მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
GAU-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ტრენერი სოფო შუბლაძე კორონავირუსით გამოწვეული გართულებით გარდაიცვალა
GAU-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ტრენერი სოფო შუბლაძე კორონავირუსით გამოწვეული გართულებით გარდაიცვალა

ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "პარტნი­ო­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს" დი­რექ­ტო­რი, ტრე­ნე­რი სოფო შუბ­ლა­ძე კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა.

სოფო შუბ­ლა­ძე ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის, ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ნინო შუბ­ლა­ძის უფ­რო­სი და იყო. სო­ფოს მდგო­მა­რე­ო­ბა ბოლო თვის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე დამ­ძიმ­და, თუმ­ცა ახ­ლობ­ლე­ბი მისი გა­დარ­ჩე­ნის იმედს არ კარ­გავ­დნენ.

"ერ­თად აუ­ცი­ლებ­ლად დავძლევთ ყვე­ლა­ფერს!!!!! სხვაგ­ვა­რად უბ­რა­ლოდ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია!" - წერ­და ნინო შუბ­ლა­ძე დის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, ექი­მებ­მა სოფო შუბ­ლა­ძის გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს. კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა უმ­ძი­მე­სი იყო და არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის თრომ­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა.

"და­უ­ჯე­რე­ბე­ლია! ასე იშ­ვი­ა­თად უყ­ვართ ადა­მი­ა­ნებს სი­ცო­ცხლე რო­გორც სო­ფოს უყ­ვარ­და. და ასე იშ­ვი­ა­თად უყ­ვართ ადა­მი­ა­ნებს ერ­თმა­ნე­თი, რო­გორც თქვენ გიყ­ვარ­დათ! ნინო შუბ­ლა­ძე, ღმერ­თს ვთხოვ მოგ­ცეს ძალა, ამ ჯო­ჯო­ხეთს გა­უძ­ლო!" - წერს ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი და მე­გო­ბარს დის გარ­დაც­ვა­ლე­ბას უსამ­ძიმ­რებს.

"სოფო შუბ­ლა­ძე, ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი კო­ლე­გა და მე­გო­ბა­რი, გარ­და­იც­ვა­ლა კო­ვი­დის­გან. ძა­ლი­ან მა­გა­რი პი­როვ­ნე­ბა, სი­ცო­ცხლის­მოყ­ვა­რე, ხა­ლი­სი­ა­ნი და მებ­რძო­ლი ადა­მი­ა­ნი, ლა­მა­ზი და ჭკვი­ა­ნი, 13 წლის ანოს დედა. ანოც უმაგ­რეს პი­როვ­ნე­ბად გა­ზარ­და -ერთხელ სო­ფომ ფბ-ზე დადო ანოს მიერ თოვ­ლის ბა­ბუ­ას­თან პა­ტა­რა­ო­ბა­ში მი­წე­რი­ლი წე­რი­ლი: თოვ­ლის ბა­ბუა, სხვა ბავ­შვებს ჩემ­ზე მე­ტად უჭირთ და მათ მი­უ­ტა­ნე სა­ჩუქ­რე­ბი, ჩემ­ზე არ შე­წუხ­დეო" - წერს ფსი­ქო­ლო­გი ჟანა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი.

"ყვე­ლა­ფე­რი მეწ­ვის, ისე მეტ­კი­ნა და მე­წყი­ნა ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი. ეს უკე­თი­ლე­სი და ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი, დიდი ენერ­გე­ტი­კის ადა­მი­ა­ნი რო­გორ წა­ვი­და ამ ქვეყ­ნი­დან და დაგვტო­ვა, ვერც კი ვი­ჯე­რებ ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯახს და გან­სა­კუთ­რე­ბით ნინო შუბ­ლა­ძეს, რომ­ლის­თვი­საც სოფო ნამ­დვი­ლად მეტი იყო, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ და. უმ­ძი­მე­სი დრო და­უდ­გა ნი­ნო­საც და ოჯახ­საც და ყვე­ლა უნდა და­ვეხ­მა­როთ, ამ სა­ში­ნე­ლე­ბის გა­და­სა­ტა­ნად" - წერს "მთა­ვა­რი არ­ხის" დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია.

"ძა­ლი­ან გვი­ჭირს შე­სა­ბა­მი­სი სი­ტყვე­ბის პოვ­ნა, ტრე­ნინგ ინ­დუსტრი­ა­ში უდი­დე­სი და­ნა­კარ­გის შე­სა­ხებ... არ ვი­ცით რო­გორ გამ­ცნოთ და გი­თხრათ, რომ დღეს ყვე­ლა­ზე სი­ცო­ცხლით სავ­სე, ყვე­ლა­ზე ენერ­გი­უ­ლი ადა­მი­ა­ნი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ტრე­ნინგ ინ­დუსტრი­ის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი სუ­ლის ჩამ­დგმე­ლი, სა­მა­გა­ლი­თო პი­როვ­ნე­ბა დავ­კარ­გეთ... სოფო შუბ­ლა­ძე გვტკი­ვა...

2020 წელს გა­და­ი­დო ღო­ნის­ძი­ე­ბა, სა­დაც სოფო შუბ­ლა­ძეს მად­ლო­ბის სი­გე­ლი უნდა გა­დას­ცე­მო­და ტრე­ნინგ ინ­დუსტრი­ა­ში შე­ტა­ნი­ლი უდი­დე­სი წვლი­ლის­თვის! ტრე­ნერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის სა­ხე­ლით ვუ­სამ­ძიმ­რებთ დღეს მის სა­ო­ცარ ოჯახს, ახ­ლობ­ლებს, ყვე­ლა ტრე­ნერს, ყვე­ლა მის ძვირ­ფას ადა­მი­ანს ამ უდი­დეს... აღუ­წე­რელ ტკი­ვილს...მწუ­ხა­რე­ბას!" - ნათ­ქვა­მია ტრე­ნერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ სამ­ძიმ­რის ტექ­სტში.

სოფო შუბ­ლა­ძე 1996 წლი­დან მუ­შა­ობ­და კონ­ფლიქ­ტე­ბის მარ­თვის, ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი სწავ­ლე­ბი­სა და მოზ­რდილ­თა გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში. მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და პრეს­ტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­გის­ტრის წო­დე­ბა ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვა­ში.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
6

არ ვიცნობდით მაგრამ.ღმერთმა გაანათლოს

mks
7

ჩემი ლექტორი იყო, სულ სამი ლექციით შევხვდით ერთმანეთს მაგრამ, მსგავსი სიცოცხლის მოყვარული, ენერგიული და პოზიტიური ადამიანი არასდროს შემხვედრია. არ ვიცი რა ვთქვა, ასეთი ადამიანის გარდაცვალება დიდი უსამართლობაა ((((

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

GAU-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ტრენერი სოფო შუბლაძე კორონავირუსით გამოწვეული გართულებით გარდაიცვალა

GAU-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ტრენერი სოფო შუბლაძე კორონავირუსით გამოწვეული გართულებით გარდაიცვალა

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორები საქართველოს" დირექტორი, ტრენერი სოფო შუბლაძე კორონავირუსით გამოწვეული გართულების შედეგად გარდაიცვალა.

სოფო შუბლაძე ცნობილი ჟურნალისტის, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნინო შუბლაძის უფროსი და იყო. სოფოს მდგომარეობა ბოლო თვის განმავლობაში რამდენჯერმე დამძიმდა, თუმცა ახლობლები მისი გადარჩენის იმედს არ კარგავდნენ.

"ერთად აუცილებლად დავძლევთ ყველაფერს!!!!! სხვაგვარად უბრალოდ წარმოუდგენელია!" - წერდა ნინო შუბლაძე დის შესახებ რამდენიმე დღის წინ, თუმცა სამწუხაროდ, ექიმებმა სოფო შუბლაძის გადარჩენა ვერ შეძლეს. კორონავირუსის გადატანის შემდეგ, მისი მდგომარეობა უმძიმესი იყო და არსებული ინფორმაციით, ის თრომბის შედეგად გარდაიცვალა.

"დაუჯერებელია! ასე იშვიათად უყვართ ადამიანებს სიცოცხლე როგორც სოფოს უყვარდა. და ასე იშვიათად უყვართ ადამიანებს ერთმანეთი, როგორც თქვენ გიყვარდათ! ნინო შუბლაძე, ღმერთს ვთხოვ მოგცეს ძალა, ამ ჯოჯოხეთს გაუძლო!" - წერს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და მეგობარს დის გარდაცვალებას უსამძიმრებს.

"სოფო შუბლაძე, ჩვენი საყვარელი კოლეგა და მეგობარი, გარდაიცვალა კოვიდისგან. ძალიან მაგარი პიროვნება, სიცოცხლისმოყვარე, ხალისიანი და მებრძოლი ადამიანი, ლამაზი და ჭკვიანი, 13 წლის ანოს დედა. ანოც უმაგრეს პიროვნებად გაზარდა -ერთხელ სოფომ ფბ-ზე დადო ანოს მიერ თოვლის ბაბუასთან პატარაობაში მიწერილი წერილი: თოვლის ბაბუა, სხვა ბავშვებს ჩემზე მეტად უჭირთ და მათ მიუტანე საჩუქრები, ჩემზე არ შეწუხდეო" - წერს ფსიქოლოგი ჟანა ჯავახიშვილი.

"ყველაფერი მეწვის, ისე მეტკინა და მეწყინა ეს საშინელი ამბავი. ეს უკეთილესი და ძალიან ნიჭიერი, დიდი ენერგეტიკის ადამიანი როგორ წავიდა ამ ქვეყნიდან და დაგვტოვა, ვერც კი ვიჯერებ ვუსამძიმრებ ოჯახს და განსაკუთრებით ნინო შუბლაძეს, რომლისთვისაც სოფო ნამდვილად მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ და. უმძიმესი დრო დაუდგა ნინოსაც და ოჯახსაც და ყველა უნდა დავეხმაროთ, ამ საშინელების გადასატანად" - წერს "მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია.

"ძალიან გვიჭირს შესაბამისი სიტყვების პოვნა, ტრენინგ ინდუსტრიაში უდიდესი დანაკარგის შესახებ... არ ვიცით როგორ გამცნოთ და გითხრათ, რომ დღეს ყველაზე სიცოცხლით სავსე, ყველაზე ენერგიული ადამიანი, საქართველოში ტრენინგ ინდუსტრიის ერთ-ერთი პირველი სულის ჩამდგმელი, სამაგალითო პიროვნება დავკარგეთ... სოფო შუბლაძე გვტკივა...

2020 წელს გადაიდო ღონისძიება, სადაც სოფო შუბლაძეს მადლობის სიგელი უნდა გადასცემოდა ტრენინგ ინდუსტრიაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის! ტრენერთა ასოციაციის სახელით ვუსამძიმრებთ დღეს მის საოცარ ოჯახს, ახლობლებს, ყველა ტრენერს, ყველა მის ძვირფას ადამიანს ამ უდიდეს... აღუწერელ ტკივილს...მწუხარებას!" - ნათქვამია ტრენერთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ სამძიმრის ტექსტში.

სოფო შუბლაძე 1996 წლიდან მუშაობდა კონფლიქტების მართვის, ინტერაქციული სწავლებისა და მოზრდილთა განათლების სფეროში. მიღებული ჰქონდა პრესტონის უნივერსიტეტის მაგისტრის წოდება ადამიანური რესურსების მართვაში.

"ყოველდღიურად 200-მდე ბავშვი ინფიცირდება, მომდევნო დღეები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ბავშვების ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის თვალსაზრისით" - ივანე ჩხაიძე

მეცნიერებმა საქართველოში აღმოჩენილი, 25 000 წლის წინ მცხოვრები ადამიანის დნმ-ი გაშიფრეს - რა ინფორმაციას ავრცელებს ეროვნული მუზეუმი

"ფაიზერი" საუკეთესო ვაქცინაა, მაგრამ ნებისმიერი ვაქცინა მუშაობს და გვიცავს სიკვდილისგან, ესაა მთავარი - ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე