Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ვახო სანაიას თავს დაესხნენ - დაკავებულია 3 პირი
ვახო სანაიას თავს დაესხნენ - დაკავებულია 3 პირი

“ფორ­მუ­ლას” ტე­ლე­წამ­ყვან ვახო სა­ნა­ი­ა­სა და მისი მე­უღ­ლის ნა­თე­სავ­ზე თავ­დას­ხმის ფაქ­ტზე 3 პირი და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს ავ­რცე­ლებს.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ორი ან მეტი პი­რის მი­მართ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით სამი პირი - 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.გ., 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ს. და 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს.ს. თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 2 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ჯგუ­ფუ­რად ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას" ჟურ­ნა­ლის­ტის - 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.ს.-ს და მისი მე­უღ­ლის ნა­თე­სა­ვის 1986 წელს და­ბა­დე­ბულ ნ.მ.-ს მი­მართ.

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­მი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პრი­მა ნა­წი­ლის „ბ“ და „გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ორი ან მეტი პი­რის მი­მართ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს“, - ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
aburjga
136

დასავლეთის მიერ ქართული საზოგადოებისათვის თავსმოხვეული "სიტყვის თავისუფლების" ანუ უაპელაციოდ ტყუილების და ბრალდებების დღე და რამ ტელეეკრანიდან ფრქვევის პირდაპირი შედეგია ეს არასასიამოვნო ამბავი. სამწუხაროდ, თუ ტელეჟურნალისტები არ დაუბრუნდებიან ქართული მენტალიტეტისათვის დამახასიათებელ სიტყვა-პასუხს და გაჰყვებიან გვარამიას ფარვატერში, მაშინ ასეთი შემთხვევები კიდევ უფრო მოიმატებს, ვიმეორებ სამწუხაროდ! ჭკუას დაუხმეთ ბიძიკოებო, სიტყვა პასუხი ისწავლეთ, უკადრებელს ნუ კადრულობთ! 

rasa
172

და ეს პროვოკატორი რატომ არ დააკავეთ

ავტორი:

ვახო სანაიას თავს დაესხნენ - დაკავებულია 3 პირი

ვახო სანაიას თავს დაესხნენ - დაკავებულია 3 პირი

“ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიასა და მისი მეუღლის ნათესავზე თავდასხმის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი - 1993 წელს დაბადებული ვ.გ., 1988 წელს დაბადებული გ.ს. და 1988 წელს დაბადებული ს.ს. თბილისში დააკავეს.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტის - 1985 წელს დაბადებული ვ.ს.-ს და მისი მეუღლის ნათესავის 1986 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს მიმართ.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, საქმეზე ჩატარებული გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამივე ბრალდებული დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სროლა გლდანის რაიონში - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი

შსს "ნაცმოძრაობას" მიმართავს, გამოყონ წარმომადგენელი, რომელსაც ოფისიდან ამოღებულ ტექნიკურ საშუალებებას გადასცემენ

"არ იყო საშველი, რომ არ მოეკლათ? დაეჭირათ მაინც" - ვინ არის ზუგდიდში, დევნის ოპერაციისას გარდაცვლილი ახალგაზრდა და რას ჰყვებიან მასზე ახლობლები?