საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველები მუდამ ერთმანეთის ღრღნაში იქნებიან..." - რუსული მედიის და ინტერნეტმომხმარებლების გამოხმაურება ნიკა მელიას დაკავებაზე
"ქართველები მუდამ ერთმანეთის ღრღნაში იქნებიან..." - რუსული მედიის და ინტერნეტმომხმარებლების გამოხმაურება ნიკა მელიას დაკავებაზე

"სა­ქარ­თვე­ლო ისევ აპ­რო­ტეს­ტებს და ბა­რი­კა­დებს აშე­ნებს - ამ­ჯე­რად, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მომ­ხრე ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რის, ნიკა მე­ლი­ას და­კა­ვე­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ის ცი­ხე­ში მოხ­ვედ­რის­გან პრე­მი­ერ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გა­დად­გო­მამ იხ­სნა. რო­გორ აპი­რებს რეს­პუბ­ლი­კა პო­ლი­ტი­კუ­რი ჩი­ხი­დან გა­მოს­ვლას?" - ამის გარ­კვე­ვას ცდი­ლობს გა­მო­ცე­მა РИА Новости სტა­ტი­ა­ში, სა­ხელ­წო­დე­ბით - "რა­ტომ ჩა­ვარ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­რი­გი გა­დატ­რი­ა­ლე­ბა".

ჟურ­ნა­ლის­ტი გა­ლია იბ­რა­გიმო­ვა წერს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი "ისევ მოს­კო­ვის ხელ­ზე" სა­უბ­რო­ბენ:

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" პრო­რუ­სულ პო­ლი­ტი­კას ატა­რებს, რათა ადრე თუ გვი­ან სა­ქარ­თვე­ლო რუ­სეთს შე­უ­ერ­თოს, ამი­ტომ მე მზად ვარ ფი­ზი­კუ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­ვუ­წიო სპეც­რაზმს, რო­მელ­საც ჩემს და­სა­კა­ვებ­ლად გა­მოგ­ზავ­ნი­ან" - აცხა­დებ­და მე­ლია და­კა­ვე­ბამ­დე და მის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს, უკა­ნო­ნოს უწო­დებ­და" - წერს გა­მო­ცე­მა და აღ­ნიშ­ნავს, რომ მე­ლი­ას პარ­ლა­მენტზე შტურმ­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში რუსი დე­პუ­ტა­ტის სერ­გეი გავ­რი­ლო­ვის ვი­ზი­ტის დღეს.

Deutsche Welle-ს რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა წერს, რომ ნი­კა­ნორ მე­ლი­ას და­კა­ვე­ბის გამო, და­სავ­ლელ­მა პარტნი­ო­რებ­მა შეშ­ფო­თე­ბა გა­მოთ­ქვეს:

"ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რის და­კა­ვე­ბამ და­სავ­ლეთ­ში გა­ურ­კვევ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვია - ბრი­ტა­ნე­თის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში მარკ კლე­ი­ტო­ნი, აცხა­დებს, რომ შო­კი­რე­ბუ­ლია თბი­ლის­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბით და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თავ­შე­კა­ვე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს. ფაქ­ტია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პრო­ცე­სე­ბი მო­სა­ლოდ­ნელ­ზე უჩ­ვე­უ­ლოდ ვი­თარ­დე­ბა, სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია" - წერს გა­მო­ცე­მა.

"წი­წა­კის სპრე­ი­სა და სპეც­რაზ­მის თან­ხლე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის გავ­ლე­ნი­ა­ნი ლი­დე­რი" - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ნიკა მე­ლი­ას და­კა­ვე­ბას კი­დევ ერთი რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა Эхо Москвы. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, რამ­დე­ნი­მე დღის წინ შექ­მნი­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბა, უკვე ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გა­დად­გო­მამ დრო­ე­ბით გან­მუხ­ტა, თუმ­ცა, შსს-ს მე­ლი­ას და­კა­ვე­ბა­ზე დიდ­ხანს არ უფიქ­რია.

"სა­ა­კაშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭე­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლის ლი­დე­რი, ნი­კა­ნორ მე­ლია და­ა­კა­ვეს. რა იქ­ნე­ბა შემ­დეგ?" - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა გა­მო­ცე­მა Интерфакс ნიკა მე­ლი­ას და­კა­ვე­ბის ფაქტს. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, გი­რა­ოს გა­დახ­დის ვადა მე­ლი­ას ამო­ე­წუ­რა. გი­რა­ოს თან­ხა კი, 40 000 ლარი იყო, რო­მე­ლიც ოპო­ზი­ცი­ის ლი­დერ­მა არ გა­და­ი­ხა­და...

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის"თავ­მჯდო­მა­რის და­კა­ვე­ბამ, რუს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებს შო­რის მწვა­ვე კა­მა­თი გა­მო­იწ­ვია. ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ნა­წი­ლი წერს, რომ, დროა, რუ­სეთ­მა პა­ტა­რა ქვეყ­ნე­ბის­გან პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბა ის­წავ­ლოს, რაც ცვლი­ლე­ბის­თვის თუ არა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დათ­მო­ბა­ზე წა­საყ­ვა­ნად მა­ინც აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ნა­წი­ლი კი ირო­ნი­უ­ლად ხვდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს:

ბა­ი­დენს კი­თხონ რო­გორ მარ­თონ ქვე­ყა­ნა, ან ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა და­უ­წე­როთ მე­თო­დი­კა, თო­რემ ისე გარ­თულ­და ძა­ლა­უფ­ლე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა

ქარ­თვე­ლე­ბი მუ­დამ ერ­თმა­ნე­თის ღრღნა­სა და ერ­თმა­ნეთ­თან ჩხუბ­ში იქ­ნე­ბი­ან. ასე­თი ნა­ცი­აა, ემო­ცი­უ­რი. აფხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთ­საც და­ი­ვი­წყე­ბენ. ასე რომ, აჯო­ბებს ჯერ ერ­თმა­ნეთ­ში გა­ერ­კვი­ონ

შე­პყრო­ბი­ლი მი­ში­კო ყვე­ლას თა­ვის­კენ ექა­ჩე­ბა... ემიგ­რა­ცი­ა­ში

ოჯა­ხი მა­ხინ­ჯის და ქვე­ყა­ნა "ნა­ვალ­ნე­ბის" გა­რე­შე არ არ­სე­ბობს

ქარ­თვე­ლე­ბი თა­ვი­ანთ "ნა­ვალ­ნი­კებ­თან" ცე­რე­მო­ნი­ე­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან: გაზი შე­უგ­დეს, წიხ­ლე­ბით ურტყეს და ცი­ხე­ში გა­უშ­ვეს. აი, ესაა დე­მოკ­რა­ტია - ამე­რი­კე­ლე­ბის­გან ის­წავ­ლეს

არ მჯე­რა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პრო­რუ­სუ­ლო­ბის, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლოს უკან დაბ­რუ­ნე­ბის ეში­ნია და უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვის იბ­რძვის... ეს შე­უ­პოვ­რო­ბა და­სა­ფა­სე­ბე­ლია, თუმ­ცა, მეტი წინ­და­ხე­დუ­ლე­ბა და სიფრ­თხი­ლე არ აწყენ­დათ

ასე დუღს პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში 30 წე­ლია, მაგ­რამ თუ რუ­სე­თი­დან ჩა­სუ­ლი ტუ­რის­ტე­ბის ნა­კა­დით გაზ­რდილ და შე­და­რე­ბით დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბულ ეკო­ნო­მი­კურ სუ­რათს არ ჩავ­თვლით, დიდი პროგ­რე­სი ქვე­ყა­ნას არ ეტყო­ბა, მით უფრო, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კუ­თხით... ამას ხე­დავს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბაც, რო­მე­ლიც ვი­თომ თავს არ ზო­გავს ქვე­ყა­ნა­ში რე­ა­ლო­ბა შეც­ვა­ლოს, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით მო­ცე­მუ­ლო­ბა არ იც­ვლე­ბა. ეს არის ფაქ­ტი, რო­მე­ლიც ბევრ რა­მე­ზე მი­ა­ნიშ­ნებს...

ქარ­თვე­ლებს მოთ­მი­ნე­ბა და დათ­მო­ბე­ბი არ ეხერ­ხე­ბათ, არც პო­ლი­ტი­კა­ში, არც სხვა მხრივ, რაც კარ­გია. პუ­ტინს ამ­დენს რომ ვუთ­მობთ, იმი­ტომ გვყავს მე­ფედ ამ­დე­ნი წე­ლია. მაგ­რამ ეს მუდ­მი­ვი ქარ­ტე­ხი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბად ეკო­ნო­მი­კა­ზეც აი­სა­ხე­ბა. ასე რომ, ვერ გა­ი­გებ, რო­მე­ლი ჯო­ბია...

მკითხველის კომენტარები / 58 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანი
40

და 20

წელი რომ პუტინი გყავთ და იმას მიხედოთ არა????რააში გვაინტერესებს რუსების აზრი? ჟურნალისტს მეტი საქმე არა აქვს? რუსულ გვერდებზე რო დაძვრება?

101010
11

ჩემი გადმოსახედიდან ნაწილი სიმართლეა და ნაწილი არა. მეც რომელმაც სრულად არ ვიცი რუსეთის შიგა სამზარეულო, ვერ ვიქნები მათი პოლიტიკური ველის სრულფასოვანი შემფასებელი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ქართველები მუდამ ერთმანეთის ღრღნაში იქნებიან..." - რუსული მედიის და ინტერნეტმომხმარებლების გამოხმაურება ნიკა მელიას დაკავებაზე

"ქართველები მუდამ ერთმანეთის ღრღნაში იქნებიან..." - რუსული მედიის და ინტერნეტმომხმარებლების გამოხმაურება ნიკა მელიას დაკავებაზე

"საქართველო ისევ აპროტესტებს და ბარიკადებს აშენებს - ამჯერად, მიხეილ სააკაშვილის მომხრე ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას აპროტესტებენ. რამდენიმე დღის წინ, ის ციხეში მოხვედრისგან პრემიერ გიორგი გახარიას გადადგომამ იხსნა. როგორ აპირებს რესპუბლიკა პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლას?" - ამის გარკვევას ცდილობს გამოცემა РИА Новости სტატიაში, სახელწოდებით - "რატომ ჩავარდა საქართველოში მორიგი გადატრიალება".

ჟურნალისტი გალია იბრაგიმოვა წერს, რომ საქართველოში პოლიტიკური ძალები "ისევ მოსკოვის ხელზე" საუბრობენ:

"ქართული ოცნება" პრორუსულ პოლიტიკას ატარებს, რათა ადრე თუ გვიან საქართველო რუსეთს შეუერთოს, ამიტომ მე მზად ვარ ფიზიკური წინააღმდეგობა გავუწიო სპეცრაზმს, რომელსაც ჩემს დასაკავებლად გამოგზავნიან" - აცხადებდა მელია დაკავებამდე და მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს, უკანონოს უწოდებდა" - წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ მელიას პარლამენტზე შტურმში ადანაშაულებდნენ საქართველოში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტის დღეს.

Deutsche Welle-ს რუსული გამოცემა წერს, რომ ნიკანორ მელიას დაკავების გამო, დასავლელმა პარტნიორებმა შეშფოთება გამოთქვეს:

"ოპოზიციის ლიდერის დაკავებამ დასავლეთში გაურკვევლობა გამოიწვია - ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი, აცხადებს, რომ შოკირებულია თბილისში განვითარებული პროცესებით და ხელისუფლებას თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ფაქტია, რომ საქართველოში პროცესები მოსალოდნელზე უჩვეულოდ ვითარდება, საინტერესოა, როგორ წარიმართება ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია" - წერს გამოცემა.

"წიწაკის სპრეისა და სპეცრაზმის თანხლებით დაკავებული ოპოზიციის გავლენიანი ლიდერი" - ასე ეხმაურება ნიკა მელიას დაკავებას კიდევ ერთი რუსული გამოცემა Эхо Москвы. გამოცემის ცნობით, რამდენიმე დღის წინ შექმნილი დაძაბულობა, უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომამ დროებით განმუხტა, თუმცა, შსს-ს მელიას დაკავებაზე დიდხანს არ უფიქრია.

"სააკაშვილის მხარდამჭერი ოპოზიციური ძალის ლიდერი, ნიკანორ მელია დააკავეს. რა იქნება შემდეგ?" - ასე ეხმაურება გამოცემა Интерфакс ნიკა მელიას დაკავების ფაქტს. გამოცემის ცნობით, გირაოს გადახდის ვადა მელიას ამოეწურა. გირაოს თანხა კი, 40 000 ლარი იყო, რომელიც ოპოზიციის ლიდერმა არ გადაიხადა...

"ნაციონალური მოძრაობის"თავმჯდომარის დაკავებამ, რუს ინტერნეტმომხმარებლებს შორის მწვავე კამათი გამოიწვია. ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი წერს, რომ, დროა, რუსეთმა პატარა ქვეყნებისგან პოლიტიკური აქტიურობა ისწავლოს, რაც ცვლილებისთვის თუ არა, ხელისუფლების დათმობაზე წასაყვანად მაინც აუცილებელია. ნაწილი კი ირონიულად ხვდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს:

ბაიდენს კითხონ როგორ მართონ ქვეყანა, ან ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაუწეროთ მეთოდიკა, თორემ ისე გართულდა ძალაუფლების ხელში ჩაგდება

ქართველები მუდამ ერთმანეთის ღრღნასა და ერთმანეთთან ჩხუბში იქნებიან. ასეთი ნაციაა, ემოციური. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთსაც დაივიწყებენ. ასე რომ, აჯობებს ჯერ ერთმანეთში გაერკვიონ

შეპყრობილი მიშიკო ყველას თავისკენ ექაჩება... ემიგრაციაში

ოჯახი მახინჯის და ქვეყანა "ნავალნების" გარეშე არ არსებობს

ქართველები თავიანთ "ნავალნიკებთან" ცერემონიებით არ გამოირჩევიან: გაზი შეუგდეს, წიხლებით ურტყეს და ციხეში გაუშვეს. აი, ესაა დემოკრატია - ამერიკელებისგან ისწავლეს

არ მჯერა, "ქართული ოცნების" პრორუსულობის, მაგრამ ფაქტია, რომ პატარა საქართველოს უკან დაბრუნების ეშინია და უკეთესი მომავლისთვის იბრძვის... ეს შეუპოვრობა დასაფასებელია, თუმცა, მეტი წინდახედულება და სიფრთხილე არ აწყენდათ

ასე დუღს პოლიტიკური ცხოვრება საქართველოში 30 წელია, მაგრამ თუ რუსეთიდან ჩასული ტურისტების ნაკადით გაზრდილ და შედარებით დასტაბილურებულ ეკონომიკურ სურათს არ ჩავთვლით, დიდი პროგრესი ქვეყანას არ ეტყობა, მით უფრო, დემოკრატიული კუთხით... ამას ხედავს საერთაშორისო საზოგადოებაც, რომელიც ვითომ თავს არ ზოგავს ქვეყანაში რეალობა შეცვალოს, მაგრამ ჯერჯერობით მოცემულობა არ იცვლება. ეს არის ფაქტი, რომელიც ბევრ რამეზე მიანიშნებს...

ქართველებს მოთმინება და დათმობები არ ეხერხებათ, არც პოლიტიკაში, არც სხვა მხრივ, რაც კარგია. პუტინს ამდენს რომ ვუთმობთ, იმიტომ გვყავს მეფედ ამდენი წელია. მაგრამ ეს მუდმივი ქარტეხილები საქართველოს განვითარებად ეკონომიკაზეც აისახება. ასე რომ, ვერ გაიგებ, რომელი ჯობია...

როგორი იქნება პირველი სასტუმრო კოსმოსში - ბარები, რესტორნები და ულამაზესი ხედები: სასტუმროს ფოტოები, სადაც შესაძლოა, მალე დასასვენებლად წახვიდეთ

სან დიეგოს ზოოპარკში მაიმუნებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინა გაუკეთეს

"ნუთუ ეგონათ, რომ ჩუმად ვიქნებოდით..."-  რაში ადანაშაულებენ ერთმანეთს სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი და ბუკინგემის სასახლე?