიერება მოგვიხდა, ჩვენ მთაწმინდიდან დავიწყეთ, ეს არის მთა, რომელიც დომინირებს ტიფლისში და რომლიდანაც ვხედავთ მთელ ქალაქს. საბაგიროთი იქ ავედით და საბაგიროში კი ჩვენი მეგზური ლილი რამდენიმე მეგობარს შეხვდა და მაშინვე უთხრა: "ხომ იცით, ეს ახვერდოვაა!" .

როდესაც ჩამოვბრუნდით, მთელი ქალაქი ავტობუსით მოვიარეთ. ლილი ძალიან კეთილი ადამიანია, მან მითხრა: "მომეცი მამაშენის ბოლო მისამართი". ჩვენ იქ წავედით, მან იპოვა, მამაჩემის სახლი, ჩვენ შევედით მამაჩემის სახლში, ლილიმ მითხრა , "ხედავ, ამ სახლში მამაშენის სამემორიალო დაფა ისევ რჩება". მან იპოვა მამაჩემის ახლობელი ადამიანი, რომელზეც მოგვიანებით გესაუბრებით და რომელმაც სადილად დაგვპატიჟა.

ჩვენ დავათვალიერეთ ტფილისი, რომელიც არის ქალაქი, რომელსაც ერთ დროს 250 000 მცხოვრები ჰყავდა, ახლა კი 1,300,000 ადამიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ძალიან სწრაფად გაიზარდა. იგი ძირითადად ქართველებისგან შედგება, საგზაო ნიშნებად ყველა ქართული სიმბოლოა და მცირე რამაც გამაკვირვა, ისაა, რომ აქ ძალიან გულგრილნი იყვნენ რელიგიასთან, დღეს კი მოსკოვთან შედარებით ეკლესიის ზარები რეკენ და ქართველები სანთლებს ანთებენ.

სადილზე მიგვიწვიეს იაშვილებმა თავის ოჯახში, რომელზეც თავიდანვე გითხარით, რომ ჩვენი ჯგუფის წევრები იყვნენ და საფრანგეთიდან ერთად გავფრინდით. ძალიან მისასალმებელი იყო ეს ფანტასტიკური წვეულება, მით უფრო, რომ მოიწვიეს მთელი ჩვენი ჯგუფი და ჩვენი მეგზური ლილი. გრძელი სუფრა იყო, სავსე კერძებით, საქართველოს ყველა სპეციალობით: ქათამი კაკლის სოუსში, დაფქვილი ლობიო თხილით, ხაჭაპური, რომელიც ერთგვარი საკონდიტრო ბლინია, რომელშიც ყველია. საქართველოში ჩვეულებრივია, რომ ყოველთვის უპირატესობა აქვთ მამაკაცებს. ყოველთვის არის მამაკაცი, რომელსაც თამადა ეწოდება და ამ თამადას რამდენიმე თვისება უნდა ჰქონდეს: მჭერმეტყველების ხარისხი, რადგან მან სადღეგრძელო უნდა თქვას და ასევე დალევის უნარი. საქართველო არის ქვეყანა, სადაც ყველაფერი იზრდება, საოცარია ეს ყურძენი, საიდანაც ჩვენ ვამზადებთ ღვინოს, აქ არის ყველანაირი ხილი, ჩაი, ბამბა, აბრეშუმის ჭიები. ეს ასევე არის მანგანუმის რესურსი და, შესაბამისად, ეს უნდა გითხრათ, რომ ქვეყანა საკმაოდ მდიდარია და ავტომობილების სიჭარბის მიუხედავად, ხალხი უფრო ადვილად და ლაღად დაიარება ქუჩაში, უფრო მხიარული, უკეთ ჩაცმულნი არიან, ვიდრე ეს მოსკოვშია და მისასალმებელია, ქართველების სტუმართმოყვარეობა, ეს ხომ არაჩვეულებრივი და ლეგენდარულია.

ჩვენ ასევე ვნახეთ ქართული ცეკვების კონცერტი, რომელიც მშვენიერია, რადგან ქალებს აქვთ საკმაოდ ლამაზი კოსტიუმები, ძალიან ლამაზები არიან და როგორც ჩანს, ჰაერში სრიალებენ, სიარულის ნაცვლად. რაც შეეხება მამაკაცებს, მათ აცვიათ ტყავის ჩექმები, მაგრამ ძალიან რბილი ტყავია.

  • ვერა ... აი ეს ამბავი

დედაჩემი ჩვენთან ერთად საფრანგეთში წავიდა 1921 წელს რუსებისგან ტფილისის ალყის შემდეგ, მამა კი იმ დროს დაახლოებით 34 წლის იყო, ანუ ამ ასაკის კაცი დარჩა სრულიად მარტო უჩვენოდ, მან იცოდა, რომ ეს საბოლოო განშორება იყო, რომ ვეღარ გვნახავდა. ალბათ უიმედობით და მარტოობის შიშით, ხელახლა იქორწინა ქალზე, რომელიც განათხოვარი იყო და ორი შვილი ჰყავდა. მისი სახელი, ზუსტად არ მახსოვს, ის წარმოშობით გერმანელი იყო. მამაჩემმა გაზარდა მისი ბავშვები, რომლებიც ჩემი და ჩემი ძმის ასაკში იყვნენ. მამაჩემის გერს, ქალიშვილს, შეეძინა თავის მხრივ ქალიშვილი და ვაჟი. ეს ვაჟი, სახელად გივი ხაშიბაძეა, (რაც ძალიან ქართული სახელია), მან იქორწინა როსტოვიდან ახალგაზრდა გოგონაზე, სწორედ ესაა ვერა, რომელმაც მიგვიღო თავის სახლში. იგი ანთროპოლოგია, ის ნამდვილად დახვეწილი და კარგი ქალია, ძალიან თბილად მიმიღო. მან საჭმელი გაგვიმზადა, სადაც კვლავ აღმოვაჩინეთ კერძი - ქათამი უკვე თხილით, ხაჭაპური და ა.შ. ჩვენ ვსაუბრობდით ნახევრად რუსულად, სახელმძღვანელოს თარგმნით, ნახევარად ფრანგულად, საიდანაც მან რამდენიმე რამ იცოდა. ჩვენ მშვენიერი საღამო გავატარეთ და გამიკვირდა, რომ დანის იგივე სადგამები აღმოვაჩინე, რაც სახლში მაქვს საფრანგეთში. ვერამ მითხრა დამშვიდობებისას, - ხვალ შევეცდები ვიპოვო შენი ნამდვილი ოჯახი და ვნახავთ რისი გაკეთება შეგვიძლიაო...

მეორე დილას საუზმის შემდეგ მომაკითხეს სასტუმროში, ეს იყო ვერა ყვავილებით და მის გვერდით იყო ჩემი სისხლით ბიძაშვილი, რომელსაც იდა ჰქვია. იდა 71 წლის იყო, იდა მამაჩემის ძმის ქალიშვილია. მათ ასევე თან ახლდათ 70 წლის მამაკაცი, მიხეილი რომელიც მამაჩემის გერია, მამაჩემის გაზრდილია... გარწმუნებთ, ეს შეხვედრა იყო ძალიან ემოციური მომენტი, ყველას ესმოდა მთელი ეს ჩვენი გაერთიანება, ეს ჩახუტება, მძაფრი ემოციების მომენტი, ყველა ტიროდა. ყველანი ჩავსხედით ტაქსში ვაკის სასაფლაოზე გასასვლელად. ვაკე არის თბილისის ახალი უბანი. ამ სასაფლაოზე მხოლოდ დიდი კაცებია დაკრძალული. დასაწყისშივე გაკვირვებული ვიყავი იქ არსებული შესანიშნავი სამარხებით. ეს არა მხოლოდ ერთგვარი მუქი გრანიტი იყო, ძალიან დიდი, ძალიან დიდი სამარხები, არამედ თითოეული საფლავის თავზე გამოსახული იყო დიდი კაცის მთლიანი სიგრძის ქანდაკება. მე არ ვიცი, მაგრამ მგონია და მინდა გითხრათ, რომ ეს დიდი ხალხი რომელიც აქაა დაკრძალული და ამხელა ქანდაკებები ადგათ, ალბათ მაღალი რანგის კომუნისტები იყვნენ ... სასაფლაოს სულ ბოლოს მამაჩემის საფლავი იყო და იქ მე დავდე ყვავილები, რომლებიც მე მომართვეს იდამ და ვერამ. აღარ შემიძლია ავღწერო ჩემი გრძნობები...

ჟან ნური - მარცხნიდან მეორე, ფოტო, სავარაუდოდ, თბილისშია გადაღებული

ჩემი ოჯახის წარსულიდან გამომდინარე, როდესაც საფრანგეთში დავბრუნდი ამ მოგზაურობიდან, რატომღაც ვიგრძენი, რომ არასდროს ვყოფილვარ ასე მშვიდად. თითქოს ტვირთი მომეხსნა დაბრუნებისას, წასვლისას ისე ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ყველაფერი ძალიან კარგად წავიდა. ისეთი დიდი სურვილი მაქვს ისევ უკან დასაბრუნებისა. იქ ყველა დამპირდა, რომ დამხვდებოდნენ, ვერა და მიხეილმა კი მითხრეს: ”თუ მომავალ წელს დაბრუნდები, მაგიდასთან 30 ადამიანი მაინც შევიკრიბებით”. ღმერთმა ინებოს, თუ ცოცხალი ვიქენი, იქნებ ჩემს შვილებსაც მოესურვოთ ჩემთან ერთად საქართველოში წასვლა. ვიმედოვნოთ..."

- ბებიათქვენი მას შემდეგ საქართველოში აღარ წასულა?

- სამწუხაროდ, ეს მისი ერთადერთი მოგზაურობა იყო. მე ხუთი წლისა ვიყავი, როდესაც ბებია გარდაიცვალა, ვიცოდი, რომ სადღაც რუსეთის მხრიდან ვიყავი, მაგრამ ზუსტად არ ვიცოდი ეს ჩვენი ოჯახის მთელი ისტორია. ახლა როდესაც გავიზარდე, ოჯახი მყავს, ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის მთელი წარსულის, დიდი ბაბუის ოჯახის მოძებნა და მათი გაცნობა.

მინდა, დეტალებს გავეცნო ჩემი საგვარეულო ცხოვრებიდან, მინდა, ძველი ფოტოები ვიხილო, მინდა, თბილისის იმ ქუჩებში ვიარო, სადაც ჩემი დიდი ბაბუა დადიოდა, ის სახლი მინდა ვნახო, რომელშიც ის ცხოვრობდა და მოვინახულო მისი საფლავი ვაკის სასაფლაოზე. საქართველოში წასვლამდე კი მინდა ახვერდოვების პოვნა, მათი გაცნობა, მე შემიძლია ინტერნეტით ვეძიო ისინი, მაგრამ არა ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი ოჯახის წევრები იქნებიან და მერიდება ხალხზე მიწერა, ამიტომ დიდ იმედებს ვამყარებ ამ სტატიაზე, იმედი მაქვს წაიკითხავენ და გამომეხმაურებიან.

სავარაუდოდ, ის ხალხი ვინც ბებიაჩემს შეხვდა, ვერა, მიხეილ იურლოვი, იდა, ყველა ჩემი დიდი ოჯახის წევრი ან ჩემი დიდი ბაბუის ახლობელია, ეგება ვინმეს მათი ოჯახიდან ახსოვდეს 1983 წელს თბილისში ჩასული ბებიაჩემის ჟილბერტ, ელენა ახვერდოფის ამბავი. როდესაც ამ კასეტის ჩანაწერები მოვისმინე და ბებიის თბილისში მოგზაურობის ფოტოები ვნახე, დავუკავშირდი საფრანგეთში ცნობილ ქართველ რაგბისტს დიმიტრი იაშვილს. მაინტერესებდა იაშვილების ოჯახი, რომელზეც ბებია ამდენს საუბრობს ჩანაწერებში, მისი ოჯახი ხომ არ იყო და გავუგზავნე ფოტოები, რომელიც, სავარაუდოდ, მათ სახლშია გადაღებული. დიმიტრიმ თავისი ბაბუა შალვა იაშვილი მაშინვე იცნო და ძალიან თბილად და თავაზიანად მიპასუხა. მან დამიდასტურა, რომ სწორედ მისი ოჯახი გაუცნია ბებიას თბილისში მოგზაურობისას. უკვე ერთი წელია, რაც საქართველოში, კერძოდ თბილისში ჩასვლა ჩემი ყველაზე დიდი ოცნება გახდა, პანდემია გადაივლის თუ არა, უნდა გავემგზავრო, იქამდე კი ძალიან, ძალიან მინდა ამ სტატიის წყალობით ჩემიანები ვიპოვო ტიფლისში, როგორც ამ ქალაქს ბებია ეძახდა.

დიანა ჭანკოტაძე

სპეციალურად ambebi.ge-სთვის საფრანგეთიდან

მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, ქარი - როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

ამირან გამყრელიძე ხვალ "სინოფარმის" ვაქცინით აიცრება

ბათუმში კორონავირუსით 34 წლის ქალი გარდაიცვალა - რა გართულებებზე საუბრობენ ექიმები